imedi /  11 თებერვალი 2021, 13:27 / სანდო წყარო

112-ის დღეს, შს მინისტრის ბრძანებით, ყველა ოპერატორი დაჯილდოვდა

112-ის დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის, ბრძანებით, ყველა ოპერატორი მადლობის სიგელით დაჯილდოვდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულთან დაკავშირებით, შს მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის თბილისის ცენტრს ეწვია და „112“-ის თანამშრომლებს პანდემიის დროს განსაკუთრებულ რეჟიმში თავდაუზოგავად მუშაობისთვის, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის ეფექტურ მუშაობაში შეტანილი წვლილისთვის მინისტრის მადლობის სიგელები გადასცა. ასევე, რუსთავის ცენტრის უფროსს, გადაეცა სამინისტროს მედალიონი „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“.

„პანდემიის პერიოდში 112-ს მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, თითოეულ მოქალაქეს ვირუსის დადასტურების შემთხვევაში შეუძლია დარეკოს 112-ზე. 2020 წელს ოპერატორებმა 7 მილიონამდე ზარს უპასუხეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზარების ეფექტური მართვისთვის და გადაუდებელი დახმარების ნომერთან შეუფერხებლად დაკავშირებისთვის 112-ში ოპერატორების რაოდენობა 115%-ით გაიზარდა.

2009 წელს, ევროკომისიამ, ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ 11 თებერვალი „112“-ის დღედ გამოაცხადეს. 11 თებერვალს, როგორც საქართველო, ასევე, მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, „112“-ის დღეს აღნიშნავენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველა სიახლე

კელი დეგნანი

04 მარტი 2021, 17:09

საზოგადოება

კელი დეგნანი: ის ნაბიჯები, რასაც მთავრობა დგამს ეკონომიკის გახსნის კუთხით, ეკონომიკური სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია

ის ნაბიჯები, რასაც მთავრობა დგამს ეკონომიკის გახსნის კუთხით, ეკონომიკური სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ინფექციის გავრცელების დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნება.

04 მარტი 2021, 16:59

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში აშშ-ის ელჩს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრმა აშშ-ის ელჩს სხვადასხვა ოფიციალური არხიდან COVID-19-ის ვაქცინის მოწოდების საკითხზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ისაუბრეს იმ ღონისძიებებზე, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინის დროულად მიღების კუთხით ახორციელებს.

ლოთარ მათეუსი

04 მარტი 2021, 16:54

ტაბლოიდი

ლოთარ მათეუსმა „ბაიერნს“ 20 წლის შემდეგ უპასუხა

კერძოდ, 59 წლის მათეუსმა „ალიანს არენაზე“ გადაიღო ფოტო, სადაც ჩანს თუ როგორ უვლის ის მინდვირს საკრეჭი მანქანით მოედანს. ლოთარ მათეუსმა მიუნხენის „ბაიერნის“ შენადგენლობაში ყველა ტურნირზე 406 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქის კარში 100 ბურთი გაიტანა.

სოზარ სუბარი

04 მარტი 2021, 16:51

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ყველაზე მეტად ვისაც არ უნდა ნიკა მელიას გარეთ ყოფნა, არის ის ადამიანი, ვინც დღეს პლებისციტის მიუღებლობაზე საუბრობს

ყველაზე მეტად ვისაც არ უნდა ნიკა მელიას გარეთ ყოფნა, არის ის ადამიანი, ვინც დღეს პლებისციტის მიუღებლობაზე საუბრობს, ეს არის მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, სოზარ სუბარმა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას გათავისუფლებისა და ოპოზიციასთან მოლაპარაკების საკითხებზე საუბრისას განუცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცესი პირველი წუთიდანვე მთლიანად ოპოზიციაზეა დამოკიდებული.

04 მარტი 2021, 16:50

პოლიტიკა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ვიდეოშეხვედრა გაიმართა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის საქმიანობის 2021 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებთანაც დღეს ვიდეოშეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დავით სონღულაშვილმა ისაუბრა კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმის მიზნების შესახებ, რომლებიც 4 პუნქტად წარმოადგინა.

მიშელ ბაჩელეტი

04 მარტი 2021, 16:50

მსოფლიო

მიშელ ბაჩელეტი: მიანმარელმა სამხედროებმა დემონსტრანტების მკვლელობა და დაპატიმრება უნდა შეწყვიტონ

გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში, მიშელ ბაჩელეტმა განაცხადა, რომ მიანმარელმა სამხედროებმა დემონსტრანტების მკვლელობა და დაპატიმრება უნდა შეწყვიტონ.

04 მარტი 2021, 16:49

ეკონომიკა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში მიმდინარე პროექტები განიხილეს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში 2021 წლის პრიორიტეტებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე მოადგილე სულხან ღლონტთან ერთად დაესწრო. შეხვედრაზე რეგიონში სერვისის გაუმჯობესების, მთიანაჭარაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და აჭარის პოპულარიზაციის მიმართულებით დაგეგმილი პროექტები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

04 მარტი 2021, 16:45

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: თუ საარჩევნო ცვლილებებზე პარტიებს აქვთ შენიშვნა და მოსაზრებები, მათ ჯიბეში უდევთ მანდატი, შემოვიდნენ პარლამენტში და საკუთარი მოსაზრებები გაგვიზიარონ

ყველა პროცედურულ საკითხზე, რომელიც შეეხება საარჩევნო დავებს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ტექნოლოგიებს აბსოლუტური თანხვედრაა. არის განსხვავებული მოსაზრებები საარჩევნო სისტემასთან და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების პარტიულ ნაწილთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

კახა კუჭავა

04 მარტი 2021, 16:44

პოლიტიკა

კახა კუჭავამ ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, თომას მიულმანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, ერთმანეთს გაუზიარეს სამომავლო გეგმები და შეთანხმდნენ თანამშრომლობის მეტად გააქტიურებაზე, განსაკუთრებით საპარლამენტო მიმართულებით.

ვახუშტი მენაბდე

04 მარტი 2021, 16:44

პოლიტიკა

ვახუშტი მენაბდე: ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ პარტიები საარჩევნო საკითხების განხილვის პროცესში ჩართოს

შემუშავდა საინტერესო დებულებები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება და ადგილობრივ დონეზე საარჩევნო სისტემა, კვლავ შეუთანხმებელი რჩება, - ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წევრმა, ვახუშტი მენაბდემ პარლამენტში საარჩევნო საკითხებზე განუცხადა. ვახუშტი მენაბდის თქმით, ორი ფუნდამენტური საკითხი კვლავ პრობლემური რჩება.

ნინო დოლიძე

04 მარტი 2021, 16:43

პოლიტიკა

ნინო დოლიძე: დიალოგის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული დისკუსია

„დიალოგის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული დისკუსია“, - განაცხადა Isfed-ის აღმასრულებელმა დირექტორმა საარჩევნო რეფორმის პროექტთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ლევან ნატროშვილი

04 მარტი 2021, 16:40

პოლიტიკა

ლევან ნატროშვილის თქმით, საარჩევნო რეფორმაზე მუშაობაში ოპოზიციის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია

„ძირითადი ოპოზიციური პარტიების თანხმობის გარეშე ნებისმიერი ცვლილების მიღება პარლამენტის მხრიდან არ იქნება ისეთი ნდობის მატარებელი, როგორიც უნდა იყოს, რადგან საბოლოო ჯამში, საარჩევნო კანონმდებლობა ძირითადი თამაშის ის წესებია, რომელსაც პოლიტიკური პარტიები უნდა იზიარებდნენ. თუ არ იზიარებენ, შემდეგ ხდება სამართლიანი არჩევნებისა და ლეგიტიმაციის თვალსაზრისი პრობლემები. აქედან გამომდინარე არის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, რაღაც ფორმატი უნდა მოინახოს, სადაც შეთანხმდება ის საკითხები, რომლებიც ჯერ არ არიან პარლამენტში წარმოდგენილები“, - განაცხადა ნატროშვილმა.

04 მარტი 2021, 16:37

თავდაცვა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და ნდობის ჯგუფის წევრები თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას ესტუმრნენ

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრები თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIBS) ესტუმრნენ. კანონმდებლები ადგილზე გაეცნენ სკოლის საქმიანობის სპეციფიკას, გრძელვადიან, მოკლევადიან და დისტანციურ სასწავლო პროგრამებს, თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან და სკოლის პერსონალს გაესაუბრნენ. პრეზენტაციის შემდეგ, რომელიც სკოლის დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, რატი ბრეგაძემ წარმოადგინეს, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რის შემდეგაც პარლამენტარებმა DIBS-ს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს.

04 მარტი 2021, 16:27

ეკონომიკა

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება, - ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის 19 მარტიდან, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება. ბაქო-თბილისი-ბაქოს საჰაერო ხაზზე ავიარეისებს ავიაკომპანია „Azerbaijan Airlines“-ის სტრუქტურის ქვეშ დაფუძნებული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Buta Airways"-ი შეასრულებს.

ვაზგენ მანუკიანი

04 მარტი 2021, 16:26

მსოფლიო

სომხეთში ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ვაზგენ მანუკიანს ბრალი წაუყენეს

სომხეთში ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ვაზგენ მანუკიანს ბრალი წაუყენეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აღკვეთის ღონისძიების სახით ვაზგენ მანუკიანს ქვეყნის დატოვება აეკრძალა. სომხეთის ოპოზიციის ლიდერს ბრალი 301 მუხლით აქვს წაყენებული, რაც ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, საჯარო მოწოდებებს გულისხმობს.

04 მარტი 2021, 16:19

სამართალი

პენიტენციური სამსახური: N3 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულმა თანამესაკნეს მძიმე დაზიანებები მიაყენა

2021 წლის 4 მარტს, დაახლოებით 10:11 საათზე N3 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა ვ.ლ.-მ საკანში დახმარებისთვის დაუძახა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს და უთხრა მათ, რომ მის თანამესაკნეს, ნ.ქ.-ს სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საკანში შესვლისას თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ ვ.ლ.-ს ერთ-ერთი თანამესაკნეს (სულ საკანში სამი პატიმარი იყო), ნ.ქ.-ს თავისა და კისრის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა.

04 მარტი 2021, 16:14

ეკონომიკა

თიბისიმ, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპივა

თიბისიმ, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, 3 საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა. გერმანიის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბანკმა - Commerzbank-მა, თიბისი, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, გამორჩეული, მაღალკვალიფიციური თანამშრომლობისა და წარმატებული პარტნიორობისთვის დააჯილდოვა. საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney-მ კი, აღნიშნულ სფეროში საქართველოში ბაზრის ლიდერად და საუკეთესო მომსახურების მქონე ბანკად დაასახელა.

ლევან იოსელიანი

04 მარტი 2021, 16:13

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: კიდევ უფრო მეტი მუხლია შეტანილი, რომელიც საარჩევნო გარემოს აუმჯობესებს

„კიდევ უფრო მეტია მუხლია შეტანილი, რომელიც საარჩევნო გარემოს აუმჯობესებს“, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა საარჩევნო პროექტის რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბესარიონ სიმონიშვილი

04 მარტი 2021, 16:07

საზოგადოება

ბესარიონ სიმონიშვილი: სამოქმედო გეგმის თანახმად, 2021-2022 წლებში 5 000-მდე დევნილ ოჯახს განვასახლებთ

საქართველოს მთავრობამ იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ 2021-2022 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ზრუნავს, რომ დაბრუნებამდე დევნილებს ღირსეული ცხოვრების პირობები შეუქმნას.

04 მარტი 2021, 15:56

საზოგადოება

31-ე საჯარო სკოლას ახალი სპორტული მოედანი ექნება

თბილისის 31-ე საჯარო სკოლაში საფეხბურთო მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 31-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სოფიკო ჯანაშიამ დღეს მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს შალვა გოგოლაძეს, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარ დეპუტატს გია ვოლსკის და „ჯინო კაპიტალის“ დირექტორს ნოდარ გიორგაძეს დაათვალიერებინა.