imedi /  25 თებერვალი 2021, 18:45 / სანდო წყარო

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მუშაობის ანგარიში მოისმინა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე უძღვებოდა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, ამავე სამინისტროს სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2020 წლის მუშაობის ანგარიში განიხილეს.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მუშაობის ანგარიში ამავე სააგენტოს დირექტორმა ზაალ კაპანაძემ წარადგინა. მისი თქმით, 2020 წელი, პანდემიიდან გამომდინარე, არაორდინალური იყო, მაგრამ სააგენტოს ძირითადი ფუნქციების განხორციელება არ შეუჩერებია, პირიქით, გაორმაგებული რეჟიმით უწევდა მუშაობა.

ანგარიშის წარდგენისას, მომხსენებელმა კანონმდებლებს გააცნო დეტალური ინფორმაცია სააგენტოს მიერ განხორცილებული საქმიანობის შესახებ, რომელიც სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, მათ შორის, ეს ეხება მეწარმის საქმიანობის შემოწმებას, სამედიცინო საქმიანობის ინსპექტირებას, სამედიცინო დაწესებულებაში სახელმწიფო პროგრამების გეგმიურ და არაგეგმიურ რევიზია/კონტროლს, სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის საკითხების შესწავლას, პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლას და სხვა. მარტო შარშან, სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე, პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლა დაწყებულია 216 შემთხვევაში.

სხვადასხვა შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე, შედგენილ იქნა და სასამართლოებს გაეგზავნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 535 ოქმი. აქედან: „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევაზე - 262 ოქმი; სალიცენზიო/სანებართვო პირობების დარღვევაზე - 139 (მათ შორის, სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების დარღვევისთვის - 11; 361 მუხლით (ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა სალიცენზიო ან სანებართვო პირობების დარღვევისათვის (განმეორებით) - 2); მაღალი რისკის შემცველი საქმიანობა (ტექნიკური რეგლამენტი) – 106; სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა - 5; უკანონო საექიმო საქმიანობა - 16; პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის დანიშვნის, გამოწერის და გაფორმების წესების დარღვევაზე - 7. ამ ეტაპზე, სასამართლოებიდან მიღებული ინფორმაციით, დაჯარიმდა - 298 სამართალდამრღვევი; შენიშვნა მიეცა - 77 სამართალდამრღვევს; საქმე შეწყდა - 19 შემთხვევაში. 141 შემთხვევაში პროცესი მიმდინარეობს.

ცალკე ყურადღება დაეთმო პროფესიული განვითარების საბჭოს საქმიანობას. წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, პროფესიული განვითარების საბჭომ განიხილა პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული 73 საკითხი (ეს შეეხებოდა 140 ექიმს). პროფესიული პასუხისმგებლობა არ დაეკისრა 6 ექიმს; 134 ექიმს დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა, მათ შორის, 110 ექიმს მიეცა „წერილობითი გაფრთხილება“; სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა 24 ექიმს. სააგენტომ ასევე ჩაატარა ექიმთა სახელმწიფო სასერტიფიკაციო და ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდები.

სააგენტომ ასევე არაერთგზის განახორციელა კონტროლი და ზედამხედველობა ფარმაცევტულ საქმიანობაზე, ფარმაცევტული პროდუქტის ხარისხზე, მოახდინა ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაცია. წარმოდგენილ ანგარიშში ყურადღება სხვა საკითხებსაც დაეთმო.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მომხსენებელმა კომიტეტის წევრთა კითხვებს უპასუხა. მან ყურადღება გაამახვილა სააგენტოს წინაშე მდგარ პრობლემებზე და განაცხადა, რომ სააგენტოს საქმიანობის კიდევ უფრო მეტად გააქტიურებისთვის გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო. მისივე თქმით, უფრო მეტად ეფექტური ბრძოლაა საჭირო წამლების არალეგალური ბრუნვის წინააღმდეგ და ამაში აუცილებელია სხვა სტრუქტურების ჩართულობაც.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, ანგარიში ადასტურებს, რომ სააგენტოს უდავოდ დიდი სამუშაოები აქვს განხორციელებული, რაზეც მეტყველებს ანგარიშში წარმოდგენილი სტატისტიკური მასალა. ამასთანავე კომიტეტის წევრების აზრით, უკეთესი იქნება თუკი კომიტეტს ექნება სრული წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორია ტენდენცია წინა წლებთან შედარებით, რა კონკრეტული პრობლემები დგას ამა თუ საკითხის გადაჭრის გზაზე და სხვა.

„პრობლემები არსებობს, რომლებსაც ბუნებრივია მარტო სააგენტო ვერ მოაგვარებს, საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა, ანალიტიკური მასალა კი დაეხმარება კომიტეტს შესაბამისი რეკომენდაციების და წინადადებების შემუშავებაში, რათა უწყების საქმიანობა უფრო ეფექტური გახდეს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი საბოლოო - III მოსმენით განიხილეს.

კანონპროექტი, რომელიც პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, თეა წულუკიანის, ალექსანდრე ტაბატაძის, დავით სერგეენკოს, ალუდა ღუდუშაურის, დიმიტრი ხუნდაძისა და ვლადიმერ კახაძის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს, სხდომაზე განსახილველად ალუდა ღუდუშაურმა გამოიტანა. მისი ინფორმაციით, მეორე მოსმენის შემდეგ კანონპროექტში რედაქციული ხასიათის ცვლილებები განხორციელდა.

კანონპროექტით ზუსტად განისაზღვრება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული 8 ნივთიერების ოდენობები და მათი დოზები. აღნიშნული 8 ნივთიერება შეირჩა პრაქტიკაში მათი განსაკუთრებული დიდი სიხშირით გავრცელებისა და მოხმარების ფაქტიდან გამომდინარე, ხოლო ოდენობების განსაზღვრისას, მხედველობაში იქნა მიღებული აღნიშნულ ნივთიერებათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საზიანო შედეგები. ეს ნივთიერებებია: ამფეტამინი, დეზომორფინი (ე.წ. „კრაკადილი“), ლიზელგინის მჟავა (ლსდ), მდმა (ე.წ. „ექსტაზი“), ეფედრონი-მეტკათინონი, მეტამფეტამინი, მეთადონი და ჰეროინი. კანონპროექტის მიზანს არ წარმოადგენს ნარკოტიკების ლეგალიზაცია და დეკრიმინალიზაცია.

ყველა სიახლე

ლაშა ტალახაძე

11 აპრილი 2021, 18:53

სპორტი

ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატი მეხუთედ მოიგო

ორი მსოფლიო რეკორდის ავტორი ლაშა ტალახაძე ევროპის ხუთგზის ჩემპიონია. ტალახაძემ ატაცში 222 კგ დაძლია და თავისივე რეკორდი (220) გააუმჯობესა.

11 აპრილი 2021, 18:47

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 2,414 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 2,414 ადამიანს გამოუვლინდა, 36 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 285,993 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 3,915 ადამიანი. ვირუსისგან 250,708 პაციენტი განიკურნა.

11 აპრილი 2021, 18:37

რეგიონი

გარემოს ეროვნული სააგენტო: სოფელ ნამახვანის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე რიონის წყლის დონე საშიშ ნიშნულს უახლოვდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, არსებული სინოპტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სოფელ ნამახვანის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე რიონის წყლის დონე საშიშ ნიშნულს უახლოვდება. „ამასთან, არსებული ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით, უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია ჰიდროლოგიური მდგომარეობის გაუარესება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ხანძარი თბილისი

11 აპრილი 2021, 18:24

სამართალი

თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა

როგორც imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე ოთხი სახანძრო ეკიპაჟი მუშაობს და ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ლაშა ტალახაძე

11 აპრილი 2021, 18:15

სპორტი

ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

მოსკოვში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე დასკვნით დღეს, 109+ კილოგრამში ორი ქართველი – ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე გამოდის. ლაშა ტალახაძემ 217 კგ დაძლია და ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა.

11 აპრილი 2021, 17:58

რეგიონი

კახეთში ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა

კახეთში ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მოხდა. Imedinews-ის ინფორმაციით, საპირისპირო მხარეს მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რა დროსაც 5-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. განსაკუთრებით მძიმეა ერთი მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

არჩილ თალაკვაძე

11 აპრილი 2021, 17:32

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელს ხვდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანსა და ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს ხვდება. შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობაში მიმდინარეობს.

კახა კალაძე

11 აპრილი 2021, 17:32

საზოგადოება

კახა კალაძე: ცენტრალური პარკის პროექტი ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის

„კონცეფცია მიმართულია იმისკენ, რომ ისე დაიყოს ეს კონკრეტული დიდი სივრცე, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს დასვენების, გართობის შესაძლებლობა. ამ წუთში მიმდინარეობს პროექტის დეტალებზე მუშაობა, ჯერ დასრულებული არ არის. არ ვიცით როგორი იქნება ეს კონკრეტული სივრცე საბოლოოდ, თუმცა, მინდა მივმართო საზოგადოებას - ვისაც სურვილი აქვს, ჩაერთოს ჩვენთან ერთად და უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეს კონკრეტული სივრცეების მოწყობასთან დაკავშირებით. ჩვენ კარი არავისთვის არასდროს დაგვიხურავს. ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობთ ვითანამშრომლოთ საზოგადოებასთან, ვითანამშრომლოთ თბილისში მცხოვრებ ადამიანებთან, ვისაც გული შესტკივათ ქალაქის განვითარებაზე, გალამაზებაზე და ა.შ. რა თქმა უნდა, ამ ვითარებაშიც მზად ვართ მაქსიმალურად ვიყოთ გახსნილები“, - განაცხადა მერმა.

11 აპრილი 2021, 17:24

რეგიონი

დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკების მოსაპირკეთებელი სამუშაოები დაიწყო

დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკების მოსაპირკეთებელი სამუშაოები დაიწყო. შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის ინფორმაციით, სამუშაოების გამო, დენდროლოგიური პარკის გარკვეული მონაკვეთები დაკეტილი იქნება.

ანრი ოხანაშვილი

11 აპრილი 2021, 17:21

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: „ფორმულა“ და „მთავარი არხი“ თუ ერთ კანონსაწინააღმდეგო ფაქტს მაინც დაამტკიცებენ, მზად ვარ დაუყოვნებლივ დავტოვო კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია და საპარლამენტო მანდატი

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი, მისი სიმამრის ქონების შესახებ ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტებს გამოეხმაურა.

მაკა ხოდელი

11 აპრილი 2021, 17:09

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილის მეუღლე: კმარა, სიყალბე და აგრესია! არ ამართლებს ადამიანების დისკრედიტაციის მცდელობა ყველაფრის ფასად

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის მეუღლე მაკა ხოდელი, სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტებს გამოეხმაურა.

ილია მეორე

11 აპრილი 2021, 17:08

საზოგადოება

ილია მეორე, პრინც ფილიპეს გარდაცვალების გამო, დედოფალ ელისაბედ მეორეს სამძიმარს უცხადებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე პრინც ფილიპეს გარდაცვალების გამო, დედოფალ ელისაბედ მეორეს სამძიმარს უცხადებს.

11 აპრილი 2021, 16:59

რეგიონი

რიონის მოსალოდნელი ადიდების გამო, შსს-მ საფრთხის შემცველი ზონიდან კარვების გატანა და ადგილზე მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა გადაწყვიტა

სოფელ ნამახვანის მიმდებარე ტერიტორიაზე, გუშინ გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები მდინარე რიონში და მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე მიმდინარეობს. უწყება განმარტავს, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ჰიდროლოგიური მონაცემებით, მდინარე რიონის წყლის დონე ამ ეტაპზე აღემატება სასიგნალო ნიშნულს და არსებული ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით, მოსალოდნელია წყლის დონის განსაკუთრებული მატება.

11 აპრილი 2021, 16:50

ტექნოლოგიები

Clubhouse-ის 1,3 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემები გასაჯაროვდა

მონაცემთა ბაზაშია მომხმარებელთა სახელები, ბმულები მათ ფოტოებზე, მონაცემები მათ ანგარიშებზე სხვა სოციალურ ქსელებში და ასევე ინფორმაცია იმის შესახებ თუ ვინ მიიწვია მომხმარებელი Clubhouse-ში.

11 აპრილი 2021, 16:47

სამართალი

ქუთაისში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული ი.ქ., ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ქუთაისში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის 127 აბი, 20 ცალი კრისტალი, აბის 22 ნატეხი სავარაუდო ნარკოტიკული ნივთიერება.

ლევან ნიკოლეიშვილი

11 აპრილი 2021, 16:34

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ანრი ოხანაშვილი ცნობილია პატიოსნებით, პროფესიონალიზმით და იმიტომ გახდა პარტტელევიზიების სამიზნე

„ფორმულა“, „მთავარი“, „ტვ პირველი“, - ამ ე.წ. ტელევიზიების მიზანი და დანიშნულებაა საზოგადოებაში პანიკის და შიშის დათესვა, დეზინფორმაცია და რაც შეიძლება მეტი ადამიანის დისკრედიტაცია, - ამის შესახებ ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე წერს.

ზურაბ ქადაგიძე

11 აპრილი 2021, 16:27

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: მედიატერორი, დისკრედიტაცია, ცრუ ინფორმაცია ნაცტელევიზიების სავიზიტო ბარათად გადაიქცა

„მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო, ისე გამოდის „ფეიკმეიქერების“ წინააღმდეგ გაკეთებული განცხადება.​ მედიატერორი, დისკრედიტაცია, ცრუ ინფორმაცია და ა.შ გადაიქცა ნაცტელევიზიების სავიზიტო ბარათად. თან, ყველაზე პარადოქსული ამ ყველაფრის, „თავისუფალ სიტყვად“ გასაღებაა“.

11 აპრილი 2021, 15:55

რეგიონი

გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გზის გაწმენდის შემდეგ, გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტიოს მოძრაობა აღდგა. ამ დროისთვის, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

11 აპრილი 2021, 15:47

COVID19

ირანში დეკემბრის თვის შემდეგ ლეტალური შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ირანში დეკემბრის თვის შემდეგ ლეტალური შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 21,063 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 258 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ირანში კორონავირუსის 2,070,141 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 64,490 ადამიანი გარდაიცვალა.

11 აპრილი 2021, 15:28

რეგიონი

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს რენტგენის ციფრული პორტატული აპარატი გადაეცა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, გლობალური გრანტის ფარგლებში, „როტარი კლუბი თბილისი ამბასადორმა“ რენტგენის ციფრული პორტატული აპარატი - უსასყიდლოდ გადასცა. გადაცემის ცერემონიას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, მისი მოადგილე, ზუგდიდის მერი, „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისა“ და „როტარი“ კლუბი თბილისის ხელმძღვანელობა დაესწრო.