imedi /  06 თებერვალი 2021, 09:24 / სანდო წყარო

მიხეილ ჩხენკელმა ესტონეთის ელჩთან განათლების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი ერთობლივი პროექტები განიხილა

მიხეილ ჩხენკელი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რინა კალიურანდს უმასპინძლა და მასთან განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე პროექტები და თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილა.

შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს თავიანთი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს განათლების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფის მიმართულებით Covid-19-ის პანდემიის პირობებში. მინისტრმა ელჩს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება გააცნო, რომლის საფუძველზე 15 თებერვლიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება.

მიხეილ ჩხენკელმა ელჩს მადლობა გადაუხადა განათლების სფეროში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი პროექტისთვის. მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებული თანამშრომლობა განათლებისა და მეცნიერების სფეროებში. მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო ზოგადი განათლების მიმართულებით ესტონეთის მთავრობასა და გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით განხორციელებული პროექტი, რომელიც საშუალო საფეხურის, მე-11-მე-12 კლასების, ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიას ითვალისწინებდა. შედეგად, შეიქმნა მესამე თაობის დოკუმენტი, რომელიც თითოეული მოსწავლის უნარების განვითარებას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით საჯარო სკოლებისა და პროფესიული სასწავლებლების პედაგოგებისა და განათლების ექსპერტების მობილობის საკითხებიც.

მიხეილ ჩხენკელმა და რინა კალიურანდმა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე ორი მეგაპროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის ცენტრის განვითარებისა და ესტონეთის მხარესთან თანამშრომლობის გაფართოების გზებზე იმსჯელეს. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორია ბატონი ბიძინა ივანიშვილი. მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური სივრცე. მიხეილ ჩხენკელის თქმით, უნივერსიტეტი საერთაშორისო სტანდარტებს ეფუძნება და ორიენტირებულია ხარისხზე, შესაბამისად, სტუდენტების მიღების კრიტერიუმები დღეს საქართველოში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აქ ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და შესაბამისობაშია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამის მოთხოვნებთან, რომელსაც ეფუძნება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამჟამად მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამები. საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ქართველებთან ერთად უცხოელი პროფესორებიც არიან ჩართული.

მინისტრმა ადრონული თერაპიის ცენტრის შესახებ ისაუბრა, სადაც განთავსდება ორი ციკლოტრონი. აქედან ერთი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე მეთოდებით, ხოლო მეორე – სამეცნიერო-კვლევით პროცესს ბირთვულ ექსპერიმენტულ ფიზიკაში, რადიაციულ ბიოფიზიკასა და ქიმიაში. აღსანიშნავია, რომ ადრონული თერაპიის ცენტრს აფინანსებს და ახორციელებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“. იგეგმება ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელება უცხოელ მეცნიერთა ჩართულობით. მინისტრმა აღნიშნა, რომ იგი მიესალმება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო-კვლევით პროცესში ესტონეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორების ჩართულობას. ესტონეთის ელჩმა, თავის მხრივ, ამ მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა.

ყველა სიახლე

სოზარ სუბარი

06 მარტი 2021, 21:22

პოლიტიკა

სოზარ სუბარი ფარულ ჩანაწერებზე: საოცარია, როდესაც სახალხო დამცველი შინაარსზე ამახვილებს ყურადღებას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოზარ სუბარი სახალხო დამცველის მიერ ფარული ჩანაწერების შინაარსზე ყურადღების გამახვილებას წარმოუდგენლად მიიჩნევს. როგორც მან „ქრონიკაში“ განაცხადა, ფაბრიკაცია მოხდა, რაც საზოგადოების დასატერორებლად გამოიყენება და იმის ნაცვლად, რომ სახალხო დამცველმა დაგმოს ეს მავნე პრაქტიკა, რომელიც სააკაშვილის მთავრობის მთავარი ხელწერა იყო, ის შინაარსზე ამახვილებს ყურადღებას.

06 მარტი 2021, 20:44

სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა

შეხვედრის პირველი ნახევარი პორტუგალიის სასარგებლოდ, ანგარიშით 13:10 დასრულდა. მატჩის 18-ე წუთზე პირველი ლელო მირიან მოდებაძემ დადო, 27-ე წუთზე კი - ჯაბა ბრეგვაძემ. შეხვედრის მეორე ნახევარში, გიორგი მელიქიძის ლელომ საქართველო დააწინაურა და ანგარიში 17:16 გახდა. 66-ე წუთზე შალვა მამუკაშვილა სხვაობა 6-მდე გაზარდა და საქართველოს ნაკრებმა, ჯამურად, 22 ქულა მიითვალა.

06 მარტი 2021, 20:36

პოლიტიკა

ცესკო სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას აძლიერებს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით რეორგანიზაცია განახორციელა. ამასთან დაკავშირებით ცესკო განცხადებას ავრცელებს.

06 მარტი 2021, 20:16

ტექნოლოგიები

Twitter-ზე გამოქვეყნებული პირველი „ტვიტი“ აუქციონზე $1 მილიონად შეფასდა

სოციალურ ქსელ Twitter-ზე გამოქვეყნებული პირველი „ტვიტი“ ონლაინ აუქციონზე ერთ მილიონ დოლარად შეფასდა. ამის შესახებ, რუსული მედია წერს. „უბრალოდ ვაწყობ ჩემს Twtt-ს“ - ესაა პირველი შეტყობინება რომელიც სოცილურ ქსელში 2006 წელს გამოქვეყნდა და ქსელის დამფუძნებელს დორსის ეკუთვნის.

06 მარტი 2021, 19:45

სპორტი

ქართველი და პორტუგალიელი მორაგბეების დაპირისპირების პირველი ნახევარი დასრულდა

ლევან მაისაშვილის შერჩეული შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება: ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი (30 კეპი, 152 ქულა), 14. მირიან მოდებაძე (14 კეპი, 30 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (29 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (72 კეპი, 60 ქულა), 11. სანდრო თოდუა (89 კეპი, 65 ქულა), 10. ლაშა ხმალაძე (85 კეპი, 53 ქულა), 9. გელა აფრასიძე (30 კეპი, 24 ქულა).

06 მარტი 2021, 19:32

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიასთან მატჩში მეორე ლელოც დადო

რაგბი ევროპის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრები პორტუგალიის გუნდს ხვდება. მატჩის 27-ე წუთზე ლელო ჯაბა ბრეგვაძემ დადო. ამ დროისთვის, ანგარიში საქართველოს სასარგებლოდ, 10:6-ია და პორტუგალიის ნაკრები ლიდერობს. მატჩი ლისაბონში ტარდება და მისი პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა, ტრადიციულად, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერშია შესაძლებელი.

06 მარტი 2021, 19:22

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრება.

06 მარტი 2021, 19:21

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიასთან მატჩში ლელო დადო

ლევან მაისაშვილის შერჩეული შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება: ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი (30 კეპი, 152 ქულა), 14. მირიან მოდებაძე (14 კეპი, 30 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (29 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (72 კეპი, 60 ქულა), 11. სანდრო თოდუა (89 კეპი, 65 ქულა), 10. ლაშა ხმალაძე (85 კეპი, 53 ქულა), 9. გელა აფრასიძე (30 კეპი, 24 ქულა),

ლუის სუარესი

06 მარტი 2021, 19:18

სპორტი

ლუის სუარესმა საფეხბურთო კლუბი LS Deportivo დააარსა

„ატლეტიკოს სუპერფორვარდის ლუის სუარესის მიერ შექმნილი კლუბი ურუგვაის „უნივერსიტეტების ლიგაში“ ითამაშებს და თავდაპირველად მხოლოდ 14,16 და 18 წლამდე ასაკობრივი გუნდები ეყოლება.როგორც ცნობილია LS Deportivo-ს უმთავრესი მიზანია ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა და მათი განვითარება.

06 მარტი 2021, 19:08

COVID19

ფინეთში პანდემიის გამო თვითმმართველობის არჩევნები გადაიდო

ფინეთში თვითმმართველობის არჩევნები პანდემიის გამო აპრილის ნაცვლად, ივნისში გაიმართება. ამის შესახებ Twitter-ზე ფინეთის მთავრობის იუსტიციის მინისტრი ანა-მაია ჰენრიქსონი წერს. მისი თქმით, არჩევნების გადადების მიზეზი გაუარესებული ეპიდვითარებაა. ფინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 648 ადამიანი დაინფიცირდა. სულ ქვეყანაში 61 552 კოვიდინიცირებულია.

06 მარტი 2021, 18:58

სპორტი

საქართველოსა და პორტუგალიის მორაგბეთა ნაკრებების დაპირისპირება დაიწყო

რაგბი ევროპის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრები პორტუგალიის გუნდს ხვდება. მატჩი ლისაბონში ტარდება და მისი პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა, ტრადიციულად, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერშია შესაძლებელი.

06 მარტი 2021, 18:52

სპორტი

ბორჯღალოსნები უკვე სტადიონზე არიან და პორტუგალიასთან დაპირისპირებისთვის ემზადებიან - სად შეძლებთ თამაშის ნახვას

რაგბი ევროპის პირველი ტურის შეხვედრა საქართველოსა და პორტუგალიის სარაგბო ნაკრებებს შორის თბილისის დროით 19:00-ზე დაიწყება. მატჩი ლისაბონში ჩატარდება და მისი პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა, ტრადიციულად, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში შეგეძლებათ.

ვასილ მაღლაფერიძე

06 მარტი 2021, 18:37

პოლიტიკა

ვასილ მაღლაფერიძე: ქვეყნის მეორე პირი და საკუთარი გუნდის წევრი ჰყავდათ ობიექტივის ქვეშ და სხვას დაინდობდნენ

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერისა და „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის ინფორმაციით, ფარულ ვიდეომასალებს შორის მისი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებიცაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ვასილ მაღლაფერიძე Facebook-ზე წერს.

ერევანი, პრეზიდენტის რეზიდენცია

06 მარტი 2021, 18:29

მსოფლიო

ერევანში პრეზიდენტის რეზიდენციის დაცვა გაძლიერდა

ერევანში პრეზიდენტის რეზიდენციას პოლიციის გაძლიერებული ძალები იცავს. ამის შესახებ რუსული მედია წერს. სომხეთის პრეზიდენტის რეზიდენციიდან 500 მეტრში, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. რამდენიმე ათასი ადამიანი პრეზიდენტ არმენ სარქისიანისგან ითხოვს ხელი არ მოაწეროს პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის განკარგულება გენშტაბის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

06 მარტი 2021, 18:20

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 353 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 353 ადამიანს გამოუვლინდა, 3 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 236,365 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 3,238 ადამიანი. ვირუსისგან 229,591 პაციენტი განიკურნა.

06 მარტი 2021, 17:28

საზოგადოება

გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის გაუქმების მოთხოვნით, თბილისში აქცია გაიმართა

21:00-დან 05:00 საათამდე მოქმედი, გადაადგილების შეზღუდვის გაუქმების მოთხოვნით, თავისუფლების მოედანზე აქცია გაიმართა. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ დაწესებული შეზღუდვის მოხსნა რეალურია, რადგან ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

გიგა ბოკერია

06 მარტი 2021, 17:20

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: საზიანოა ნებისმიერი სახის ფარული ჩანაწერების გავრცელება, რომელთა კანონიერი წყარო ცნობილი არ არის

„მე და „ევროპულ საქართველოს“ გვაქვს იგივე პოზიცია და ძალიან საზიანოდ მიგვაჩნია ზოგადად იმ ტიპის ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება, რომელთა კანონიერების წყაროც ცნობილი არ არის. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიხილეთ ხელისუფლების რეაქცია ამ ჩანაწერებზე, სოზარ სუბარის განცხადება, სრულიად უტიფარი განცხადება, ის მოითხოვს და მოელის ამის დაგმობას სახალხო დამცველისგან და სხვებისგან“.

06 მარტი 2021, 17:14

საზოგადოება

„თბილსერვის ჯგუფი“: დედაქალაქის მასშტაბით სანიაღვრე ჭების სახურავების მოპარვის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში, სანიაღვრე ჭების სახურავების მოპარვის გახშირებულ შემთხვევებზე განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, უკვე დაწყებულია შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

მიხეილ ყაველაშვილი

06 მარტი 2021, 17:10

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი გავრცელებულ ჩანაწერებზე: ამ ფაბრიკაციებით საზოგადოებას ახსენებენ, თუ რას წარმოადგენენ

ამ ფაბრიკაციებით ისინი ახსენებენ საზოგადოებას, თუ რას წარმოადგენენ და რას წარმოადგენდნენ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი აუდიოჩანაწერების გამოქვეყნებას.

გიორგი ვოლსკი

06 მარტი 2021, 17:02

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: იმედები, რომ ეუთო/ოდირი ოდნავ მაინც მიანიშნებდა არჩევნების გაყალბებაზე, არ გამართლდა

იმედები, რომ ეუთო/ოდირი ოდნავ მაინც მიანიშნებდა არჩევნების გაყალბებაზე, არ გამართლდა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიიორგი ვოლსკიმ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, გაწბილებული ხალხი ეუთო/ოდირის შენიშვნებში ცდილობს იპოვოს ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების საფუძვლები.