მიხეილ ჩხენკელმა ლიეტუვის ელჩთან განათლების სისტემაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები განიხილა
ფოტო: განათლების სამინისტრო
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ანდრიუს კალინდრას უმასპინძლა და მასთან განათლების ყველა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა.
შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს თავიანთი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს Covid-19-ის პანდემიის პირობებში განათლების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფის მიმართულებით. მინისტრმა ანდრიუს კალინდრას საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები და სამოქმედო გეგმა გააცნო, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სასწავლო პროცესის ბუნებრივ გარემოში – საკლასო ოთახებში – დაბრუნებას ითვალისწინებს.
მიხეილ ჩხენკელმა ელჩს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო და განსაკუთრებით გამოყო ორი მნიშვნელოვანი მეგა-პროექტი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ადრონული თერაპიის ცენტრი, რომლებიც უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის კუთხით უმნიშვნელოვანეს წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. ამის თვალსაჩინო მაგალითია უნივერსიტეტში ამჟამად მოქმედი პროგრამები, რომლებიც მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. ამგვარი მიდგომა შენარჩუნდება და მომდევნო წლებში უნივერსიტეტში განათლების სამივე საფეხურისათვის გაჩნდება ახალი აკადემიური პროგრამები, რომლებიც მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების აკადემიურ პროგრამებზე იქნება დაფუძნებული. ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ასევე ის ფაქტიც, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექციებს ქართველ პროფესორებთან ერთად უცხოელი პროფესორები კითხულობენ.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორია ბატონი ბიძინა ივანიშვილი. მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური სივრცე, რომელიც ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოში მიიღონ უმაღლესი დონის განათლება.
მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში უაღრესად მნიშვნელოვანია სამეცნიერო-კვლევითი პროცესი. უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ადრონული თერაპიის ცენტრი სწორედ მეცნიერების განვითარებას შეუწყობს ხელს. ცენტრში განთავსდება ორი ციკლოტრონი. აქედან ერთი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე მეთოდებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობისთვის, ხოლო მეორე – სამეცნიერო-კვლევით პროცესს ბირთვულ ექსპერიმენტულ ფიზიკაში, რადიაციულ ბიოფიზიკასა და ქიმიაში. აღნიშნულ კვლევებს ქართველ მეცნიერებთან ერთად ცნობილი უცხოელი მეცნიერები განახორციელებენ. მიხეილ ჩხენკელის თქმით, მათ უკვე გამოთქვეს მზაობა, რომ ქართველ მეცნიერებთან ერთად აწარმოონ სამეცნიერო-კვლევითი პროცესი ქუთაისში. აღსანიშნავია, რომ ადრონული თერაპიის ცენტრს აფინანსებს და ახორციელებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“.
მიხეილ ჩხენკელმა ყურადღება გაამახვილა უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე და ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით ქვეყანაში ევროპული სივრცის სტანდარტების დანერგვის მნიშვნელობას. მისი თქმით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპულ ასოციაციაში (ENQA) გაწევრიანება. საქართველოს უნივერსიტეტების ავტორიზაციისა და თითოეული პროგრამის აკრედიტაციის პროცესებში კი, ქართველებთან ერთად, ევროპელი ექსპერტებიც აქტიურად არიან ჩართული.
მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ აქტიურად მიმდინარეობს მზადება ევროკავშირის ახალი პროგრამისთვის “Horizon Europe”, რაც საქართველოს გაუხსნის გზას ევროპულ სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციისკენ. მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება როგორც გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამების, ასევე, ერთობლივი სამეცნიერო პროექტების რაოდენობა.
შეხვედრაზე მხარეებმა კულტურისა და სპორტის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებიც განიხილეს. თავის მხრივ, ანდრიუს კალინდრამ თანამშრომლობის გაფართოების მზადყოფნა გამოთქვა.
ყველა სიახლე
14 იანვარი 2025, 21:25
პოლიტიკა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩო აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტზე: ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიმდინარეობს საკითხის მოკვლვევა, რა მიზნითაც ინციდენტში დაფიქსირებული პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან
აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტთან დაკავშირებით, „იმედინიუსს“, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოში განუცხადეს, რომ მომხდარზე ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიმდინარეობს საკითხის მოკვლვევა.
14 იანვარი 2025, 21:19
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის დელეგაციის წევრებთან შეხვედრზე: მივაწვდით ინფორმაციას ჩვენს ნაბიჯებთან, საკანონმდებლო ცვლილებებთან და რეფორმებთან დაკავშირებით
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის დელეგაციასთან შეხვედრაზე იქნება საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენს მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესით არის ნაკარნახები.
14 იანვარი 2025, 21:11
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: როდესაც საკმაოდ დაძაბული ვითარებაა, პოლიციის მაღალჩინოსანზე ხელის გარტყმა მხოლოდ ხულიგნობის მუხლით განსახილველი არ არის
როდესაც საკმაოდ დაძაბული ვითარებაა, პოლიციის მაღალჩინოსანზე ხელის გარტყმა მხოლოდ ხულიგნობის მუხლით განსახილველი არ არის, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ჟურნალისტ მზია ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას.
14 იანვარი 2025, 21:00
მსოფლიო
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: ევროკავშირი და ჩინეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან
ევროკავშირი და ჩინეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ.
14 იანვარი 2025, 21:00
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ნებისმიერი მოქალაქე, ვინც ხელს აღმართავს პოლიციელის წინააღმდეგ, აუცილებლად იქნება დასჯილი
ნებისმიერი მოქალაქე, სახელს და გვარს მნიშვნელობა არ აქვს, ვინც აღმართავს ხელს პოლიციელის წინააღმდეგ, ის იქნება აუცილებლად დასჯადი. ვეღარ მონათლავენ ძალადობრივ აქციას მშვიდობიან აქციად, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
14 იანვარი 2025, 20:57
პოლიტიკა
გელა ნიკოლაიშვილი „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ სარჩელზე: ძნელია თქმა, როდის დამთავრდება ეს მუშაობა. მთავარი სამუშაო აქ მაინც საგამოძიებო ორგანოებს ექნება, როგორც სპეციალურ საპარლამენტო კომისიას, ასევე პროკურატურას
ძნელია თქმა, როდის დამთავრდება ეს მუშაობა. მთავარი სამუშაო აქ მაინც საგამოძიებო ორგანოებს ექნება, როგორც სპეციალურ საპარლამენტო კომისიას, ასევე პროკურატურას.
14 იანვარი 2025, 20:37
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: უმნიშვნელოვანესი არის საქართველოს დროშის დღე, იმ დროშისა, რომელიც არის სიმბოლო ჩვენი ქრისტიანობისა, ჩვენი წარსულისა, აწმყოსი და რომელიც განსაზღვრავს ჩვენს მომავალს
უმნიშვნელოვანესი არის საქართველოს დროშის დღე, იმ დროშისა, რომელიც არის სიმბოლო ჩვენი ქრისტიანობისა, ჩვენი წარსულისა, აწმყოსი და რომელიც განსაზღვრავს ჩვენს მომავალს.
14 იანვარი 2025, 20:37
პოლიტიკა
მიხაილ როთი, როგორც ქართული ოპოზიციის მაშველი რგოლი - გერმანელი პოლიტიკოსის გახშირებული ვიზიტები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გერმანელს გერმანული პოლიტიკა აღარ აკმაყოფილებს და ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ერევა. მიხაილ როთი ქართული ოპოზიციისთვის პროტესტის ტემპერატურის აწევას ცდილობს. ამბობს რომ ახალ არჩევნებს ითხოვს.
14 იანვარი 2025, 20:33
პოლიტიკა
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ჯაშუშების წინააღმდეგ - ორგანიზაცია კოლექტიური ნაცმოძრაობის წინააღმდეგ სარჩელზე მუშაობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ „ნაცმძრაობის“ ოპოზიციაში ყოფნის პერიოდით ინტერესდება და სარჩელს ამზადებს. ორგანიზაცია კოლექტიურ„ ნაცმოძრაობას“ ღალატში ადანაშაულებს.
14 იანვარი 2025, 20:26
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ჩვენი დროშა არის ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის, დამოუკიდებლობის და თავისუფლების ყველაზე მთავარი სიმბოლო
ჩვენი დროშა არის ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის, დამოუკიდებლობის და თავისუფლების ყველაზე მთავარი სიმბოლო.
14 იანვარი 2025, 20:25
პოლიტიკა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის დელეგაცია საქართველოშია
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის დელეგაცია საქართველოშია. დღეს მათ შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართეს. შეხვედრები ასევე დაგეგმილია ოპოზიციასთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
14 იანვარი 2025, 20:22
პოლიტიკა
სააკაშვილის რეჟიმის მხილება - საგამოძიებო კომისიის მუშაობის დაწყებამდე სამი კვირა რჩება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ გარე მოკავშირეებს იმ კომისიის სხდომების პირდაპირ ეთერში მოსმენას ურჩევს, რომელმაც სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებები უნდა შეისწავლოს.
14 იანვარი 2025, 20:00
სპორტი
ფაბრიციო რომანო: ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენში“ გადადის, გარიგება დღეს გაფორმდა
ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენში“ გადადის, გარიგება დღეს გაფორმდა, - დაწერა სოციალურ მედიაში გავლენიანმა იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ.
14 იანვარი 2025, 19:33
მსოფლიო
ავსტრალიის პრემიერი ილონ მასკს: ჩვენ გვაქვს უცხოური ჩარევის შესახებ კანონები და ავსტრალიის არჩევნები ავსტრალიელების საქმეა
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზიმ ილონ მასკი გააფრთხილა, არ ჩაერიოს ქვეყნის მოახლოებულ არჩევნებში. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
14 იანვარი 2025, 19:15
პოლიტიკა
მარინა ლობჟანიძე: დღეს საქართველო იხდის ხარკს სწორედ თავისი ნეიტრალიტეტისთვის და პრო-ქართული ორიენტაციისთვის
დღეს საქართველო იხდის ხარკს სწორედ თავისი ნეიტრალიტეტისთვის და პრო-ქართული ორიენტაციისთვის.
14 იანვარი 2025, 19:06
მსოფლიო
ზელენსკი: ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება საჭირო აღჭურვილობის ნაკლებობა
ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება საჭირო აღჭურვილობის ნაკლებობა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
14 იანვარი 2025, 18:58
ეკონომიკა
ირაკლი ქარქაშაძე: წელს, სამივე საერთაშორისო აეროპორტში 8 მილიონ მგზავრზე მეტს ველოდებით
„ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა, გასულ წელს, ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტშიც, რომელიც 951,760 მგზავრსა და 4,144 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადი 53%-ით და რეისების რაოდენობა კი 33%-ით გაიზარდა. (2023 წელი - 621,506 მგზავრი, 3,110-რეისი)“.
14 იანვარი 2025, 18:40
მსოფლიო
ერდოღანი: ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, დავიცვათ ჩვენი შვილები და ახალგაზრდები მავნე ტენდენციებისა და გაუკუღმართებული იდეოლოგიებისგან
ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, დავიცვათ ჩვენი შვილები და ახალგაზრდები მავნე ტენდენციებისა და გაუკუღმართებული იდეოლოგიებისგან, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
14 იანვარი 2025, 18:35
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ჩვენს გერბზე გამოსახულია ეროვნული დევიზი - „ძალა ერთობაშია“, ჩვენს თანამოქალაქეებს, ქართველ ხალხს ვუსურვებ, რომ ეს ერთობა ყოველთვის განგვეცადოს
მინდა მოგილოცოთ სახელმწიფო დროშის დღე. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვაქვს ერთი დროშა, ერთი გერბი, ერთი ჰიმნი და ერთი სამშობლო. ჩვენს გერბზე გამოსახულია ეროვნული დევიზი - „ძალა ერთობაშია“, ჩვენს თანამოქალაქეებს, ქართველ ხალხს ვუსურვებ, რომ ეს ერთობა ყოველთვის განგვეცადოს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რომელმაც საქართველოს მოსახლეობას სახელმწიფო დროშის დღე ბახმაროდან მიულოცა.
14 იანვარი 2025, 18:33
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: არის გარკვეული ამოცანა, რომ როგორმე ეს ქვეყანა შეირყეს და სამხრეთ კავკასიაში გვქონდეს ისეთი ვითარება, როდესაც ხელისუფლებაში იქნებიან ისინი, ვინც ფულს იხდის გარკვეული პროპაგანდისთვის
ყველაზე გულდასაწყვეტი ის არის, რომ ლორა თორნტონს და კონგრესმენ ჯო უილსონს საერთოდ არ აინტერესებთ მე და თქვენ რას ვლაპარაკობთ, ჩვენი მსმენელი ამას როგორ აფასებს და არ აინტერესებთ ქართული საზოგადოება, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.