imedi /  24 თებერვალი 2021, 14:57 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: ვიმედოვნებ, შეზღუდვების შემსუბუქების ეტაპზეც, მოქალაქეთა მხრიდან გამოჩენილი იქნება მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ვითარების კონტროლს

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

მინდა იმედი გამოვთქვა, რომ მოქალაქეთა მხრიდან შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ გამოჩენილი იქნება მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ვითარების კონტროლს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა წარადგინა.

„ეპიდემიოლოგიური ვითარების კონტროლით შეზღუდვების შემსუბუქებაზე გადაწყვეტილებები მიიღება მიმდინარე ეპიდვითარების ანალიზის საფუძველზე. მინდა იმედი გამოვთქვა, რომ მოქალაქეთა მხრიდან გამოჩენილი იქნება მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ვითარების კონტროლს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველა სიახლე

მამუკა ხაზარაძე

11 აპრილი 2021, 20:29

პოლიტიკა

„ლელოს“ ლიდერები აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს შეხვდნენ

„კიდევ ერთხელ გავიარეთ ის მდგომარეობა, რაც ხდება მოლაპარაკებების, პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტის გარშემო. კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ „ლელოს“ პოზიცია, რომ ხუთი პუნქტიდან ჩვენ სამ პუნქტს ვეთანხმებით. მსჯელობა გვქონდა დარჩენილ ორ პუნქტზე. დეტალებში ვერ შევალ, თუმცა მინდა დავადასტურო, რომ საქართველოს მიმართ დიდი ინტერესია. დიდი მცდელობაა, რომ საქართველოში საბოლოოდ გადატვირთვა მოხდეს და ეს გადატვირთვა არ არის ოპოზიციის პარლამენტში შესვლა. ოპოზიციის პარლამენტში შესვლას უნდა მოჰყვეს სერიოზული რეფორმები, რომელიც თითოეული ჩვენი მოქალაქის ცხოვრებას დაეტყობა“, - განაცხადა ხაზარაძემ.

11 აპრილი 2021, 20:18

რეგიონი

გურჯაანი-ყვარლის გზაზე ავტოავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

გურჯაანი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ერთი საათის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, რა დროსაც „ოპელის“ მარკის ავტომობილი გადაბრუნდა და მგზავრები ქვეშ მოიყოლა.

ქრისტეს ქანდაკება

11 აპრილი 2021, 20:07

მსოფლიო

ბრაზილიაში მაცხოვრის ახალ ქანდაკებას აშენებენ, რომელიც „მხსნელ ქრისტეზე“ მაღალი იქნება

ქანდაკების აგების ინიციატორი ადგილობრივი პოლიტიკოსი ადროალდო კონზაძი იყო, რომელიც მარტში კორონავირუსით გარდაიცვალა. მშენებლობა 2019 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტის ღირებულება 350 ათასი დოლარია. ის კერძო პირებისა და კომპანიების შემოწირულობებით ფინანსდება.

კახა კალაძე

11 აპრილი 2021, 19:58

სპორტი

კახა კალაძე: ვულოცავ ლაშა ტალახაძეს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეულ უდიდეს წარმატებას

თბილისის მერი, კახა კალაძე ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძის წარმატებას გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება მან Facebook-ზე გამოაქვეყნა.

არჩილ თალაკვაძე

11 აპრილი 2021, 19:57

საზოგადოება

არჩილ თალაკვაძემ ლაშა ტალახაძეს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა

„ვულოცავ ლაშა ტალახაძეს ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე მიღწეულ უდიდეს წარმატებას! ატაცში 222 კილოგრამის აწევა მსოფლიოს ახალი რეკორდია!“ - წერს თალაკვაძე.

სილვესტერ სტალონე

11 აპრილი 2021, 19:43

მსოფლიო

სილვესტერ სტალონე დონალდ ტრამპის კერძო კლუბში გაწევრიანდა

ამერიკელი მსახიობი და კინორეჟისორი სილვესტერ სტალონე ფლორიდაში დონალდ ტრამპის კერძო კლუბში გაწევრიანდა. ამის შესახებ FoxNews წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

ირაკლი კობახიძე

11 აპრილი 2021, 19:35

სპორტი

ირაკლი კობახიძე: გილოცავთ! ლაშა ტალახაძემ 3 ოქროს მედალი მოიპოვა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძის წარმატებას გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება მან Facebook-ზე გამოაქვეყნა.

მამუკა მდინარაძე

11 აპრილი 2021, 19:15

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე: გილოცავთ! ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონია

„გილოცავთ! ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონია - ახალი რეკორდი და 3 ოქროს მედალი“, - წერს მდინარაძე.

ლაშა ტალახაძე

11 აპრილი 2021, 18:53

სპორტი

ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატი მეხუთედ მოიგო

ორი მსოფლიო რეკორდის ავტორი ლაშა ტალახაძე ევროპის ხუთგზის ჩემპიონია. ტალახაძემ ატაცში 222 კგ დაძლია და თავისივე რეკორდი (220) გააუმჯობესა.

11 აპრილი 2021, 18:47

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 2,414 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 2,414 ადამიანს გამოუვლინდა, 36 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 285,993 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 3,915 ადამიანი. ვირუსისგან 250,708 პაციენტი განიკურნა.

11 აპრილი 2021, 18:37

რეგიონი

გარემოს ეროვნული სააგენტო: სოფელ ნამახვანის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე რიონის წყლის დონე საშიშ ნიშნულს უახლოვდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, არსებული სინოპტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სოფელ ნამახვანის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე რიონის წყლის დონე საშიშ ნიშნულს უახლოვდება. „ამასთან, არსებული ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით, უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია ჰიდროლოგიური მდგომარეობის გაუარესება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ხანძარი თბილისი

11 აპრილი 2021, 18:24

სამართალი

თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა

როგორც imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე ოთხი სახანძრო ეკიპაჟი მუშაობს და ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ლაშა ტალახაძე

11 აპრილი 2021, 18:15

სპორტი

ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

მოსკოვში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე დასკვნით დღეს, 109+ კილოგრამში ორი ქართველი – ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე გამოდის. ლაშა ტალახაძემ 217 კგ დაძლია და ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა.

11 აპრილი 2021, 17:58

რეგიონი

კახეთში ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა

კახეთში ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მოხდა. Imedinews-ის ინფორმაციით, საპირისპირო მხარეს მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რა დროსაც 5-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. განსაკუთრებით მძიმეა ერთი მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

არჩილ თალაკვაძე

11 აპრილი 2021, 17:32

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელს ხვდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანსა და ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს ხვდება. შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობაში მიმდინარეობს.

კახა კალაძე

11 აპრილი 2021, 17:32

საზოგადოება

კახა კალაძე: ცენტრალური პარკის პროექტი ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის

„კონცეფცია მიმართულია იმისკენ, რომ ისე დაიყოს ეს კონკრეტული დიდი სივრცე, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს დასვენების, გართობის შესაძლებლობა. ამ წუთში მიმდინარეობს პროექტის დეტალებზე მუშაობა, ჯერ დასრულებული არ არის. არ ვიცით როგორი იქნება ეს კონკრეტული სივრცე საბოლოოდ, თუმცა, მინდა მივმართო საზოგადოებას - ვისაც სურვილი აქვს, ჩაერთოს ჩვენთან ერთად და უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეს კონკრეტული სივრცეების მოწყობასთან დაკავშირებით. ჩვენ კარი არავისთვის არასდროს დაგვიხურავს. ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობთ ვითანამშრომლოთ საზოგადოებასთან, ვითანამშრომლოთ თბილისში მცხოვრებ ადამიანებთან, ვისაც გული შესტკივათ ქალაქის განვითარებაზე, გალამაზებაზე და ა.შ. რა თქმა უნდა, ამ ვითარებაშიც მზად ვართ მაქსიმალურად ვიყოთ გახსნილები“, - განაცხადა მერმა.

11 აპრილი 2021, 17:24

რეგიონი

დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკების მოსაპირკეთებელი სამუშაოები დაიწყო

დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკების მოსაპირკეთებელი სამუშაოები დაიწყო. შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის ინფორმაციით, სამუშაოების გამო, დენდროლოგიური პარკის გარკვეული მონაკვეთები დაკეტილი იქნება.

ანრი ოხანაშვილი

11 აპრილი 2021, 17:21

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: „ფორმულა“ და „მთავარი არხი“ თუ ერთ კანონსაწინააღმდეგო ფაქტს მაინც დაამტკიცებენ, მზად ვარ დაუყოვნებლივ დავტოვო კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია და საპარლამენტო მანდატი

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი, მისი სიმამრის ქონების შესახებ ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტებს გამოეხმაურა.

მაკა ხოდელი

11 აპრილი 2021, 17:09

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილის მეუღლე: კმარა, სიყალბე და აგრესია! არ ამართლებს ადამიანების დისკრედიტაციის მცდელობა ყველაფრის ფასად

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის მეუღლე მაკა ხოდელი, სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტებს გამოეხმაურა.

ილია მეორე

11 აპრილი 2021, 17:08

საზოგადოება

ილია მეორე, პრინც ფილიპეს გარდაცვალების გამო, დედოფალ ელისაბედ მეორეს სამძიმარს უცხადებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე პრინც ფილიპეს გარდაცვალების გამო, დედოფალ ელისაბედ მეორეს სამძიმარს უცხადებს.