imedi /  13 თებერვალი 2021, 08:08 / სანდო წყარო

საქართველოს საელჩო მოქალაქეებს გაერთიანებულ სამეფოში სამგზავრო მიმოსვლის რეჟიმის ცვლილების შესახებ აფრთხილებს

საქართველო დიდი ბრიტანეთი

საქართველოს საელჩო მოქალაქეებს გაერთიანებულ სამეფოში საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლის რეჟიმის ცვლილების შესახებ აფრთხილებს.

„საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! 15 თებერვლიდან გაერთიანებულ სამეფოში საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლის რეჟიმი იცვლება. კერძოდ:

ინგლისი – ინგლისში გამომგზავრებამდე ყველა პირმა უნდა: ბოლო 72 საათის განმავლობაში გაიკეთოს ვირუსით ინფიცირების PCR-ტესტი, რომლის უარყოფითი პასუხი შემდგომ საზღვარზე უნდა წარმოადგინოს ინგლისში ჩასვლისას; დაჯავშნოს და შეიძინოს ტესტირების სამგზავრო პაკეტი (ქვემოთ იხილეთ ბმული), რაც მოიცავს კარანტინის (თვითიზოლაციის) მე-2 და მე-8 დღეს გასაკეთებელი ტესტის საფასურს (ჯამში 210 გირვანქა სტერლინგი); შეავსოს მგზავრის ადგილმდებარეობის ფორმა, სადაც უნდა მიეთითოს კარანტინის (თვითიზოლაციის) გავლის მისამართი და ტესტირების ჯავშნის ნომერი.

ინგლისში ჩასულმა ყველა პირმა უნდა: გაიაროს 10-დღიანი თვითიზოლაცია; თვითიზოლაციის მე-2 და მე-8 დღეს გაიკეთოს ვირუსით ინფიცირების „PCR“ ტესტი; დაიცვას ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვები (ე.წ. ლოკდაუნის წესები). კარანტინის (თვითიზოლაციის) გავლა შესაძლებელია: საკუთარ საცხოვრებელ ადგილას; მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან დარჩენით; სასტუმროში, რომელიც კარანტინის მართვის პროგრამაში მოქცეული არ არის. ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული ტესტის უარყოფითი პასუხის არწარდგენის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება 500 გირვანქა სტერლინგით, ხოლო კარანტინის (თვითიზოლაციის) წესის დარღვევის შემთხვევაში პირს შესაძლოა დაეკისროს ჯარიმის გადახდა 10 000 გირვანქა სტერლინგის ოდენობით.

მგზავრის ადგილმდებარეობის ფორმის შევსებისას განზრახ ცრუ ან არაზუსტი ინფორმაციის წარდგენა ისჯება კანონით. კერძოდ, გაერთიანებულ სამეფოში ჩასვლამდე 10 დღის მანძილზე სხვა ქვეყნებში მოგზაურობის ისტორიის არაზუსტი აღწერის შემთხვევაში, პირს შესაძლოა მიესაჯოს ჯარიმის გადახდა 10 000-მდე გირვანქა სტერლინგის ოდენობით ან თავისუფლების აღკვეთა 10 წლამდე ვადით. ვრცლად: www.gov.uk.

შოტლანდია – შოტლანდიაში პირდაპირი ფრენით მიმავალმა ყველა პირმა უნდა: საზღვარზე წარმოადგინოს ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული ვირუსით ინფიცირების ტესტის უარყოფითი პასუხი; გამომგზავრებამდე დაჯავშნოს და შეიძინოს საკარანტინო სასტუმროში მართული იზოლაციის 10-დღიანი პაკეტი (კარანტინის პერიოდი აითვლება ჩასვლის მომენტიდან). პაკეტის ჯამური საფასურია 1 750 გირვანქა სტერლინგი (დამატებითი ზრდასრული პირის ან 12 წელს ზემოთ ასაკის ბავშვისთვის – 650 გირვანქა სტერლინგი, ხოლო 5-12 წლამდე ასაკის ბავშვისთვის – 325 გირვანქა სტერლინგი); გამომგზავრებამდე შეავსოს მგზავრის ადგილმდებარეობის ფორმა, სადაც უნდა მიეთითოს საკონტაქტო ინფორმაცია, საბოლოო დანიშნულების ადგილი და კარანტინის პაკეტის ჯავშნის ნომერი. კარანტინის მე-2 და მე-8 დღეს გაიკეთოს ვირუსით ინფიცირების „PCR“ ტესტი; დაიცვას ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვები (ე. წ. „ლოქდაუნის“ წესები). ვრცლად: gov.scot.

უელსი და ჩრდილოეთ ირლანდია – ამ ეტაპზე, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის მიმართ კვლავ მოქმედებს სავალდებულო 10-დღიანი თვითიზოლაციის წესი, რომელიც ასევე მოიცავს წინასწარ მგზავრის ადგილმდებარეობის ფორმის შევსებისა და ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული ვირუსით ინფიცირების ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის ვალდებულებებს, თუმცა უახლოეს დღეებში ასევე მოსალოდნელია საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლის რეჟიმის ცვლილება (გამკაცრება). ვრცლად: უელსი – gov.wales; ჩრდილოეთ ირლანდია – nidirect.gov.uk.

გაერთიანებული სამეფოს (ოთხივე ქვეყნის) მიერ შემოღებული ზემოაღწერილი რეჟიმები არ ვრცელდება „საერთო სამგზავრო სივრციდან“ (ირლანდია და ჯერსის, გერნსისა და მენის კუნძულები) მომავალ პირთა მიმართ.

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ბრიტანეთის მთავრობამ სამგზავრო მიმოსვლა შეწყვიტა 33 სახელმწიფოსთან (ე. წ. წითელი სია: www.gov.uk), სადაც ბოლო 10 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორიის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს გაერთიანებულ სამეფოში შესვლა აკრძალული აქვთ“, - აღნიშნულია გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

07 მარტი 2021, 09:47

რეგიონი

ევროკავშირის მხარდაჭერით, მესტიის მუნიციპალიტეტში 50 ახალი პროექტი განხორციელდება

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა სულ 223-მა აპლიკანტმა მიიღო, საბოლოოდ კი 50 საპროექტო განაცხადი შეირჩა. კონკურსის შედეგად გამოვლენილი ინიციატივები მესტიის მუნიციპალიტეტის 17-ივე თემში განხორციელდება. მათ შორისაა სათემო პროექტები ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის, კომერციული (ბიზნეს) ინიციატივები, არა-კომერციული ინიციატივები სოციალური მხადაჭერისა და თემის განვითარებისთვის.

07 მარტი 2021, 09:35

COVID19

რომელი შეზღუდვები იხსნება ხვალიდან. დეტალურად

8 მარტს, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მიიღო.

შალვა პაპუაშვილი

07 მარტი 2021, 09:24

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: როცა შეთანხმება ახლოსაა, მაგიდის ატრიალებას იწყებენ - ამჯერად, არ მგონია, გამოუვიდეთ

როცა შეთანხმება ახლოსაა, მაგიდის ატრიალებას იწყებენ. პირველ ჯერზე საკუთარი პარტიის თავმჯდომარეც კი გააქციეს პარტიიდან, ეს ვისთან მქონია საქმეო. ამ ჯერზე, არ მგონია, გამოუვიდეთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

07 მარტი 2021, 09:18

რეგიონი

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, - ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ჟიული შარტავა

07 მარტი 2021, 09:07

საზოგადოება

ჟიული შარტავას დაბადებიდან 77 წელი გავიდა

ჟიული შარტავა 1993 წლის 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრებთან ერთად (გურამ გაბესკირია, რაულ ეშბა, ვახტანგ გეგელაშვილი, მამია ალასანია, ალექსანდრე ბერულავა და სხვები) დახვრიტეს სეპარატისტებმა. სიკვდილის შემდეგ მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

07 მარტი 2021, 08:49

მსოფლიო

ნიგერიის სანაპიროსთან, მეკობრეების მიერ გატაცებული მეზღვაურები გაათავისუფლეს

14 მეზღვაური, რომელთაგან 10 უცხოელი, 4 კი ნიგერიელია, სამაშველო ოპერაციის შედეგად გაათავისუფლეს. ისინი მეკობრეებმა 6 მარტს აიყვანეს ტყვედ. ოპერაცია წარმატებით განხორციელდა და ყოველგვარი ინციდენტისა და დანაკარგის გარეშე ჩაიარა - აცხადებენ ნიგერიის თავდაცვის ძალებში.

07 მარტი 2021, 08:36

მსოფლიო

პარაგვაის პრეზიდენტმა სამი მინისტრი გაათავისუფლა

მოქალაქეების საპროტესტო გამოსვლების ფონზე, პარაგვაის პრეზიდენტმა, მარიო აბდო ბენიტესმა მინისტრთა კაბინეტის სამი წევრი გაათავისუფლა. თანამდებობა განათლების, ასევე, ქალთა და სამოქალაქო საქმეთა მინისტრებმა დატოვეს.

07 მარტი 2021, 08:15

საზოგადოება

დღეიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

7 მარტს საქართველოში, ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, დროგამოშვბით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. 7 მარტს დასავლეთ, ხოლო 8 მარტს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება.

07 მარტი 2021, 08:04

კულტურა

Unified Filmmakers-ი კორონავირუსის თემაზე შექმნილ ფილმებს საქართველოდანაც შეარჩევს

Unified Filmmakers-ი Covid-19 პანდემიის საპასუხოდ შეიქმნა და შესაძლებლობას აძლევს კინემატოგრაფისტებს მთელ მსოფლიოში, გააზიარონ თავიანთი პირადი ისტორიები ამ უჩვეულო დროზე. მათ შორის, ფესტივალი ეძებს ფილმებს საქართველოდან, რომლებიც შემდეგ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს...

07 მარტი 2021, 00:50

ტექნოლოგიები

Rolls-Royce მსოფლიოში ყველზე სწრაფ ელექტროთვითმფრინავს გამოცდის

კომპანია Rolls-Royce-მა მთლიანად ელექტრო, ერთძრავიანი თვითმფრინავი შექმნა, რომელიც შესაძლოა გინესის წიგნში მოხვდეს, როგორც ყველაზე სწრაფი ელექტრო თვითმფრინავი მსოფლიოში, ამის შესახებ techcult წერს.

07 მარტი 2021, 00:27

ტექნოლოგიები

Toyota-მ უნივერსალური ენერგობლოკი შექმნა

მანქანების მწარმოებელმა კომპანია Toyota-მ უნივერსალური ენერგობლოკი შექმნა, რომელიც ენერგიის წყარო შესაძლოა შენობებსა და მანქანებში გახდეს. ამის შესხებ techcult წერს. ენერგობლოკ FC Modules კომპანია ორი ფორმატით გამოუშვებს. ვერტიკალური ვარიანტი 90 x 630 x 690 მმ იქნება და მისი წონა 250 კილოგრამს შეადგენს. ჰორიზონტალური ბლოკი კი 1270 x 630 x 410 მმ, წონით 240 კილოგრამი. ერთის სიმძლავრე 60, ხოლო მეორის 80 კილოვატით განისაზღვრა.

07 მარტი 2021, 00:12

ტექნოლოგიები

ინჟინერმა უცნაური ველოსიპედი შექმნა. ვიდეო

YouYube-არხის The Q-ს ავტორმა, დამწყებმა ინჟინერმა უცნაური ველოსიპედი შექმნა, რომლითაც თოვლსა და ყინულზეა გადაადგილება შესაძლებელი. ამის შესახებ techcult წერს. პირველ ჯერზე მისი ექსპერიმენტი მარცხით დასრულდა, რის შემდეგაც პროექტში ცვლილება შეიტანა.

პირბადე ფლირტი

06 მარტი 2021, 23:58

ტაბლოიდი

ექსპერტმა პანდემიის პირობებში ფლირტის წესები განმარტა😷😍

„შესაძლოა გამაღიზიანებელია, როცა ვიღაცის სახის მხოლოდ მცირე ნაწილს ხედავთ, მაგრამ გულს ნუ გაიტეხთ. თვალები მიზიდულობის ყველაზე მძლავრი წყაროა. სწორედ ამიტომ მათზე უამრავი ლექსი და ცნობილი ფრაზა არსებობს. ჩემი საყვარელია „ჩვენი გრძნობების დამალვას ვცდილობთ, მაგრამ გვავიწყდება, რომ თვალებს ლაპარაკი შეუძლია“, - ამბობს სმიტი.

სოფო ხორგუანი

06 მარტი 2021, 23:39

საზოგადოება

სოფო ხორგუანი ფარულ ჩანაწერებზე: საერთოდ არ მესმის, რატომ შევდივართ განხილვაში, არის თუ არა ავთენტური. ეს არის აბსოლუტურად დაუშვებელი

„ძალიან სამწუხარო იყო სახალხო დამცველის განცხადება, რომ თუ ავთენტურობა დადგინდა, შესასწავლია, იყო თუ არა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები“, - ამის შესახებ უფლებადამცველმა სოფო ხორგუანმა „ქრონიკაში“ განაცხადა, როდესაც ფარული ჩანაწერების გავრცელების თემაზე სახალხო დამცველის განცხადება შეაფასა.

ზლატან ირაჰიმოვიჩი

06 მარტი 2021, 23:34

სპორტი

მედია: ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრებში, სავარაუდოდ საქართველოსთან ერთა ლიგის მატჩში დაბრუნდება

ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ეროვნულ ნაკრებში ბრუნდება, ამის შესახებ ინფორმაციას შვედური გამოცემა fotbolldirekt-ი ავრცელებს. „შვედეთის ფეხბურთის ფედერაციაში ზლატან იბრაჰომოვიჩის ნაკრებში მიწვევა გადაწყვიტეს, სავარაუდოდ მილანის ფორვარდი ეროვნულ გუნდს საქართველოსთან ერთა ლიგის მატჩში დაუბრუნდება“, - წერს გამოცემა.

ლევან ნიკოლეიშვილი

06 მარტი 2021, 23:15

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი ფარულ ჩანაწერებზე: მიხეილ სააკაშვილს სჭირდება რევოლუცია და სწორედ ამიტომ გააცოცხლა „შავი არქივი“

მიხეილ სააკაშვილს სურს არეულობა შეიტანოს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, - განაცხადა ანალიტიკოსმა ლევან ნიკოლეიშვილმა, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“, რითაც ფარული ჩანაწერების თემას გამოეხმაურა.

ზაზა შათირიშვილი

06 მარტი 2021, 23:02

საზოგადოება

ზაზა შათირიშვილი: მგონია, რომ ძირითადი კურდღელი, რომლის დაჭერაც უნდა სააკაშვილს, მისი საკუთარი ჯიბის ოპოზიციაა

„საზოგადოების ის ნაწილი, რომლისთვისაც მიუღებელია „ნაცმოძრაობა“, აბსოლუტურად უნდობლობით ეკიდება ამ ინფორმაციას“, - ამის შესახებ ზაზა შათირიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა, როდესაც ფარული ჩანაწერების გავრცელებას გამოეხმაურა.

თამთა მეგრელიშვილი

06 მარტი 2021, 22:53

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: სისხლის სამართლის კანონმდებლობით პირდაპირ დასჯადია უნებართვოდ კერძო ჩანაწერის გაკეთება და გავრცელება

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უზენაესი კანონი, საქართველოს კონსტიტუცია გვაძლევს შესაძლებლობას მოვიპოვოთ და გავავრცელოთ ინფორმაცია, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ინფორმაციის შინაარსსაც. კერძოდ სისხლის სამართლის 158-ე მუხლით, პირდაპირ დასჯადია უნებართვოდ კერძო ჩანაწერის, ამ შემთხვევაში მოპოვება, უნებართვო მიყურადება და ზოგადად ჩაწერა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ იურისტმა თამთა მეგრელიშვილმა განაცხადა.

ვასილ მაღლაფერიძე

06 მარტი 2021, 22:39

პოლიტიკა

ვასილ მაღლაფერიძე ფარულ ჩანაწერებზე: მანიაკის ხელშია ეს არქივი

ვასილ მაღლაფერიძე ფარული ჩანაწერების გავრცელებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ ამას ტელევიზიები ჩვეულებრივ ამბად გახდიან; ამაზე „ჭკვიანურ“ და ყალბ ლაპარაკს დავიწყებთ, უბედურებაში შევაბიჯებთ და ყველასთან დაიჩოქებს ამ მანიაკების შავი არქივი.

გოგა ხაინდრავა

06 მარტი 2021, 22:17

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა ფარულ ჩანაწერებზე: არანაირი არგუმენტი აღარ აქვთ, რომ თავისი ქვეყნის მტრობა გაიტანონ

„არანაირი არგუმენტი აღარ აქვთ, რომ თავისი სიბეცე, ბოროტება, ქვეყნის მტრობა გაიტანონ და რაც დარჩათ და მოფხიკეს თავის ბნელ სულებში, იმას აქვეყნებენ“, - განაცხადა რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „ქრონიკის“ ეთერში, რითაც ფარული ჩანაწერების თემას გამოეხმაურა.