12 თებერვალი 2021, 15:16 / სანდო წყარო

მეუფე იაკობი პეტრე ცაავაზე: საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა - განკვეთილი იქნება

მეუფე იაკობი

მეუფე იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას გუშინდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და მას „სინდისის გამყიდველი კაცი“ უწოდა.

„მეუფე პეტრემ გუშინ საკუთარ თავს საბოლოო განაჩენი გამოუტანა. ის იქნება განკვეთილი და როცა მღვდელმთავრის ხარისხი აღარ ექნება, როგორც ზოგადად აგებენ ხოლმე პასუხს ცილისწამებებზე, პირადად მე, ვერსად დამემალებიან, ვერც ის და ვერც მისი ხელშემწყობი. ისაა გამყიდველი კაცი. მან სინდისი გაყიდა. ეჭვი მიჩნდება, როცა ადამიანი სულ სხვებზე ლაპარაკობს. შეიძლება, ჩაეძიოთ და რაღაცები გაიგოთ მასზე“, - აცხადებს მეუფე იაკობი.

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, მის საკითხთან დაკავშირებით კომისიის შექმნის გადაწყვეტილებას ღიმილისმომგვრელს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს დროის გაყვანისა და საკითხის გადაგორების მიზნით ხდება. პეტრე ცაავა ასევე დანაშაულებრივს უწოდებს მღვდელმთავრებისთვის ეპარქიების ცვლილებას და აცხადებს, რომ ეპარქიების გადაბარება კომისიების მეშვეობით უნდა ხდებოდეს.

ყველა სიახლე

27 თებერვალი 2021, 12:08

პოლიტიკა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, პარლამენტის დელეგაციამ კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ, მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში გამართულ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული საკითხების გენერალურ კომიტეტის მუშაობაში, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო კოვიდპანდემიის გავლენა დემოკრატიაზე და არჩევნებზე.

27 თებერვალი 2021, 12:05

რეგიონი

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ კასპში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა დაათვალიერა

იუსტიციის სამინისტრო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აგრძელებს. იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სოსო გიორგაძემ ამჯერად კასპის მშენებარე საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულა და სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული კოვიდპანდემიის მიუხედავად, იუსტიციის სამინისტრო აგრძელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობას.

27 თებერვალი 2021, 12:01

პოლიტიკა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ერგნეთში გასვლითი სხდომა გამართა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა, საზედამხედველო საქმიანობის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში გასვლითი სხდომა გამართა საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

27 თებერვალი 2021, 11:54

საზოგადოება

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ თბილისში, 260-მდე იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში 260-მდე იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს დირექტორის, ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე, თბილისში ოროთახიანი ბინები ნაწილდება.

27 თებერვალი 2021, 11:45

სპორტი

UEFA-ს ოფიციალურ გვერდზე რუხის საფეხბურთო აკადემიის შესახებ სტატია გამოქვეყნდა

ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (UEFA) ოფიციალურ გვერდზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის გახსნის შესახებ სტატია გამოქვეყნდა. სტატიაში აღნიშნულია, რომ პროექტის მიხედვით, ადგილზე ერთი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყო. ასევე დამონტაჟდა თანამედროვე განათების სისტემა, მოეწყო ტრიბუნები და აშენდა 50 ადამიანზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსი.

თეთრი სახლი

27 თებერვალი 2021, 11:38

მსოფლიო

რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე გადაწყვეტილებას თეთრი სახლი უახლოეს კვირებში მიიღებს

რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე გადაწყვეტილებას თეთრი სახლი უახლოეს კვირებში მიიღებს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

27 თებერვალი 2021, 11:36

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 8,172 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 8,172 ადამიანს დაუდასტურდა, 151 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 1,342,016 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 25,893 პაციენტი ემსხვერპლა, 1,168,321 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

27 თებერვალი 2021, 11:33

საზოგადოება

დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების მსოფლიო დღეა

„ისინი აქტიურად უწყობენ ხელს პოზიტიურ, შედეგზე ორიენტირებულ ცვლილებებს ქვეყანაში და მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ადამიანის უფლებების დაცვის, პრევენციის, ცალკეული სფეროების განვითარების მხარდაჭერისა და რეფორმირების მიმართულებით“ - აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

27 თებერვალი 2021, 11:25

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 283 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 283 ადამიანს დაუდასტურდა, 7 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 171,793 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3,190 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 163,309.

ანდრია გვიდიანი

27 თებერვალი 2021, 11:18

ეკონომიკა

ანდრია გვიდიანი: S&P Global-ის მიერ სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნება მიანიშნებს, რომ საქართველო ისევ საინტერესოა პირდაპირი უცხოელი ინვესტორებისთვის

პერსპექტივა არის დადებითი, რაც ერთმნიშვნელოვნად მისასალმებელია და ამავე დროს აღსანიშნავია, რომ უცვლელად დატოვების პროცესი მიანიშნებს, რომ საქართველო არის ისევ საინტერესო პირდაპირი უცხოელი ინვესტორებისთვის, - ამის შესახებ ექსპერტმა ანდრია გვიდიანმა განაცხადა. ექსპერტის თქმით, მოლოდინები მომდევნო წეეკონომიკისლს ეკონომიკის აღდგენასთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურია და ამას სხვა საფინანსო ინსტიტუტებიც ადასტურებენ.

ვახტანგ ჭარაია

27 თებერვალი 2021, 11:17

ეკონომიკა

ვახტანგ ჭარაია S&P Global-ის რეიტინგზე: ქართული ეკონომიკისადმი ნდობა კვლავაც ძლიერია

„მიუხედავად ბოლო პერიოდში განვითარებული პოლიტიკური მოვლენებისა, რასაც შეეძლო, ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოეხდინა, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ფაქტორი გათვალისწინებულია, როგორც მოვლენა, თუმცა, არაა ასახული იმ კუთხით, რომ გაუარესებულიყო საქართველოს შესაძლებლობები და ინვესტორებისთვის ცუდი სიგნალი გაგზავნილიყო. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო უკვე ფასობს, როგორც კარგად ჩამოყალიბებული, დემოკრატიული და ეკონომიკური სივრცე“ - აცხადებს ვახტანგ ჭარაია.

ნიკოლოზ გაგუა

27 თებერვალი 2021, 11:12

ეკონომიკა

ნიკოლოზ გაგუა: სარეიტინგო სააგენტო S&P Global-ის მიერ რეიტინგის შენარჩუნება მთავრობის მიერ გატარებულ გონივრულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას ადასტურებს

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, სარეიტინგო სააგენტო S&P Global-ის პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით გაიზრდება და ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რეგიონში.

27 თებერვალი 2021, 11:09

რეგიონი

ფერმერებს რეგისტრაცია და აგროდიზელზე ფასდაკლების მიღება დისტანციურად, ვებგვერდის საშუალებითაც შეუძლიათ

ფერმერები აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებული შეღავათით შეუფერხებლად სარგებლობენ. სოფლის განვითარების სააგენტო, „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმთან“ ერთად, უკვე მეორე წელია აღნიშნულ პროგრამას ახორციელებს. წელს პროგრამაში სიახლეა - ფერმერებს რეგისტრაცია და აგროდიზელზე ფასდაკლების მიღება ვებგვერდის my.mepa.gov.ge საშუალებითაც შეუძლიათ, - ამის შესახებ აგროდიზელის პროგრამის მენეჯერმა, ლევან უროტაძემ განაცხადა.

სოსო არჩავძე

27 თებერვალი 2021, 11:08

ეკონომიკა

სოსო არჩვაძე: S&P Global-ის გადაწყვეტილება ადასტურებს საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ საქართველოში ბოლო წლებში გატარებული სისტემური რეფორმების მართებულობას და ეკონომიკური მდგრადობისა და ფისკალური სტაბილურობის უზრუნველყოფას

„საერთაშორისო ეკონომიკური და ფინანსური ინსტიტუტების, მათ შორის სარეიტინგო კომპანიების მიერ, საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური და საინვესტიციო გარემოს, საკრედიტო რეიტინგების შეფასებისას ორი კანონზომირება ვლინდება: ჯერ ერთი, ისინი ობიექტურად, ყოველგვარი შელამაზების გარეშე აფასებენ არსებულ მდგომარეობას და მეორეც, ფაქტობრივად მყისიერად ამახვილებენ ყურადღებას ეკონომიკური ზრდისთვის საფრთხის შემცველ იმ ფაქტორებსა და გარემოებებზე, რომლებიც მიზეზთა გამო წარმოიშვება ამა თუ იმ ეტაპზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, განსაკუთრებით ფასეულია სარეიტინგო სააგენტო S&P Global-ის მიერ საქართველოსათვის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის უცვლელ, „BB“ დონეზე დატოვება. ეს სააგენტო მეორეა Fitch-ის შემდეგ, რომელმაც, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სიძნელეებისა, აღნიშნულ დონეზე დატოვა ქვეყნის რეიტინგი. ეს ადასტურებს საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ საქართველოში ბოლო წლებში გატარებული სისტემური რეფორმების მართებულობას და ეკონომიკური მდგრადობისა და ფისკალური სტაბილურობის უზრუნველყოფას,“ - ასე გამოეხმაურა თავის ფეისბუქ-პოსტში ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს გადაწყვეტილებას.

27 თებერვალი 2021, 10:54

COVID19

ამ ეტაპზე საქართველოში 254 მძიმე პაციენტია

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე საქართველოში 254 მძიმე პაციენტია , მათ შორის, თბილისში - 87, აჭარაში - 31, იმერეთში - 75. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 98 პირი, მათგან თბილისში - 66, აჭარაში- 5, იმერეთში - 11. 164 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 101 - თბილისში, 51 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 751 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

27 თებერვალი 2021, 10:53

COVID19

როგორია კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი საქართველოში

26 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.07 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 2.07 %, ხოლო 7 დღის განმავლობაში კი 1.76%.

27 თებერვალი 2021, 10:51

COVID19

კოვიდინფიცირების 373 ახალი შემთხვევებიდან 177 თბილისში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 373 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 177 შემთხვევა, აჭარა - 19, იმერეთი - 47, ქვემო ქართლი - 6, შიდა ქართლი - 41, გურია - 19, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 28, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი - 8, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

კორონავირუსი

27 თებერვალი 2021, 10:48

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 373 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 542 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 373 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 542 პაციენტი.

კორონავირუსი

27 თებერვალი 2021, 10:47

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 14 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ მონაცემები StopCov.ge-ზე განახლდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3,499 პირი ემსხვერპლა.

27 თებერვალი 2021, 10:43

სპორტი

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის 32 მონაწილე შეარჩია

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა ის 32 მორაგბე შეარჩია, რომლებიც 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ოთხი თამაშისთვის მოემზადება. 2021-2022 წლების რაგბი ევროპის ჩემპიონატების ჯამის შედეგად, ორი მოწინავე გუნდი 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურს მიიღებს, მესამე გუნდი კი საკონტინენტთაშორისო ფლეი-ოფში ჩაერთვება.