IMEDI /  17 თებერვალი 2021, 13:55 / სანდო წყარო

წყნეთის გზაზე ავტობუსის მოსაცდელის წაქცევის შედეგად მოზარდი დაშავდა

წყნეთის გზაზე ავტობუსის გაჩერებაზე მოქალაქეთა მოსაცდელის წაქცევის შედეგად მოზარდი დაშავდა.

ინფორმაცია ​Imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით მოზარდი, კონტაქტურ მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ ავტობუსის გაჩერებაზე მოქალაქეთა მოსაცდელის წაქცევა დიდთოვლობამ გამოიწვია.

ყველა სიახლე

მიხეილ სარჯველაძე

08 მარტი 2021, 12:36

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: არ მგონია ფარული ჩანაწერების გამოძიებისთვის საკმარისი საფუძველი არსებობდეს

ჩანაწერის წარმომავლობასთან დაკავშირებით გამოძიება არ იწყება. გამოძიებას აქვს წინაპირობები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში, არსებობს გამოძიების დაწყების საფუძველი, – აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე.

08 მარტი 2021, 12:30

სამართალი

„ლელოს“ წევრებმა ფარულ აუდიო ჩანაწერებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, გენერალურ პროკურატურას მიმართეს

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, კახა კოჟორიძის განცხადებით, გამოძიების არდაწყება პროკურატურის მხრიდან პირდაპირ ნიშნავს დაუმორჩილებლობის გამოცხადებას საქართველოს კანონმდებლობისადმი და მორჩილების გამოცხადებას მმართველი პარტიისადმი.

08 მარტი 2021, 12:21

საზოგადოება

ქალთა საერთაშორისო დღეს გაეროს ქალთა ორგანიზაცია პანდემიაზე განსაკუთრებული აქცენტით აღნიშნავს

ქალთა საერთაშორისო დღეს გაეროს ქალთა ორგანიზაცია პანდემიაზე განსაკუთრებული აქცენტით აღნიშნავს. წელს ამ მნიშვნელოვანი თარიღის მთავარ თემას „ქალთა ლიდერობა: თანასწორი მომავლის მიღწევა COVID-19-ის სამყაროში“ წარმოადგენს. იგი მიზნად ისახავს, წარმოაჩინოს ქალებისა და გოგოების გლობალური ძალისხმევა, რომელიც მიმართულია თანასწორი მომავლის უზრუნველყოფისა და პანდემიის შემდგომი აღდგენითი პროცესებისკენ.

08 მარტი 2021, 12:20

სპორტი

სანდრო მამუკელაშვილი Big East-ის კონფერენციის სიმბოლურ ხუთეულშია

სანდრო მამუკელაშვილი Big East-ის კონფერენციის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა. ის კონფერენციის ყველა გუნდის მწვრთნელმა დაასახელა, რაც იშვიათი შემთხვევა და დიდი აღიარებაა. სანდრო სიმბოლურ ხუთეულში თავის, მძიმე ფორვარდის პოზიციაზე მოხვდა, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ ქართველი კალათბურთელი კონფერენციის საუკეთესო 4 ნომერია.

08 მარტი 2021, 12:09

პოლიტიკა

ოპოზიცია „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში იკრიბება

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები „ლეიბორისტების“ ოფისში იკრიბებიან. შეხვედრის მთავარი განსახილველი თემა სამომავლო სამოქმედო გეგმაა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დიალოგს აქციების პარალელურ რეჟიმში გააგრძელებენ.

მიხეილ სარჯველაძე

08 მარტი 2021, 12:01

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციის დიდ ნაწილს შეთანხმების მიღწევა შესაძლოა საერთოდ არ სურდეს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი, მზად არის მოლაპარაკებებისთვის, თუმცა, მისი განცხადებით, კვლავ იკვეთება ვარაუდისთვის საფუძველი, რომ შესაძლოა ოპოზიციის დიდ ნაწილს შეთანხმების მიღწევა არ სურდეს.

08 მარტი 2021, 11:49

საზოგადოება

გამოიდარებს თუ არა საქართველოში მიმდინარე კვირაში

„9 და 10 მარტს თბილისში ნალექი არაა მოსალოდნელი, ტემპერატურა 8-9 გრადუსამდე დაფიქსირდება. 11 და 12 მარტს ამინდი ისევ გაუარესდება. 11 მარტს, სავარაუდოდ თოვლჭყაპი იქნება, 12 მარტს, ღამისა და დილის საათებში თოვლი და ქარია მოსალოდნელი“.

08 მარტი 2021, 11:33

COVID19

ფინეთში დღეიდან სამკვირიანი ლოკდაუნი ამოქმედდება

ეპიდვითარების გაუარესების გამო, ფინეთში შეზღუდვები მკაცრდება. დღეიდან ქვეყანაში სამკვირიანი ლოკდაუნი ამოქმედდება. დაიხურება რესტორნები და სავაჭრო ობიექტები. 13 წელს ზემოთ მოსწავლეები სწავლას ონლაინრეჟიმში გააგრძელებენ.

08 მარტი 2021, 11:29

მსოფლიო

მართლმადიდებელი კვიპროსელების ნაწილი ევროვიზიისთვის შერჩეული სიმღერის შეცვლას ითხოვს

საპროტესტო აქცია ნიქოზიაში, ტელერადიო მაუწყებლის შენობასთან მოძრაობის „კვიპროსელი მართლმადიდებელი ახალგაზრდები“ ორგანიზებით გაიმართა. სიმღერით „ელ დიაბლო“, რაც თარგმანში ეშმაკს ნიშნავს, კონკურსზე ბერძენი მომღერალი ელენა ცარგინუ უნდა წარდგეს. მორწმუნეებმა სიმღერას „ბველი ძალების ჰიმნი“ უწოდეს. სიმღერის შეცვლა მანამდე ულტრამემარჯვენე პოლიტიკურმა ძალებმა და რელიგიურმა ორგანიზაციებმა და წმინდა სინოდმაც მოითხოვეს.

08 მარტი 2021, 11:25

მსოფლიო

ინგლისის სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა

ორთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ინგლისის სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა. დღეიდან სწავლას 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები განაახლებენ, მომდევნო დღეების განმავლობაში კი საკლასო ოთახებს 11-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეებიც დაუბრუნდებიან. პირველი ორი კვირის განმავლობაში უფროსკლასელებს COVID-19-ზე ტესტს სკოლაში ჩაუტარებენ, შემდეგ კი მათ ტესტის გაკეთება სახლის პირობებში მოუწევთ. მათ პირბადეების ტარებას ურჩევენ ყველგან, სადაც სოციალური დისტანციის დაცვა შეუძლებელია, მათ შორის, საკლასო ოთახებშიც. რაც შეეხება დაწყებითი კლასების მოსწავლეებს, მათ არც ტესტირების ჩატარება და არც პირბადეების გამოყენება მოეთხოვებათ.

08 მარტი 2021, 11:19

საზოგადოება

აშშ-ის საელჩო საქართველოში: თავს იღბლიანად მივიჩნევთ, რომ აშშ-ის საელჩოში ცხრა მოწინავე პოზიციას ქალები იკავებენ

ქალთა საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ იმ ქალების გამორჩეულ წვლილს, რომლებმაც ახალი გზა გაკვალეს უკეთესი მსოფლიოს შესაქმნელად. თავს იღბლიანად მივიჩნევთ, რომ აშშ-ის საელჩოში საქართველოში ცხრა მოწინავე პოზიციას ქალები იკავებენ. მათი საქმიანობა ყოველდღიურად აძლიერებს აშშ-საქართველოს პარტნიორობას, - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

08 მარტი 2021, 11:06

ტაბლოიდი

ჯეფ ბეზოსის ყოფილი ცოლი სიეტლელ მასწავლებელზე გათხოვდა

მილიარდერ ჯეფ ბეზოსის ყოფილი ცოლი გაბედნიერდა. მაკკენზი სკოტის რჩეული სიეტლის კერძო სკოლის მასწავლებელი დენ ჯუაეტი გახდა. ყოფილ ცოლს არჩევანი მოუწონა და გაბედნიერება მიულოცა „ამაზონის“ მფლობელმა ჯეფ ბეზოსმა.

თბილისი ტურიზმი

08 მარტი 2021, 11:05

საზოგადოება

თბილისი ვაქცინირებული მოგზაურებისთვის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგში პირველ ადგილზეა

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პორტალი - „ევროპის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებები“ (European Best Destinations) იმ ქალაქების რეიტინგს აქვეყნებს, რომლებიც ვაქცინირებული მოგზაურებისთვის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს წარმოადგენენ. ამ რეიტინგში (Best Destination for vaccinated travelers 2021) პირველ ადგილს საქართველოს დედაქალაქი იკავებს.

ოლივიე დასო

08 მარტი 2021, 11:00

მსოფლიო

ფრანგი მილიარდერი ოლივიე დასო ავიაკატასტროფაში დაიღუპა

ცნობილი ფრანგი პოლიტიკოსი, მილიარდერი ოლივიე დასო ავიაკატასტროფაში დაიღუპა. მისი ვერტმფრენი ნორმანდიაში ჩამოვარდა, სადაც მილიარდერს რეზიდენცია ჰქონდა. ოლივიე დასო სერჟ დასოს უფროსი ვაჟი იყო, რომლის კომპანიაც „რაფალის“ სამხედრო თვითმფრინავებს აწარმოებდა და გაზეთ „ფიგაროს“ ფლობდა. Forbes-ის ინფორმაციით, ოლივიე დასო მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში 361-ე ადგილს იკავებდა.

სოსო ტყემალაძე

08 მარტი 2021, 10:59

სპორტი

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებზე მხარდამჭერთა დიდი შეკრება გაიმართება

სარაგბო სახელი როგორც შიგნით, ისე - გარეთ დავაზიანეთ, ნუღარ გავაკეთებთ უარესს. ვიყოთ მშვიდობიანად. ჩემს მომხრეებს, რომლებიც არჩევნებზე მოვლენ, მინდა ვუთხრა, რომ უმნიშვნელოვანესია, ეს ყველაფერი მშვიდობიანად ჩავატაროთ. გავაფორმოთ ეს გამარჯვება და სწრაფად დავიწყოთ იმ პრობლემების მოგვარება, რომლებიც არსებობს, - განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა „იმედის დილაში“ საუბრისას.

08 მარტი 2021, 10:56

ტაბლოიდი

მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ ოპრა უინფრის სკანდალური ინტერვიუ მისცეს

ინტერვიუში ჰარი და მეგანი სამეფო ოჯახთან დაპირისპირებაზე საუბრობენ. მათი მტკიცებით, ოჯახის წევრები დიდ ინტერესს იჩენდნენ მათი მომავალი ბავშვის კანის ფერის მიმართ და ხშირად ეკითხებოდნენ მათ, რამდენად მუქი ფერი შეიძლება ახალშობილს ჰქონოდა.

08 მარტი 2021, 10:53

COVID19

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კორონავირუსით ინფიცირებული 77 პაციენტი იმყოფება

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 278, მათ შორის, თბილისში - 110, აჭარაში - 26, იმერეთში - 84. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 77 პირი, მათგან თბილისში - 47, აჭარაში- 3, იმერეთში - 12. 125 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 90 - თბილისში, 24 - აჭარაში, 4 - იმერეთში. 949 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბუდუ ზივზივაძე

08 მარტი 2021, 10:47

სპორტი

ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში მორიგი გოლი გაიტანა

ზივზივაძის გუნდი „ფეჰერვარი“ „ბუადაფოკს“ ესტუმრა და 2:1 გაიმარჯვა. 26 წლის ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და ანგარიში მე-17 წუთზე ეფექტური გოლით გახსნა. მან ბურთი საჯარიმოსთან მიიღო და შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა. ქართველი შემტევი 90-ე წუთზე შეცვალეს. 41-ე წუთზე მასპინძლებმა გაათანაბრეს, მაგრამ 84-ე წუთზე „ფეჰერვარმა“ ლის ჰურის გოლით მაინც მოიგო შეხვედრა.

08 მარტი 2021, 10:47

COVID19

რამდენ ადამიანს დაუდგინდა საქართველოში კორონავირუსი და რამდენი გამოჯანმრთელდა. 8 მარტის მონაცემები

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 147 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 193 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 272 998 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 266 886, გარდაიცვალა 3 591 პაციენტი.

08 მარტი 2021, 10:47

COVID19

StopCov.ge-ზე კორონავირუსით გარდაცვლილთა მონაცემები განახლდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში 15 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.