www.imedi.ge /  11 თებერვალი 2021, 09:14 / სანდო წყარო

თეა ახვლედიანმა ევროპის საბჭოს წარმომადგენლებთან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება განიხილა

თეა ახვლედიანი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დირექტორის მოადგილეს დანილ ხოშაბოს, ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის პოლიტიკურ მრჩეველ ჯონ დორბერთან და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან ნატალია ვუტოვას შეხვდა.

შეხვედრის მიზანს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 23-ე კონსოლიდირებული ანგარიშისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან, ასევე სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელების პროცესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა.

სახელმწიფო მინისტრმა ვრცლად მიმოიხილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე და ხაზი გაესვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობას, ყველა უკანონოდ დაკავებული პირის უპირობო გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულ კონტექსტში, სახელმწიფო მინისტრი მიესალმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოზე თანამომხსენებლების მიერ გაკეთებულ მხარდამჭერ განცხადებას, რომელიც გმობს საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძისთვის 12 წლით და 6 თვით უკანონო პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

ამასთან ერთად, სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების პროცესსა და ამ კუთხით მიღწეულ შედეგებზე.

თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვისკენ მიმართული საერთაშორისო ძალისხმევის, მათ შორის ევროსაბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების მნიშვნელობას.

„ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის მომხსენებლებთან შეხვედრაზე სიღრმისეულად განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარება, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები და ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც შექმნილია განსაკუთრებით ახალგორის მიმართულებით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ასევე საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე“ - განაცხადა ახვლედიან.

ყველა სიახლე

ეკატერინე ტიკარაძე

13 აპრილი 2021, 23:28

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „სინოფარმით“ ვაქცინაციის დასაწყებად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას ელოდებიან

ველოდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას, რომელიც აპრილის ბოლოს „სინოფარმის“ ავტორიზაციასთან დაკავშირებით უნდა მიიღოს, რის შემდეგაც ვაქცინაციის პროცესს დავიწყებთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „იმედის ფაქტორში“ ჩართვისას განაცხადა.

ნათია თურნავა

13 აპრილი 2021, 23:23

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ნამახვანჰესი არის უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის გასაღები

ნამახვანჰესი გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი ცალკე აღებული პროექტი. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის, ეკონომიკური დამოუკიდებლობის გასაღები. სწორედ ამ პროექტზე გადის ჩვენი მომავალი სიძლიერე და ის, თუ რამდენად შედგება საქართველო რეგიონში, როგორც ძლიერი ექსპორტიორი ქვეყანა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

13 აპრილი 2021, 23:19

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოვახერხოთ ინფექციის ეფექტიანი მართვა, იმისთვის რომ ეკონომიკის მაქსიმალური აქტივობა შევინარჩუნოთ

„ამ ეტაპისთვის მნიშვნელოვნად არის გამკაცრებული ყველა ჩართული რგოლის მხრიდან მონიტორინგი და აღსრულების კუთხით საჯარიმო სანქციები, რაც ვთვლით, რომ გარკვეულწილად გააუმჯობესებს დამყოლობას მოქალაქეებისა და ბიზნესის მხრიდან. ჩვენი თავდაპირველი ამოცანა იყო, ჩვენი მოქალაქეებისა და ბიზნესის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა ყოფილიყო მათ მიერ ყველა დადგენილი რეგულაციის აღსრულების საფუძველი. ჩვენდა სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. ბოლო პერიოდში ვაკვირდებოდით ძალიან ბევრ სოციალურ ღონისძიებას, რომელიც რა თქმა უნდა ინფიცირებულთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდის საფუძველი ხდება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

13 აპრილი 2021, 23:11

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ჰოსპიტალში მოხვედრილი პაციენტების ასაკი გაახალგაზრდავებულია, რაც ძალიან საყურადღებოა

ჰოსპიტალური სექტორი გვაწვდის გარკვეულ იმპულსებს, რომ თითოეული მოქალაქე, რომელიც სტაციონარში ხვდება, გაცილებით უფრო მძიმე ფორმის მატარებელია, ვიდრე ეს იყო პირველი და მეორე ტალღის დროს. გაახალგაზრდავებულია ჰოსპიტალში მოხვედრილი პაციენტების ასაკიც, რაც ძალიან საყურადღებოა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ანდრეი ტარანი

13 აპრილი 2021, 22:58

მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის მინისტრი: რუსეთი უკრაინაში 2008 წელს საქართველოში განხორციელებული სცენარის გამეორებას შეიძლება გეგმავდეს

რუსეთი უკრაინაში 2008 წელს საქართველოში განხორციელებული სცენარის გამეორებას შეიძლება გეგმავდეს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ანდრეი ტარანმა უკრაინაში საფრანგეთის ელჩთან, ეტიენ დე პონსენთან შეხვედრის დროს განაცხადა.

13 აპრილი 2021, 22:46

ტაბლოიდი

მადონამ The Weeknd-ის სახლი შეიძინა. ფოტო

ამერიკელმა მომღერალმა მადონამ კალიფორნიაში ახალი სახლი შეიძინა, რომელიც მანამდე კანადელ მომღერალ The Weeknd-ს ეკუთვნოდა. ამის შესახებ გამოცემა New York Post-ი წერს.

დავით ზალკალიანი

13 აპრილი 2021, 22:15

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ მივიღეთ აშშ-ის მხარდაჭერა ნატოში ინტეგრაციის მისწრაფების მიმართ

ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბრისას აღინიშნა ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რაც საქართველოს აქვს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და გამოითქვა იმედი, რომ ეს პროგრესი ითარგმნება კონკრეტულ გადაწყვეტილებებში ალიანსის მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან გამართული სატელეფონო საუბრის კომენტირებისას განაცხადა.

დეივ გროლი და მიკ ჯაგერი

13 აპრილი 2021, 22:12

კულტურა

მიკ ჯაგერმა და დეივ გროლმა ლოკდაუნის შესახებ სიმღერა ჩაწერეს

„რთულია სიტყვებით აღვწერო რას ნიშნავს ჩემთვის სერ მიკთან ერთად სიმღერის ჩაწერა. ეს ოცნების ახდენაზე მეტია. ეს უდავოდ ზაფხულის სიმღერაა“, - განაცხადა გროლმა .

13 აპრილი 2021, 22:12

სპორტი

თასის გათამაშების მეოთხედფინალური სერიის მატჩებს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა

ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს თასის გათამაშების მერვედფინალური სერიის მატჩები გაიმართა. აღნიშნულ ტურნირში დარჩენილი 8 გუნდი ოთხთა ფინალში გასასვლელად იბრძვის, რომლებმაც ორმატჩიან მეოთხედფინალურ სერიაში უნდა მოიპოვონ ფინალური ეტაპის საგზური.

13 აპრილი 2021, 22:08

რეგიონი

ზვავსაშიშროების გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

​​​​​​​მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, ამ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია.

13 აპრილი 2021, 22:02

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 39 113 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 39 113 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 324 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

13 აპრილი 2021, 21:55

მსოფლიო

ირანი ურანის 60%-მდე გამდიდრებას გეგმავს

თეირანის ცნობით, ქვეყანა არ აპირებს, სანქციებისადმი დამოკიდებულების შეცვლას და ურანს 60%-მდე გაამდიდრებს, რაც ირანისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სახელმწიფო მედიის ცნობით, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA).

13 აპრილი 2021, 21:43

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 567 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 567 849 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 9 521 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

13 აპრილი 2021, 21:37

COVID19

დღე-ღამეში თურქეთში კოვიდინფიცირების 59 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 59 187 შემთხვევა გამოვლინდა, 273 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა, 52 104 კი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 3 962 760 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 34 455 ადამიანი, 3 424 733-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.

13 აპრილი 2021, 21:26

პოლიტიკა

დავით ზალკალიანსა და ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

13 აპრილი 2021, 21:20

ეკონომიკა

საქართველოს ავიაბაზარზე ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FlyArystan შემოდის

შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, შედეგად, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას მაისიდან იწყებს. აქტაუ, ატირაუ და ნურ-სულთანი - ეს ის სამი ახალი მიმართულებაა, საიდანაც დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში პირდაპირი რეგულარული რეისები, თითოეულ მიმართულებაზე კვირაში 2 სიხშირით 2 მაისიდან განხორციელდება. ბილეთების ყიდვა ავიაკომპანიის ვებგვერდზე დღეიდან არის შესაძლებელი. https://flyarystan.com/en

13 აპრილი 2021, 21:10

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 6 292 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 292 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 100 ადამიანი გარდაიცვალა.

13 აპრილი 2021, 21:07

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 3 568 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 3 568 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 13 ადამიანი გარდაიცვალა.

დავით სონღულაშვილი

13 აპრილი 2021, 21:03

ეკონომიკა

დავით სონღულაშვილის თქმით, IMF-ის პროგნოზს მთავრობის თანმიმდევრული ნაბიჯები და პრობლემებზე სწორი რეაგირება განაპირობებს

„იმიტომ რომ მთავრობას თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა და პრობლემებზე სწორი რეაგირება შეუძლია. ზუსტად ეს განსაზღვრავს იმ პროგნოზს, რომელიც სავალუტო ფონდმა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით შემდგომი 5 წლის განმავლობაში გააკეთა“, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა.

13 აპრილი 2021, 21:02

COVID19

14 აპრილიდან თურქეთში დამატებითი შეზღუდვები დაწესდება

კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ფარგლებში, 14 აპრილიდან თურქეთში დამატებითი შეზღუდვები დაწესდება. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.