29 იანვარი 2021, 18:05 / სანდო წყარო

საქსტატი: საჯარო საბავშვო ბაღებში გადასახადის გაუქმებამ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ბავშვების რაოდენობის მკვეთრი ზრდა გამოიწვია

სკოლამდელ განათლებაზე სახელმწიფო ხარჯების ზრდამ, რამაც საჯარო საბავშვო ბაღები უფასო გახადა, გამოიწვია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ბავშვების რაოდენობის მკვეთრი ზრდა: 5 წლის ასაკში საბავშვო ბაღში დადიოდა გოგოების დაახლოებით 92% და ბიჭების 88%, - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ახალ სტატისტიკურ პუბლიკაციაში „ქალი და კაცი საქართველოში 2020“ წერია.

საქართველოში, შესაბამისი ასაკის ბიჭებისა და გოგოების წილი დაწყებით სკოლაში - დაწყებით კლასებში წმინდა ჩარიცხვა - კვლავ რჩება საკმაოდ მაღალ დონეზე და ბოლო პერიოდში, ორივე სქესისთვის, დაახლოებით 96%-ს უტოლდება.

საქსტატის ინფორმაციით, განათლების ადრეულ ეტაპზე გენდერული განსხვავებები პრაქტიკულად არ არსებობს, თუმცა, გოგოების წილი ოდნავ მაღალია.

„ბიჭები, უფრო მეტად, სწავლის შეწყვეტას იწყებენ სავალდებულო საბაზისო განათლების მიღების შემდეგ. იმის გათვალისწინებით, რომ პროფესიულ განათლებას იღებს ბიჭებისა და გოგოების პრაქტიკულად თანაბარი რაოდენობა, ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ბიჭები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი შრომის ბაზარზე აქტიური ჩართვისთვის. პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაახლოებით 11.0 ათასი ბიჭი და გოგო სწავლობს“ - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

გოგოები დომინირებენ ხელოვნების, ჯანმრთელობის, განათლებისა და ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამებში, ხოლო ბიჭები წარმოადგენენ სტუდენტების უმრავლესობას საინჟინრო და საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალობებში.

ქალებს უმაღლესი განათლება მიღებული აქვთ უფრო მეტად ხელოვნებასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, განათლებაში, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის პროგრამებში. კაცები დომინირებენ საინჟინრო, საწარმოო და სამშენებლო პროგრამებში.

ანალოგიური გენდერული განაწილება შეიმჩნევა დოქტორანტებშიც. ზოგადი განათლების მასწავლებლები წარმოადგენენ განათლების სექტორში დასაქმებულთა უმსხვილეს კატეგორიას. ქალი სკოლის მასწავლებლების რაოდენობამ 2019 წელს დაახლოებით 55 000 შეადგინა, რაც 6.5-ჯერ აღემატება მამრობითი სქესის მასწავლებელთა რაოდენობას. ქალები აღემატება კაცებსაც პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, თუმცა აქ გენდერული განსხვავებები ნაკლებად არის გამოხატული.

პუბლიკაციაში მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები ასახავს ქვეყანაში არსებული გენდერული თანასწორობის 2019 წლის ძირითად ტენდენციებს.

ყველა სიახლე

19 თებერვალი 2025, 12:47

რეგიონი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

კიტ კელოგი

19 თებერვალი 2025, 12:45

მსოფლიო

ტრამპის სპეცწარმომადგენელი კიტ კელოგი კიევში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომდგენელი რუსეთსა და უკრაინაში კიტ კელოგი კიევში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

19 თებერვალი 2025, 12:41

რეგიონი

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში საკონსულტაციო შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში საკონსულტაციო შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს, - ინფორმაციას გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ნინო ფოჩხუა

19 თებერვალი 2025, 12:23

პოლიტიკა

ფოჩხუა მაკა ბოჭორიშვილის ჩაცმულობასთან დაკავშირებით აგორებულ კამპანიაზე: მინისტრს, რომელიც წლებია ავსებს დეკლარაციას უნდა ძვირადღირებულ პიჯაკს ჩაიცვამს და უნდა ძვირადღირებულ ავტომანქანას იყიდის

„წარმატებულ საჯარო მოხელეს, მინისტრს, რომელიც წლებია ავსებს დეკლარაციას და რომელსაც შემოსავალი დამალული არ აქვს, უნდა ძვირადღირებულ პიჯაკს ჩაიცვამს და უნდა ძვირადღირებულ ავტომანქანას იყიდის, განსხვავებით ამ პოსტის გამზიარებლის პატრონებისგან, რომელთა შემოსავალიც შავი ფულია და რომელსაც პიროტექნიკის და მოლოტოვის კოქტეილების შეძენისთვის ხარჯავენ. და კიდევ, იქნებ ისიც გაარკვიოს პოსტის ავტორმა ჩარიცხული ფულებით, სასწრაფო წესით, რატომ ყიდულობენ ზღვის პირას სახლებს, მანქანებს და ა.შ. მათი ბოსები, როცა მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, ამდენი ბავშვი შიმშილობს და ჯართს აგროვებს,“- წერს ფოჩხუა Facebook-ზე.

თამარ ჩიბურდანიძე

19 თებერვალი 2025, 12:18

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: ასეთ ვითარებაში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. შეძლებს კი მარტოდ დარჩენილი ევროპა დანგრეული ქვეყნის აშენებას და საკუთარი უსაფრთხოების დაცვას რუსეთთან უშუალო საზღვრით?

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი თქმით, ნატოში გაწევრიანება უკრაინისთვის ცრუ დაპირება რომ იყო, ეს ღიად ითქვა და ახლა საინტერესოა, გაწევრიანდება თუ არა უკრაინა ევროკავშირში.

19 თებერვალი 2025, 12:18

რეგიონი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

„სოფელ ახალ კახათში ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან, ჯამში, 5 კილომეტრამდე სიგრძის კოლექტორული და შემკრები არხები იწმინდება. ჩატარებული სამუშაოები არხის გამტარუნარიანობის გაზრდას უზრუნველყოფს. შედეგად, 70 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება, რაც უხვი და ხარისხიანი მოსავლიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს“.

დონალდ ტრამპი ილონ მასკი

19 თებერვალი 2025, 12:16

მსოფლიო

ტრამპისა და მასკის განცხადებით, ისინი აშშ-ში ბიუროკრატიის დამარცხებას და დემოკრატიის აღდგენას ცდილობენ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ამერიკის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა ტელეარხ Fox News-თან ერთობლივ ინტერვიუში განაცხადეს, რომ ისინი ცდილობენ დაამარცხონ ბიუროკრატია და აღადგინოთ დემოკრატია.

რიანა
A$AP Rocky

19 თებერვალი 2025, 12:04

ტაბლოიდი

სასამართლომ რეპერი A$AP Rocky გაამართლა

რეპერი A$AP Rocky ყოფილი მეგობრისთვის სროლის საქმეში გაამართლეს. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

19 თებერვალი 2025, 12:03

ტექნოლოგიები

ფეხბურთის მოედნისხელა ასტეროიდი, რომელსაც მეცნიერები აკვირდებიან, დედამიწის მაგივრად შესაძლოა მთვარეს შეეჯახოს

ფეხბურთის მოედნისხელა ასტეროიდი, რომელსაც მეცნიერები აკვირდებიან, დედამიწის მაგივრად შესაძლოა მთვარეს შეეჯახოს.

კახა კალაძე

19 თებერვალი 2025, 12:01

საზოგადოება

კახა კალაძე: რუსთაველის გამზირი რადიკალურად შეიცვლება

„როგორც იცით, ვგეგმავთ რუსთაველის გამზირის სრულ რეაბილიტაციას. გზა არის ამორტიზებული, მძიმე მდგომარეობაში, ხშირია საფარის დაზიანების, გზის ჩავარდნის შემთხვევები, სწორედ იმის გამო, რომ მიწისქვეშ არსებული ინფრასტრუქტურა მძიმე მდგომარეობაშია. სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ალბათ, დავიწყებთ მაისში და ზაფხულის ბოლოსთვის ვგეგმავთ პროექტის დასრულებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

19 თებერვალი 2025, 11:54

პოლიტიკა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე მეორე მოსმენით იმსჯელა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ჟაირ ბოლსონარუ

19 თებერვალი 2025, 11:53

მსოფლიო

ბრაზილიის ექს-პრეზიდენტს ჟაირ ბოლსონარუს სახელმწიფო გადატრიალების მუხლით ბრალი წაუყენეს

ბრაზილიის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე ბრალი წაუყენა. ინფორმაციას DW ავრცელებს.

19 თებერვალი 2025, 11:52

ეკონომიკა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტს მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა იმსჯელა „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამისთვის - ქვეპროგრამა 2)“ . ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განმარტებით, აზიის განვითარების ბანკი მზადაა, დააფინანსოს აღნიშნული სასესხო შეთანხმების მეორე ქვეპროგრამა, რისთვისაც გამოყოფილი იქნება 68,198,000 ლარი.

19 თებერვალი 2025, 11:43

საზოგადოება

გლდანის მეოთხე მიკრორაიონის N110–N112 კორპუსებთან რეკრეაციული სივრცე ეწყობა

„გლდანის რაიონის გამგეობამ კიდევ ერთი პროექტის განხორციელება დაიწყო. კერძოდ, მეოთხე მიკრორაიონის N110–N112 კორპუსებთან რეკრეაციული სიცრცე ეწყობა. საუბარია ერთ ჰექტრამდე ტერიტორიაზე. ამ ადგილას მოსახლეობასთან შეთანხმებით, იხსნება უკანონო შემოღობვები და ტერიტორია სრულად კეთილმოეწყობა“.

გია აბაშიძე

19 თებერვალი 2025, 11:35

პოლიტიკა

გია აბაშიძე მაკა ბოჭორიშვილის ჩაცმულობასთან დაკავშირებით აგორებულ კამპანიაზე: აქსიომად ექცათ რადიკალებს - როგორც კი ხელისუფლებაში გამოჩნდება პატრიოტი, წარმატებული პოლიტიკოსი, მყისიერად იწყებენ მასზე თავდასხმას

სანამ ერთ-ერთ წარმატებულ მინისტრს, საგარეო უწყების ხელმძღვანელს, მაკა ბოჭორიშვილს ე.წ. ძვირადღირებულ პიჯაკებზე უსინდისოდ გააკრიტიკებენ, ჯერ ჩახედონ მის საშემოსავლო დეკლარაციას, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ჩაცმულობასთან დაკავშირებით აგორებულ კამპანიას.

დავით ქართველიშვილი

19 თებერვალი 2025, 11:27

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: გუშინ ტრამპმა ზელენსკის მიმართულებით მინიმუმ სამი „სასიკვდილო“ გასროლა განახორციელა. დიდ პოლიტიკაში ასეთი ჭრილობების შემდეგ გადარჩენა - შეუძლებელია

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის მიერ ზელენსკისთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. ექსპერტი წერს, რომ დონალდ ტრამპმა ზელენსკის მიმართ მინიმუმ 3 სასიკვდილო გასროლა განახორციელა, დიდ პოლიტიკაში კი ასეთი ჭრილობებით გადარჩენა თითქმის შეუძლებელია.

19 თებერვალი 2025, 11:26

საზოგადოება

ნაძალადევის რაიონში კიდევ ერთი სკვერი განახლდება

„შესრულდება გამწვანებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოები, დამონტაჟდება განათების ბოძები, ტრენაჟორები და დასასვენებელი პავილიონი. მოეწყობა სარწყავი და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები. ტენდერი უკვე დასრულდა და მიმდინარეობს გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

19 თებერვალი 2025, 11:26

საზოგადოება

არასაყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანისთვის სპეციალური ვებგვერდი შეიქმნა

არასაყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანის გამარტივების მიზნით, მოსახლეობისთვის სპეციალური ვებგვერდი - www.tgservice.ge შეიქმნა, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დავით ჩიხელიძე

19 თებერვალი 2025, 11:23

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე მაკა ბოჭორიშვილის ჩაცმულობასთან დაკავშირებით აგორებულ კამპანიაზე: როგორც კი ძლიერი ლიდერი გამოჩნდება, რომლისთვისაც ამოსავალ წერტილს ქვეყნის ინტერესები წარმოადგენს, მისი დისკრედიტაციის მცდელობა იწყება

მაკვირვებს იმ ადამიანების პოზიცია, რომელსაც სააკაშვილის მიერ სახელმწიფოს კუთვნილი მილიონობით ლარის გაფლანგვა დისკომფორტს არ უქმნის და ადამიანის მიერ საკუთარი თანხის ხარჯვა პროტესტის გრძნობას იწვევს, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ჩაცმულობასთან დაკავშირებით აგორებულ კამპანიას.

ფრანჩესკო რიველა

19 თებერვალი 2025, 11:21

ტაბლოიდი

„ნუტელას“ შემქმნელი ფრანჩესკო რიველა 97 წლის ასაკში გარდაიცვალა

იტალიელი ქიმიკოსი ფრანჩესკო რიველა, ასევე ცნობილი, როგორც „ნუტელას მამა“ 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას FoxNews ავრცელებს.