Imedi /  05 მარტი 2021, 22:48 / სანდო წყარო

ვანდალიზმის მორიგი ფაქტი თბილისში - ოკუპაციის მსხვერპლთა მემორიალი დაზიანებულია

ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი

ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი

ოკუპაციის მსხვერპლთა მემორიალი დაზიანებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმციით, კრწანისის რაიონში მდებარე ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკში ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დააზიანეს. ფაქტი ამ საღამოს დაფიქსირდა. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

მემორიალი ახლახან, მიმდინარე წლის იანვარში დაიდგა. მისი ავტორი მოქანდაკე ირაკლი წულაძეა, რომელმაც 2019 წლის 6 დეკემბერს, თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.

მემორიალის კომპოზიცია შედგება ნატურალური ზომის, ბრინჯაოს ორი ფიგურისგან და მათ შორის აღმართული, ნაწრთობი, მრავალშრიანი მინის კედლისგან, სადაც დამონტაჟებულია მინათების სისტემა. კედელი გრავირებულია და მასზე სიმბოლურად მავთულხლართებია დატანილი.

ყველა სიახლე

სუსი

19 აპრილი 2021, 18:48

სამართალი

2020 წელს სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გამოძიება სისხლის სამართლის 66 საქმეზე დაიწყო

„2020 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 66 საქმეზე, ხოლო ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 72 პირი, მათ შორის ქრთამის აღების ან/და ქრთამის აღებაში დახმარების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი გულგრილობის, დიდი ოდენობით თაღლითობის, მითვისება-გაფლანგვის, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და სხვა ფაქტებზე“, - ნათქვამია ანგარიშში.

19 აპრილი 2021, 18:45

სამართალი

სუს-ის ანგარიში: 2020 წელს საქართველოს წინაშე მდგარ მთავარ საფრთხესა და გამოწვევას კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია წარმოადგენდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, საქართველოს პარლამენტს 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. დოკუმენტში, უსაფრთხოების მიმართულებით ქვეყნის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევები და საფრთხეებია შეჯამებული.

ლევან ნიკოლეიშვილი

19 აპრილი 2021, 18:45

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ის ხალხი, ვინც დოკუმენტს ხელს არ მოაწერს იმ პოზიციაზე დარჩება, რაც მხოლოდ სააკაშვილისთვისაა მისაღები

ის პარტიები, რომლებიც მზადყოფნას გამოთქვამენ ხელი მოაწერონ დოკუმენტს, მათ გაუჩნდათ მომავალი, რომ პოლიტიკური პარტიები ეწოდებოდეთ, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ლევან ნიკოლეიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

19 აპრილი 2021, 18:43

სამართალი

სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოძიება სისხლის სამართლის 12 საქმეზე დაიწყო

ცალკეული ქვეყნების დაზვერვითი საქმიანობისა და შესაძლო დესტრუქციული ქმედებებისგან სახელმწიფოს დასაცავად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები და გატარდა სათანადო კონტრზომები.

ზურაბ ქადაგიძე

19 აპრილი 2021, 18:43

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: იხელთეს დრო პატარა პარტიებმა და ხელიდან დაუსხლტნენ მიშას, სათქმელიც აქვთ - დასავლეთს უარს ვერ ვეტყვითო

„ოცნებამ“ აჩვენა, რომ ის არის დღეს ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ადარდებს ხალხი და რომლის პასუხისმგებლობაც არის მართალია ხელოვნური, მაგრამ მაინც კრიზისის მოგვარება. ჰოდა „ოცნების“ მზაობა, რომ ხელი მოაწეროს 43%-იან პირობას, ხელი მოაწეროს დოკუმენტს, სადაც კრიმინალების გათავისუფლება წერია, „ნაცმოს“ უკან დასახევი გზა აღარ დარჩა. ახლა, დოკუმენტზე ხელის არ მოწერის შემდეგ, მაინტერესებს ჟორიკა რურუა რას იტყვის, როცა მისი გათავისუფლება მიშას ხელშია, მიშა კი ერთ რამეზე ფიქრობს - რ ა დ ი კ ა ლ ი ზ ა ც ი ა! ჰოდა იხელთეს დრო პატარა პარტიებმა და ხელიდან დაუსხლტნენ მიშას, სათქმელიც აქვთ - დასავლეთს უარს ვერ ვეტყვითო. სულ ესაა შეფასება მთელი ამ პროცესების“, - წერს ქადაგიძე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

19 აპრილი 2021, 18:40

სამართალი

სუს-ი: რუსეთის ფედერაციის გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნები არ შეცვლილა და მთავარ საფრთხედ კვლავ მისი ექსპანსიური პოლიტიკა რჩება

„უსაფრთხოების თვალსაზრისით, განსაკუთრებით რთული გამოწვევა იყო 2020 წელს საქართველოს ორ მეზობელ სახელმწიფოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება და აღნიშნულთან დაკავშირებული საფრთხეები. მთიან ყარაბაღში სამხედრო კონტინგენტის განთავსებით, რუსეთი ცდილობს რეგიონზე სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის ბერკეტების გამყარებას, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს რეგიონის უსაფრთხოების გარემოზე.

ჟოზეფ ბორელი

19 აპრილი 2021, 18:40

მსოფლიო

ჟოზეფ ბორელი: უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზება ძალიან შემაშფოთებელია

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზება ძალიან შემაშფოთებელია.

19 აპრილი 2021, 18:39

ტექნოლოგიები

Tesla-ს უპილოტო ავტომობილის ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ამერიკული ელექტრომანქანების მწარმოებლის, Tesla-ს მიერ შექმნილი ავტომობილი ხეს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. დაღუპულია ორი ადამიანი. არსებული ინფორმაციით, 2019 წელს გამოშვებული Tesla Model S მოსახვევში დიდი სიჩქარით შევიდა. დაღუპულებიდან ერთი წინა სავარძელზე, მეორე კი - უკანა სავარძელზე იპოვეს. ორივე 50 წელს გადაცილებული პირია.

19 აპრილი 2021, 18:38

საზოგადოება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით სასწავლო ცენტრი შეიქმნა

2020 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით სასწავლო ცენტრი შეიქმნა, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც დღეს პარლამენტმა გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა ახალი სტრუქტურული ერთეულის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, მოეწყო სასწავლო ცენტრის ინფრასტრუქტურა, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მეცადინეობისთვის.

19 აპრილი 2021, 18:35

სამართალი

სუსი: კიბერუსაფრთხოების სისტემის რეფორმირება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას უნდა დაეფუძნოს

„აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიღება უზრუნველყოფს ამ სფეროში აუცილებელი რეფორმების დროულად განხორციელებას და ქვეყნის კიბერუსაფრთხოების სისტემის მდგრადობის ამაღლებას“ - ნათქვამია სუსის ანგარიშში.

ირაკლი კობახიძე

19 აპრილი 2021, 18:33

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვიხილავთ ოპოზიციის ნაწილს პარლამენტში და ეს მათ უნდა მივულოცოთ

„ოპოზიციაში და განსაკუთრებით რადიკალურ ოპოზიციაში დაშლის პროცესი წარიმართა. „ქართული ოცნება“ არის სრულად კონსოლიდირებული. ესაა საბოლოო შედეგები იმ ხელოვნური კრიზისის, რომელიც შეიქმნა. ძალიან კარგია, რომ პროცესი სრულდება შეთანხმებით. ჩვენ ვიხილავთ ოპოზიციის ნაწილს პარლამენტში, იმ ნაწილს, რომელიც გამიჯნული იქნება რადიკალური ნაწილისგან და ეს მათ უნდა მივულოცოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი საბოლოოდ ახერხებენ და დაეხსნებიან ოპოზიციის რადიკალურ ფრთასა და მათ შეუძლიათ უკვე კონსტრუქციულ პროცესებში ჩაერთონ. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ კიდევ უფრო მეტად წინ წაიწიოს და სხვა დღის წესრიგზე უნდა გადავერთოთ“, - განაცხადა კობახიძემ.

19 აპრილი 2021, 18:31

სამართალი

2020 წელს სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 66 საქმეზე, ხოლო ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 72 პირი

კორუფციის აღმოფხვრისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საანგარიშო პერიოდში, სამსახურის ძალისხმევა მიმართული იყო პრევენციაზე დამყარებული ღონისძიებების განხორციელებისა და კორუფციული ფაქტების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა-აღკვეთისაკენ.

მარკეტა გრეგოროვა

19 აპრილი 2021, 18:25

პოლიტიკა

მარკეტა გრეგოროვა: უნდა შევაქო „ქართული ოცნება“ შეთანხმების ხელმოწერის სურვილისთვის და დაჟინებით მოვუწოდებ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, კონსტრუქციულობა გამოიჩინოს

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა მიესალმება „ქართულ ოცნების“ გადაწყვეტილებას, ხელი მოაწეროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ შეთავაზებას და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებს.

შალვა პაპუაშვილი

19 აპრილი 2021, 18:21

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „ქართული ოცნება“ არის ლიდერების გუნდი, რომელიც ყველა მნიშვნელოვან მომენტში საკუთარ ქვეყანას ყველაზე წინ აყენებს

ბოლო პერიოდში მედია კითხულობდა: ვინ არის „ქართული ოცნების“ ლიდერი? თქვენ ვის გუნდში ხართ? პასუხი ყოველთვის ერთი მქონდა: „ქართული ოცნება“ არ არის ერთი ლიდერის პარტია, ასეთები ბევრი გვყავს და, როგორც ვატყობ, კიდევ ერთი დაგვემატება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

19 აპრილი 2021, 18:15

COVID19

ინდოეთის დედაქალაქში შეზღუდვები გახანგრძლივდა

ინდოეთის დედაქალაქში, დელიში შეზღუდვები კიდევ ერთი კვირით გახანგრძლივდა, - ამის შესახებ Anadolu ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. „დღეს, 22:00 საათიდან შემდეგი კვირის ორშაბათამდე, 05:00 საათამდე დელიში „ლოკდაუნი“ იმოქმედებს, თუმცა, ამ დროის განმავლობაში, ყველა აუცილებელი მომსახურება იქნება ხელმისაწვდომი“ - აცხადებენ ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაში.

19 აპრილი 2021, 18:12

COVID19

ბოლო 24 საათში ირანში კორონავირუსის 24 346 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 24 346 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 398 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

გიორგი ამილახვარი

19 აპრილი 2021, 18:07

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: არათუ 43%, „ქართული ოცნება“ გაცილებით მაღალ პროცენტზე იბრძოლებს მოახლოებულ არჩევნებზე

„ქართულმა ოცნებამ“, როგორც პასუხისმგებლიანმა ძალამ, ცალმხრივად, უაპელაციოდ მოაწერა ხელი შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს. დამატებით, ჩვენივე ინიციატივით, ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, განვაცხადეთ თვითმმართველობის არჩევნებსა და 40-%-იან ზღვარზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

გიორგი ამილახვარი

19 აპრილი 2021, 18:05

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: ეს მისი პრეროგატივაა და მის აზრს ვიზიარებთ

მან ახსენა, რომ გიორგი რურუა არ ჯდება არცერთ იმ კატეგორიებში, რის გამოც ხდება შეწყალება, მაგრამ ქალბატონმა პრეზიდენტმა ასევე ახსნა, რომ ის დააყენებს ქვეყნის ინტერესებს უპირველესად. მისი პოზიცია, შესაძლოა გარკვეულ ნაწილისთვის არ იყოს მისაღები, მაგრამ ჩვენ ვთქვით და ახლაც ვადასტურებთ, რომ არ გვექნება კრიტიკული დამოკიდებულება, ამიტომ ეს მისი პრეროგატივაა და ჩვენ ამ აზრს ვიზიარებთ“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ვლადიმერ ბოჟაძე

19 აპრილი 2021, 18:04

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: წარმომიდგენია, რა დღეშია გაქცეული პრეზიდენტი, თავი ყველაზე ჭკვიანი ეგონა და მარტო აღმოჩნდა დაგებულ დიდ მახეში - ყველა ხელს აწერს მის გარდა

„ქართული ოცნების“ ამოცანა ნამდვილად იყო, რომ შედარებით კონსტრუქციული ოპოზიცია გაეთავისუფლებინა მიშას კლანჭებიდან და დღეს, სწორ დროს და სწორ მომენტში, მმართველმა გუნდმა გადადგა ისეთი ნაბიჯი, რამაც გააშლეგა სააკაშვილი და სწორედ ასეთი წარსდგა ქართველი მაყურებლის წინაშე. ერთი მხრივ „ოცნებამ“ დაადასტურა, რომ ის არის პროდასავლური ძალა, მეორე მხრივ კი უმტკივნეულო საშუალება მისცა ოპოზიციას, გამოსულიყვნენ მისი ტყვეობიდან. ვნახოთ ვინ შერჩება სააკაშვილს და ვინ გააგრძელებს რუსეთის თამაშს!“ - აცხადებს ბოჟაძე.

ირაკლი კობახიძე

19 აპრილი 2021, 17:58

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ ზღვარს მარტივად გადალახავს - ჩვენთვის არც 40%-იანი ზღვარია პრინციპული და არც 43%-იანი

„ქართული ოცნება“ ასეც და ისეც ზღვარს მარტივად გადალახავს. ჩვენთვის არც 40%-იანი ზღვარია პრინციპული და არც 43%-იანი. კარს მომდგარ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში შეგვიძლია როგორც ერთი, ასევე მეორე ზღვარი აბსოლუტურად თავისუფლად გადავლახოთ და ამაში საზოგადოება თავად დარწმუნდება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბრიუსელში ვიზიტის დროს ჟურნალისტებს განუცხადა.