imedi /  19 თებერვალი 2021, 13:10 / სანდო წყარო

საბურთალოზე, ზაჰესსა და მცხეთაში წყალმომარაგების აღდგენა გადავადდა

წყალმომარაგება

საბურთალოზე, გლდანსა და მცხეთაში წყალმომარაგების აღდგენა გადავადდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

„მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები, რომელსაც თბილისის მერიის დაკვეთით შპს ,,კომპანია ბლექ სი გრუპი” ახორციელებს, გახანგრძლივდა, რამაც წყალმომარაგების აღდგენის გადავადება გამოიწვია.

წყალმომარაგება, შპს ,,კომპანია ბლექ სი გრუპის” მიერ სამუშაოების დასრულების შემდეგ, დღეს, 19 თებერვლის 19:00 საათზე აღდგება. სამუშაოების მიმდინარეობის დროს წყალმომარაგება შეზღუდული აქვს:

საბურთალოს რაიონში: ვაჟა-ფშაველას I-VII კავრტლებს, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ნუცუბიძის ქუჩის ნაწილს, ნუცუბიძის I-V მიკრორაიონებს და კვარტლებს. ზემო ვეძისის დას. N55, დელისის I, II, III და დელისის ქუჩას, ქავთარაძის, პოლიტკოვსკაიას (ჯიქიას), სანდრო ეულის, შავგულიძის, უნივერსიტეტის I შესახვევს, გამრეკელის და მიმდებარე ქუჩებს. ბუდაპეშტის, ლვოვის, ონიაშვილის და ასათიანის ქუჩების ნაწილს. დიღომი 7-ს, ჩოხელის ქუჩას შესახვევებს და ჩიხებს, ფერაძის ქუჩას შესახვევებს და I ჩიხს, მუხათგვერდის, ციციშვილის, ძნელაძის და მიმდებარე ქუჩებს.

სოფელ დიღომში: ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის, უგრელიძის, სვეტიცხოვლის, ანდრონიკაშვილის, შერმადინის, გიორგი ბრწყინვალეს, დიდგორის, ათონელის, და მიმდებარე ქუჩებს. სოფელ ძველ ვეძისს.

გლდანის რაიონში: ზაჰესში, წინამძღვრიშვილის, ჭიჭინაძის, თავისუფლების, კეცხოველის, ავჭალის და მიმდებარე ქუჩებს.

მცხეთის რაიონში: სოფელ ნატახტარს, ქალაქ მცხეთას, სოფელ წიწამურს“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

ყველა სიახლე

09 მარტი 2021, 08:26

პოლიტიკა

ბიუროს სხდომაზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ ცვლილებათა პაკეტს განიხილავენ

უმრავლესობა მოუწოდებს ოპოზიციას, მონაწილეობა მიიღონ საარჩევნო კოდექსის საპარლამენტო განხილვაში და საკუთარი შენიშვნები და წინადადებები საკანონმდებლო ორგანოში წარმოადგინონ. საარჩევნო კოდექსისი ცვლილებასტან დაკავშირებული საპარლამენტო განხილვები ორი თვის ვადაში დასრულდება.

09 მარტი 2021, 08:19

პოლიტიკა

არჩევნების შედეგების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა სავარაუდოდ დღეს გაიმართება

სხდომაზე აირჩევენ კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს, განისაზღვრება სამუშაო ტაქტიკაც. მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციას, გამოიყენოს შესაძლებლობა და დარღვევების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი მტკიცებულებები წარმოადგინოს.

ნათია თურნავა
ლევან დავითაშვილი

09 მარტი 2021, 08:08

ეკონომიკა

ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილს პარლამენტში მოუსმენენ

რამდენად უსაფრთხოა „ნამახვანჰესის“ პროექტი, რა გავლენას იქონიებს გარემოზე და რა ტიპის კვლევები ჩატარდა ახალ ენერგოობიექტთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებმა მთავრობის მეთაურის დავალებით, რამდენიმე დღის წინ მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხეს.

09 მარტი 2021, 07:56

პოლიტიკა

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება

შეფასებები გაკეთდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით. ბრიუსელიდან დიალოგის დაწყების აუცილებლობის შესახებ მოწოდებები კვლავ ისმის. ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ ორივე მხარემ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს.

კრისტიან დანიელსონი

09 მარტი 2021, 00:48

პოლიტიკა

შარლ მიშელმა საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის თავისი წარმომადგენელი დანიშნა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეპ ბორელთან შეთანხმებით კრისტიან დანიელსონს საქართველოში ევროკავშირის მხარადჭერილ მედიაციის პროცესში მონაწილეობა შესთავაზა. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

09 მარტი 2021, 00:42

მსოფლიო

ეკვატორულ გვინეაში სამხედრო საწყობებში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 98-მდე გაიზარდა

ეკვატორულ გვინეაში სამხედრო საწყობებში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 98-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

კახა კახიშვილი

09 მარტი 2021, 00:36

პოლიტიკა

კახა კახიშვილი: თუ დადგინდა, რომ ჩანაწერები 2010 წლის არის, ისმის კითხვა, რატომ არ გამოიძია იმდროინდელმა ხელისუფლებამ

გამოძიებამ უნდა დაადგინოს – ავთენტური არის თუ არა ჩანაწერი, როდის შედგა საუბარი და შესაბამისად, როდისაა მოპოვებული, მონტაჟის კვალი ხომ არ არის; თუ ავთენტურობა დადასტურდება, უნდა გაირკვეს, ფიგურანტების მხრიდან ადგილი ხომ არ ჰქონდა ისეთ მოქმედებას, რომელშიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა კახიშვილმა გავრცელებულ ჩანაწერზე საუბრისას განაცხადა.

ბორის ჯონსონი

09 მარტი 2021, 00:06

მსოფლიო

ბორის ჯონსონი: პრემიერ-მინისტრმა არაფერი უნდა თქვას, როდესაც საქმე სამეფო ოჯახს ეხება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ სამეფო ოჯახთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებს.

ევროპის საბანკო ადმინისტრაცია

08 მარტი 2021, 23:37

მსოფლიო

ევროკავშირის საბანკო მარეგულირებლის სერვერებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა

ევროპის საბანკო ადმინისტრაციის (EBA) განცხადებით, მის საფოსტო სერვერ Microsoft Exchange-ს გლობალური კიბერთავდასხმისას საფრთხე დაემუქრა. უწყება უსაფრთხოების დამატებით ზომებს მიმართავს და სრულად ფუნქციონირების აღდგენისათვის მონიტორინგს ახორციელებს.

08 მარტი 2021, 23:30

COVID19

ნიდერლანდების მთავრობამ კომენდანტის საათი 31 მარტამდე გაახანგრძლივა

ნიდერლანდების მთავრობამ ქვეყანაში კომენდანტის საათი 31 მარტამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა.

08 მარტი 2021, 23:16

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 5 327 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 5 327 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 360 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

08 მარტი 2021, 23:07

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 354 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 354 629 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 7 020 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

08 მარტი 2021, 22:58

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 13 215 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 13 215 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 64 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

კამალა ჰარისი

08 მარტი 2021, 22:48

მსოფლიო

კამალა ჰარისი: თუ ავაშენებთ სამყაროს, რომელიც ქალებისთვის იმუშავებს, ჩვენი ერები უფრო უსაფრთხო, ძლიერი და წარმატებული იქნებიან

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ საჭიროა ისეთი სამყაროს შექმნა, რომელიც ქალებისთვის იმუშავებს.

ანდრია ჯაღმაიძე

08 მარტი 2021, 22:29

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე ჭყონდიდის ეპარქიის მოვლენებზე: მრევლის პროტესტი რეზიდენციაში ძალით შეჭრას არ ამართლებს

„თუ არის დღეს ვინმე, ვინც იტყვის, რომ იმის გამო, რომ მრევლს ან რომელიმე სასულიერო პირს, რაღაც არ მოსწონს, გამართლებულია შევარდნა რეზიდენციაში, კრების დროს ძალით კარების ნგრევა, თუ ვინმე მეტყვის ამას, მაშინ გაამართლეთ ეს საქციელი. მიპასუხეთ რამდენად ამართლებთ, როდესაც დახურულ სივრცეში მიმდინარეობს კრება, ეს არის საკუთრება, რომელშიც არავის არ აქვს შესვლის უფლება ნებართვის გარეშე და კრებას კარებს უმტვრევენ და ვარდებიან შიგნით? აქედან დავიწყოთ, რამდენად მიგაჩნიათ თქვენ ეს სწორად? ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს. ამას ვამბობ ძალიან ბევრი მღვდელმთავრის სახელით, რომლებიც დღეს ჩვენ გვიკავშირდებოდნენ“,- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

მარინა კალიურანდი

08 მარტი 2021, 22:21

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: საქართველოს სჭირდება პარლამენტი, სადაც პოლიტიკური პარტიები სრულყოფილად იქნებიან წარმოდგენილნი

სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის საკითხებში ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი მარინა კალიურანდი იმედოვნებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტი, მისი ძალისხმევა და მედიაციაში ჩართვა შედეგს მოიტანს. როგორც კალიურანდმა „ქრონიკას“ განუცხადა, საქართველოს სჭირდება პარლამენტი, სადაც იქნებიან წარმოდგებილი სრულყოფილად ის პოლიტიკური პარტიები, რომლებმა მანდატები არჩევნებზე ქართველმა ხალხმა მისცა.

ანდრია ჯაღმაიძე

08 მარტი 2021, 22:13

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე: ეს არის დევნა, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მეუფე სტეფანეს

ის, რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ, რაც მთელმა საქართველომ ნახა, შესაძლებელია შეედაროს მხოლოდ ძალიან მძვინვარე დევნის მომენტს. მსგავსი რამ საქართველოში არ მომხდარა კომუნისტების დროიდან, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

08 მარტი 2021, 21:59

რეგიონი

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო

როგორც imedinews-ს უწყებაში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

08 მარტი 2021, 21:49

COVID19

ბოლო 72 საათში ესპანეთში კორონავირუსის 11 958 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო 72 საათის განმავლობაში კორონავირუსის 11 958 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 298 ადამიანი გარდაიცვალა.

08 მარტი 2021, 21:48

რეგიონი

კალა-უშგულის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კალა-უშგულის მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით აღდგა.