imedi /  03 თებერვალი 2021, 10:40 / სანდო წყარო

მიხეილ ჩხენკელი უნგრეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უნგრეთის ელჩთან საქართველოში ვიქტორია ჰორვატთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მასთან უმაღლესი განთლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიხეილ ჩხენკელმა ელჩს მადლობა გადაუხადა განათლების სფეროში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი პროექტისთვის, მათ შორის, საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული წარმატებული გაცვლითი სასტიპენდიო პროგრამისთვის – “Stipendium Hungaricum“, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, განათლება მიიღონ უნგრეთის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სხვადასხვა სფეროში. უნგრეთის ელჩმა აღნიშნა, რომ პროექტი კიდევ უფრო გაფართოვდა.

„შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს თავიანთი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს COVID-19-ის პანდემიის პირობებში განათლების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფის მიმართულებით. მინისტრმა ვიქტორია ჰორვატს საკოორდინაციო საბჭოს სამოქმედო გეგმა გააცნო და აღნიშნა, რომ 1-ლი თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა თბილისის, ქუთაისის და რუსთავისა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდა. რაც შეეხება თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლებს, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, კიდევ ერთხელ შეფასდება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და თუ 7 დღის მაჩვენებელი 4%-მდე დაიწევს, აღნიშნული ქალაქების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლება დასწრებული ფორმით გაგრძელდება.

მიხეილ ჩხენკელმა და ვიქტორია ჰორვატმა განათლების სისტემაში მიმდინარე მეგა-პროექტზე – ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის განვითარებისა და თანამშრომლობის გაფართოების გზებზე იმსჯელეს.

მიხეილ ჩხენკელმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკას საგანმანათლებლო პროგრამების წამყვან უცხოურ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით შემუშავების შესახებ. მისი თქმით, უნივერსიტეტში ამჟამად მოქმედებს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ანალოგიური საბაკალავრო პროგრამები. მომდევნო წლებში ამგვარი მიდგომა გაგრძელდება და გაჩნდება მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების აკადემიურ პროგრამებზე დაფუძნებული ახალი საგანმანათლებლო პროგრამები განათლების სამივე საფეხურისთვის. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორია ბატონი ბიძინა ივანიშვილი. სწორედ მისი და მისი ოჯახის ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური სივრცე.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ადრონული თერაპიის ცენტრს, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობასთან ერთად განხორციელდება.

თანამედროვე კვლევები სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში. მკურნალობისათვის განკუთვნილი იქნება ერთი ციკლოტრონი, ხოლო სპეციალურად სამეცნიერო კვლევებისათვის კი – მეორე. დაგეგმილია მისი გამოყენება ერთობლივი სამეცნიერო კვლევების საწარმოებლად, რომელში მონაწილეობის მიღება შეეძლება უცხოელ მეცნიერებს, მათ შორის, დაინტერესების შემთხვევაში, უნგრელ მეცნიერებსაც. ვიქტორია ჰორვატმა, თავის მხრივ, ამ მიმართულებით ადრონული თერაპიის ცენტრთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა, მათ შორის, კვლევებში ახლაგაზრდა მეცნიერების ჩართვის თვალსაზრისით.

მიხეილ ჩხენკელმა და ვიქტორია ჰორვატმა შეხვედრაზე აგრარული მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოებაზე იმსჯელეს, როგორც უმაღლესი, ასევე, პროფესიული განათლების საფეხურზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ამჟამად პროფესიული კოლეჯის განვითარების პროცესი მიმდინარეობს, სადაც სხვადასხვა აგრარული პროგრამის დანერგვა და განხორციელება იგეგმება. უნგრეთის მხარის ჩართულობა ამ პროცესში პროფესიული პროგრამების განვითარებას დაეხმარება და ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებს.

მხარეებმა კულტურის მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს, მათ შორის, ქართულ-უნგრული ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, „მიხაი ზიჩის კულტურული მარშრუტის“ შექმნის მნიშვნელობაზე იმსჯელეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

თამარ გაბუნია

25 თებერვალი 2021, 23:12

COVID19

თამარ გაბუნია: ვაქცინასთან დაკავშირებით კოვაქსპლატფორმის მეშვეობით ყოველდღიური პროგრესი გვაქვს

„ვფიქრობთ, რომ ჩვენ უკვე მალე გვექნება პასუხი, თუ როდის შევძლებთ ზუსტად მივიღოთ „ფაიზერის“ შეპირებული 29 000 დოზა ვაქცინა. რაც შეეხება „ასტრაზენეკას“, პროგრესი არის სწრაფი, ველოდებით დოზებისა და ვადების დაზუსტებას, ეს უნდა მოხდეს არაუმეტეს მარტისა“.

შარლ მიშელი

25 თებერვალი 2021, 23:07

პოლიტიკა

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს ვიზიტით ეწვევა

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

მაკა ბოჭორიშვილი

25 თებერვალი 2021, 22:58

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: ჟურნალისტზე თავდასხმა არის გაუმართლებელი და უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ეს ჩაიდინა

ჟურნალისტზე თავდასხმა არის გაუმართლებელი და უნდა დაისაჯოს ყველა ვინც ეს ჩაიდინა! ვისურვებდი, რომ მსგავსი ძალადობრივი ქმედებები არ ხდებოდეს ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

კახა კალაძე

25 თებერვალი 2021, 22:49

საზოგადოება

კახა კალაძე: ნებისმიერისთვის, ვისთვისაც ძვირფასია ღირებულებები, რაზეც დგას დემოკრატიული ქვეყანა, მიუღებელია ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმა

„ძალადობა არის დანაშაული და კიდევ უფრო ამაზრზენია ეს დანაშაული, თუ ის ოჯახის და ბავშვის თვალწინ ხდება. ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის, ვისთვისაც ძვირფასია ის ღირებულებები, რაზეც დგას დემოკრატიული ქვეყანა, მიუღებელია ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმა. ჩვენ შეიძლება ვიკამათოთ ბევრ თემაზე, მაგრამ კამათს არ ექვემდებარება ის ფაქტი, რომ ძალადობა, აგრესია, ფიზიკური შეურაცხყოფა არის მიუღებელი“.

გიტანას ნაუსედა

25 თებერვალი 2021, 22:45

პოლიტიკა

ლიეტუვის პრეზიდენტი: დღეს საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, შეუერთდეს დემოკრატიულ ევროატლანტიკურ ოჯახს

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს​ ეხმაურება.

ბიძინა კულუმბეგოვი

25 თებერვალი 2021, 22:38

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: „კოვაქსს“ კარი უნდა „ავუტალახოთ“, ვაქცინაციის დაწყების თითოეულ დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს

„კოვაქსს“ კარი უნდა „ავუტალახოთ“, თითოეულ დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ერთ დღეში შეიძლება 15 ათასი ადამიანი ავცრათ, რომელსაც ვიცით რომ ვირუსი არ დაემართებათ და საავადმყოფოში მოხვედრა არ დასჭირდებათ. ამიტომ ერთ დღეში შეიძლება რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

25 თებერვალი 2021, 22:28

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: ნატოსა და უკრაინას შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან კიევსა და ალიანსს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

მამუკა მდინარაძე

25 თებერვალი 2021, 22:20

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: კახა კალაძემ ვრცლად ისაუბრა იმ სამშენებლო ამნისტიაზე, რაც 10 ათასობით თბილისელს ძალიან გაახარებს, როდესაც ის მოქმედებაში მოვა

კახა კალაძე, რა თქმა უნდა, ესწრებოდა შეხვედრას და ჩვენ ვისაუბრეთ, მან იგივე პოზიცია დააფიქსირა, რაც ჩვენ ყველას ერთად გვაქვს დიალოგზე. მან ვრცლად ისაუბრა იმ სამშენებლო ამნისტიაზე, რაც 10 ათასობით მოქალაქეს, თბილისელს ძალიან გაახარებს, როდესაც ის მოქმედებაში მოვა, - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვაზე იმის შესახებ, ესწრებოდა თუ არა კახა კალაძე სხდომას და მას უმრავლესობისგან განსხვავებული პოზიცია ხომ არ გააჩნია დიალოგის შესახებ.

25 თებერვალი 2021, 22:15

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 2.5 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 2.5 მილიონს გადააჭარბა.

მამუკა მდინარაძე

25 თებერვალი 2021, 22:10

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ნიკა მელიას თავად ჰქონდა თავისი ბედის გადაწყვეტის ბერკეტი თუ გასაღები

როდესაც ადამიანი არღვევს გირაოს პირობებს და გადის კონსტიტუციური კანონისმიერი ჩარჩოებიდან, ამ ჩარჩოებში დაბრუნების ერთადერთი გზა არის მკაცრი აღკვეთის ღონისძიება - ეს ხდება საქართველოში და საქართველოს საზღვრებს გარეთ, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში, - შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

25 თებერვალი 2021, 22:09

პოლიტიკა

ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან

ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან.

მამუკა მდინარაძე

25 თებერვალი 2021, 21:59

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ყოველთვის მზად ვართ მოლაპარაკების მაგიდასთან ვიყოთ და ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ, რომ ქვეყანამ დემოკრატიული, სტაბილური განვითარება განაგრძოს

„უმრავლესობა არის იმ აზრზე, რაც მთელი ამ დღეების განმავლობაში ჩვენი მხრიდანა ხმოვანდებოდა, რაც საბედნიეროდ ემთხვევა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, მეგობრების, მთავარი სტრატეგიული მეგობრის ოფიციალურ პოზიციას, და ეს არის ის, რომ დიალოგს, მოლაპარაკებასა და არც კანონის უზენაესობას ალტერნატივა არ აქვს. ამით ყველაფერი ნათქვამია“.

მიხეილ სარჯველაძე

25 თებერვალი 2021, 21:44

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე ვახო სანაიაზე თავდასხმის შესახებ: ეს არ არის თავსებადი ჩვენ კულტურასთან და ქართული სახელმწიფოს იდეასთან

ნებიმიერი ძალადობა არის დაუშვებელი. ეს არ არის თავსებადი ჩვენ კულტურასთან, და ქართული სახელმწიფოს იდეასთან, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისი თქმით, ნებისმიერი ძალადობრივი ფაქტი, მითუმეტეს, როდესაც ეს ეხება ჟურნალისტის წინააღმდეგ ძალადობას.

25 თებერვალი 2021, 21:41

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 9 568 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 9 568 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 345 ადამიანი გარდაიცვალა.

25 თებერვალი 2021, 21:35

მსოფლიო

ნატო სომხეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

ნატო სომხეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

სალომე ზურაბიშვილი

25 თებერვალი 2021, 21:34

საზოგადოება

პრეზიდენტი მოქალაქეობის აღდგენის ან შენარჩუნების უფლებით სარგებლობისთვის ვადის გახანგრძლივებას მიესალმება

ორმაგი მოქალაქეობის საკითხზე მუშაობა საქართველოს პრეზიდენტმა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, დეპუტატობის პერიოდში დაიწყო. ამ ეტაპზე საქართველოს პრეზიდენტი და იუსტიციის სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ საქართველოს მოქალაქეობის მიღება-შენარჩუნება-აღდგენის წესების გამარტივებაზე.

სალომე ზუურაბიშვილი

25 თებერვალი 2021, 21:26

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი ვახო სანაიაზე თავდასხმის შესახებ: კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა

„ძალადობა, არსებული დაპირისპირებისა და პოლარიზაციის ფონზე კიდევ უფრო დაუშვებელია და მას არანაირი გამართლება არ აქვს. მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად გამოიძიონ ფაქტი და დაისაჯონ დამნაშავეები, რათა არ იქნეს წახალისებული ძალადობა“, -აცხადებს პრეზიდენტი,

25 თებერვალი 2021, 21:18

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 19 886 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 19 886 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 308 ადამიანი გარდაიცვალა.

სალომე ზურაბიშვილი

25 თებერვალი 2021, 21:17

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: როცა დღეს საქართველოს ვინმე ადარებს რუსეთს და ნავალნის საკითხებს, ეს ასი წლის წინ დაღუპული ახალგაზრდების უდიდესი შეურაცხყოფაა

როცა დღეს საქართველოს ვინმე ადარებს რუსეთს და ნავალნის საკითხებს, ეს ასი წლის წინ დაღუპული ახალგაზრდების უდიდესი შეურაცხყოფაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილი იუნკერების მემორიალთან განაცხადა, სადაც დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოს გაიარა უმძიმესი დღეები, იყო მარცხიც, თუმცა აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოს არის დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა.

25 თებერვალი 2021, 21:13

მსოფლიო

ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. სასანქციო სიაში ბელარუსის ხელისუფლებისა და ბიზნესის 88 წარმომადგენელია შეყვანილი, მათ შორის ალექსანდრე ლუკაშენკო.