IMEDI /  16 თებერვალი 2021, 11:12 / სანდო წყარო

მეუფე იოანე ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს აკრიტიკებს

მეუფე იოანე

მეუფე იოანე

ქუთაისელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იოანემ სოციალურ ქსელში ეპარქიის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნამახვანი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე ისაუბრა.

„თვითნებური მოღვაწეობა, როგორც მოციქულები და წმინდა მამები მოწმობენ, არ არის სათნო ღვთისათვის და კეთილად არ დაგვირგვინდება. თვითნებურობა სექტებს ბადებს. უფალი ამბობს: „მრავალთა მრქუან მე მას დღესა შინა: უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა ვწინასწარმეტყუელებდითა და სახელითა შენითა ეშმაკნი განვასხენით და სახელითა შენითა ძალნი მრავალნი ვქმნენით? მას ჟამსა ვჰრქუა მათ, ვითარმედ: არა გიცნი თქუენ, განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი“ (მთ.7,22-23). მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ანბანური ჭეშმარიტების საჯაროდ მოხმობა იმიტომ გახდა საჭირო, რომ ვინც აპროტესტებს ნამახვანჰესის მშენებლობას, მათ ეკლესიასთან მიმართებით არასწორი გზა აირჩეს. ორი მღვდელმთავრის კურთხევის გარეშე რამდენიმე თვის წინ დაიწყეს თვითნებური მოქმედება; სიტყვა არ ისმინეს და ის, რაც უნდა გვაერთიანებდეს, უფლის ჯვარი, დაპირისპირების საბაბად აქციეს, სამართლებრივი გზით სვლას ქუჩის აქციები ამჯობინეს. მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, დიალოგი ვერ შედგა“, - აღნიშნავს მეუფე იოანე.

მეუფე იოანე თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა თხოვნით გელათის აკადემიის საკონფერენციო დარბაზში ეპარქიის სამღვდელოება შეიკრიბა, რათა მოესმინა აქტივისტთა ექსპერტების საბაზო ინფორმაცია იმისთვის, რომ გაეგოთ, საფუძვლიანია თუ არა მათი მოსაზრებები ეკოლოგიური კატასტროფის შესახებ.

„ვითხოვეთ მათგან გეომორფლოგიური მონაცემები რიონის ხეობაში მეწყრული ზონების შესახებ, ასევე ბოლო ათეული წლის ჰიდროდინამიკური დაკვირვებები და მექვენა-ჟონეთის ზონაში სეისმური აქტივობის ცნობები ბოლო ერთი საუკუნის მანძილზე. პასუხად კურთხევის გარეშე, თვითნებურად დადგეს დიდი ზომის ჯვარი სავალ ნაწილზე, რომ შეფერხებულიყო ფირმის ტექნიკის მოძრაობა. მოხდა დაპირისპირება ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომელიც დასაქმებული იყო აქ და დარჩა უმუშევარი. სიტყვით პასუხს ხელისუფლებას სთხოვენ, საქმით კი ფირმაზე ზეწოლას ახდენენ. უფალმა ჯვარი კაცობრიობის ხსნისათვის იტვირთა, ხოლო ჩვენ, მის მორწმუნეებს, გვიანდერძა: ვისაც უნდა იყოს ჩემი მოწაფე, უარყოს საკუთარი თავი, აიღოს ჯვარი და შემომიდგეს მე. უფალი არავის აიძულებს ჯვრის ტვირთვას; მხოლოდ უფლის მიმართ სიყვარულით, რწმენით, სულგრძელად განსაცდელების მოთმინებით და მშვიდობით ატანით, პირადი ცოდვების განცდით, სინანულით არის შესაძლებელი ამ უღლის აღება და ტვირთვის ზიდვა, რასაც უფალმა „ტკბილი და მსუბუქი“ (მთ.11,30) უწოდა. ჯვარს ძალა მიეცა არა კაცობრივი პროტესტით, არამედ იესო ქრისტეს ღვაწლით - ძალა ცოდვებისგან ხსნისა, ძალა მოთმინებით და სიმდაბლით ამპარტავნებაზე ძლევისა. იესო ქრისტეს ეკლესიის კურთხევით მორწმუნე ადამიანს ჯვრით ეძლევა მადლი კურნებისა, ბოროტი ძალისგან დაცვისა... ჯვარი კურთხევით აღიმართება იქ, სადაც უნდა აშენდეს ტაძარი, ან იმ ადგილას, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით არის გამოყოფილი მისთვის. კურთხევა ამ შემთხვევაში ეპარქიის მღვდელმთავრის მიერ სრულდება. მის გარეშე თვითნებურად აღსრულებული კურთხევა, ეკლესიის კანონის თანახმად, ბათილად ჩაითვლება“, - აღნიშნავს მეუფე იოანე.

მისივე თქმით, სარწმუნოებრივ საკითხებში თვითნებობა სექტანტობას იწვევს. თვითნებობა კი, როგორც მიტროპოლიტი ამბობს, ეკლესიის სამართალზე ძალადობა, იგნორირება და უფალთან დაპირისპირებაა.

„სამწუხაროა, რომ ახალგაზრდები, რომლებსაც საკუთარი თავი ეკლესიის შვილებად მიაჩნიათ, მიკერძოებული პოზიციის გამო ეკლესიას უპირისპირდებიან, რაც საზიანოა მათი სულებისთვის. თავიდან მათი გამოსვლების თემა იყო შიში იმისა, რომ კაშხალი დაინგრევა და წყლის ტალღა წალეკავს ქუთაისს. მერე თემა შეიცვალა და აქცენტი რიონის ხეობაში ეკოლოგიურ კატასტროფაზე გაკეთდა. ბოლოს თქვეს, რომ რიონის ხეობა უცხოურ ფირმას გადასცეს 99 წლით; გაყიდეს თუ სარგებლობაში მისცეს? ან რა პირობით? ამბობენ, რომ საიდუმლო საბუთი მოიძიეს, მაგრამ ჯერჯერობით არ მინახავს. როდესაც ჯვარი დადგეს, ვკითხე აქტივისტებს: მშენებელი ფირმის ტერიტორიაზე თვითნებური მოქმედება რამდენად გამართლებულია-მეთქი. გვიპასუხეს, რომ ეს ტერიტორია იმათ არ ეკუთვნითო. ახლა ამბობენ, რომ მთელი ხეობა იმათ გადასცეს. სამივე შემთხვევაში იკვეთება ერთი სლოგანი: კაშხალი არ უნდა აშენდეს, რადგან ქვეყნისთვის საზიანოა. წინანდელი და ახლანდელი ხელისუფლება ასე არ ფიქრობს. ეროვნული გრძნობებით სპეკულირება, ტყუილ-მართლის აღრევა მრავალთათვის მაცდუნებელი ხიბლია, რომელსაც სიკეთე არასოდეს მოუტანია. ჯვრის მტვირთველი არის ის, ვინც უფლის გულისთვის ითმენს უსამართლობას, ცილისწამებას, არ თვითნებობს და მშვიდობისმყოფელია. გარემოს დაცვა საკუთარი თავის ცოდვისგან დაცვით და გარემოზე ზრუნვით იწყება“, - აღნიშნავს მეუფე იოანე.

ყველა სიახლე

ანგელა მერკელი

08 მარტი 2021, 14:51

COVID19

ექსპერტები ანგელა მერკელს ვაქცინაციის ნელი ტემპით მიმდინარეობის გამო აკრიტიკებენ

ანგელა მერკელს ექსპერტები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ნელი ტემპით მიმდინარეობის გამო აკრიტიკებენ და პროცესს ბიუროკრატიულ ღამის კოშმარს უწოდებენ. გერმანიაში ვაქცინაცია 2020 წლის დეკემბერში დაიწყო, თუმცა მას შემდეგ მოსახლეობის მხოლოდ 6 პროცენტია აცრილი, აქედან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა მიღებული აქვს 5 მილიონ ადამიანს, ორივე დოზა კი - 3 მილიონს.

მამუკა მდინარაძე

08 მარტი 2021, 14:47

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: 2010-2011 წლებში გაკეთებული ფარული ჩანაწერებით „ნაცმოძრაობა“ მოლაპარაკების ჩაშლას ცდილობს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაცმოძრაობა“ მოლაპარაკების ჩაშლას ცდილობს და ამისთვის 2010-2011 წლებში კუდის მიერ გაკეთებულ ფარულ ჩანაწერებს იყენებს.

08 მარტი 2021, 14:46

COVID19

ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსის 80 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 80 508 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 086 ადამიანი გარდაიცვალა.

ბლეიკ გრიფინი

08 მარტი 2021, 14:46

სპორტი

ბლეიკ გრიფინი „ბრუკლინ ნეტსში“ ითამაშებს

31 წლის გრიფინი „ბრუკლინელებისთვის“ მორიგი მეგა ტრანსფერია მანამდე გუნდმა ჯეიმს ჰარდენის გადაბირება შეძლო. მათ გარდა გუნდში ირიცხებიან ისეთი დონის მოთამაშეები, როგორებიც არიან კევინ დურანტი და კაი ირვინგი.

ხატია დეკანოიძე

08 მარტი 2021, 14:45

პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე: თუ „ქართული ოცნება“ არ წავა ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე, მაშინ 20 მარტს დიდ აქციას გავმართავთ დიდ აქციას

შეხვედრაზე ვიმსჯელეთ იმ ძალიან მძიმე პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც არის ქვეყანაში და მომავალ გეგმებზე, რომელიც უნდა იყოს საერთო ოპოზიციური ერთობის პლატფორმა, მათ შორის 20 მარტის აქციაზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

08 მარტი 2021, 14:41

საზოგადოება

USAID: მხარს ვუჭერთ ისეთი საზოგადოების შექმნას, რომელიც ქალებს სრულ და თანაბარ შესაძლებლობებს ანიჭებს

USAID საქართველოში მხარს უჭერს ისეთი საზოგადოების შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს თანაბარი უფლებების დაცვას და ქალებს სრულ და თანაბარ შესაძლებლობებს ანიჭებს, - აღნიშნულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საბა ბუაძე

08 მარტი 2021, 14:38

პოლიტიკა

„ლელო“ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ აპირებს

„ლელო“ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ აპირებს. ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ განუცხადა.

08 მარტი 2021, 14:32

საზოგადოება

რიმა ბერაძემ დამსახურებულ პედაგოგებსა და პროფესორებს 8 მარტი მიულოცა

საქართველოს პარლამენტის წევრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორისა და დამსახურებული პედაგოგის ოჯახებში იმყოფებოდა. საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ როზეტა გუჯეჯიანსა და ლია ლეჟავას ქალთა დღესასწაულები მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ხათუნა სამნიძე

08 მარტი 2021, 14:26

პოლიტიკა

ხათუნა სამნიძე: არავინ აპირებს, ხელისუფლებას საბაბი მისცეს, რათა მოლაპარაკებები ჩაიშალოს

„ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ ვითარება ძალიან დამძიმდა. ეს დარტყმა „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენგან დამოუკიდებლად მიიღო. „ქართული ოცნება“ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. პირადად, მიმაჩნია, რომ ამ მოლაპარაკებებზე ღარიბაშვილი და მთლიანად „ქართული ოცნება“ ძალიან დაზიანებულია. ასეთ ვითარებაში მათ მოუწევთ, უფრო მეტად დაფიქრდნენ და გაიაზრონ, რა ვითარებაშია დღეს ხელისუფლება, რამდენად მნიშვნელოვანია რიგგარეშე არჩევნები და ამ კრიზისის გადალახვა. კარგი იქნებოდა, ამ მოლაპარაკებებზე ისეთი ადამიანი იჯდეს „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომელიც რაიმე ტიპის კითხვებს არ გამოიწვევს. ღარიბაშვილის ჩანაწერების შემდეგ ჩანს, რომ ის პირადად იყო დანაშაულის ორგანიზებაში ჩართული“, - განაცხადა სამნიძემ.

08 მარტი 2021, 14:24

COVID19

EMA ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ Sputnik V-ის დამტკიცებისგან მანამ, სანამ სააგენტო ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტურობას განიხილავს

ევროპის წამლის სააგენტო ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ რუსული ვაქცინის Sputnik V-ის ეროვნულ დონეზე დამტკიცებისგან მანამ, სანამ სააგენტო ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტურობას განიხილავს.

08 მარტი 2021, 14:24

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე მოსამართლე განაჩენს 9 მარტს 15:00 საათზე გამოაცხადებს. მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლე ბიძინა სტურუა განაჩენს 5 დაკავებულის მიმართ გამოაცხადებს, მათგან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მოქმედებს და განაჩენი დახურულ კარს მიღმა გამოცხადდება.

გიგი უგულავა

08 მარტი 2021, 14:12

პოლიტიკა

გიგი უგულავა მოლაპარაკებებში ხელისუფლების მხრიდან ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობის წინააღმდეგია

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების პროცესში ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობა კრიზისს ვერ განმუხტავს და მოლაპარაკებების შედეგს დააზიანებს. ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განუცხადა.

08 მარტი 2021, 14:08

საზოგადოება

ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა ეპარქიის ორ დიაკონს მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა

2021 წლის 7 მარტს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა ეპარქიის ორ დიაკონს - კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბრძანება მღვდელმთავარმა მას შემდეგ გამოსცა, რაც დიაკვნებმა, წერილობითი თუ პირადი გაფრთხილებების მიუხედავად, უარი განაცხადეს ეპარქიის ახალ მმართველ მიტროპოლიტთან ერთად მსახურებაზე.

 მიხეილ ყაველაშვილი

08 მარტი 2021, 14:00

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: საზოგადოებას ნუ გაახსენებენ, რაც დავიწყებული იყო, ამომიტივტივდა ყველა ის საზიზღრობა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ხდებოდა

ყაველაშვილმა საუბრისას გაკვირვება გამოხატა მამუკა ხაზარაძის განცხადების გამო, რომ დიალოგში მონაწილეობას არ მიიღებს. „ყოველ კვირას, ყველა ადამიანზე, ვისზეც სჭირდებოდათ, ჩანაწერები ქვეყნდებოდა. გვეგონა, ეს საშინელება დავამთავრეთ. მამუკა ხაზარაძისგან ძალიან გამიკვირდა, რომელმაც საკითხი დააყენა, რომ დიალოგში მონაწილეობას არ მიიღებენ. თუ ამაზე აქვს აქცენტი გაკეთებული, ხომ არ იცის, რა არის, როგორ არის? როგორ შეიძლება პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

08 მარტი 2021, 13:57

მსოფლიო

აშშ-მა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მხარდაჭერილი სამი ონლაინგამოცემა გამოავლინა, რომლებიც ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ

აშშ-მა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მხარდაჭერილი სამი ონლაინგამოცემა გამოავლინა, რომლებიც Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

თამარ ტალიაშვილი

08 მარტი 2021, 13:56

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი: ოპოზიციიდანაც გაკეთდა განცხადებები დიალოგისთვის მზადყოფნის შესახებ, სწორედ ამ დროს, სააკაშვილის გუნდმა მოლაპარაკებებში დისონანსის შეტანა გადაწყვიტა

დავინახეთ, რომ სერიოზული ნაბიჯები იყო გადადგმული პოლიტიკოსების მხრიდან, მათ შორის, ოპოზიციიდან გაკეთდა განცხადებები, რომ მზად არიან დიალოგისთვის და პარლამენტში შემოსასვლელად. სწორედ ამ დროს, მიხეილ სააკაშვილის გუნდმა გადაწყვიტა, ამ მოლაპარაკებებში კვლავ გარკვეული დისონანსი შეიტანოს, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თამარ ტალიაშვილი.

ავთანდილ ცინცაძე

08 მარტი 2021, 13:41

საზოგადოება

ავთანდილ ცინცაძემ სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ უხუცეს ქალბატონს 8 მარტი მიულოცა

„მინდა, ყველა ქალბატონს ქალთა საერთაშორისო დღე მივულოცო და ჯანმრთელობა ვუსურვო. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ სამაჟორიტარო რაიონში გვყავს 100 წლის ქალბატონი ანნა. დღეს გვერგო პატივი მისთვის ქალთა საერთაშორისო დღე მიგველოცა. ქალბატონი ანნა მედიცინის ყოფილი მუშაკია და მას 55-წლიანი სამუშაო სტაჟი აქვს. მინდა, მას ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო“, - განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

08 მარტი 2021, 13:34

ტაბლოიდი

საყვარელმა კაცმა ქალი ღალატში დაადანაშაულა, როცა ის სინამდვილეში „მაკდონალდსში“ იპარებოდა

კაცი ქალს ღალატში ადანაშაულებდა, რადგან ის ხშირად იპარებოდა სახლიდან. ქალი ყვება, რომ მისი ხანმოკლე გაუჩინარების მიზეზი არა ღალატი, არამედ McDonalds-ში სიარული იყო. მისივე განცხადებით, როცა წყვილმა ერთად ცხოვრება გადაწყვიტა, კაცს დაჰპირდა, რომ მასავით ვეგანი გახდებოდა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს ისიც აღარ მიეკარებოდა. დაპირების მიუხედავად, ქალი ამბობს, რომ ცდუნებას ვერ უძლებდა, როცა McDonalds-ის ქათმის ნაგეტსები ახსენდებოდა.

08 მარტი 2021, 13:31

საზოგადოება

რამდენი პილოტი ქალია საქართველოში

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღეს ულოცავს და საქართველოში ავიაციაში დასაქმებული ქალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემულ ავიასპეციალისტის მოქმედ მოწმობას 100 ქალი ფლობს.

არჩილ თალაკვაძე

08 მარტი 2021, 13:28

საზოგადოება

არჩილ თალაკვაძე: ყველა ქალს ვუსურვებ, დასახულ მიზნებს მიაღწიოს

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ქალებს 8 მარტი მიულოცა.