imedi /  09 მარტი 2021, 10:56 / სანდო წყარო

შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის გადამზადება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის გადამზადება დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალისთვის დაიწყო გადამზადების კურსი მოსათავსებელ/მოთავსებულ პირთა სხეულზე არსებული დაზიანებების ფოტოგრაფირებისა და ფოტომასალის შენახვის წესის შესახებ.

აღნიშნულ საკითხებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ბაზაზე გადამზადდა ექიმების ორი ჯგუფი. ტრენინგს უძღვებოდნენ საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტისა და დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამედიცინო მომსახურების სამსახურის თანამშრომლები.

სწავლების ფარგლებში, ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს ფოტოგრაფირების ტექნიკური ასპექტები, ფოტომასალის კონფიდენციალურობის მნიშვნელობა და მისი დაარქივების წესები.

სწავლების დიდი ნაწილი პრაქტიკულ სამუშაოებს დაეთმო. დანარჩენი სამედიცინო პერსონალის გადამზადებას სამინისტრო უახლოეს მომავალში განახორციელებს.

ყველა სიახლე

იაგო ხვიჩია

12 აპრილი 2021, 17:46

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: 7 საკითხიდან ერთ-ერთის დაკმაყოფილებას „გირჩი“ სამართლიანად ითხოვს

გზა პარლამენტის შენობამდე მიდის, მაგრამ მიდის თუ არა პარლამენტამდე, ეს დამოკიდებულია იმაზე ხელისუფლება 7-დან ერთ მოთხოვნას დააკმაყოფილებს თუ არა, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ალექსეი ნავალნი

12 აპრილი 2021, 17:44

მსოფლიო

გამოსასწორებელი კოლონიის ადმინისტრაცია ალექსეი ნავალნის იძულებითი კვებით ემუქრება

გამოსასწორებელი კოლონიის ადმინისტრაცია ალექსეი ნავალნის იძულებითი კვებით ემუქრება. ინფორმაციას ამის შესახებ ალექსეი ნავალნის Tvwitter-ის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

12 აპრილი 2021, 17:36

საზოგადოება

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს ზურაბ სიჭინავა უხელმძღვანელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ საბაჟო დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავა წარადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ზურაბ სიჭინავა განათლებით სამართალმცოდნეა. მას, ასევე აქვს უმაღლესი ეკონომიკური განათლება და მინიჭებული აქვს საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი.

12 აპრილი 2021, 17:32

საზოგადოება

ბადრი პატარკაციშვილის დედა, ნათელა პატარკაციშვილი ებრაელთა სასაფლაოზე დაკრძალეს

ნათელა პატარკაციშვილი ებრაელთა სასაფლაოზე დაკრძალეს. ცნობილი ბიზნესმენისა და მეცენატის, ტელეკომპანია „იმედის“ დამაარსებლის, ბადრი პატარკაციშვილის დედას უკანასკნელი პატივი ოჯახის ახლობლებმა, პოლიტიკოსებმა, კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა, არკადიაში მიაგეს.

ვახტანგ მეგრელიშვილი

12 აპრილი 2021, 17:31

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: ჩვენ წარმოვადგინეთ 7 პუნქტი, რომლისგანაც ერთი პუნქტის სერიოზულად განხილვის შემთხვევაშიც მზად ვართ პარლამენტში ვიმუშაოთ

​„თუ ამ შვიდი პუნქტიდან, არცერთი პუნქტი არ შესრულდება „ქართული ოცნების“ მიერ, ჩვენ ბუნებრივია არ შევალთ დარბაზში, რასაც პარლამენტის რეგლამენტი გულისხმობს იმას არ დავექვემდებარებით, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებისთვის საქართველოს დერეფანი თავისუფალია. ანუ ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს პარლამენტის ინფრასტრუქტურა, იარაღის ტარების უფლება და იმუნიტეტი. დანარჩენ ნებისმიერ მატერიალურ სიკეთეზე ჩვენ უარს ვიტყვით“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

გიორგი ბარამიძე სერგო ჩიხლაძე

12 აპრილი 2021, 17:28

პოლიტიკა

როგორ აფასებენ ოპოზიციაში „გირჩის“ შვიდპუნქტიან შეთავაზებას

„ეს არის იაფფასიანი პოპულიზმი, რომ თან პარლამენტში ვიქნები, თან ხელფასს არ ავიღებ, თან იარაღს ვატარებ, თან ბანერთან დავდგები, თან არ დავდგები. ეს არის უბრალოდ არასერიოზულობა, ისევე როგორც მათ მიერ დაანონსებული „გირჩის სამეფოს“ და კონსტიტუციის შექმნა. ძალიან კარგი სტრატეგიული თამაშები მაქვს, სადაც სახელმწიფოებს აშენებ და იპყრობ, გავუგზავნიდი ამას“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ირაკლი კობახიძე

12 აპრილი 2021, 17:28

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ PVT-ის შედეგების მანიპულაციის ავტორო სწორედ გვარამიას პარტია იყო და არა ISFED-ის ხელმძღვანელი

ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის რაც ISFED-მა გააკეთა, ეს არ იყო მარტივი შეცდომა და ეს იყო შეგნებული მანიპულაცია. ამაზე ბევრი რამ მეტყველებს. ანუ, გარდა იმისა, რომ რაღაც ინფორმაციებიც გვაქვს, ბევრი რამ ლოგიკურადაც მეტყველებს იმაზე, რომ ეს არ იყო მარტივი შეცდომა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „აიპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა. კობახიძემ აღნიშნულ ფაქტამდე განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

ამერიკის საელჩო

12 აპრილი 2021, 17:25

ეკონომიკა

საელჩო: აშშ აგროტურიზმის უდიდეს პოტენციალს ხედავს საქართველოში საერთაშორისო ტურისტების მოსაზიდად

„აშშ-ის მთავრობა ხედავს აგროტურიზმის უდიდეს პოტენციალს საქართველოში საერთაშორისო ტურისტების მოსაზიდად, ამიტომ ვეხმარებით ფერმერებს, მცირე ბიზნესმფლობელებსა და სასოფლო საზოგადოებებს, ტურიზმის სექტორიდან სარგებლის მიღებაში“, - ამის შესახებ ამერიკის საელჩოს ინფორმაციაშია ნათქვამი, რომელიც სოფელ უდაბნოში კელი დეგნანის ვიზიტს ასახავს.

ზურაბ ჯაფარიძე

12 აპრილი 2021, 17:24

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე „გირჩის“ 7-პუნქტიან გეგმაზე: ძალიან კარგი პუნქტებია, შვიდივეს ვაწერ ხელს, მაგრამ შანსი არაა, ამაზე „ქართული ოცნება" წამოვიდეს

„მსგავსი არარეალისტური მოთხოვნები მაგათ რამდენჯერმე დააყენეს. სინამდვილეში, ნებისმიერი მაგ პუნქტის შესრულება ძალაუფლების დათმობას გულისხმობს. რატომ უნდა დათმოს, როდესაც მოლაპარაკების მაგიდაზე ისედაც ჩანს, რომ ეგ ადამიანები ისედაც აპირებენ შესვლას", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

12 აპრილი 2021, 17:16

მსოფლიო

საფრანგეთში მოკლე მანძილზე ავიაფრენების აკრძალვა გადაწყვიტეს

გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ქვეყნის ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირების სტრატეგიის ფარგლებში მიიღეს. ახლა კანონი საფრანგეთის სენატმა უნდა მიიღოს. თუ ასე მოხდება დოკუმენტი ფინალურ კენჭისყრაზე ეროვნულ კრებაზე გავა, რომელიც მას საბოლოოდ დაამტკიცებს.

12 აპრილი 2021, 17:11

მსოფლიო

ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, თავი შეიკავოს ისეთი ნაბიჯებისგან, რასაც უკრაინასთან დაძაბულობის გამწვავება შეუძლია

ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, თავი შეიკავოს ისეთი ნაბიჯებისგან, რასაც უკრაინასთან დაძაბულობის გამწვავება შეუძლია. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის სპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა.

12 აპრილი 2021, 16:59

საზოგადოება

ალასანიას ქუჩაზე სკვერი მოეწყო

საბურთალოს რაიონში, ალასანიას ქუჩა N36-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერი მოეწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროექტის შედეგად, 1 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო LED განათების ქსელი, საჩრდილობელი, საფეხმავლო ბილიკები და საპარკე სკამები. ასევე, ბავშვებისთვის სხვადასხვა სახის ატრაქციონი დამონტაჟდა. ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოებიც განხორციელდა.

ალეკო ელისაშვილი

12 აპრილი 2021, 16:52

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს

მე პატივს ასეთ ხალხს ვცემ და არა ისეთ ადამიანებს, რომლებიც ჯერ ავკაცობენ და ხალხზე ძალადობენ, როცა ხელისუფლებაში არიან, შემდეგ კი ამ ქვეყნიდან გარბიან და საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობენ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

12 აპრილი 2021, 16:52

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: ომი არ გვინდა, მაგრამ ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვებას არ დავუშვებთ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამი ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში უფრო საშიში და სერიოზული საფრთხე არ არსებობს, ვიდრე ირანის ფანატიკური რეჟიმის მხრიდან მომავალი საფრთხე.

12 აპრილი 2021, 16:48

სპორტი

ხვალ თბილისის ოლიმპიური სასახლე საქართველოს თასის მატჩებს უმასპინძლებს

ხვალ, 13 აპრილს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს თასის მატჩები გაიმართება. 4 შეხვედრის ფარგლებში, ერთმანეთს 8 გუნდი დაუპირისპირდება: ტიტები vs აფხაზეთი; კაკტუსი vs რუსთავი; დინამო vs ქუთაისი; ოლიმპი vs თსუ.

გიორგი ბარამიძე

12 აპრილი 2021, 16:45

პოლიტიკა

გიორგი ბარამიძე: ვადამდელი არჩევნები ჩვენი მთავარი მიზანია, სხვა ყველაფერი მეორეხარსიხოვანია

ვადამდელი არჩევნები არის ჩვენი მთავარი მიზანი, სხვა ყველაფერი მეორეხარსიხოვანია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ ტელეკომპანია ,,პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ხელოვნური კრიზისის განმუხტვას სჭირდება ვადამდელი არჩევნები.

12 აპრილი 2021, 16:34

მსოფლიო

ჰაიტიში ხუთი მღვდელი და ორი მონაზონი გაიტაცეს

ჰაიტიში ხუთი მღვდელი და ორი მონაზონი გაიტაცეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

12 აპრილი 2021, 16:34

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დავპირდით „ევროპულ საქართველოს“, რომ 3 %-იანი პარტია იქნებოდა, თუმცა მალე ეს 3%-იც საოცნებო ექნებათ

ჩვენ დავპირდით „ევროპულ საქართველოს“, რომ 3 %-იანი პარტია იქნებოდა თუმცა როგორც აღმოჩნდა, გადაჭარბებით შევასრულეთ ეს დაპირება და 3%-იც საოცნებო იქნება მათთვის ნებისმიერ შემდგომ არჩევნებში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ „აიპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

შსს

12 აპრილი 2021, 16:23

სამართალი

შსს: სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, რიონის ხეობაში არიან მობილიზებულები

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, რიონის ხეობაში არიან მობილიზებულები. განცხადებას შსს ავრცელებს. უწყების განცხადებით, უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად.

არჩილ თალაკვაძე

12 აპრილი 2021, 16:22

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: მეათე მოწვევის პარლამენტი ზედამხედველობის მანდატის განხორციელებაში აქტიურია და ეს კიდევ უფრო გაიზრდება - მნიშვნელოვანია ოპოზიციის ჩართულობა ამ პროცესში

არჩილ თალაკვაძის თქმით, საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებს სულ უფრო მეტად იყენებს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დღეს წარმოდგენილი ორი ოპოზიციური პარტია. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ ამ მექანიზმების სრულფასოვნად გამოყენებას სჭირდება ოპოზიციის ის წარმომადგენლობა, რომელიც საზოგადოებამ აირჩია.