მიხეილ ჩხენკელმა საფრანგეთის ელჩთან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების შესაძლებლობები განიხილა

ფოტო: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საფრანგეთის ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა განათლების მიმართულებით თანამშრომლობის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მიხეილ ჩხენკელმა ელჩს მადლობა გადაუხადა განათლების სფეროში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი პროექტისთვის.
შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს თავიანთი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს Covid-19-ის პანდემიის პირობებში განათლების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფის მიმართულებით. მინისტრმა დიეგო კოლასს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები და სამოქმედო გეგმა გააცნო, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სასწავლო პროცესის ბუნებრივ გარემოში - საკლასო ოთახებში - დაბრუნებას ითვალისწინებს.
შეხვედრაზე მხარეებმა მსოფლიო დონის მეგა-პროექტის - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ ისაუბრეს და მისი განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს, მათ შორის, საფრანგეთის წამყვან უნივერსიტეტებთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შესახებ. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორია ბატონი ბიძინა ივანიშვილი. მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური სივრცე, რომელიც ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოში მიიღონ უმაღლესი დონის განათლება. აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უკვე თანამშრომლობს რენის უნივერსიტეტთან და მზად არის სხვა ფრანგულ უნივერსიტეტებთან ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განსახორციელებლად და აკადემიური პროგრამების დასანერგად.
მიხეილ ჩხენკელმა საფრანგეთის ელჩს ადრონული თერაპიის ცენტრის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სამეცნიერო-კვლევით მხარეს. ცენტრში განთავსდება ორი ციკლოტრონი, რომელთაგან ერთი სიმსივნის მკურნალობას მოხმარდება, მეორე კი – სამეცნიერო-კვლევით პროცესს ონკოლოგიაში. ადრონული თერაპიის ცენტრიც მთლიანად ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა.
შეხვედრაზე მხარეებმა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით არსებული პროექტის – ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის გაძლიერების გზებზე იმსჯელეს. მიხეილ ჩხენკელმა ფრანგულ მხარეს უნივერსიტეტის ქოლგის ქვეშ ერთობლივი პროფესიული პროგრამების განხორციელება შესთავაზა.
საფრანგეთის ელჩმა აღნიშნა, რომ ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია აკადემიური მობილობის ხელშემწყობი პროგრამების გაფართოვება.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საელჩოს წარმომადგენლები: პიერ კლუე, ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი და მრჩეველი თანამშრომლობისა და კულტურულ ღონისძიებათა საკითხებში, ბერნარდ მენო, კავკასიის ფრანგული სკოლის დირექტორი, დავიდ ტერტრი, ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის აღმასრულებელი მენეჯერი.
ყველა სიახლე

27 მარტი 2025, 00:31
მსოფლიო
ზელენსკი: სტივ უიტკოფი საკმაოდ ხშირად ციტირებს კრემლის ნარატივს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი საკმაოდ ხშირად ციტირებს კრემლის ნარატივს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde-ი ავრცელებს.

27 მარტი 2025, 00:30
პოლიტიკა
ჯემალ ლეონიძე ბადრი ჯაფარიძეზე: სხვა სიტყვა ვერ მონახა და თქვა, რომ ჩვენ იმიტომ გვინდა თქვენი კომპანია, რომ ფერები არის ჩვენთვის მისაღებიო. ეს იყო დაკვეთა კეზერაშვილის ხაზარაძე-ჯაფარიძის მიმართ, რომ ხელში ჩაეგდოთ ჩემი ქონება
სხვა სიტყვა ვერ მონახა თავის ლექსიკონში [ბადრი ჯაფარიძემ] და თქვა ეს, რომ ჩვენ იმიტომ გვინდა, სხვა კომპანიებიც არის, სხვასაც შეიძლება შევთავაზოთ, სხვაც შეიძლება ვიყიდოთ მაგრამ ჩვენ თქვენი გვინდა იმიტომ, რომ ფერები არის ჩვენთვის მისაღები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ბიზნესმენმა ჯემალ ლეონიძემ, რომელიც კომპანია „მაგნატს“ ფლობდა და „ნაცმოძრაობის“ რეპრესიების მსხვერპლი გახდა.

27 მარტი 2025, 00:27
პოლიტიკა
ოთარ გრიგოლია: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არცერთ ეტაპზე, არცერთ რეზოლუციას და არცერთ ასეთ დოკუმენტს, რომელიც ევროპის სხვადასხვა ინსტიტუტში იყო მიღებული, პასუხის გარეშე არ დავტოვებთ
ჩვენი გამოსვლების შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა და გამოხატა სოლიდარობა იქიდან გამომდინარე, რომ არ ჰქონდათ საკმარისი ინფორმაცია იმისათვის, რათა სწორი დასკვნები გაეკეთებინათ. შესაბამისად, ვფიქრობ ასეთ გამოსვლებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომასთან დაკავშირებით.

27 მარტი 2025, 00:21
პოლიტიკა
ოთარ გრიგოლია: ჩვენ ვანახეთ კონგრესის წარმომადგენლებს ფოტომასალა, მათ შორის დაშავებული პოლიციელების, ამის შემდეგ შეცვალეს რიტორიკა, ვინაიდან აღარ გამოდიოდა იმ რეალობის უარყოფა, რაც ფაქტებით იყო გამყარებული
ევროპის საბჭოს კონგრესზე დაინიცირებული იყო რეზოლუცია, რომელიც ევროსაბჭოს ბიურომ დააინიცირა, ბიუროს ეს წევრები იყვნენ თბილისში და სამწუხაროდ, რაც ვნახე მე ამ დოკუმენტში, ხელწერა ერთი და იგივე იყო, ერთი-ერთში იმეორებს ყველა იმ რეზოლუციას, რომელიც ევროპარლამენტმა, ევროსაბჭომ და კონგრესმა მიიღეს, ეს ერთი სისტემის მიერ არის შემუშავებული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ, რომელმაც ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

27 მარტი 2025, 00:01
პოლიტიკა
ჯემალ ლეონიძე: კეზერაშვილის მოთხოვნით დაიწყო ის, რაც მოხდა ჩემს გარშემო. ეს იყო დაკვეთა კეზერაშვილისა ხაზარაძე-ჯაფარიძის მიმართ, რომ ეს საქმე მათ უნდა შეესრულებინათ. ძალა არ აკლდათ იმისთვის, რომ ყველაფერი ხელში ჩაეგდოთ
კეზერაშვილის მოთხოვნით დაიწყო ის, რაც მოხდა ჩემი და ჩემი კომპანიის გარშემო. სურვილი იმისა, რომ სრულად ემართა ის ბიზნესი, რომელსაც მანამდე თვითონ აკონტროლებდა ე.წ. ხუთეული. საჭირო იყო ავტოგასამართი სადგურები. ავტოგასამართი სადგურები ისე, რომ სათითოდ ეყიდა დრო უნდოდა. გამოინახა იოლი გზა, სახელისუფლებო ბერკეტის გამოყენებით ამ ქონებების ხელში ჩაგდება. ჩაგდება არ იყო რთული. ყველაფერი მათ ხელში იყო, ყველაფერს და აქედან გამომდინარე გააკეთეს ის, რაც გააკეთეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ბიზნესმენმა ჯემალ ლეონიძემ, რომელიც კომპანია „მაგნატს“ ფლობდა და „ნაცმოძრაობის“ რეპრესიების მსხვერპლი გახდა.

26 მარტი 2025, 23:52
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: თქვენ ხედავთ, რომ პრაქტიკულად ევროპის უდიდესი ნაწილი, რომელიც „დიფ სთეითის“ მორჩილებაში თავად არის, აკეთებს განცხადებებს, რომ თუკი უკრაინამ წააგო, ე.ი. ევროპა ამით დამარცხდება და მათ საფრთხე ექმნებათ
ეს არის „დიფ სთეითის“ რიტორიკა და ხედავთ, რომ სამშვიდობო პროცესსაც კი ეწინააღმდეგებიან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ.

26 მარტი 2025, 23:38
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე რადიკალებზე: მათი მომავალი არ არის და ვერ არის პერსპექტიული, ეს თავად ქუჩასაც ეტყობა, მაგრამ მათი ბედი თავადაც არ ეკუთვნით, სხვა გზაც არ აქვთ, აგენტის ბედი ასეთია
მათი მომავალი არ არის და ვერ არის პერსპექტიული, ეს თავად ქუჩასაც ეტყობა, მაგრამ მათი ბედი თავადაც არ ეკუთვნით. სხვა გზაც არ აქვთ. აგენტის ბედი ასეთია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ.

26 მარტი 2025, 23:37
მსოფლიო
მაკრონი: საფრანგეთი უკრაინას დამატებით 2 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას გაუწევს
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინას დამატებით 2 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას გაუწევს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde-ი ავრცელებს.

26 მარტი 2025, 23:33
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: ბალტიისპირელებმა კარგად იცოდნენ, რომ თუ საქართველოში აინთებოდა ცეცხლი, ეს იქნებოდა მათთვის მეხამრიდი. სწორედ ამიტომ გამოდიოდნენ მათი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები ქართულ აქციებზე და აქეზებდნენ ახალგაზრდებს
ბალტიისპირელებმა კარგად იცოდნენ, რომ თუ საქართველოში აინთებოდა ცეცხლი, ეს იქნებოდა მათთვის მეხამრიდი და სწორედ ამიტომ იყო, გახსოვთ ბალტიისპირეთის უმაღლეს პოლიტიკური თანამდებობის პირები ქართულ აქციებზე, თბილისის მთავარ პოლიტიკურ მოედანზე როგორ აქეზებდნენ ახალგაზრდებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ.

26 მარტი 2025, 23:31
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: უკრაინამ იმით, რომ საკუთარი ტერიტორია ათხოვა დასავლეთსა და რუსეთს ერთმანეთს შორის ურთიერთობის გასარკვევად, წააგო საკუთარი თავი. ეს არის ის მაგალითი, რაც გაცილებით მძიმედ აისახებოდა საქართველოზე
„სანქციების მიზანი რა იყო, რა თქმა უნდა ეს არ იყო ის, რომ რუსეთის ეკონომიკას დაანგრევდა. აქ იყო ჩადებული ის, რომ ამ შემთხვევაში თუ კი საქართველო ამაზე წავიდოდა, მისი საკუთარი ეკონომიკა ჩამოიშლებოდა და სოციალური აფეთქების რეალური შანსი გაჩნდებოდა, რაც კარგი საშუალება იქნებოდა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის, რომელიც ვერ მოახერხეს, ვერ შექმნეს „მაიდანიზაცია“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის" ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ.

26 მარტი 2025, 23:18
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენ სწორი სტრატეგია ავირჩიეთ და ძირითადი ინსტრუმენტი გამოვიყენეთ მეტი სიმართლე. ვგულისხმობ, „ხალხის ძალის“ იმ განცხადებებს, რაც ამ გადმოსახედიდან იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელი
ჩვენ სწორი სტრატეგია ავირჩიეთ და ძირითადი ინსტრუმენტი ჩვენ გამოვიყენეთ მეტი სიმართლე, ვგულისხმობ „ხალხის ძალის“ იმ განცხადებებს, რაც ამ გადმოსახედიდან იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ.

26 მარტი 2025, 23:07
პოლიტიკა
დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და 2008 წლის აგვისტოს ომის თაობაზე ხუთ პირს მოუსმინა
2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მეხუთე სხდომა გაიმართა.

26 მარტი 2025, 22:26
რეგიონი
27 მარტს სურამის სატრანსპორტო კვანძი-ხევის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე, მიმდინარეობს დაზიანებული სავალი ნაწილის შეკეთების სამუშაოები.

26 მარტი 2025, 22:26
მსოფლიო
ევროკომისია: უკრაინიდან რუსული ძალების გაყვანა ევროკავშირის სანქციების მოხსნის ან შეცვლის ერთ-ერთი მთავარი პირობა იქნება
ევროკომისიაში განაცხადეს, რომ უკრაინიდან რუსული ძალების გაყვანა ევროკავშირის სანქციების მოხსნის ან შეცვლის ერთ-ერთი მთავარი პირობა იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

26 მარტი 2025, 22:17
საზოგადოება
სოციალური პროგრესის ინდექსით საქართველო რეგიონში ლიდერია, 13-წლიანი გაუმჯობესებით კი მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სოციალური პროგრესის ინდექსით საქართველო რეგიონში ლიდერია, 13-წლიანი გაუმჯობესებით კი, მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია. ანგარიშს ამერიკული ორგანიზაცია Social Progress Imperative აქვეყნებს.

26 მარტი 2025, 22:00
მსოფლიო
ერდოღანი: ისინი, ვინც ეკონომიკური დივერსიით ცდილობენ ხალხის კეთილდღეობის დარღვევას, მართლმსაჯულების წინაშე საფასურს გადაიხდიან
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისინი, ვინც ეკონომიკური დივერსიით ცდილობენ ხალხის კეთილდღეობის დარღვევას, მართლმსაჯულების წინაშე საფასურს გადაიხდიან.

26 მარტი 2025, 21:33
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი „News on.ge-ს“: აფხაზეთი, სამაჩაბლო არის ისტორიულად დასაბრუნებელი მისია და გამართლებულია ყველა ნაბიჯი, რომელსაც მმართველი გუნდი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე დგამს
ეს გადაწყვეტილება და ფინანსური დახმარება ჩვენი ისტორიული მიწების არაღიარების პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და ამაში საქილიკო და მით უფრო საპრობლემო არაფერი არ არის, - ასე ეხმიანება „ალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, News on.ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, „ირაკლი კობახიძის განკარგულებით, „ოცნების“ ხელისუფლება ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს 10 000 $-ით დაეხმარება“.

26 მარტი 2025, 21:26
პოლიტიკა
ნინო ფოჩხუა „ტაბულას": თქვენ არ გაინტერესებთ არც სამშობლო, არც ოკუპირებული ტერიტორიები და არც არაღიარების პოლიტიკა. მხოლოდ ძალაუფლების და ფულისთვის იბრძვით, იცით რომ ამის გარეშე არაფერს წარმოადგენთ, ლუზერები ხართ, გარიყული ხალხისგან
ჯერ დავიწყოთ იმით რომ არა ოლიგარქის მთავრობა, არამედ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. ოლიგარქები და ბიუჯეტის ქურდები ბევრი გყავთ ირგვლივ, ისინი მოიკითხეთ, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა "ტაბულას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, „კობახიძის განკარგულებით, ივანიშვილის მთავრობა ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს 10 000 დოლარით დაეხმარება".

26 მარტი 2025, 21:24
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: ქვეყნის მტრებისთვის სახელმწიფოს ოდნავი წარმატება მიუღებელია. თელარა გელანტიასთვის, რომელიც ტვ პირველის შვილობილ BMG-ში მუშაობს ომი, მშვიდობაზე კარგია, ქვეყნის წინსვლა კი კატასტროფად ფასდება
„ქალბატონი თელარა, რომლის ინტელექტი ფსკერს ქვემოთ არის, აბსურდულ დარიგებებს იძლევა. სიახლეს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა რამდენიმე ათეულ ქვეყანას ფულად დახმარებას გამოუყოფს (თითოეულ ქვეყანას 10 000 დოლარის ეკვივალენტი ლარებში), ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. თუნდაც ასე არ იყოს, რა არის ცუდი იმაში თუ სახელმწიფო ვინმეს დახმარებას გაუწევს?“- წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ, „ბიემჯი“-ის ჟურნალისტის თელარა გელანტიას გამოხმაურებაზე.

26 მარტი 2025, 21:02
პოლიტიკა
პაატა სალია ხაზარაძე-ჯაფარიძეზე: ვფიქრობ, მათ პასუხები არ ჰქონდათ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც გუშინ მიმდინარეობდა მსჯელობა. შესაბამისად, მათ თავი აარიდეს
ვფიქრობ, მათ პასუხები არ ჰქონდათ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც გუშინ მიმდინარეობდა მსჯელობა, - განუცხადა „ქრონიკას“ 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ წევრმა, უმრავლესობის დეპუტატმა პაატა სალიამ ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით.