imedi /  09 მარტი 2021, 13:27 / სანდო წყარო

პრეზიდენტმა თამარ მეფის ორდენით კულტურის სფეროში მოღვაწე რვა ქალი დააჯილდოვა

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა თამარ მეფის ორდენით კულტურის სფეროში მოღვაწე რვა ქალი დააჯილდოვა
თამარ მეფის ორდენით დაჯილდოვდნენ:

ხელოვნებათმცოდნე ელენე კავლელიშვილი (სიკვდილის შემდეგ) - ქართული ეროვნული საგანძურის კვლევასა და მის დაცვაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის;

საოპერო მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი მედეა ამირანაშვილი - ქართული საოპერო ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის;

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი მზექალა შანიძე - ქართველოლოგიის განვითარებაში, ძველი და ახალი ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის, ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის;

მსახიობი ნათელა მაჭავარიანი - ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის;

ხელოვნებათმცოდნე ქეთევან კინწურაშვილი - ქართული სამხატვრო ხელოვნების კვლევასა და საზღვარგარეთ პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის;

რეჟისორი ქეთევან (ქეთი) დოლიძე - ქართული თეატრალური და კინოხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის.;

ICOMOS-ის საერთაშორისო სამდივნოს მრჩეველი მსოფლიო მემკვიდრეობის ნომინაციების შეფასების საკითხებში რუსუდან მირზიკაშვილი - ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში, საზღვარგარეთ პოპულარიზაციასა და საუკეთესოდ წარმოჩენაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის;

ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის დირექტორი, ხელოვნებათმცოდნე რუსუდან წურწუმია - ქართული მრავალხმიანი მუსიკის კვლევაში, საზღვარგარეთ ქართული მრავალხმიანი მუსიკისა და საქართველოში მსოფლიო მრავალხმიანი მუსიკის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის.

დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდოს მფლობელებს მადლობა გადაუხადა გაწეული ღვაწლისათვის და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქალების განსაკუთრებულ როლს ქვეყნის განვითარების საქმეში.

„ჩვენს ქვეყანაში ქალების როლი განსაკუთრებულია და ეს ისტორიიდან მოგვყვება, როგორც ამ ქვეყნის დამახასიათებელი ნიშანი. ის თანასწორობა, რომელზეც დღეს ბევრს საუბრობენ და რომელიც ბევრი ქვეყნისთვის მიზანს წარმოადგენს, ჩვენთან მოცემულობაა.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი კარგადაა. კიდევ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი, თუნდაც იმ საკითხებში, რომელიც ხელფასების გათანაბრების საკითხსა და პოლიტიკაში ქალების ჩართულობას ეხება.

ბევრია გასაკეთებელი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისითაც. ქალთა მიმართ ძალადობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის კულტურაში ალბათ სიახლეა და უფრო მეტად დაკავშირებულია დღევანდელ სოციალურ ფონთან, ეს არის ის, რაც არ ეკადრება საქართველოს, ქართველებს და ქართულ კულტურას.

ჩვენ ვართ ის ქვეყანა, სადაც 103 წლის წინ ქალებმა პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება მიიღეს და გვყავდა ხუთი ქალი დეპუტატი, მათ შორის, პირველი მუსლიმი ქალი. დამოუკიდებლობის აქტზე ქალები აწერენ ხელს.
ჩვენ ვართ ის ქვეყანა, სადაც იუნკერებთან ერთად იბრძოდა და დაიღუპა მარო მაყაშვილი.

სამწუხაროა, რომ ძალიან ბევრი ქალია წასული ქვეყნიდან იმისთვის, რომ ეკონომიკურად დაეხმარონ თავიანთ ოჯახებს და იქიდან გამოგზავნონ აუცილებელი დახმარება. ეს ნიშნავს დაყოფილ ოჯახებს, ერთმანეთს დაშორებულ შვილებს და დედებს, რაც თავისთავად იმ ოჯახური განათლების სერიოზულ პრობლემას იწვევს, რომელიც სრული განათლების განუყოფელი ნაწილია. თუ არ არსებობს ოჯახი, რომელიც პირველად განათლებას აძლევს ბავშვს, შემდგომში საქმე გვაქვს ძალიან მძიმე სოციალურ და ფსიქოლოგიურ პრობლემებთან.

ანუ, ეს ჩვენი ქვეყნისთვის გამოწვევას წარმოადგენს, რომელსაც უთუოდ უნდა მივხედოთ. ეს უნდა იყოს ალბათ ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური პრიორიტეტი.

ჩვენ დროს კი არ უნდა ვკარგავდეთ დაპირისპირებებსა და პოლარიზაციაში, ჩვენ უნდა მივხედოთ იმ მთავარ ამოცანებს, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. სწორედ ამით წავალთ წინ და შევძლებთ, რომ საქართველო მართლაც შეუერთდეს ევროპულ ოჯახს და თავისი მომავალი ამ სტაბილურ გარემოში მონახოს.

გადავწყვიტეთ, კულტურის სფეროს სხვადასხვა მიმართულებიდან 8 მარტისთვის რვა ქალი შეგვერჩია და ეს იქნებოდა სწორედ სიმბოლო იმისა - რა შეუძლიათ ქართველ ქალებს.

სიმბოლურია ისიც, რომ ჩვენ თამარ მეფის ორდენს ვაძლევთ ამ ქალბატონებს, რაც იმ წარსულის გახსენებაა, რომ საქართველოში ძლიერი ქალები სიახლე არ არის და ეს ისტორიულადაა დადასტურებული“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დაჯილდოების ცერემონიაზე.

ყველა სიახლე

მაკა ბოჭორიშვილი

14 აპრილი 2021, 08:08

პოლიტიკა

ვიდეოკონფერენციის ფორმატში დღეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ბიუროს სხდომა გაიმართება

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებსა და ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დინამიკას განიხილავენ დღეს ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ბიუროს სხდომაზე.

14 აპრილი 2021, 07:58

საზოგადოება

14 აპრილი დედაენის დღეა

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს თარიღი 1978 წლის 14 აპრილის დრამატულ მოვლენებს უკავშირდება.

ზურაბ ქადაგიძე

14 აპრილი 2021, 01:08

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: კრიმინალი რურუას გამო, ვინმე ბაჩო დოლიძე პოლიციელთა უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს

ვინმე ბაჩო დოლიძე, „ნაცმოძრაობის“ ახალი სახე აქვეყნებს სამართალდამცველების ფოტოებს და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ადანაშაულებს უკანონო ქმედებაში. მე ვეკითხები მას, სამართლებრივად 1) ირღვევა თუ არა პოლიციელების უდანაშაულობის პრეზუმცია? 2) მოქმედი ოპერატიული მუშაკის იდენტიფიკაცია,სამართლებრივი ახსნის გარეშე არის თუ არა დანაშაული?” – წერს ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ნინო თანდილაშვილი

14 აპრილი 2021, 01:01

საზოგადოება

ნინო თანდილაშვილი: „ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროექტმა ჩვენი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო პროცედურა გაიარა

გარემოს დაცვითი კუთხით „ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროექტი ერთ-ერთი კარგად შესწავლილია, რომელმაც ჩვენი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო პროცედურა გაიარა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.

გურამ ნიკოალშვილი

14 აპრილი 2021, 00:51

ეკონომიკა

გურამ ნიკოლაშვილი: აქტივისტთა ჯგუფები ცდილობენ, საქართველოში ჰიდროენერგეტიკა არ განვითარდეს

აქტივისტთა ჯგუფები ცდილობენ, საქართველოში ჰიდროენერგეტიკა არ განვითარდეს, - ამის შესახებ „ჰიდროალიანსი-საჯარო პლატფორმის“ წარმომადგენელმა, გურამ ნიკოლაშვილმა „იმედის ფაქტორში“ „ნამახვანჰესზე“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, გარკვეული ჯგუფები თავიდანვე ცდილობენ მოსახლეობის ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგოდ მობილიზებას. „ეს არის სპეციალური ორგანიზაციები, მწვანე ჯგუფები, რომლებიც უკვე მრავალი წელია არიან დაკავებულები ამ დღის წესრიგით, რომ ჰიდროენერგეტიკა საქართველოში არ უნდა განვითარდეს. ჰიდროენერგეტიკა ჩვენს ქვეყანაში არის ქვაკუთხედი და საკვანძო დარგი ენერგეტიკის განვითარებისთვის, შემდეგ უკვე ეკონომიკის განვითარებისთვის“, - აღნიშნა ნიკოლაშვილმა.

ელენე ღუბიანური

14 აპრილი 2021, 00:49

ეკონომიკა

ელენე ღუბიანური: „ნამახვანჰესის“ პროექტის განსახორციელებლად 1600-მდე მოქალაქე დასაქმდება

„ნამახვანჰესის“ პროექტის განსახორციელებლად 1 600-მდე მოქალაქე დასაქმდება, - ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მშენებელი კომპანიის, ENKA Renewables-ის მთავრობასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ელენე ღუბიანურმა „იმედის ფაქტორში“ სოციალურ პაკეტებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ის, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტის განხორციელების შედეგად ქვეყანას მინიმალური სარგებელი დარჩება, მცდარია. ღუბიანურმა აღნიშნა, რომ მთი კომპანია სპეციფიკურ დანადგარებს შემოიტანს, რადგანაც საქართველოში ისინი არ იწარმოება, რაც შეეხება მუშახელს, პროექტით 1 600-მდე მოქალაქის დასაქმებაა გათვალისწინებული.

შსს

14 აპრილი 2021, 00:41

სამართალი

სოფელ გუმათში პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 6 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სოფელ გუმათში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 6 პირი დააკავეს.

ენტონი ბლინკენი ჟოზეფ ბორელი

14 აპრილი 2021, 00:39

მსოფლიო

ჟოზეფ ბორელმა და ენტონი ბლინკენმა უკრაინაში განვითარებული მოვლენები განიხილეს

აშშ-ის სახელმეწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა უკრაინაში განვითარებული მოვლენები განიხილეს.

ამირან სალუქვაძე

14 აპრილი 2021, 00:38

ეკონომიკა

ამირან სალუქვაძე: ჰიბრიდული შეტევების გათვლაა, რომ მოსახლეობის უმრავლესობას შეექმნას უარყოფითი განწყობა ამ და სხვა დიდ ჰესებთან დაკავშირებით

ჰიბრიდული შეტევების გათვლაა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას შეექმნას უარყოფითი განწყობა ამ ჰესთან და სხვა დიდ ჰესებთან დაკავშირებით. ამიტომ იქ მდგომი და სახლში მჯდომი ადამიანები უნდა გაიყოს ორ ჯგუფად: ვისაც სურს მოსმენა და გარკვევა, და ვის - არა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ანალიტიკოსმა, ამირან სალუქვაძემ ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მერაბ ლომინაძე

14 აპრილი 2021, 00:26

ეკონომიკა

მერაბ ლომინაძე: მოხარულები ვართ, რომ არასამთავრობო სექტორი ჩართულია ამ პროცესში და აქტუალური საკითხები მათთან ერთად განიხილება

უკვე ჩამოყალიბდა შესაბამისი ჯგუფი, გაიმართა ორი შეხვედრა. იმედია, უახლოეს მომავალში ამ ექსპერტების ჩართულობით ვამცნობთ საზოგადოებას, რომ კვლევები ჯეროვნად ასახავს საჭიროებებს. ჩვენ მხოლოდ გამჭვირვალე პროცესის მომხრენი ვართ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ კომპანია ENKA Renewables-ის დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ განაცხადა.

ნათია თურნავა

14 აპრილი 2021, 00:23

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ინვესტორი არ იხდის გადასახადებს, რაც ტყუილია

ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს კომპანია „ენკა“ გათავისუფლებულია გადასახადებისგან, რაც არის აბსოლუტური ტყუილი, რადგან წელიწადში 30 მილიონ ლარს გადაიხდის მხოლოდ ადგილობრივ ბიუჯეტში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემა „იმედის ფაქტორში“ განაცხადა. მინისტრი ხეობაში ურანის საბადოების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა.

ნათია თურნავა

14 აპრილი 2021, 00:14

ეკონომიკა

ნათია თურნავა: როდესაც გვესმის, ხელშეკრულება კაბალურია, ეს მოდის ან საქმეში ჩაუხედავი ადამიანებისგან ან განზრახ სუბიექტური შეფასებაა

როდესაც ჩვენ გვესმის, რომ ხელშეკრულება კაბალურია, ეს მოდის ან საქმეში ჩაუხედავი ადამიანებისგან, რომელთაც რაღაც ყურმოკვრით აქვთ მოსმენილი და ხელშეკრულება წაკითხული არ აქვთ, ან განზრახ სუბიექტური შეფასებაა, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „იმედის ფაქტორში“ „ნამახვანჰესის“ პროექტზე საუბრისას განაცხადა. მინისტრმა ხელშეკრულებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

გიგა ბოკერია

14 აპრილი 2021, 00:13

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: IRI-ის ამ დასკვნას არა თუ არ ვენდობი, მიმაჩნია, რომ ძალიან ზედაპირული იყო

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია არაკომპეტენტურს უწოდებს IRI-ის დასკვნის კონკრეტულ ნაწილს, სადაც საუბარია იმაზე, რომ - „მიუხედავად იმისა, რომ დაფიქსირდა დისბალანსირებული შემაჯამებელი ოქმების შედეგების გადამოწმებისა და შესწორების საკმაოდ ბევრი შემთხვევა, რაც საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესის გამართულობას, მათი მასშტაბი არ ახდენს გავლენას არჩევნების საბოლოო შედეგებზე“. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

ნათია თურნავა

14 აპრილი 2021, 00:10

ეკონომიკა

ნათია თურნავა „ნამახვანჰესზე“: დარწმუნებული ვარ, გავა გარკვეული დრო და მოსახლეობა მეტი ნდობით მოეკიდება პროექტს

„ძალიან ბევრი სიკეთე შეიძლება მოიტანოს ასეთმა მსხვილმა ინვესტორმა და დარწმუნებული ვარ, გავა გარკვეული დრო და მოსახლეობა მეტი ნდობით მოეკიდება პროექტს და დარწმუნდება, რომ მართლაც ძალიან დიდი სიკეთის მომტანი არის ასეთი ინვესტორის ყოლა ხეობაში“, - აღნიშნა თურნავამ.

ნათია თურნავა

14 აპრილი 2021, 00:03

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ნამახვანი არაა თურქული ან ნორვეგიული პროექტი, ეს ჩვენი, ქართული ჰიდროელექტროსადგურია

ნამახვანი არაა თურქული ან ნორვეგიული პროექტი, ეს ჩვენი, ქართული ჰიდროელექტროსადგურია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ლევან დავითაშვილი

13 აპრილი 2021, 23:45

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ჰესის ზეგავლენა ტვიშის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე გამორიცხულია

ენგურჰესი ნამახვანჰესზე რამდენჯერმე დიდია თავისი სარკის ფართობით და ამ შემთხვევაშიც კი მაქსიმალური გავლენა რამდენიმე ასეული მეტრით არის შემოსაზღვრული. შესაბამისად, ტვიშის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე ზეგავლენა სრულიად გამორიცხულია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ გარემოს დაცვის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

ნათია თურნავა

13 აპრილი 2021, 23:43

პოლიტიკა

ნათია თურნავა: „ნამახვანჰესი“ ეს არ არის ერთი ცალკე აღებული პროექტი, ეს არის ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ნაწილი

„ბოლო დროს „ნამახვანჰესის“ ირგვლივ დეზინფორმაცია ტრიალებს. ზოგი კითხვა შესაძლოა, კომუნიკაციის ნაკლებობის შედეგად წარმოიქმნა, რაზეც ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, პასუხი გავცეთ; ზოგი, ალბათ, გამიზნული დეზინფორმაციაა. ჩვენ შევხედავ, ვის არ აწყობს, საქართველო ენერგეტიკულად რეგიონში უფრო წელგამართული რომ იყოს, უფრო მეტად ძლიერი და საკუთარ ენერგორესურსზე დაყრდნობილი და ექსპორტიორი და არ შემოჰქონდეს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ჩვენ გვემუქრება, მოგეხსენებათ, ესენი არიან ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნე ძალები, რომლებიც ამ რეგიონში მოინახებიან. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ „ნამახვანჰესი“ ეს არ არის ერთი ცალკე აღებული პროექტი, ეს არის ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ნაწილი, სწორედ აქედან ამოვდივართ“, - განაცხადა თურნავამ.

ნათია თურნავა

13 აპრილი 2021, 23:43

ეკონომიკა

ნათია თურნავა: წელს, პანდემიის დროს გვიწევს 200 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა ქვეყნის გარეთ ენერგორესურსებისთვის

„წელს, პანდემიის დროს გვიწევს 200 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა ქვეყნის გარეთ, ჩვენი სამეზობლოს სასარგებლოდ და ეს ფული ხმარდება არა რომელიმე აქ აშენებულ ჰიდროსადგურს, არამედ თურქეთში, აზერბაიჯანში ან რუსეთში განთავსებულ ჰიდროსადგურებს და იქ დასაქმებულ ადამიანებს, მათი ეკონომიკის გაძლიერებას. ეს ფული, ეს ვალუტა აკლდება ჩვენს სავალუტო ბაზარს. სხვა შემთხვევაში ეს რესურსი ლარის გამყარებას მოხმარდებოდა“, - განმარტა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილი

13 აპრილი 2021, 23:37

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი ნამახვანჰესზე: უნდა დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები იმაში, რომ მიღებული გადაწყვეტილებები არის სამართლიანი და პასუხისმგებლიანი

კომუნიკაციის ნაკლებობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, ვინაიდან ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები იმაში, რომ მიღებული გადაწყვეტილებები არის სამართლიანი და პასუხისმგებლიანი, თუმცა კომუნიკაციის პროცესი არაა შემოსაზღვრული ერთი დღით. ჩვენი თანამშრომლები მუდმივად იმყოფებოდნენ რეგიონში, ხვდებოდნენ მოსახლეობას და არაერთი შეხვედრა გაიმართა პარლამენტში, სადაც ყველა ოპონენტს ჰქონდა კითხვის დასმის საშუალება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ გარემოს დაცვის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

13 აპრილი 2021, 23:28

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „სინოფარმით“ ვაქცინაციის დასაწყებად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას ელოდებიან

ველოდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას, რომელიც აპრილის ბოლოს „სინოფარმის“ ავტორიზაციასთან დაკავშირებით უნდა მიიღოს, რის შემდეგაც ვაქცინაციის პროცესს დავიწყებთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „იმედის ფაქტორში“ ჩართვისას განაცხადა.