imedi /  27 იანვარი 2021, 12:26 / სანდო წყარო

ლოტკინზე ახალი დასასვენებელი სივრცე მოეწყო

ლოტკინზე, კიშინიოვის N24-ში ახალი სპორტული მოედნები და სკვერი მოეწყო. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, მისასალმებელია, რომ ქალაქში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა-განახლება აქტიურად მიმდინარეობს, რაც ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას და საპარკე კულტურის განვითარებას უწყობს ხელს.

„ლოტკინზე, კიშინიოვის ქუჩა N24-ში ახალი დასასვენებელი სივრცე მოეწყო. თქვენ იცით, ჩვენი დამოკიდებულება ახალ პარკებთან და სკვერებთან დაკავშირებით. ეს არის ჩვენი პრიორიტეტი, რომ რაც შეიძლება ბევრი რეკრეაციული სივრცე შევქმნათ ქალაქში. კარგია, რომ საპარკე კულტურა შემოდის და ახლა, მიუხედავად ზამთრისა, მსგავს სივრცეებში უამრავი ადამიანი სეირნობს, ასეირნებს ბავშვებს, ვარჯიშობს. მით უმეტეს, ამ პანდემიის პირობებში, მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი. მიხარია, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ არსებული პარკების რეაბილიტაციისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრი მწვანე სივრცე შევქმნათ ქალაქში, რომლითაც უფრო მეტი ადამიანი ისარგებლებს. ასევე, ეს ხელს უწყობს არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამ მიმართულებით უკვე გვაქვს წინგადადგმული ნაბიჯები და ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ლოტკინზე მოწყობილი რეკრეაციული სივრცის ფართობი დაახლოებით, 6 000 კვადრატული მეტრია.

„რაც შეეხება აღნიშნულ სივრცეს, კიდევ ერთი მაგარი რეკრეაციული სივრცე შეიქმნა ქალაქში, რომელიც დაახლოებით, 6 000 კვადრატული მეტრი ფართობია. მთლიანად მოხდა მისი განახლება ახალი ხე-მცენარეებით, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნებით, ტრიბუნებით, ველობილიკთ. ასევე, ბავშებისთვის მოეწყო ქვიშის მოედანი და დამონტაჟდა ატრაქციონები. გაკეთდა დასასვენებელი პავილიონი. მოეწყო სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, საპარკე ინფრასტრუქტურა. მოიხატა კედლები და შესრულდა გამწვანების სამუშაოები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ყველა სიახლე

გიგი უგულავა

08 მარტი 2021, 14:12

პოლიტიკა

გიგი უგულავა მოლაპარაკებებში ხელისუფლების მხრიდან ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობის წინააღმდეგია

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების პროცესში ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობა კრიზისს ვერ განმუხტავს და მოლაპარაკებების შედეგს დააზიანებს. ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

08 მარტი 2021, 14:08

საზოგადოება

ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა ეპარქიის ორ დიაკონს მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა

2021 წლის 7 მარტს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა ეპარქიის ორ დიაკონს - კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბრძანება მღვდელმთავარმა მას შემდეგ გამოსცა, რაც დიაკვნებმა, წერილობითი თუ პირადი გაფრთხილებების მიუხედავად, უარი განაცხადეს ეპარქიის ახალ მმართველ მიტროპოლიტთან ერთად მსახურებაზე.

 მიხეილ ყაველაშვილი

08 მარტი 2021, 14:00

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: საზოგადოებას ნუ გაახსენებენ, რაც დავიწყებული იყო, ამომიტივტივდა ყველა ის საზიზღრობა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ხდებოდა

ყაველაშვილმა საუბრისას გაკვირვება გამოხატა მამუკა ხაზარაძის განცხადების გამო, რომ დიალოგში მონაწილეობას არ მიიღებს. „ყოველ კვირას, ყველა ადამიანზე, ვისზეც სჭირდებოდათ, ჩანაწერები ქვეყნდებოდა. გვეგონა, ეს საშინელება დავამთავრეთ. მამუკა ხაზარაძისგან ძალიან გამიკვირდა, რომელმაც საკითხი დააყენა, რომ დიალოგში მონაწილეობას არ მიიღებენ. თუ ამაზე აქვს აქცენტი გაკეთებული, ხომ არ იცის, რა არის, როგორ არის? როგორ შეიძლება პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

08 მარტი 2021, 13:57

მსოფლიო

აშშ-მა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მხარდაჭერილი სამი ონლაინგამოცემა გამოავლინა, რომლებიც ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ

აშშ-მა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მხარდაჭერილი სამი ონლაინგამოცემა გამოავლინა, რომლებიც Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

თამარ ტალიაშვილი

08 მარტი 2021, 13:56

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი: ოპოზიციიდანაც გაკეთდა განცხადებები დიალოგისთვის მზადყოფნის შესახებ, სწორედ ამ დროს, სააკაშვილის გუნდმა მოლაპარაკებებში დისონანსის შეტანა გადაწყვიტა

დავინახეთ, რომ სერიოზული ნაბიჯები იყო გადადგმული პოლიტიკოსების მხრიდან, მათ შორის, ოპოზიციიდან გაკეთდა განცხადებები, რომ მზად არიან დიალოგისთვის და პარლამენტში შემოსასვლელად. სწორედ ამ დროს, მიხეილ სააკაშვილის გუნდმა გადაწყვიტა, ამ მოლაპარაკებებში კვლავ გარკვეული დისონანსი შეიტანოს, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თამარ ტალიაშვილი.

ავთანდილ ცინცაძე

08 მარტი 2021, 13:41

საზოგადოება

ავთანდილ ცინცაძემ სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ უხუცეს ქალბატონს 8 მარტი მიულოცა

„მინდა, ყველა ქალბატონს ქალთა საერთაშორისო დღე მივულოცო და ჯანმრთელობა ვუსურვო. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ სამაჟორიტარო რაიონში გვყავს 100 წლის ქალბატონი ანნა. დღეს გვერგო პატივი მისთვის ქალთა საერთაშორისო დღე მიგველოცა. ქალბატონი ანნა მედიცინის ყოფილი მუშაკია და მას 55-წლიანი სამუშაო სტაჟი აქვს. მინდა, მას ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო“, - განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

08 მარტი 2021, 13:34

ტაბლოიდი

საყვარელმა კაცმა ქალი ღალატში დაადანაშაულა, როცა ის სინამდვილეში „მაკდონალდსში“ იპარებოდა

კაცი ქალს ღალატში ადანაშაულებდა, რადგან ის ხშირად იპარებოდა სახლიდან. ქალი ყვება, რომ მისი ხანმოკლე გაუჩინარების მიზეზი არა ღალატი, არამედ McDonalds-ში სიარული იყო. მისივე განცხადებით, როცა წყვილმა ერთად ცხოვრება გადაწყვიტა, კაცს დაჰპირდა, რომ მასავით ვეგანი გახდებოდა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს ისიც აღარ მიეკარებოდა. დაპირების მიუხედავად, ქალი ამბობს, რომ ცდუნებას ვერ უძლებდა, როცა McDonalds-ის ქათმის ნაგეტსები ახსენდებოდა.

08 მარტი 2021, 13:31

საზოგადოება

რამდენი პილოტი ქალია საქართველოში

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღეს ულოცავს და საქართველოში ავიაციაში დასაქმებული ქალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემულ ავიასპეციალისტის მოქმედ მოწმობას 100 ქალი ფლობს.

არჩილ თალაკვაძე

08 მარტი 2021, 13:28

საზოგადოება

არჩილ თალაკვაძე: ყველა ქალს ვუსურვებ, დასახულ მიზნებს მიაღწიოს

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ქალებს 8 მარტი მიულოცა.

ელენე ხოშტარია

08 მარტი 2021, 13:20

პოლიტიკა

ელენე ხოშტარიამ პოლიტიკური მოძრაობა დააფუძნა

ელენე ხოშტარიამ პოლიტიკური მოძრაობა „დროა“ დააფუძნა. როგორც ის გავრცელებულ მიმართვაში აცხადებს, ამხელს კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, მოძალადეებს, გამყალბებლებს, ქურდებს, ნეპოტიზმს, რუსეთთან კავშირებს და არ შეეგუება უსამართლობას.

08 მარტი 2021, 13:12

საზოგადოება

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ქალებს 8 მარტი მიულოცეს. ვიდეო

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს და ყვავილების თაიგულები მიართვეს. ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა.

08 მარტი 2021, 13:11

რეგიონი

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გზის გაწმენდის შემდეგ, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, - ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

გიგა ბოკერია

08 მარტი 2021, 13:09

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: არ ვიზიარებ ემოციურ დამოკიდებულებას, რომ ღარიბაშვილი მოლაპარაკებებიდან უნდა გავიდეს, ჩვენ თავის დროზე შევარდნაძეს და ასლან აბაშიძეს ვესაუბრებოდით

ადამიანების უფრო დიდმა რაოდენობამ დაინახა, რამდენად საშიშია ეს ხალხი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და თითოეული მოქალაქისთვის. ეს ზვავი, რომელიც ახლა გრძელდება, არის ამის მტკიცებულება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. ამასთან, ბოკერია არ იზიარებს ცალკეული ოპოზიციონერის პოზიციას, რომ მომხდარის გამო, ირაკლი ღარიბაშვილი მოლაპარაკებებიდან უნდა გავიდეს.

08 მარტი 2021, 13:01

მსოფლიო

ერაყში რომის პაპის ვიზიტი დასრულდა

ერაყში პაპი ფრანცისკეს ვიზიტი დასრულდა. კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალაქების მონახულების შემდეგ, ის ბაღდადიდან თვითმფრინავით უკვე გაემგზავრა ვატიკანში. ვიზიტის ფარგლებში, პაპმა ერაყის ოთხი ქალაქი მოინახულა, მათ შორის - მოსული. „მშვიდობა უფრო ძლიერია, ვიდრე - ომი“ - თქვა რომის პაპმა ისლამური სახელმწიფოს მიერ განადგურებულ ქალაქში ვიზიტისას.

მიხეილ ყაველაშვილი

08 მარტი 2021, 12:57

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: მზად ვართ კომპრომისებისთვის, მაგრამ მოქალაქეების არჩევანის შეცვლა შეუძლებელია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი მზადაა კომპრომისებისთვის, მაგრამ არსებობს გარკვეული ზღვარი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ვერ გადალახავს. მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეების არჩევანის შეცვლა შეუძლებელია.

მიხეილ სარჯველაძე

08 მარტი 2021, 12:36

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: არ მგონია ფარული ჩანაწერების გამოძიებისთვის საკმარისი საფუძველი არსებობდეს

ჩანაწერის წარმომავლობასთან დაკავშირებით გამოძიება არ იწყება. გამოძიებას აქვს წინაპირობები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში, არსებობს გამოძიების დაწყების საფუძველი, – აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე.

08 მარტი 2021, 12:30

სამართალი

„ლელოს“ წევრებმა ფარულ აუდიო ჩანაწერებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, გენერალურ პროკურატურას მიმართეს

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, კახა კოჟორიძის განცხადებით, გამოძიების არდაწყება პროკურატურის მხრიდან პირდაპირ ნიშნავს დაუმორჩილებლობის გამოცხადებას საქართველოს კანონმდებლობისადმი და მორჩილების გამოცხადებას მმართველი პარტიისადმი.

08 მარტი 2021, 12:21

საზოგადოება

ქალთა საერთაშორისო დღეს გაეროს ქალთა ორგანიზაცია პანდემიაზე განსაკუთრებული აქცენტით აღნიშნავს

ქალთა საერთაშორისო დღეს გაეროს ქალთა ორგანიზაცია პანდემიაზე განსაკუთრებული აქცენტით აღნიშნავს. წელს ამ მნიშვნელოვანი თარიღის მთავარ თემას „ქალთა ლიდერობა: თანასწორი მომავლის მიღწევა COVID-19-ის სამყაროში“ წარმოადგენს. იგი მიზნად ისახავს, წარმოაჩინოს ქალებისა და გოგოების გლობალური ძალისხმევა, რომელიც მიმართულია თანასწორი მომავლის უზრუნველყოფისა და პანდემიის შემდგომი აღდგენითი პროცესებისკენ.

08 მარტი 2021, 12:20

სპორტი

სანდრო მამუკელაშვილი Big East-ის კონფერენციის სიმბოლურ ხუთეულშია

სანდრო მამუკელაშვილი Big East-ის კონფერენციის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა. ის კონფერენციის ყველა გუნდის მწვრთნელმა დაასახელა, რაც იშვიათი შემთხვევა და დიდი აღიარებაა. სანდრო სიმბოლურ ხუთეულში თავის, მძიმე ფორვარდის პოზიციაზე მოხვდა, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ ქართველი კალათბურთელი კონფერენციის საუკეთესო 4 ნომერია.

ყველა ვარსკვლავის მატჩი

08 მარტი 2021, 12:11

სპორტი

„ყველა ვარსკვლავის მატჩში" ლებრონ ჯეიმსის გუნდმა, კევინ დურანტის გუნდი დაამარცხა

შეხვედრა გვიან ღამით, ატლანტაში გაიმართა და კოვიდ რეგულაციების დაცვით, შეზღუდული რაოდენობით გულშემატკივარიც დაესწრო „ყველა ვარსკვლავის მატჩი" თავიდანვე ლებრონ ჯეიმსის გუნდის უპირატესობით მიმდინარეობდა, რაც საბოლოოდ ტაბლოზეც აისახა. შეხვედრა ლებრონის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით: 170-150 დასრულდა.