imedi /  28 იანვარი 2021, 16:49 / სანდო წყარო

საქართველოში იაპონიის საელჩომ გადაუდებელი დახმარების ცენტრს 4 რეანიმობილი გადასცა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრს საქართველოში იაპონიის საელჩომ 4 ახალი, მაღალი გამავლობისა და ევროსტანდარტების შესაბამისი რეანიმობილი გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ავტომობილები თანამედროვე სამედიცინო ინვენტარით არის აღჭურვილი, რაც პაციენტების სათანადოდ მომსახურებას უზრუნველყოფს.

ევროსტანდარტების შესაბამისი რეანიმობილები საქართველოს 4 სხვადასხვა რეგიონში: ოზურგეთში, ამბროლაურში, თელავსა და ზუგდიდში გადანაწილდება.

მოდერნიზებული რეანიმობილების გადაცემას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი წოწკოლაური, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იმამურა აკირა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი, ალექსანდრე კალანდია მოადგილეებთან ერთად დაესწრნენ.

„დღევანდელი დღე ორი ქვეყნის ურთიერთობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა იაპონიის მთავრობასა და საელჩოს. ახალი რეანიმობილები ოთხ სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდება, რის შედეგადაც სამედიცინო მომსახურეობა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება. მაღალი გამავლობის სამედიცინო ავტომობილი პაციენტების სათანადოდ მომსახურებას უზრუნველყოფს. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ავტოპარკის განახლებაზე და ამისთვის დონორ ორგანიზაციებთან აქტიურად ვმუშაობთ. მიმდინარე წელს 60 ერთეული მანქანის დამატებაცაა დაგეგმილი“- განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა.

საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის განცხადებით, ახალი რეანიმობილები სამედიცინო ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

„იაპონელი ხალხის მეგობრობის ნიშნად, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 4 მაღალი სტანდარტისა და გამავლობის რეანიმობილი გადმოვეცით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიის პირობებში, როდესაც მწვავდება ქრონიკული დაავადებები განსაკუთრებით დიდი ასაკის ადამიანებში, რეანიმობილები შეამცირებს ლოდინის დროს და შესაბამისად, სიცოცხლის რისკს. იმედი მაქვს, იაპონიის ეს მხარდაჭერა განტვირთავს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სისტემას“, - ამის შესახებ საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, იმამურა აკირამ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი გასულ წელს განახლდა. ცენტრს 60 ახალი ავტომობილი გადაეცა, რომლებიც თბილისსა და რეგიონებში საჭიროებისამებრ ნაწილდება.

ყველა სიახლე

კარლეს პუჩდემონი

09 მარტი 2021, 14:13

მსოფლიო

ევროპარლამენტმა კარლეს პუჩდემონისთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონისთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

თეა წულუკიანი

09 მარტი 2021, 14:11

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: მგონია, რომ ოპოზიციის მიზანი მოლაპარაკებები და შეთანხმების მიღწევა არ არის

მგონია, რომ ოპოზიციის მიზანი მოლაპარაკებები და შეთანხმების მიღწევა არ არის, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ჩართულობით გამართულ მოლაპარაკებებზე ოპოზიცია შეთანხმების მიღწევის რეალურ სურვილს აჩვენებს.

თეა წულუკიანი

09 მარტი 2021, 14:05

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის დამქაშებს მივმართავ, ქართველმა ხალხმა ხელისუფლებიდან სწორედ იმიტომ გაგიშვათ, რომ ფარულად იწერდით ბავშვებს, ამ ბავშვებს შორის აღმოჩნდა ბერა ივანიშვილიც

„მიზანია ის, რომ ჩანაწერების რაღაც ფაბრიკაციით, უკანონოდ თქვან, რომ ღარიბაშვილთან სალაპარაკოდ არ დავჯდები. ეს არის ერთადერთი მიზანი. სინდისთან მწყრალი განცხადებები იყო თქვენი ეთერიდან, „მთავარსა“ და „ტვ პირველს“ ვგულისხმობ, უსინდისო განცხადებები ისმოდა, მაგალითად ისეთი, რომ გინდათ, საზოგადოებას დააჯეროთ, ვითომ, დღეს ოჯახს მოკიდებული, უკვე დიდი კაცი ბერა ივანიშვილი ელაპარაკება პრემიერს და ეს არის მათი დღევანდელი საუბარი, სირცხვილია. ე.ი. „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ მოდის ხელისუფლებაში სწორედ ამიტომ და მათ კარგად უნდა გაიგონ, რომ დღესაც დგანან ვანოსა და მეგის ქარდავას საქმიანობაზე, აქვთ რაღაც უკანონო ჩანაწერები, ჭრიან, კერავენ და ცდილობენ, მიაღწიონ მთავარ მიზანს, რომ ქვეყანაში შეიქმნას არეულობა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ლევან დავითაშვილი

09 მარტი 2021, 13:59

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი „ნამახვანჰესზე“: ჰიდროლოგიური მონაცემები დეტალურადაა შესწავლილი

„მაქსიმალური ჩამონადენი გათვლილია 10 000 წლიან განმეორებადობაზე, კერძოდ, მაქსიმუმის მაქსიმუმზე 4900 კუბურ მეტრზე. ლაჯანურიდანაც კი, მაქსიმალურად რომ გამოუშვან წყალი ჯამში 4900 კუბურ მეტრს ვერ მიაღწევს. შესაბამისად, მაქსიმალურად კონსერვატორული გათვლებია წარმოდგენილი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

09 მარტი 2021, 13:56

სპორტი

საქართველოს რაგბის კავშირი 10 მარტს ჩანიშნულ საარჩევნო ყრილობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რაგბის კავშირმა 10 მარტს ჩანიშნულ საარჩევნო ყრილობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც კონკრეტულ ჯგუფს მოუწოდებს თავი შეიკავოს დესტრუქციული ქმედებებისგან და დარჩეს სამართლებრივ სივრცეში.

ნათია თურნავა

09 მარტი 2021, 13:47

ეკონომიკა

ნათია თურნავა: “ნამახვანი ჰესის” შემთხვევაში, ინვესტორ კომპანიას გადაეცემა მხოლოდ ის მიწა, რომელზეც უშუალოდ განთავსდება ჰიდრონაგებობები

„ნამახვანი ჰესის“ შემთხვევაში არ ხდება მიწის უპირობო გადაცემა: ინვესტორ კომპანიას გადაეცემა მხოლოდ ის მიწა, რომელზეც უშუალოდ განთავსდება ჰიდრონაგებობები, ამის დასაბუთების ვალდებულება და მექანიზმი მკაფიოდაა აღწერილი ხელშეკრულების დანართში და მხოლოდ გარკვეული პირობების შესრულების სანაცვლოდ, საიდანაც ყველაზე მნიშვნელოვანია ინვესტიცია და ქონების გადასახადის გადახდა, ასევე 28 კილომეტრის გზის მშენებლობა და სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადმოცემა“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.

ლევან დავითაშვილი

09 მარტი 2021, 13:45

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი “ნამახვანჰესზე”: მშენებლობის პროცესში, შეიძლება გამოჩნდეს დამატებითი გარემოებები, რომლებიც ასევე უნდა იყოს განხილული და გათვალისწინებული

დამატებით ჩატარდა გეოლოგიური კვლევა ჰესის შენობის განთავსების ტერიტორიაზე, წყალმიმღების ტერიტორიაზე, ასევე გამოკვლეული იქნა გვირაბის განთავსების ტერიტორია და წყალსაცავის დონის ცვლილების გავლენა მეწყერსაშიშ უბნებზე, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.

გია აბაშიძე

09 მარტი 2021, 13:42

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ოპოზიციას აქვს უნიკალური ბერკეტი პარლამენტში შესვლით ჩამოაყალიბოს დროებითი საგამოძიებო კომისია და გამოიძიოს გამოსაძიებელი

იმედისმომცემია ის ახალი ამბავიც, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მიშელმა კრისტიან დანიელსონს საქართველოში ევროკავშირის მხარადჭერილ მედიაციის პროცესში მონაწილეობა შესთავაზა. ჩამოვა ევროპელი გამოცდილი დიპლომატი და რა პასუხს გაცემს ნაცოპოზიცია შესვლა-არშესვლასა და საპარლამენტო გამოძიებაზე, უახლოესი პერიოდი დაგვანახებს“, - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

მამუკა მდინარაძე

09 მარტი 2021, 13:42

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: შარლ მიშელის წარმომადგენლის საქართველოში მოვლინება ნიშნავს - ჩაიშალა ოპოზიციის მცდელობა, შეექმნათ საბაბი, რაზე დაყრდნობითაც მოლაპარაკებებს ჩაშლიდნენ

„გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში მხარეებს შორის მოლაპარაკებები გაგრძელდება და ყველა მხარეს მოლაპარაკების მაგიდასთან საკუთარი კომპრომისული წინადადებების წარმოდგენა მოუწევს. ეს ძალიან კარგია, არა ერთი რომელიმე კონკრეტული პარტიისთვის, არამედ კარგია ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესებისათვის. ჩვენ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს, რისთვისაც ყოველთვის მზად ვიყავით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ლევან ნიკოლეიშვილი

09 მარტი 2021, 13:41

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ფარული ჩანაწერებით აღშფოთებულ-გაგიჟებულ-გადარეულ ოპოზიციას, შეუძლია შევიდეს პარლამენტში და შექმნას საგამოძიებო კომისია

ფარული ჩანაწერებით აღშფოთებულ-გაგიჟებულ-გადარეულ ოპოზიციას, შეუძლია შევიდეს პარლამენტში და შექმნას საგამოძიებო კომისია, - გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი გამოეხმაურა.

ნათია თურნავა

09 მარტი 2021, 13:38

ეკონომიკა

ნათია თურნავა: თუ ვინმე იზიარებს ანტიჰესების კამპანიას და ეთნიკური შუღლისკენ მიმართულ რიტორიკას, მაშინ ჩვენ მათთან სასაუბრო არაფერი გვაქვს

„თუ ვინმე იზიარებს ორ დისკურსს - ანტიჰესების კამპანიას და ეთნიკური შუღლისკენ მიმართულ რიტორიკას, მაშინ ჩვენ სასაუბრო არაფერი გვაქვს, იმიტომ რომ, ზოგადი მოძრაობა „არა ქართულ ჰესებს“ დამაზიანებელია ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, ხოლო რაც შეეხება ქსენოფობიურ გამონათქვამებს და შუღლის ენას, ყველას მინდა შევახსენო, რომ ეს კანონმდებლობით დასჯადი ქმედებაა, მით უფრო მიუღებელია, როდესაც საქმე ეხება ჩვენს მეზობელს და სტრატეგიულ პარტნიორს, ევროატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოს თურქეთს“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში განაცხადა, სადაც „ნამახვანი ჰესის“ პროექტის განხილვა მიმდინარეობს.

მიხეილ სარჯველაძე

09 მარტი 2021, 13:31

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე ფარულ ჩანაწერებზე: გამოძიება ნიშნავს, რომ ბევრი რამ შეიძლება მსჯელობისა და დისკუსიის საგანი იყოს

„გამოძიება უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ ბევრი რამ შეიძლება იყოს მსჯელობის, დისკუსიის საგანი, შესწავლის საგანი საგამოძიებო ორგანოების მხრიდან და ეს ბუნებრივია აუცილებელი პროცედურაა, უხეშად რომ ვთქვათ, როდესაც საქმე შეიძლება გვქონდეს დანაშაულის ჩადენასთან“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ნათია თურნავა

09 მარტი 2021, 13:28

ეკონომიკა

ნათია თურნავა: „ნამახვანი ჰესის“ კრიტიკა სამ ძირითად ასპექტს მოიცავს - „არა ჰესებს“, „ქსენოფობიური რიტორიკა“ და „პროექტის სტრუქტურა“

„საკუთარი ენერგეტიკული რესურსის განვითარება გადის რამდენიმე მსხვილ ჰესზე, რომელსაც ექნება საშუალება, წყალსაცავების მეშვეობით შეინახოს წყალი და ენერგოსისტემაში ე.წ. მარეგულირებელი როლი შეასრულოს ანუ მიაწოდოს მომხმარებელს სიმძლავრე არა სეზონიდან და კლიმატური ფაქტორებიდან გამომდინარე, არამედ მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად დასჭირდება ჩვენს სისტემას და დისპეტჩერს. ასეთებია - რიონის აუზში „ნამახვანი ჰესი“ და „ონი ჰესი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრმა პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გამოსვლისას.

სალომე ზურაბიშვილი

09 მარტი 2021, 13:27

საზოგადოება

პრეზიდენტმა თამარ მეფის ორდენით კულტურის სფეროში მოღვაწე რვა ქალი დააჯილდოვა

სიმბოლურია ისიც, რომ ჩვენ თამარ მეფის ორდენს ვაძლევთ ამ ქალბატონებს, რაც იმ წარსულის გახსენებაა, რომ საქართველოში ძლიერი ქალები სიახლე არ არის და ეს ისტორიულადაა დადასტურებული“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დაჯილდოების ცერემონიაზე.

09 მარტი 2021, 13:18

ეკონომიკა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მზისა და ქარის ელექტროსადგურების რისკებს განმარტავს

მზისა და ქარის ელექტროსადგურების ძალიან დიდი სიმძლავრეების ინტეგრაციის შემთხვევაში, თუ სისტემაში არ იქნება საკმარისი რეზერვების და ინერციის წყაროები, გაიზრდება ავარიების რაოდენობა და მომხმარებლების შეზღუდვის რისკი - ამის შესახებ ინფორმაციას სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ავრცელებს

ნათია თურნავა

09 მარტი 2021, 13:18

ეკონომიკა

ნათია თურნავა: მზადდება საგნობრივი პაკეტი, რომ “ნამახვანი ჰესის” ინვესტორმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღოს მოსახლეობის წინაშე

“ნამახვანი ჰესთან” მიმართებით კრიტიკა ჩვენ შეგვიძლია გავყოთ სამ ბლოკად, - ამის შესახებ ნათია თურნავამ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ისაუბრა.

მარიამ ქვრივიშვილი

09 მარტი 2021, 13:16

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების ნაწილს არ აქვს სრულფასოვანი ინფორმაცია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ენერგეტიკის დარგი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის

ვადევნებთ თვალყურს ნამახვანჰესის გარშემო მიმდინარე პროცესს და რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს სრულფასოვანი ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის რაოდენ მნიშვნელოვანია ენერგეტიკის დარგის განვითარება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილის მოხსენებას მოუსმინეს.

09 მარტი 2021, 13:14

COVID19

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განმარტავს, რამდენ საბავშვო ბაღშია სააღმზრდელო პროცესი შეჩერებული

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებით, სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულებაში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ რეგულაციებს მკაცრად იცავენ და აკონტროლებენ, რაც COVID-19-ზე პერსონალის ტესტირებას, ასევე, თერმო-სკრინინგსა და სანიტარიული დასუფთავების წესების შესრულებას მოიცავს.

მამუკა მდინარაძე

09 მარტი 2021, 13:00

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: თუ ოპოზიციას „ქართული ოცნების“ ლიდერების შეკვეთილი ძალადობის - აი, ამ სისულელეების, ოდნავ მაინც სჯერა, არ გაუშვან კომისიის შექმნის შანსი

ახლა გავრცელებული ცრუ ნარატივის ერთი პროცენტით მაინც თუ სჯერათ, პარლამენტში შემოვიდნენ და საგამოძიებო კომისიის შექმნის ბერკეტი გამოიყენონ და თავად გამოიძიონ, რასთან გვაქვს საქმე. მოვუწოდებ ალეკო ელისაშვილს, საგამოძიებო კომისიის შექმნაზე „ქართულ ოცნებას“ კი არ მოუწოდოს, მიმართულება დააზუსტოს და ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართოს“, - განაცხადა მდინარაძემ.

ნათია თურნავა

09 მარტი 2021, 12:59

ეკონომიკა

ნათია თურნავა: “ნამახვანი ჰესის” პროექტი საფუძვლიანადაა შესწავლილი, შესაბამისი ნებართვა მხოლოდ 5 წლის შემდეგ გავეცით

საკუთარი ენერგეტიკის განვითარება გადის მსხვილ ენერგოპროექტებზე, შესაბამისად, ნამახვანი ჰესი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამ თვალსაზრისით, - ამის შესახებ ნათია თურნავამ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ისაუბრა.