imedi /  04 მარტი 2021, 20:01 / სანდო წყარო

თენგიზ ცერცვაძე სერგო ჩიხლაძეს: გრცხვენოდეთ, ბატონო სერგო!

თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე წერილს ავრცელებს, სადაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრს სერგო ჩიხლაძეს მიმართავს.

მისი თქმით, სერგო ჩიხლაძე თანდათან კარგავს რეალობის შეგრძნებას და სულ უფრო და უფრო ღრმად ტოპავს, მის მიერვე გამოგონილი ბოროტი ფანტაზიების სამყაროში.

„სამწუხაროდ, ბ-ნი სერგო ჩიხლაძე ერთ-ერთი ყველაზე რესპექტაბელური პოლიტიკოსისა და ექსპერტისაგან ბოლო პერიოდში გადაიქცა ერთ-ერთ ყველაზე გამოკვეთილ „ჰეითერად“ (მუდმივად კრიტიკულად და სიძულვილის ენით მოსაუბრე ადამიანი, რომელსაც აქვს საკუთარი წარუმატებლობის და სხვისი წარმატების ფობია), თანაც ჩვენგან ყოველგვარი, თუნდაც მინიმალური საბაბის მიცემის გარეშე. იგი თანდათან კარგავს რეალობის შეგრძნებას და სულ უფრო და უფრო ღრმად ტოპავს, მის მიერვე გამოგონილი ბოროტი ფანტაზიების სამყაროში. ბოლო დღეებში მან სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა პოსტები, სადაც არც მეტი არც ნაკლები, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე პირდაპირ გვდებს ბრალს ჩინური ვაქცინის შემოტანის ლობირებაში?! და „ფინანსური სქემების დალაგებაში?!“ და ამბობს, რომ მე ვიქეცი „არა ჯანმრთელობის მუშაკად“, არამედ „ფულის საჭრელი დაზგის ჩინოვნიკად?!“ გარდა ამისა, ბრალს მდებს: „მავნებლობაში?!“, „ბედოვლათობაში?!“, „უუნარობაში?!“, „არაპროფესიონალიზმში?!“, „აგრესიულ ანტივაქსერობაში?!“ (ეს უკვე მკრეხელობაც კი აღარ არის) და ა.შ.

ამას უკვე უზნეობაც აღარ ჰქვია და როგორც ხედავთ, ბ-ნი სერგო უკვე ყოველგვარ ზღვარს გასცდა და თანაც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საშინლად აღიზიანებს სხვისი გაკეთებული საქმეები და გადარჩენილი ადამიანები და უნდა შექმნას ილუზია, რომ ქვეყანაში ყველაფერი ძალიან ცუდადაა.

სინამდვილეში ვფიქრობ, მთელი ქვეყანა მიცნობს და ყველამ კარგად იცის, რომ სიცოცხლეში არათუ რაიმე გარიგებისგან სარგებელი, არამედ არც ერთი, ვიმეორებ არც ერთი ავადმყოფისგან არც ერთხელ, ვიმეორებ არც ერთხელ არანაირი სულ მცირე ჰონორარიც კი არ ამიღია. ჩემი ოფიციალური კონსულტაციებიც კი უფასოა. ეს ჩემი ცხოვრებისეული პრინციპია, რაც არც ერთხელ, ვიმეორებ არც ერთხელ არ დამირღვევია და ეს ყველამ კარგად იცის, ეს თვითონ ბ-ნ სერგომაც ძალიან კარგად იცის და ამიტომ მისი საქციელი ორმაგად უზნეობაა.

რაც შეეხება ჩინური ვაქცინის ლობირებას, მსგავსი, სულ ოდნავ მიახლოებულიც კი არაფერი ყოფილა და ვერც იქნებოდა. ჯერ ერთი, მე არც საკოორდინაციო საბჭოს და არც ვაქცინების საბჭოს წევრი არ ვარ და არანაირი, მინიმალური შეხებაც კი არ მაქვს ვაქცინების შემოტანა-არშემოტანასთან და ეს ბ-ნმა სერგომაც ძალიან კარგად იცის. მე მკურნალი ექიმი ვარ და მხოლოდ იმას ვლობირებ და ალბათ, წარმატებითაც, რომ რაც შეიძლება მეტი COVID ავადმყოფი გადავარჩინოთ. მეტი არაფერი.

რაც შეეხება ჩემს პოზიციას ვაქცინების მიმართ – არც ერთხელ არსად არ მომითხოვია ჩინური ვაქცინის შემოტანა და ყოველთვის ხაზგასმით ვამბობდი და ვამბობ, რომ მხოლოდ ის ვაქცინა უნდა შემოვიტანოთ, რომელსაც ოფიციალური საერთაშორისო (FDA, EMA, ჯანმო და სხვ,) აღიარება აქვს. თუ ასე არ არის, ერთი მტკიცებულება მაინც მაჩვენონ (ახლა ხომ ყველა სიტყვა ფიქსირდება და ვერაფერს დამალავ).

ახლა, რაც შეეხება იმ კონტექსტს, რომელშიც ჩინურ და რუსულ ვაქცინებს ვახსენებ და რაც ბ-ნი სერგოს და მისი თანამოაზრეებს ძალიან არ მოსწონთ.

ჩვენი ოპონენტები უაპელაციოდ ამბობენ, რომ მსოფლიოს 108-მა ქვეყანამ(200-ზე მეტი ქვეყნიდან), მათ შორის ყველა ჩვენმა უშუალო მეზობელმა ვაქცინაცია უკვე დაიწყო და მათ შორის საქართველო არ არის, რაც ქვეყნის და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ძალიან ცუდ მუშაობაზე მიუთითებს. მე კი განვმარტე, რომ სინამდვილეში – თურქეთმა, აზერბაიჯანმა და უკრაინამ, ისევე როგორც ძალიან ბევრმა სხვა ქვეყანამ ვაქცინაცია სწორედ ჩინური ვაქცინით დაიწყო, რომელიც ჩვენ (და მათ შორის თვითონ ბ-ნმა სერგომ და მისმა თანამოაზრეებმა) დიდი ხნის წინ კატეგორიულად დავიწუნეთ, ხოლო სომხეთმა, რუსეთმა და ასევე ბევრმა სხვა ქვეყანამ ვაქცინაცია რუსული ვაქცინით დაიწყო, რომლის გაგონებაც კი არ გვინდა (გასაგები მიზეზების გამო). ასე, რომ არც ერთ ჩვენს მეზობელს, ისევე იმ 108 ქვეყნიდან ძალიან ბევრს ევრო-ამერიკული ვაქცინით ვაქცინაცია არ დაუწყია და ამ მხრივ საქართველო სულაც არ არის გამონაკლისი და მე მოვუწოდე ყველას, რომ ნუ გვექნება ორმაგი სტანდარტი და ვიყოთ სამართლიანი, კერძოდ, თუ ჩვენ არ გვინდა ჩინური და მით უმეტეს რუსული ვაქცინა და გვინდა უფრო მაღალი სტანდარტის ვაქცინა, მაშინ კიდევ უნდა მოვითმინოთ 2-3 კვირა და არ უნდა დავხატოთ აპოკალიფსის სურათი და არ უნდა გავუჩინოთ მოსახლეობას უიმედობის განცდა. ხოლო თუ ჩვენ გვშურს თურქეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის და მით უმეტეს სომხეთის და რუსეთის და სხვა ქვეყნების, მაშინ არ უნდა გვეთქვა უარი ჩინურ ვაქცინაზე, რისი შემოტანაც ქვეყნის ხელმძღვანელობას კარგა ხნის წინ შეეძლო, მაგრამ გაითვალისწინა სპეციალისტების რჩევა და ხალხის აზრი, არ შემოიტანა ეს ვაქცინა და ამბჯობინა დალოდებოდა ევრო-ამერიკული ვაქცინის შემოტანას. რა არის ჩემს ამ პოზიციაში რაიმე არასწორი ან არასამართლიანი?

რაც შეეხება ჩემს „მავნებლობას“ და „არაპროფესიონალიზმს“, ამის განსჯა საზოგადოებისთვის მიმინდვია. ისე, ხომ უნდა გეყოს ფანტაზია, რომ ბ-ნი სერგოსნაირმა ადამიანმა „მავნელობაში“ „არაპროფესიონალიზმში“, „ბედოვლათობაში“ და ა.შ. დადოს ბრალი ექიმს (ამ შემთხვევაში მე), რომელმაც შექმნა აივ/შიდსის სამსახური და ქვეყანას თავიდან ააცილა აივ/შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია უდიდესი მსხვერპლით და ეკონომიკური ზარალით, რომელიც იდგა მსოფლიოში პირველი და უნიკალური C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის სათავეებთან, რომელმაც უკვე გადაარჩინა ქვეყანაში 73 ათასზე მეტი C ჰეპატიტით ავადმყოფი და დადო განკურნების მსოფლიოში სარეკორდოდ მაღალი მაჩვენებელი – 99%, რომელმაც შექმნა COVID-19-ის საწინააღმდეგო კლინიკური სამსახური და მიაღწია ევროპასა და ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო მაჩვენებლებს და ა.შ. რაც შეეხება ჩემს „აგრესიულ ანტივაქსერობას“,ეს ბ-ნი სერგოს კიდევ უფრო ცხელი ფანტაზიის ნაყოფია, რამდენადაც მე COVID-19-ის ვაქცინის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ვაქცინის ფართოდ გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხრე ვარ და არსად არანაირი ფორმით არ მითქვამს, რომ ჩვენ COVID ვაქცინაცია არ გვჭირდება და თუ ასე არ არის, ბ-ნმა სერგომ საწინააღმდეგო დაგვიმტკიცოს.

ალბათ, უკიდურესი უზნეობაა და სამარცხვინოა, როდესაც ადამიანი, რომელსაც COVID-19-ის დასამარცხებლად არაფერი, აბსოლუტურად არაფერი არ გაუკეთებია, თავს უფლებას აძლევს აქეთ შემოგვედავოს და თან ამდენი ტყუილი, ცილისწამება და მძიმე შეურაცხყოფა იკადროს.

ბ-ნი სერგოს ბოლო პოსტები სულაც არ არის მხოლოდ კრიტიკა და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. რა უფლებით მდებს საქვეყნოდ ბრალს ყოველგვარი (თუნდაც გამოგონილი) მტკიცებულებების გარეშე ჩინური ვაქცინის ლობირებაში და მასთან დაკავშირებულ კორუფციაში, რომ მე ჩამოვყალიბდი „ფულის საჭრელი დაზგის ჩინოვნიკად“?!რა უნდა იფიქროს ჩემზე საზოგადოებამ და ჩემმა ახლობლებმა. რა უფლებით მდებს ბრალს, ასევე ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე „მავნებლობაში“და სხვა ათასგვარ ცოდვაში. რა უფლებით ატყუებს მოსახლეობას, რომ თითქოს, მე ვთქვი, რომ ვაქცინაცია არ გვჭირდება, როცა მსგავსი არაფერი მითქვამს. ხომ შეიძლება ვიღაცამ დაიჯეროს, რომ ეს მე მართლა ვთქვი და ვაქცინის გაკეთებაზე უარი სთქვას.

თუ ბ-ნი სერგო უახლოეს მომავალში საჯაროდ არ მოიხდის ბოდიშს უკიდურესად შეურაცხმყოფელი გამოთქმებისა და დიდი ტყუილებისათვის, ჩვენ იძულებული ვიქნებით, საპასუხო ზომებს მივმართოთდა მას ძალიან მკაცრი პასუხისგება მოუწევს. ისე, რომ ვერც პოლიტიკური იმუნიტეტი და ვერც თავისი „ჰეითერების“ საძმოსთან ქილიკი უშველის.

P.S.სამწუხაროა, რომ ბ-ნი სერგო წარმოადგენს საკმაოდ სიმპათიურ პოლიტიკურ პარტიას „სტრატეგია აღმაშენებელი“ საკმაოდ სერიოზული ლიდერებით და მე რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი არ ვიყო, ალბათ, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ამ პარტიას დავუჭერდი მხარს (ე.წ. „მეორე არჩევანის“ პრინციპით), მაგრამ ბ-ნმა სერგომ თავისი ზღვარგადასული, დანაშაულებრივი განცხადებებით, ცილისწამებებით და შეურაცხყოფებით იმდენი მოახერხა, რომ ამ პარტიამ ბოლო არჩევნებში ხმების 3%-ი ძლივს მიიღო, ხოლო ახლა ალბათ, ამდენსაც ვერ მიიღებს. თუ პარტიის ლიდერშიფი მაინც ჩათვლის, რომ ბ-ნი სერგოსნაირი ადამიანები სჭირდება, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს“, – წერს თენგიზ ცერცვაძე.

ყველა სიახლე

მაკა ბოჭორიშვილი

14 აპრილი 2021, 08:08

პოლიტიკა

ვიდეოკონფერენციის ფორმატში დღეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ბიუროს სხდომა გაიმართება

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებსა და ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დინამიკას განიხილავენ დღეს ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ბიუროს სხდომაზე.

14 აპრილი 2021, 07:58

საზოგადოება

14 აპრილი დედაენის დღეა

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს თარიღი 1978 წლის 14 აპრილის დრამატულ მოვლენებს უკავშირდება.

ზურაბ ქადაგიძე

14 აპრილი 2021, 01:08

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: კრიმინალი რურუას გამო, ვინმე ბაჩო დოლიძე პოლიციელთა უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს

ვინმე ბაჩო დოლიძე, „ნაცმოძრაობის“ ახალი სახე აქვეყნებს სამართალდამცველების ფოტოებს და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ადანაშაულებს უკანონო ქმედებაში. მე ვეკითხები მას, სამართლებრივად 1) ირღვევა თუ არა პოლიციელების უდანაშაულობის პრეზუმცია? 2) მოქმედი ოპერატიული მუშაკის იდენტიფიკაცია,სამართლებრივი ახსნის გარეშე არის თუ არა დანაშაული?” – წერს ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ნინო თანდილაშვილი

14 აპრილი 2021, 01:01

საზოგადოება

ნინო თანდილაშვილი: „ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროექტმა ჩვენი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო პროცედურა გაიარა

გარემოს დაცვითი კუთხით „ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროექტი ერთ-ერთი კარგად შესწავლილია, რომელმაც ჩვენი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო პროცედურა გაიარა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.

გურამ ნიკოალშვილი

14 აპრილი 2021, 00:51

ეკონომიკა

გურამ ნიკოლაშვილი: აქტივისტთა ჯგუფები ცდილობენ, საქართველოში ჰიდროენერგეტიკა არ განვითარდეს

აქტივისტთა ჯგუფები ცდილობენ, საქართველოში ჰიდროენერგეტიკა არ განვითარდეს, - ამის შესახებ „ჰიდროალიანსი-საჯარო პლატფორმის“ წარმომადგენელმა, გურამ ნიკოლაშვილმა „იმედის ფაქტორში“ „ნამახვანჰესზე“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, გარკვეული ჯგუფები თავიდანვე ცდილობენ მოსახლეობის ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგოდ მობილიზებას. „ეს არის სპეციალური ორგანიზაციები, მწვანე ჯგუფები, რომლებიც უკვე მრავალი წელია არიან დაკავებულები ამ დღის წესრიგით, რომ ჰიდროენერგეტიკა საქართველოში არ უნდა განვითარდეს. ჰიდროენერგეტიკა ჩვენს ქვეყანაში არის ქვაკუთხედი და საკვანძო დარგი ენერგეტიკის განვითარებისთვის, შემდეგ უკვე ეკონომიკის განვითარებისთვის“, - აღნიშნა ნიკოლაშვილმა.

ელენე ღუბიანური

14 აპრილი 2021, 00:49

ეკონომიკა

ელენე ღუბიანური: „ნამახვანჰესის“ პროექტის განსახორციელებლად 1600-მდე მოქალაქე დასაქმდება

„ნამახვანჰესის“ პროექტის განსახორციელებლად 1 600-მდე მოქალაქე დასაქმდება, - ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მშენებელი კომპანიის, ENKA Renewables-ის მთავრობასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ელენე ღუბიანურმა „იმედის ფაქტორში“ სოციალურ პაკეტებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ის, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტის განხორციელების შედეგად ქვეყანას მინიმალური სარგებელი დარჩება, მცდარია. ღუბიანურმა აღნიშნა, რომ მთი კომპანია სპეციფიკურ დანადგარებს შემოიტანს, რადგანაც საქართველოში ისინი არ იწარმოება, რაც შეეხება მუშახელს, პროექტით 1 600-მდე მოქალაქის დასაქმებაა გათვალისწინებული.

შსს

14 აპრილი 2021, 00:41

სამართალი

სოფელ გუმათში პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 6 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სოფელ გუმათში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 6 პირი დააკავეს.

ენტონი ბლინკენი ჟოზეფ ბორელი

14 აპრილი 2021, 00:39

მსოფლიო

ჟოზეფ ბორელმა და ენტონი ბლინკენმა უკრაინაში განვითარებული მოვლენები განიხილეს

აშშ-ის სახელმეწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა უკრაინაში განვითარებული მოვლენები განიხილეს.

ამირან სალუქვაძე

14 აპრილი 2021, 00:38

ეკონომიკა

ამირან სალუქვაძე: ჰიბრიდული შეტევების გათვლაა, რომ მოსახლეობის უმრავლესობას შეექმნას უარყოფითი განწყობა ამ და სხვა დიდ ჰესებთან დაკავშირებით

ჰიბრიდული შეტევების გათვლაა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას შეექმნას უარყოფითი განწყობა ამ ჰესთან და სხვა დიდ ჰესებთან დაკავშირებით. ამიტომ იქ მდგომი და სახლში მჯდომი ადამიანები უნდა გაიყოს ორ ჯგუფად: ვისაც სურს მოსმენა და გარკვევა, და ვის - არა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ანალიტიკოსმა, ამირან სალუქვაძემ ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მერაბ ლომინაძე

14 აპრილი 2021, 00:26

ეკონომიკა

მერაბ ლომინაძე: მოხარულები ვართ, რომ არასამთავრობო სექტორი ჩართულია ამ პროცესში და აქტუალური საკითხები მათთან ერთად განიხილება

უკვე ჩამოყალიბდა შესაბამისი ჯგუფი, გაიმართა ორი შეხვედრა. იმედია, უახლოეს მომავალში ამ ექსპერტების ჩართულობით ვამცნობთ საზოგადოებას, რომ კვლევები ჯეროვნად ასახავს საჭიროებებს. ჩვენ მხოლოდ გამჭვირვალე პროცესის მომხრენი ვართ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ კომპანია ENKA Renewables-ის დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ განაცხადა.

ნათია თურნავა

14 აპრილი 2021, 00:23

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ინვესტორი არ იხდის გადასახადებს, რაც ტყუილია

ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს კომპანია „ენკა“ გათავისუფლებულია გადასახადებისგან, რაც არის აბსოლუტური ტყუილი, რადგან წელიწადში 30 მილიონ ლარს გადაიხდის მხოლოდ ადგილობრივ ბიუჯეტში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემა „იმედის ფაქტორში“ განაცხადა. მინისტრი ხეობაში ურანის საბადოების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა.

ნათია თურნავა

14 აპრილი 2021, 00:14

ეკონომიკა

ნათია თურნავა: როდესაც გვესმის, ხელშეკრულება კაბალურია, ეს მოდის ან საქმეში ჩაუხედავი ადამიანებისგან ან განზრახ სუბიექტური შეფასებაა

როდესაც ჩვენ გვესმის, რომ ხელშეკრულება კაბალურია, ეს მოდის ან საქმეში ჩაუხედავი ადამიანებისგან, რომელთაც რაღაც ყურმოკვრით აქვთ მოსმენილი და ხელშეკრულება წაკითხული არ აქვთ, ან განზრახ სუბიექტური შეფასებაა, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „იმედის ფაქტორში“ „ნამახვანჰესის“ პროექტზე საუბრისას განაცხადა. მინისტრმა ხელშეკრულებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

გიგა ბოკერია

14 აპრილი 2021, 00:13

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: IRI-ის ამ დასკვნას არა თუ არ ვენდობი, მიმაჩნია, რომ ძალიან ზედაპირული იყო

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია არაკომპეტენტურს უწოდებს IRI-ის დასკვნის კონკრეტულ ნაწილს, სადაც საუბარია იმაზე, რომ - „მიუხედავად იმისა, რომ დაფიქსირდა დისბალანსირებული შემაჯამებელი ოქმების შედეგების გადამოწმებისა და შესწორების საკმაოდ ბევრი შემთხვევა, რაც საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესის გამართულობას, მათი მასშტაბი არ ახდენს გავლენას არჩევნების საბოლოო შედეგებზე“. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

ნათია თურნავა

14 აპრილი 2021, 00:10

ეკონომიკა

ნათია თურნავა „ნამახვანჰესზე“: დარწმუნებული ვარ, გავა გარკვეული დრო და მოსახლეობა მეტი ნდობით მოეკიდება პროექტს

„ძალიან ბევრი სიკეთე შეიძლება მოიტანოს ასეთმა მსხვილმა ინვესტორმა და დარწმუნებული ვარ, გავა გარკვეული დრო და მოსახლეობა მეტი ნდობით მოეკიდება პროექტს და დარწმუნდება, რომ მართლაც ძალიან დიდი სიკეთის მომტანი არის ასეთი ინვესტორის ყოლა ხეობაში“, - აღნიშნა თურნავამ.

ნათია თურნავა

14 აპრილი 2021, 00:03

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ნამახვანი არაა თურქული ან ნორვეგიული პროექტი, ეს ჩვენი, ქართული ჰიდროელექტროსადგურია

ნამახვანი არაა თურქული ან ნორვეგიული პროექტი, ეს ჩვენი, ქართული ჰიდროელექტროსადგურია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ლევან დავითაშვილი

13 აპრილი 2021, 23:45

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ჰესის ზეგავლენა ტვიშის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე გამორიცხულია

ენგურჰესი ნამახვანჰესზე რამდენჯერმე დიდია თავისი სარკის ფართობით და ამ შემთხვევაშიც კი მაქსიმალური გავლენა რამდენიმე ასეული მეტრით არის შემოსაზღვრული. შესაბამისად, ტვიშის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე ზეგავლენა სრულიად გამორიცხულია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ გარემოს დაცვის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

ნათია თურნავა

13 აპრილი 2021, 23:43

პოლიტიკა

ნათია თურნავა: „ნამახვანჰესი“ ეს არ არის ერთი ცალკე აღებული პროექტი, ეს არის ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ნაწილი

„ბოლო დროს „ნამახვანჰესის“ ირგვლივ დეზინფორმაცია ტრიალებს. ზოგი კითხვა შესაძლოა, კომუნიკაციის ნაკლებობის შედეგად წარმოიქმნა, რაზეც ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, პასუხი გავცეთ; ზოგი, ალბათ, გამიზნული დეზინფორმაციაა. ჩვენ შევხედავ, ვის არ აწყობს, საქართველო ენერგეტიკულად რეგიონში უფრო წელგამართული რომ იყოს, უფრო მეტად ძლიერი და საკუთარ ენერგორესურსზე დაყრდნობილი და ექსპორტიორი და არ შემოჰქონდეს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ჩვენ გვემუქრება, მოგეხსენებათ, ესენი არიან ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნე ძალები, რომლებიც ამ რეგიონში მოინახებიან. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ „ნამახვანჰესი“ ეს არ არის ერთი ცალკე აღებული პროექტი, ეს არის ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ნაწილი, სწორედ აქედან ამოვდივართ“, - განაცხადა თურნავამ.

ნათია თურნავა

13 აპრილი 2021, 23:43

ეკონომიკა

ნათია თურნავა: წელს, პანდემიის დროს გვიწევს 200 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა ქვეყნის გარეთ ენერგორესურსებისთვის

„წელს, პანდემიის დროს გვიწევს 200 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა ქვეყნის გარეთ, ჩვენი სამეზობლოს სასარგებლოდ და ეს ფული ხმარდება არა რომელიმე აქ აშენებულ ჰიდროსადგურს, არამედ თურქეთში, აზერბაიჯანში ან რუსეთში განთავსებულ ჰიდროსადგურებს და იქ დასაქმებულ ადამიანებს, მათი ეკონომიკის გაძლიერებას. ეს ფული, ეს ვალუტა აკლდება ჩვენს სავალუტო ბაზარს. სხვა შემთხვევაში ეს რესურსი ლარის გამყარებას მოხმარდებოდა“, - განმარტა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილი

13 აპრილი 2021, 23:37

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი ნამახვანჰესზე: უნდა დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები იმაში, რომ მიღებული გადაწყვეტილებები არის სამართლიანი და პასუხისმგებლიანი

კომუნიკაციის ნაკლებობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, ვინაიდან ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები იმაში, რომ მიღებული გადაწყვეტილებები არის სამართლიანი და პასუხისმგებლიანი, თუმცა კომუნიკაციის პროცესი არაა შემოსაზღვრული ერთი დღით. ჩვენი თანამშრომლები მუდმივად იმყოფებოდნენ რეგიონში, ხვდებოდნენ მოსახლეობას და არაერთი შეხვედრა გაიმართა პარლამენტში, სადაც ყველა ოპონენტს ჰქონდა კითხვის დასმის საშუალება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ გარემოს დაცვის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

13 აპრილი 2021, 23:28

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „სინოფარმით“ ვაქცინაციის დასაწყებად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას ელოდებიან

ველოდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას, რომელიც აპრილის ბოლოს „სინოფარმის“ ავტორიზაციასთან დაკავშირებით უნდა მიიღოს, რის შემდეგაც ვაქცინაციის პროცესს დავიწყებთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „იმედის ფაქტორში“ ჩართვისას განაცხადა.