Imedi /  16 თებერვალი 2021, 21:06 / სანდო წყარო

კახი კავსაძე პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული

კახი კავსაძე

კახი კავსაძე

კახი კავსაძე რამდენიმე დღეა სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

როგორც Imedinews-ს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განუცხადა, კახი კავსაძის მდგომარეობა შემოყვანის მომენტში მძიმე იყო.

„კლინიკაში 3-4 დღის წინ შემოიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. ამჟამად შედარებით უკეთესადაა, თუმცა კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება“, - განაცხადა ტურძელაძემ.

მისივე თქმით, მსახიობს სუნთქვის უკმარისობა და პნევმონია აქვს.

კორონავირუსის დიაგნოზით კახი კავსაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გასული წლის ბოლოს მკურნალობდა.

ყველა სიახლე

25 თებერვალი 2021, 11:21

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 8,147 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 8,147 ადამიანს დაუდასტურდა, 135 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 1,325,841 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 25,596 პაციენტი ემსხვერპლა, 1,159,311 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

შალვა პაპუაშვილი

25 თებერვალი 2021, 11:18

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მარტის ბოლოს ჩვენ უკვე ცალკე გვექნება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

მარტის ბოლოს ჩვენ უკვე გვექნება ცალკე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და იმ დროს იქნება განსაზღვრული, ვინ იქნება მინისტრი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან, კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. კომიტეტში კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფის საკითხი მეორე მოსმენით განიხილეს.

25 თებერვალი 2021, 11:18

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 282 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 282 ადამიანს დაუდასტურდა, 4 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 171,227 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3,179 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 162,984.

ირაკლი ღარიბაშვილი

25 თებერვალი 2021, 11:11

ეკონომიკა

საქართველოში სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭო შეიქმნება

საქართველოში სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭო შეიქმნება, რომელიც შეიმუშავებს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სტრატეგიას, სამოქმედო გეგმას და უზრუნველყოფს რეფორმის დანერგვას ყველა ეტაპზე, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

25 თებერვალი 2021, 11:10

სამართალი

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი - 1993 წელს დაბადებული ვ.გ., 1988 წელს დაბადებული გ.ს. და 1988 წელს დაბადებული ს.ს. თბილისში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

25 თებერვალი 2021, 11:09

COVID19

ირაკლი ღარიბაშვილი: მოქალაქეებს მივმართავ თხოვნით, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ შემსუბუქების ღონისძიებებს

ნებისმიერი შეზღუდვის შემსუბუქება თუ მოხსნა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. ჩვენს მოქალაქეებს მივმართავ თხოვნით, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ შემსუბუქების ღონისძიებებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

დავით ზალკალიანი ივანე მაჭავარიანი

25 თებერვალი 2021, 11:09

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერები წარადგინა

„ჩვენ გვეყოლება დღეიდან 2 ვიცე-პრემიერი - ბატონი დავით ზალკალიანი და ბატონი ივანე მაჭავარიანი“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

25 თებერვალი 2021, 11:02

ეკონომიკა

ავტოიმპორტიორებისთვის განბაჟება 2021 წლის ივნისამდე გადავადდება

ავტოიმპორტიორებისთვის განბაჟება 2021 წლის ივნისამდე გადავადდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, მისი თქმით, ეს შეღავათი ავტოსატრანსპორტო საშუალების დაახლოებით 19 000 მფლობელს შეეხება.

25 თებერვალი 2021, 10:58

რეგიონი

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

რუსლან აბაშიძე

25 თებერვალი 2021, 10:57

რეგიონი

რუსლან აბაშიძემ და თეა ახვლედიანმა აფხაზეთიდან წარმატებულ ახალგაზრდებთან ონლაინ შეხვედრა გამართეს

შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და გამოწვევები, ჰუმანიტარული და პოლიტიკური კრიზისის შემცირების თვალსაზრისით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა და ახალგაზრდების შეკითხვებს სახელმწიფო მინისტრმა და მთავრობის თავმჯდომარემ უპასუხეს.

25 თებერვალი 2021, 10:55

COVID19

როგორია კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი საქართველოში

24 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.61 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 2.28%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 2.25%.

მძიმე პაციენტი

25 თებერვალი 2021, 10:54

COVID19

ამ ეტაპზე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 104 პაციენტი იმყოფება

კორონავირუსით ინფიცირებული 289 მძიმე პაციენტიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 104 იმყოფება. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 289, მათ შორის: თბილისში - 100, აჭარაში - 37, იმერეთში - 84. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 104 პაციენტი, მათგან თბილისში - 65, აჭარაში- 8, იმერეთში - 11. 180 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის: 105 - თბილისში, 69 - აჭარაში, 3 - იმერეთში. 839 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

25 თებერვალი 2021, 10:53

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 165 თბილისში, 43 კი იმერეთში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 165 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 362 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 165 შემთხვევა, აჭარა - 25, იმერეთი - 43, ქვემო ქართლი - 5, შიდა ქართლი - 33, გურია - 26, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 36, კახეთი - 18, მცხეთა-მთიანეთი - 0, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9.

25 თებერვალი 2021, 10:52

რეგიონი

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის წარმომაგენლები პარასკევს დაგეგმილ აქციას უერთდებიან

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის წარმომაგენლები პარასკევს დაგეგმილ აქციას უერთდებიან და ქალაქის ცენტრში განთავსებულ კარავს რუსთაველის გამზირზე გადაიტანენ. ამის შესახებ განცხადება პარტიის წევრმა გიგა შუშანიამ გააკეთა.

25 თებერვალი 2021, 10:51

პოლიტიკა

ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, გააძლიერონ სიტუაციის დეესკალაციაზე მიმართული ძალისხმევა და საერთო ენა გამონახონ

„ველოდებით, რომ მმართველი ძალა და მთავრობა უზრუნველყოფენ ქვეყნის ინკლუზიურ ხელმძღვანელობას და საქართველოს ხალხის ინტერესებს პირველ ადგილზე დააყენებენ. ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ სასამართლო სისტემა იყოს სამართლიანი, დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული. ამ მხრივ ევროკავშირი დიდი ყურადღებით გააგრძელებს მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებას“.

კორონავირუსი

25 თებერვალი 2021, 10:50

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 362 ადამიანს დაუდასტურდა, 470 კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

25 თებერვალი 2021, 10:48

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 12 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 475 პირი ემსხვერპლა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 269 800-ს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 263 727-ს. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

თამარ ტალიაშვილი

25 თებერვალი 2021, 10:47

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი: მიშა სააკაშვილს „სამოქალაქო ომის“ სიზმარი არ აუხდება

„1918-1921 წლებში ბოლშევიკური დაჯგუფებები ქვეყნის დასუსტებას სწორედ სამოქალაქო ომის გაღვივებით ცდილობდნენ , როგორც მატიანე გვამცნობს: „მძიმე რჩებოდა ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა, რასაც აქტიურად იყენებდნენ ოპოზიციური ძალები, უპირველეს ყოვლისა - ბოლშევიკები. მათი ხელშეწყობით ადგილი ჰქონდა მუშათა გაფიცვებს და გლეხთა აჯანყებებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. მიუხედავად ამისა, მკაცრი პოლიტიკური დისციპლინის წყალობით, თავიდან იქნა აცილებული რუსეთის ტერიტორიიდან სამოქალაქო ომის გავრცელების საშიშროება. საბოლოოდ, ეს პროცესი 1921 წლის 25 თებერვალს მაინც ტრაგიკულად - საქართველოს გასაბჭოებით დასრულდა“, - წერს ტალიაშვილი.

25 თებერვალი 2021, 10:43

საზოგადოება

თბილისში გზის გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

დედაქალაქის ქუჩებში წუხანდელი ღამიდან უწყვეტად მიმდინარეობს გზის გაწმენდის და ტექნიკური მარილის მოყრის სამუშაოები. კერძოდ, გაიწმინდა იპოდრომის გზა, მარჯვენა სანაპიროს გზის ნაწილი იუსტიციის სახლთან, თბილისის ზღვის მიმდებარე გზა, მარცხენა სანაპირო, აღმაშენებლის ხეივანი, ნუცუბიძის პლატო, ლისის ტბასთან მისასვლელი გზები, ნუცუბიძის პლატო, ჭავჭავაძის, წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, რობაქიძის, თამარ მეფის, მარშალ გელოვანის გამზირები, ვახუშტის ხიდთან და მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარე პანდუსები, მაჭავარიანის, მელიქიშვილის, ბარნოვის, პეტრიაშვილის, შანიძის, აბასთუმნის, ბაქრაძის, მუხრანის,

მიხეილ სააკაშვილი

25 თებერვალი 2021, 10:39

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ დროს პოლიციელები გახდომის წამლებს სვამდნენ, რადგან ღიპიანს პოლიციაში არ იღებდნენ

ძველი პოლიციელებიდან შესაძლოა, რამდენიმე ათეული პროცენტი დარჩა, მაგრამ ახლა ვიზუალურადაც სხვა ხალხია, ვეღარ ვცნობ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.