06 მარტი 2021, 10:46 / სანდო წყარო

აბიტურიენტების მიერ ხშირად დასმული კითხვები და მათზე პასუხები

გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს იმ კითხვებს, რომლებსაც აბიტურიენტები ხშირად სვამენ და ამ კითხვებზე პასუხებს აქვეყნებს.

🔹 როგორ მივხვდე, რომ ნამდვილად დავრეგისტრირდი?

შენახვის ღილაკის გამოყენების შემდეგ ეკრანზე დაინახავთ წარწერას: შეინახეთ ან ამობეჭდეთ თქვენი სარეგისტრაციო განაცხადი, ასევე მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას მითითებულ ტელეფონის ნომერზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია. არ გადასცეთ სხვას თქვენი პაროლი, ის არაერთხელ დაგჭირდებათ პროგრამების შეცვლის, დამატებისა თუ შედეგების ნახვის დროს.

🔹 რეგისტრაციის დროს მოვნიშნე სპეციალური პირობა, რა შეღავათი მექნება გამოცდაზე?

ზოგიერთი ჯანმრთელობის პრობლემის არსებობის შემთხვევაში შესაძლოა გამოსაცდელს დრო დაემატოს ან შეექმნას მისთვის აუცილებელი სპეციფიკური საგამოცდო გარემო. გადაწყვეტილებას იღებს სპეციალური კომისია ფორმა N100-ის საფუძველზე (დაავადების სიმძიმის შესაბამისად).

🔹 თუ გამოცდაზე გასვლა გადავიფიქრე, თანხა უკან დამიბრუნდება?

თუ აბიტურიენტი რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე ცენტრს განცხადებით 31 მარტის 18:00 საათამდე მომართავს, მას თანხა უკან დაუბრუნდება. თანხის დაბრუნების თაობაზე დეტალური ინფორმაცია ქვეყნდება ცენტრის ვებ და ფეისბუკ გვერდებზე.

🔹 მათემატიკაში ყველა დავალებას ერთი გამსწორებელი ასწორებს?

დასკანერების შემდეგ ნაშრომი იჭრება დავალებების მიხედვით და ნაწილდება. თითოეულ ნაწილს გამსწორებელთა ერთი ჯგუფი ასწორებს - ერთ ნამუშევარს მინიმუმ ორი ადამიანი. თუ მათი შეფასება არ დაემთხვა ერთმანეთს, ამ შემთხვევაში მესამე გამსწორებელიც აფასებს ნაშრომს.

🔹 მათემატიკის 35-ე დავალების სირთულე რაში მდგომარეობს და რა რჩევას მოგვცემთ?

35-ე დავალება (გასული წლის ტესტის მე-40 დავალება) არის კომპლექსური დავალება მომატებული სირთულით. მისი დანიშნულებაა საშუალოზე მაღალი მომზადების აბიტურიენტების ცოდნისა და მათემატიკური უნარების რანჟირება.

🔹 რომელი წიგნებით მოვემზადოთ მათემატიკის გამოცდისათვის?

რომელიმე წიგნს განსაკუთრებულად ვერ გამოვყოფთ. გამოგადგებათ ყველა გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელო, ამოცანათა კრებულები და ჩვენი ცენტრის მიერ მომზადებული კრებული „როგორ მოვემზადოთ 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის - მათემატიკა.“

🔹 უცხოურ ენაში ესე რამდენსიტყვიანი სჯობს რომ იყოს და მაღალი ქულა როგორ მივიღოთ ამ დავალებაში, რას გვირჩევთ?

ესეში სიტყვების რეკომენდებული რაოდენობაა 120 - 150. შეგიძლიათ ამაზე ცოტა მეტიც დაწეროთ, მთავარია, არ გადასცდეთ ამ დავალებისათვის გამოყოფილ სივრცეს, რადგან შესაძლოა დასკანერების დროს თქვენი ნაწერი მოიჭრას. შინაარსის მხრივ ყურადღება ექცევა იმას, თუ რამდენად ზუსტად და პირდაპირ პასუხობთ მოცემულ დავალებას. არ არის საჭირო ზოგადი დაზეპირებული ფრაზების ხშირად გამოყენება. მთავარია, პირადი აზრი გასაგებად და არგუმენტირებულად გადმოსცეთ.

🔹 ინგლისურ ენაში მეორე მოსმენის დავალება რის ხარჯზე დაემატა და რატომ?

სწორია/არასწორია დავალება ტესტიდან ამოვიღეთ 2020 წელს, რის ნაცვლადაც დაემატა მოსმენის მეორე დავალება, რამაც უცხოური ენების ტესტი უფრო მეტად დააბალანსებული გახადა. ახლა ტესტი შედგება სამი მეტნაკლებად თანაბარი წონის დავალებისაგან. ესენია: მოსმენა, კითხვა და წერა.

🔹 რეგისტრაციის დროს არ არის მითითებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის ჩატარდება გამოცდა. მესიჯის სახით მივიღებთ?

ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ სად და რომელ რიცხვში ჩატარდება გამოცდა, ასევე რეგისტრაციის დაწყების დრო და საგამოცდო ცენტრის მისამართი მითითებული იქნება ბარათზე, რომლის ამობეჭდვასაც აბიტურიენტები გამოცდის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე შეძლებენ.

🔹 სხვა ქალაქში გამოცდის ჩაბარება შემიძლია? მაგალითად, თუ ვცხოვრობ გორში და საგამოცდო ქალაქად ბათუმი შემიძლია ავირჩიო?

გამოსაცდელს უფლება აქვს, აირჩიოს ნებისმიერი საგამოცდო ქალაქი.

🔹 დაბადების მოწმობით თუ არის შესაძლებელი დარეგისტრირება?

დიახ, რეგისტრაციის დროს აბიტურიენტს პირადი მონაცემებიდან მხოლოდ თერთმეტნიშნა პირადი ნომრის შეყვანა სჭირდება შესაბამის ველში, რომელიც მითითებულია მის დაბადების მოწმობაზე და არ იცვლება.

🔹 ისტორიაში თარიღების ზედმიწევნით ცოდნა თუ არის სავალდებულო?

ისტორიის ტესტში თარიღების ზედმიწევნით ცოდნა არაა სავალდებულო. აბიტურიენტმა უნდა იცოდეს ესა თუ ის მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა რომელი საუკუნის რომელ მონაკვეთში მოხდა, თუმცა ზუსტი თარიღების ცოდნა არ არის აუცილებელი.

🔹 ისტორიაში არგუმენტების მითითებისას რაიმე სახის შეზღუდვა ხომ არ გვაქვს?

დავალებაში - ისტორიული პრობლემის ანალიზი - აბიტურიენტმა არგუმენტები უნდა მოიტანოს ორი განსხვავებული მოსაზრების სასარგებლოდ კონკრეტულ ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებით. ამ თვალსაზრისით ის საკუთარ მსჯელობაში თავისუფალია, არაფრითაა შეზღუდული.

🔹 გამოცდაზე არგამოცხადება საპატიოდ რა შემთხვევაში ითვლება?

აბიტურიენტი ვალდებულია გამოცხადდეს საგამოცდო ცენტრში ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას. დაგვიანების შემთხვევაში, ის გამოცდაზე აღარ დაიშვება და სხვა დროს შესაბამის გამოცდას ვერ ჩააბარებს.

ყველა სიახლე

მიხეილ სააკაშვილი

19 აპრილი 2021, 19:45

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: დოკუმენტზე ხელის მოწერამდე მნიშვნელოვანია დეტალებზე ორიენტირება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ აღიარა, რომ შესაძლებელია ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა დოკუმენტზე ხელის მოწერამდე მნიშვნელოვანია დეტალებზე ორიენტირება.

ირაკლი კობახიძე

19 აპრილი 2021, 19:38

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: შარლ მიშელს პირადად გადავუხადე მადლობა ძალისხმევისთვის, რომელიც მან შეთანხმების ხელმოწერისთვის გასწია

„ძალიან მეგობრული შეხვედრა მქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან. შარლ მიშელს პირადად გადავუხადე მადლობა ძალისხმევისთვის, რომელიც მან გასწია ამ შეთანხმების ხელმოწერისთვის. მიგვაჩნია, რომ ეს არის არა „ქართული ოცნების“ ან პარტნიორების, არამედ ეს არის საქართველოს გამარჯვება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

19 აპრილი 2021, 19:38

პოლიტიკა

„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის შეხვედრა ჩაინიშნა

საქართველოში ევროკროგორც ცნობილია, შეხვედრა 20:30 საათზე დაიწყება. პარტიები, სავარაუდოდ, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ ახალ წინადადებასთან დაკავშირებით იმსჯელებენ.ავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის შეხვედრა გაიმართება.

19 აპრილი 2021, 19:26

პოლიტიკა

საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო: მივესალმებით პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში მიღწეულ პროგრესს

„მივესალმებით პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში მიღწეულ პროგრესს, მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელთაც ჯერ არ მოუწერიათ ხელი შეთანხმებისთვის, გამოიჩინონ გამბედაობა და გააკეთონ ეს საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით და ქვეყნის ევროატლანტიკური პროგრესის გაგრძელებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყვითელი ლენტი

19 აპრილი 2021, 19:23

საზოგადოება

დიდ დიღომში აივნის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა

შემთხვევა დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში მოხდა, საცხოვრებელი კორპუსის აივანი ჩამოინგრა. თვითმხილველების თქმით, ჩამონგრევის დროს აივანზე ქალი იდგა. როგორც imedinews-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

მამუკა მდინარაძე

19 აპრილი 2021, 19:04

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ჩვენ კვლავ ბევრი გამარჯვებისთვის ვემზადებით, რა 43 პროცენტი, დაიმახსოვრეთ ეს დღე

ქართული ოცნება“ ხელს აწერს მოდიფიცირებულ დოკუმენტსაც. ამით ყველაზე რადიკალურ ოპონენტებსაც კი ძებნილი და კრიმინალი სააკაშვილის მონობის რესურსი აბსოლუტურად ეწურებათ - მათ ხელი უნდა მოაწერონ შემოთავაზებულ დოკუმენტს. ჩვენ კი კვლავ ბევრი გამარჯვებისთვის ვემზადებით. რა 43%, დაიმახსოვრეთ ეს დღე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

19 აპრილი 2021, 18:58

კულტურა

გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ნუმიზმატიკური ექსპოზიცია გაიხსნა

გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში მუდმივმოქმედი ნუმიზმატიკური ექსპოზიცია „მიუნცკაბინეტი“ გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი საგანძური, როგორც ქრონოლოგიური დიაპაზონით, ასევე შემადგენლობით, ერთიანი საქართველოს ნუმიზმატიკური ექსპოზიციის მოდელს წარმოადგენს - პრემონეტარული ეპოქიდან (ძვ.წ. II-I ათასწლეული) მოყოლებული 1834 წლამდე.

ვიოლა ფონ კრამონი

19 აპრილი 2021, 18:55

პოლიტიკა

ვიოლა ფონ კრამონი: შევაქებ „ქართულ ოცნებასა“ და ყველა იმ ოპოზიციურ პარტიას, ვინც საქართველოს ინტერესი ყველაფერზე მაღლა დააყენა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი მიესალმება „ქართულ ოცნებისა“ და რიგი ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებას, ხელი მოაწერონ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ შეთავაზებას.

ზაალ ანჯაფარიძე

19 აპრილი 2021, 18:54

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: მიშელი იმაზეც კი წავიდა, რომ მის მიერ დანიშნული მედიატორის დოკუმენტიც შეცვალა, რათა ოპოზიცია ცივილური პოლიტიკური ცხოვრების ველზე დაებრუნებინა, მაგრამ მათგან მიიღო რიყე

შარლ მიშელი ალბათ ფიქრობს, „რა მინდოდა წვენებშიო“. ვერ დარწმუნდა ეტყობა თუ რა მძიმე „ადამიანურ მასალასთან“ აქვს საქმე ქართული ოპოზიციის სახით, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, მიშელი იმაზეც კი წავიდა, რომ მის მიერ დანიშნული მედიატორის დოკუმენტიც შეცვალა, რათა ოპოზიცია ცივილური პოლიტიკური ცხოვრების ველზე დაებრუნებინა, მაგრამ მათგან მიიღო რიყე.

მამუკა მდინარაძე

19 აპრილი 2021, 18:53

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ყველაზე რადიკალურ ოპონენტებსაც კი, ძებნილი და კრიმინალი სააკაშვილის მონობის რესურსი აბსოლუტურად ეწურებათ

43%-ს არ აქვს არანაირი ლოგიკა. არც სხვა რაიმე პროცენტს, გარდა 40%-ისა, რომელიც 8 მარტის შეთანხმებასა და ე. წ. „ჩამკეტშიც" აისახა, რადგან ამაზე დაბალი მხარდაჭერის შემთხვევაში, გამარჯვებული პარტია ვერანაირი კონფიგურაციით ვერ მოიპოვებს ხელისუფლებას, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

სუსი

19 აპრილი 2021, 18:48

სამართალი

2020 წელს სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გამოძიება სისხლის სამართლის 66 საქმეზე დაიწყო

„2020 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 66 საქმეზე, ხოლო ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 72 პირი, მათ შორის ქრთამის აღების ან/და ქრთამის აღებაში დახმარების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი გულგრილობის, დიდი ოდენობით თაღლითობის, მითვისება-გაფლანგვის, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და სხვა ფაქტებზე“, - ნათქვამია ანგარიშში.

19 აპრილი 2021, 18:45

სამართალი

სუს-ის ანგარიში: 2020 წელს საქართველოს წინაშე მდგარ მთავარ საფრთხესა და გამოწვევას კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია წარმოადგენდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, საქართველოს პარლამენტს 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. დოკუმენტში, უსაფრთხოების მიმართულებით ქვეყნის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევები და საფრთხეებია შეჯამებული.

ლევან ნიკოლეიშვილი

19 აპრილი 2021, 18:45

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ის ხალხი, ვინც დოკუმენტს ხელს არ მოაწერს იმ პოზიციაზე დარჩება, რაც მხოლოდ სააკაშვილისთვისაა მისაღები

ის პარტიები, რომლებიც მზადყოფნას გამოთქვამენ ხელი მოაწერონ დოკუმენტს, მათ გაუჩნდათ მომავალი, რომ პოლიტიკური პარტიები ეწოდებოდეთ, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ლევან ნიკოლეიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

19 აპრილი 2021, 18:43

სამართალი

სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოძიება სისხლის სამართლის 12 საქმეზე დაიწყო

ცალკეული ქვეყნების დაზვერვითი საქმიანობისა და შესაძლო დესტრუქციული ქმედებებისგან სახელმწიფოს დასაცავად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები და გატარდა სათანადო კონტრზომები.

ზურაბ ქადაგიძე

19 აპრილი 2021, 18:43

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: იხელთეს დრო პატარა პარტიებმა და ხელიდან დაუსხლტნენ მიშას, სათქმელიც აქვთ - დასავლეთს უარს ვერ ვეტყვითო

„ოცნებამ“ აჩვენა, რომ ის არის დღეს ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ადარდებს ხალხი და რომლის პასუხისმგებლობაც არის მართალია ხელოვნური, მაგრამ მაინც კრიზისის მოგვარება. ჰოდა „ოცნების“ მზაობა, რომ ხელი მოაწეროს 43%-იან პირობას, ხელი მოაწეროს დოკუმენტს, სადაც კრიმინალების გათავისუფლება წერია, „ნაცმოს“ უკან დასახევი გზა აღარ დარჩა. ახლა, დოკუმენტზე ხელის არ მოწერის შემდეგ, მაინტერესებს ჟორიკა რურუა რას იტყვის, როცა მისი გათავისუფლება მიშას ხელშია, მიშა კი ერთ რამეზე ფიქრობს - რ ა დ ი კ ა ლ ი ზ ა ც ი ა! ჰოდა იხელთეს დრო პატარა პარტიებმა და ხელიდან დაუსხლტნენ მიშას, სათქმელიც აქვთ - დასავლეთს უარს ვერ ვეტყვითო. სულ ესაა შეფასება მთელი ამ პროცესების“, - წერს ქადაგიძე.

ჟოზეფ ბორელი

19 აპრილი 2021, 18:40

მსოფლიო

ჟოზეფ ბორელი: უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზება ძალიან შემაშფოთებელია

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზება ძალიან შემაშფოთებელია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

19 აპრილი 2021, 18:40

სამართალი

სუს-ი: რუსეთის ფედერაციის გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნები არ შეცვლილა და მთავარ საფრთხედ კვლავ მისი ექსპანსიური პოლიტიკა რჩება

„უსაფრთხოების თვალსაზრისით, განსაკუთრებით რთული გამოწვევა იყო 2020 წელს საქართველოს ორ მეზობელ სახელმწიფოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება და აღნიშნულთან დაკავშირებული საფრთხეები. მთიან ყარაბაღში სამხედრო კონტინგენტის განთავსებით, რუსეთი ცდილობს რეგიონზე სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის ბერკეტების გამყარებას, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს რეგიონის უსაფრთხოების გარემოზე.

19 აპრილი 2021, 18:39

ტექნოლოგიები

Tesla-ს უპილოტო ავტომობილის ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ამერიკული ელექტრომანქანების მწარმოებლის, Tesla-ს მიერ შექმნილი ავტომობილი ხეს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. დაღუპულია ორი ადამიანი. არსებული ინფორმაციით, 2019 წელს გამოშვებული Tesla Model S მოსახვევში დიდი სიჩქარით შევიდა. დაღუპულებიდან ერთი წინა სავარძელზე, მეორე კი - უკანა სავარძელზე იპოვეს. ორივე 50 წელს გადაცილებული პირია.

19 აპრილი 2021, 18:38

საზოგადოება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით სასწავლო ცენტრი შეიქმნა

2020 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით სასწავლო ცენტრი შეიქმნა, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც დღეს პარლამენტმა გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა ახალი სტრუქტურული ერთეულის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, მოეწყო სასწავლო ცენტრის ინფრასტრუქტურა, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მეცადინეობისთვის.

19 აპრილი 2021, 18:35

სამართალი

სუსი: კიბერუსაფრთხოების სისტემის რეფორმირება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას უნდა დაეფუძნოს

„აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიღება უზრუნველყოფს ამ სფეროში აუცილებელი რეფორმების დროულად განხორციელებას და ქვეყნის კიბერუსაფრთხოების სისტემის მდგრადობის ამაღლებას“ - ნათქვამია სუსის ანგარიშში.