imedi /  14 თებერვალი 2021, 12:18 / სანდო წყარო

მეწარმე დევნილებს საქმიანობის გაფართოების მიზნით გრანტები გადაეცათ

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელმა საქართველოში კემლინ ფურლიმ მეწარმე დევნილებს საქმიანობის გაფართოების მიზნით ტექნიკა და დანადგარები გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პროექტის მთავარ მიზანს, იძულებით გადაადგილებული პირების სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერასთან ერთად, საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირების დასაქმებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს.

სააგენტოსა და UNHCR-ს შორის გაფორმებული პარტნიორობის ხელშეკრულების თანახმად, 15-მა მეწარმე დევნილმა, ჯამში, 110 000 ლარის ღირებულების დანადგარები და აღჭურვილობა მიიღო. დევნილებმა საკუთარ საწარმოებში ლტოლვილის სტატუსის ან მოქალაქეობის არმქონე პირები დაასაქმეს.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლის კემლინ ფურლის განცხადებით, საქართველომ შექმნა და მართავს თავშესაფრის სისტემას ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

„COVID-19 პანდემიის ამ რთულ პერიოდში საქართველოში ბევრ ადამიანს უჭირს ოჯახის მოვლა, მოსახლეობის დიდი ნაწილი უმუშევარი დარჩა, მაგრამ პანდემიამ კიდევ უფრო მოწყვლადი გახადა იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები. ახლა ისინი ჩვენს მხარდაჭერას უფრო მეტად საჭიროებენ, ვიდრე ოდესმე და ამისათვის, UNHCR-ი აგრძელებს თანამშრომლობას მთავრობასთან, რათა არავინ დარჩეს მიღმა. ამ მძიმე პერიოდში ვაცნობიერებთ სირთულეებს ბიზნესის შენარჩუნებასა და დასაქმებაში, როგორც დევნილთათვის, ასევე ლტოლვილთათვის, UNHCR-ი ცდილობს შეავსოს მთავრობის ძალისხმევა ამ ინიციატივით. ვიმედოვნებთ, რომ პროექტი სარგებელს მოუტანს ორივე მხარეს და გააუმჯობესებს მათ ეკონომიკურ მდგომარეობას. საქართველომ საერთაშორისო დაცვა 3,000 მდე ადამიანს მიანიჭა, ვინც ომისა და ძალადობის გამო, იძულებული გახდა დაეტოვებინა შუა აღმოსავლეთი, აფრიკა, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები და ა.შ. საქართველოს აქვს თავშესაფრის სისტემა ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ამ გზით ასრულებს თავის როლს საერთაშორისო პასუხისმგებლობის განაწილებაში ლტოლვილთა დაცვისთვის. ლტოლვილებს და თავშესაფრის მაძიებლებს უფლება აქვთ იმუშაონ საქართველოში. მათ სურთ იყვნენ თავდაჯერებულები და იზრუნონ საკუთარ ოჯახებზე, აგრეთვე თავიანთი წვლილი შეიტანონ მიმღები საზოგადოების ცხოვრებაში“, - განაცხადა კემლინ ფურლიმ.

ყველა სიახლე

01 მარტი 2021, 17:41

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში პირველად იმყოფება ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) პრეზიდენტი ვერნერ ჰოიერი. სტუმარი ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მიიღო.

კობა გვენეტაძე; ვერნერ ჰოიერი

01 მარტი 2021, 17:31

ეკონომიკა

კობა გვენეტაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს ვერნერ ჰოიერს შეხვდა

ვერნერ ჰოიერსი საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სტუმრობს. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს მხარეებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებსა და ერთობლივი პროექტების განხორციელების გააქტიურების აუცილებლობაზე. კობა გვენეტაძემ სტუმრებს Covid-19-ის საფინანსო სექტორზე უარყოფითი ზეგავლენის შერბილებისა და ეკონომიკის წახალისების მიზნით ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯები გააცნო.

თაკო ჩარკვიანი

01 მარტი 2021, 17:28

პოლიტიკა

თაკო ჩარკვიანი ნინო ბურჯანაძეზე: ვერაფრით ავიტან, რომ გავრილოვს ​გავრილოვნათი ვებრძოდე

„ჩვენ კვლევებს ვაკეთებთ, ვმუშაობთ, ვხედავთ. არ მოსწონს ეს ხალხს, უნდათ სიახლე. ცოტა სხვა ლიდერულ მდგომარეობაში წარმოჩინდა ეს ქალბატონი. ვერაფრით ავიტან, რომ გავრილოვს ვებრძოდე გავრილოვნათი. ამ გაყალბებულ არჩევნებშიც კი ბოკერიამ და ბურჯანაძემ საერთოდ მანდატი ვერ მიიღეს. მე ვხედავ, რომ ბოკერია და ბურჯანაძე უბრალოდ თავისი გაცოცხლებისთვის იბრძვიან“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

ევროკავშირი

01 მარტი 2021, 17:24

COVID19

ევროპის საინვესტიციო ბანკი, COVID-19-ის საგანგებო დახმარების ფარგლებში, ლიბერთი ბანკში არსებულ საკრედიტო ხაზს 17.5 მილიონ ევრომდე ზრდის

ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, ევროპის საინვესტიციო ბანკი, COVID-19-ის საგანგებო დახმარების ფარგლებში, ლიბერთი ბანკში არსებულ საკრედიტო ხაზს 2.5 მილიონი ევროს მულტისავალუტო რესურსს ამატებს და მის მთლიან მოცულობას 17.5 მილიონ ევრომდე ზრდის.

თამთა მეგრელიშვილი

01 მარტი 2021, 17:23

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ახალი და საინტერესო ინფორმაცია მომივიდა „გლავკანალიდან“ - სააკაშვილს მძიმე საუბარი ჰქონია გვარამიასთან, არ გამოიყენეთ სწორად და კარგად ნამახვანის საპროტესტო აქციაო

მიშა სააკაშვილს, რბილად რომ ვთქვათ, მძიმე საუბარი ჰქონია გვარამიასთან და უხეშად საყვედურობდა, არ გამოიყენეთ სწორად და კარგად ნამახვანის საპროტესტო აქცია, არც იმას მიაქციეთ ყურადღება, რომ მე სპეციალური განცხადებით გამოვეხმაურე და ზოგადად ამ თემას რომ არ მიაქციეთ ყურადღება სათანადოდ, ლუზერები ხართო, - ამის შესახებ იურისტი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

01 მარტი 2021, 17:22

რეგიონი

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

01 მარტი 2021, 17:22

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: წინააღმდეგი ვარ გზის გადაკეტვის მაშინ, როცა ამის საჭიროება არაა - ეს მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის

„როცა ოპოზიცია სპონტანურად ან დაგეგმილად იკრიბება, გარდაუვალი ხდება ქუჩის გადაკეტვა და ეს გრძელდება, ბუნებრივია, პროცესი უმართავი ხდება. ამ დროს, პროტესტი გამოხატვა უკვე სხვა ამბავში გადადგის. მაგრამ თუ ამის საჭიროება არაა და სავალი გზა ერთი ან ორი კარვით იკეტება მაშინ, როცა ტრანსპორტი სულ ორი დღის წინ გაიხსნა და ეს ჩვენს ისედაც გაჭირვებულ მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის, ამის წინააღმდეგი ვარ“ - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

გიორგი ვაშაძე

01 მარტი 2021, 17:07

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: ჩვენი მხრიდან კომპრომისი რიგგარეშე არჩევნების ნაცვლად პლებისციტზე თანხმობა იქნება

„ჩვენს მხარესთან იყო თხოვნა, რომ, რა თქმა უნდა, უნდა ვიყოთ გარკვეულწილად კომპრომისულები. ჩვენ კომპრომისის მაგალითი ვთქვით, რომ რიგგარეშე არჩევნების ნაცვლად შეგვიძლია წავიდეთ პლებისციტზე. ჩემი აზრით, ეს ფუნდამენტური და დიდი კომპრომისია, რომელიც ოპოზიციას გაცხადებული აქვს. აქედან გამომდინარე, შევხედოთ, რა გზით წავა მოლაპარაკების პროცესი“, - განაცხადა ვაშაძემ.

ნიკოლა სარკოზი

01 მარტი 2021, 17:06

მსოფლიო

სასამართლომ ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სასამართლომ ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ ცნო კორუფციასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. სასამართლომ მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აქედან ორი წლით თავისუფლების აღკვეთა პირობით სასჯელს გულისხმობს.

თამარ ქიტიაშვილი

01 მარტი 2021, 17:05

საზოგადოება

პრაქტიკული სწავლების განახლების პარალელურად პროფესიული კოლეჯების მონიტორინგი სისტემატურად გაგრძელდება

სასწავლო პროცესის აუდიტორიაში განახლების პარალელურად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მხარდაჭერაზე ორიენტირებული მონიტორინგის პროცესი დაიწყო. ამ მიზნით დღეს პროფესიულ კოლეჯ „იკაროსს“ მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი ეწვია და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ უსაფრთხოების ნორმებს ადგილზე გაეცნო.

01 მარტი 2021, 16:59

რეგიონი

გორის მუნიციპალიტეტის 5 საბავშვო ბაღში სწავლის პროცესი ვერ განახლდა

გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, მოადგილესთან პაატა ივანიშვილთან და სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელთან ლია კოვზიაშვილთან ერთად, სააღმზრდელო პროცესს #11 საბავშვო ბაღში გაეცნო. გორის მუნიციპალიტეტის ყველა სააღმზრდელო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი COVID19-ის გავრცელების პრევენციული ზომების დაცვით მიმდინარეობს.

01 მარტი 2021, 16:56

საზოგადოება

2021 წელს ფუნდამენტური კვლევების კონკურსისთვის 8 მილიონი ლარი გამოიყოფა

წინა წლებთან შედარებით, ეს თითქმის გაორმაგებული ბიუჯეტია, რაც საშუალებას მისცემს მეცნიერებს, უფრო აქტიურად ჩაერთონ საგრანტო კონკურსში. კონკურსს ადმინისტრირებას გაუწევს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, რომელმაც კონკურსის მოსამზადებელი სამუშაო პროცესი უკვე დაასრულა.

01 მარტი 2021, 16:55

პოლიტიკა

პარლამენტი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტს მიმდინარე კვირაში მესამე მოსმენით მიიღებს

„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე 7 პროექტისაგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი განიხილა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კანონპროექტი ორი მოსმენით განხილულია IX მოწვევის პარლამენტში და დღეს ის მესამე მოსმენით განიხილეს.

01 მარტი 2021, 16:52

სამართალი

დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სამგორის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით, დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს.

მამუკა ხაზარაძე

01 მარტი 2021, 16:42

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: ჩემი შეთავაზება იყო, რომ პროცესი მედიაციიდან გადავიდეს კონკრეტულ მოდერატორობაში

ქვეყანა გაყოფილია ორად, საზოგადოება დაპირისპირებულია და ამიტომ ერთადერთი გამოსავალი, მომავალში სახელმწიფოებრივი მშენებლობა რომ გავაგრძელოთ, რიგგარეშე არჩევნებია, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძე განაცხადა. მისი თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ოპოზიციის შეხვედრა საინტერესო იყო.

გიგა ბოკერია

01 მარტი 2021, 16:41

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: მნიშვნელოვანია, რომ შარლ მიშელმა ოპოზიციისგან მოისმინა როგორც დეტალები, ისე არგუმენტები

„ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აშშ-თან ერთად არის ევროკავშირი და ამ რანგის თანამდებობის პირისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ოპოზიციური დემოკრატიული სპექტრის მთლიანი შემადგენლობისგან მოესმინა ერთი გზავნილი - კრიზისი საქართველოში განიმუხტება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პოლიტიკური დევნა შეწყდება და შესაძლებელი იქნება დასხდომა და საუბარი, როგორ მივდივართ ვადამდელ, თავისუფალ, სამართლიან არჩევნებამდე“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

01 მარტი 2021, 16:38

სამართალი

გარდაბანში, აფეთქების შედეგად, 15 წლის მოზარდი დაიღუპა

გარდაბანში, აფეთქების შედეგად, მოზარდი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, 15 და 11 წლის მოზარდები სკოლიდან სახლში ბრუნდებოდნენ, რა დროსაც, სახლისკენ მიმავალ გზაზე, მინდორში, აფეთქება მოხდა. შედეგად, 15 წლის მოზარდი დაიღუპა, მეორე ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ემანუელ მაკრონი

01 მარტი 2021, 16:35

COVID19

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ქვეყანაში კომენდანტის საათის შენარჩუნება კიდევ 4-6 კვირის განმავლობაშია საჭირო

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კომენდანტის საათის შენარჩუნება კიდევ 4-6 კვირის განმავლობაშია საჭირო.

გიორგი ვაშაძე

01 მარტი 2021, 16:35

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ: იყო თხოვნა, რომ ვიყოთ კომპრომისულები

ორი დღის წინ ვთქვი, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში ველოდები, რომ შეთანხმება იქნება. ამ შეხვედრის შემდეგ ვიტყვი, რომ ვფიქრობ, ასეთი შეთანხმება იქნება მარტის ბოლომდე. რაღაც შეთანხმებამდე უნდა მივიდეთ, - ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ შარლ მიშელთან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მხარეებს კომპომისის მოძებნისკენ მოუწოდა.

სალომე სამადაშვილი

01 მარტი 2021, 16:28

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: შარლ მიშელთან საფუძვლიანი საუბარი გვქონდა, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს ევროკავშირის როლი პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში

ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისა და სტრატეგიული პარტნიორების შეშფოთება ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით არის უკიდურესად მაღალი, - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.