imedi /  10 მარტი 2021, 11:45 / სანდო წყარო

2020 წელს ტელე-მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები, პოლიტიკური რეკლამის ხარჯზე 11%-ით გაიზარდა, კომერციული რეკლამა კი 9%-ით შემცირდა

2020 წლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებმა 75,2 მილიონამდე ლარი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 7,6 მილიონი ლარით მეტია. ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, 2020 წლის დასაწყისში კომუნიკაციების კომისია ამბობდა, რომ ბიზნეს სექტორის პასიურობის მიუხედავად, სარეკლამო ბაზარზე 2020 წელს შემოსავლების მკვეთრი კლება არ დაფიქსირდებოდა, რადგან მაუწყებლების კომერციული რეკლამიდან შემცირებულ შემოსავლებს, პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული შემოსავლები დაუბალანსებდა. კომუნიკაციების კომისიის პროგნოზი გამართლდა და პანდემიის მიუხედავად, 2020 წელს მაუწყებლებს ჯამურად სარეკლამო შემოსავლებში 11%-იანი მატება აქვთ, საიდანაც 13,9 მილიონი ლარი ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული თანხაა.

„რაც შეეხება მხოლოდ კომერციულ რეკლამას, 2020 წლის დინამიკა კვარტლების მიხედვით ასეთია: პირველ კვარტალში მაუწყებლებმა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 11%-ით მეტი შემოსავალი მიიღეს, მეორე კვარტალში კი 39% კლება დაფიქსირდა, მესამე კვარტალში დინამიკა შეიცვალა და მაუწყებლებს 7%-იანი მატება ჰქონდათ, ხოლო მეოთხე კვარტალში 3%-იანი - კლება. ჯამურად წლის ჭრილში კომერციული რეკლამიდან მიღებულმა შემოსავალმა წინა წელთან შედარებით 9%-ით ნაკლები შეადგინა, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავლების კლება, პოლიტიკური რეკლამიდან მიღებულმა შემოსავლებმა დააბალანსა.

2020 წლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლების ანალიზი აჩვენებს, რომ კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავლების ყველაზე დიდი კლება 2020 წლის მეორე კვარტალში მოხდა, გასათვალისწინებელია, რომ ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც პანდემიიდან გამომდინარე ქვეყანაში მასშტაბური შეზღუდვები დაწესდა და ყველა სფერო ახალი გამოწვევების წინაშე დადგა, მათ შორის როგორც რეკლამის დამკვეთები, ისე მაუწყებლები. ახალ რეალობასა და გამოწვევებზე გადაწყობას გარკვეული დრო დასჭირდა, მესამე კვარტალში კი როგორც ამას კომისია ვარაუდობდა, სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი ჩვეულ ნიშნულს დაუბრუნდა და 7%-იანი მატება დაფიქსირდა.

პანდემიის გარდა, კომერციული სარეკლამო შემოსავლების ჯამური კლება დიდწილად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე მოდის, ვინაიდან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს 2020 წელს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9,3 მილიონიანი კლება ჰქონდა, ხოლო საზოგადოებრივ მაუწყებელს - 0,344 მილიონიანი. რაც შეეხება სხვა მაუწყებლებს 2020 წელს კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხები მაუწყებლების მიხედვით ასეთია:

ტელეკომპანია „იმედმა“ სარეკლამო შემოსავლებიდან 29 მილიონი ლარი მიიღო, საიდანაც 3,3 მილიონი ლარი პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული შემოსავალია. ტელეკომპანია „რუსთავი 2-„მა -12,8 მილიონის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, საიდანაც 2,1 მილიონი ლარი პოლიტიკური რეკლამა იყო. ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ 11,1 მილიონი ლარი სარეკლამო შემოსავალი მიიღო, საიდანაც 4,3 მილიონი ლარი პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული შემოსავალია. „ტელეკომპანია პირველმა“ 6,2 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, საიდანაც 1,9 მილიონი ლარი პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული თანხაა. „ჯი-დი-ეს თი-ვიმ“ 2,8 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, საიდანაც 0,5 მილიონი ლარი პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული შემოსავალია. რაც შეეხება ტელეკომპანია „ფორმულას“, მან 2,3 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, საიდანაც პოლიტიკურმა რეკლამამ 0,4 მილიონი ლარი შეადგინა. ტელეკომპანია „პოსტვიმ“ ჯამში 1,6 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, საიდანაც 0,3 პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული თანხებია.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 1,1 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, ფასიანი პოლიტიკური რეკლამა კი არ ჰქონია. „სილქნეტის“ მიერ სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 1,4 მილიონი ლარია, არხს ფასიანი პოლიტიკური რეკლამა არ განუთავსებია. „სეტანტა ჯორჯიამ“ 0,76 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, ფასიანი პოლიტიკური რეკლამა კი არ ჰქონია. სარეკლამო შემოსავლების 8% სხვა მაუწყებლებზე გადანაწილდა.

სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე 2020 წელს წლების განმავლობაში არსებული სურათი შეიცვალა, კერძოდ, ბოლო წლებში სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლების 70%-ზე მეტს ორი მაუწყებელი ტელეკომპანია „იმედი“ და „რუსთავი 2“ იკავებდა. 2017 წელს „იმედს“ სარეკლამო ბაზრის 35% ეკავა, „ რუსთავი 2“-ს 41%, 2018 წელს „იმედს“ ბაზრის 34% ჰქონდა, „რუსთავი 2“-ს 41 %, 2019 წელს იმედს 40%, „რუსთავი 2“-ს 33%. 2020 წელს აღნიშნული სურათი შეიცვალა და სარეკლამო ბაზრის 79% უკვე 4 მაუწყებელი ტელეკომპანია „იმედი“ , „რუსთავი 2“, „მთავარი არხი“ და „ტელეკომპანია პირველი“ იკავებს.

უფრო ზუსტად, 2020 წელს სარეკლამო შემოსავლები ასე გადანაწილდა - 39% ტელეკომპანია „იმედი“, 17% - „რუსთავი 2“, 15% - „მთავარი არხი“, 8% - „ტელეკომპანია პირველი“ 4%- GDS-ი. ტელეკომპანია „ფორმულა“-3%, „პოსტვ“- 2%, სარეკლამო შემოსავლების 12% სხვა მაუწყებლებზე გადანაწილდა.

რაც შეეხება რადიო მაუწყებლებს, 2020 წელს რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლებმა 6,8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 23%-ით ნაკლებია. რადიომაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების კლება დიდწილად სწორედ პანდემიას უკავშირდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველა სიახლე

სოზარ სუბარი

17 მაისი 2021, 20:11

რეგიონი

სოზარ სუბარმა დმანისში დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდა, რომ შერიგების ნიშნად ერთმანეთს ხელი ჩამოართვან

ერთნი ვართ, ერთი ოჯახი ვართ და ასე უნდა განვაგრძოთ ცხოვრება. ყველა არის ერთ აზრზე. ძალიან სამწუხარო იყო ის ინციდენტი, რომელიც მოხდა - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა დმანისში, მერიის შენობაში დაპირისპირებული მხარეების შეხვედრაზე განაცხდა.

დავით ზალკალიანი

17 მაისი 2021, 20:03

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ზელენსკის: მადლობა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, რაც ასევე ევროინტეგრაციის კუთხითაც გამოიხატება

„ნება მომეცით, გადმოგცეთ საუკეთესო სურვილები საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ მინისტრისაგან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა გააქტიურებულია და ხორციელდება არაერთი ვიზიტი კიევიდან თბილისში და პირიქით. ამრიგად ჩვენი პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ ნიშნულზე ადის. პრეზიდენტმა ასევე დამაბარა, რომ ის მზად არის, უახლოეს მომავალში ჩამოვიდეს თქვენთან კიევში ოფიციალური ვიზიტით, რასაც აქამდე ხელს კოვიდ პანდემია უშლიდა და, რაღა თქმა უნდა, ჩვენ გელით საქართველოში“.

17 მაისი 2021, 19:58

ეკონომიკა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებულმა „სივრცის დაგეგმვისა და არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ“ პირველი სხდომა გამართა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი უძღვებოდა.

ბრუნო ლეტე

17 მაისი 2021, 19:54

პოლიტიკა

ბრუნო ლეტე: მოხარულები ვართ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტით გადაიდგა ნაბიჯები პოლარიზაციის დასასრულებლად

ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ვიზიტის ბრიუსელში განხორციელება. ეს ნიშნავს, რომ საქართველო ერთგულია საგარეო კურსის და მოწადინებულია უფრო მეტი მიიღოს, - ამის შესახებ GMF-ის ექსპერტმა ბრუნო ლეტემ ბრიუსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

17 მაისი 2021, 19:53

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ვოლოდიმერ ზელენსკის შეხვდა

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის საერთო გამოწვევას, რაც უკავშირდება საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას და გამოხატეს ურთიერთმხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასევე ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის ოკუპაციის და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს, მათ შორის მზარდი ჰიბრიდული საფრთხეების, გათვალისწინებით საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლიდაციის მიზნით კოორდინირებული ქმედებების აუცილებლობას. უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართა მხარდაჭერა.

17 მაისი 2021, 19:47

COVID19

EMA-მ Pfizer-ის ვაქცინის ჩვეულებრივ მაცივრებში შენახვის ვადის 31 დღემდე გახანგრძლივებას რეკომენდაცია გაუწია

ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) Pfizer-ის ვაქცინის ჩვეულებრივ მაცივრებში შენახვის ვადის 31 დღემდე გახანგრძლივებას რეკომენდაცია გაუწია.

პაპუნა ლეჟავა

17 მაისი 2021, 19:44

ეკონომიკა

პაპუნა ლეჟავა: მომავალი წლის ბოლოსთვის საქართველოს უკვე ექნება ახალი საგადახდო სისტემა

დღეს, საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც საქართველო მიიღებს 85 მლნ ევროს ოდენობის შეღავათიან, გრძელვადიან ფინანსურ რესურსს პანდემიისგან დაზარალებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დასახმარებლად, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტი ითვალისწინებს ახალი, მყისიერი გადახდების სისტემის ჩამოყალიბებას, რაც საფინანსო სექტორში ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერებას ნიშნავს.

ანგელა მერკელი

17 მაისი 2021, 19:21

მსოფლიო

ანგელა მერკელი ისრაელის სახელმწიფოს სოლიდარობას უცხადებს

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ისრაელის სახელმწიფოს სოლიდარობას უცხადებს და ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვებას მტკიცედ გმობს.

ვლადიმირ ზელენსკი

17 მაისი 2021, 19:13

პოლიტიკა

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს

„ჩვენ, გვქონდა გარკვეული პაუზა ურთიერთობებში, მაგრამ ეს იყო ხელოვნურად შექმნილი და დარწმუნებული ვარ, ეს წარსულს ჩაბარდება. აპრილის თვეში, საუბარი გვქონდა საქართველოს პრეზიდენტთან, იმედი მქონდა, რომ ჩამოვიდოდა ვიზიტით, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ეს ვიზიტი ვერ შედგა, იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში ქალბატონი პრეზიდენტი უკრაინაში გვესტუმრება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

კლარა დობრევი

17 მაისი 2021, 19:12

პოლიტიკა

კლარა დობრევი: კომპრომისებზე წასვლა პოლიტიკაში სულაც არ ნიშნავს სისუსტეს, იმედი მაქვს, რომ ქართველი პოლიტიკოსები ამის მაგალითს აჩვენებენ

თუ პოლიტიკური პარტიები ძირითად საკითხებზე თანხმდებიან, მაშინ ამას ყველაფერზე პოზიტიური გავლენა ექნება, - ამის შესახებ ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტმა კლარა დობრევმა „ქრონიკას“ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

კახა კუჭავა

17 მაისი 2021, 19:07

პოლიტიკა

კახა კუჭავა: საარჩევნო კოდექსი იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ნდობის გასაზრდელად

დიდი იმედი მაქვს, რომ საარჩევნო კოდექსის საბოლოო ვერსიას პარლამენტში კონსენსუსის საფუძველზე იქნება წარმოდგენილი და მიღებული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ჟურნალისტებს განუცხადა. კუჭავას თქმით, საარჩევნო კოდექსზე მუშაობა ფაქტობრივად დასრულებულია.

17 მაისი 2021, 19:01

მსოფლიო

სინგაპურში კოვიდსიტუაციის გაუარესების გამო, მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა ყოველწლიური შეხვედრა გააუქმა

სინგაპურში კოვიდსიტუაციის გაუარესების გამო, მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა ყოველწლიური შეხვედრა გააუქმა.

17 მაისი 2021, 18:43

პოლიტიკა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის შემადგენლობა შეიცვალა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის შემადგენლობა შეიცვალა. კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა კომიტეტის წევრებს ორი ახალი კოლეგა, დავით კაჭარავა და პაატა მანჯგალაძე წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

კახა კუჭავა

17 მაისი 2021, 18:39

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ევროპელი პარტნიორები ჩვენ გვერდით კონკრეტული ქმედებებით დგანან

„დღეს ვისაუბრეთ ევროპულ გზაზე და იმაზე, თუ რა მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი. 2024 წლის განაცხადი ყველასთვის მნიშვნელოვანი თარიღია, როდესაც საქართველოსთან მიმართებაში საუბრობენ. გავიარეთ ყველა საკითხი, რაც საქართველოს წინაშე დგას. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს ხვალინდელ გზაზე, შარლ მიშელის დოკუმენტის აღსრულებაზე, ჟან მონეს დიალოგის სისრულეში მოყვანა, ვალდებულებების შესრულება და თანამედროვე, ევროპული კულტურის ჩამოყალიბებაზე. ევროპელი პარტნიორები დგანან ჩვენ გვერდით კონკრეტული ქმედებებით. მოდის სამიტი და კონკრეტულ ნაბიჯებზე საუბარი ევროკავშირის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

კახა კუჭავა

17 მაისი 2021, 18:37

პოლიტიკა

კახა კუჭავა: საქართველოს მოსახლეობას სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ელოდება შედეგს

ჩვენ როდესაც განვაცხადეთ, რომ ევროკავშირის წევრობაზე 2024 წელს ვაპირებდით განაცხადის წარდგენას, ეს არ იყო წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი, არამედ ეს არის რეალობა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ქრონიკას“ განუცხადა.

17 მაისი 2021, 18:35

COVID19

ჯანმო: მსოფლიოში ზედიზედ მეორე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და სიკვდილობის რიცხვი მცირდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მსოფლიოში ზედიზედ მეორე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და სიკვდილობის რიცხვი მცირდება.

17 მაისი 2021, 18:32

რეგიონი

ონის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

ძლიერმა ქარმა ონის მუნიციპალიტეტში ქალაქ ონსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში დაამტვრია ხეები, დააზიანა ელექტრო გადამცემი სადენები და მოსახლეობის კუთვნილ საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა, - ამის შესახებ ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

გოგი მეშველიანი

17 მაისი 2021, 18:24

რეგიონი

გოგი მეშველიანი: როგორც ვიცი, დმანისის შესასვლელთან ინციდენტი ერთ-ერთი მოქალაქის მიერ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობამ გამოიწვია

„როგორც ვიცი, ინციდენტი ერთ-ერთი მოქალაქის მიერ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობამ გამოიწვია, რომელმაც პოლიციის კორდონის გარღვევა სცადა, რასაც მოჰყვა მისი იძულებითი წესით გაჩერება და შესაბამისი ღონისძიებები. სხვა მხრივ, სხვა ლოკაციებზე, სხვა ადგილებზე ამ მომენტისთვის სიმშვიდეა“, - განაცხადა მეშველიანმა.

ლაშა ხუციშვილი

17 მაისი 2021, 18:14

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი: მსოფლიო ბანკის მხარდაჭერილი პროექტი ქვეყანას პანდემიურ და განსაკუთრებით, პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკური აღდგენის პროცესის დაჩქარებაში დაეხმარება

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერილი პროექტი ქვეყანას პანდემიურ და განსაკუთრებით, პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკური აღდგენის პროცესის დაჩქარებაში დაეხმარება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა დღეს მსოფლიო ბანკთან შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ.

17 მაისი 2021, 18:12

რეგიონი

დმანისის შესასვლელთან ვითარება კვლავ დაძაბულია

რამდენიმე წუთის წინ ადამიანთა ერთი ჯგუფი ხელკეტებით გაუსწორდა ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც მსუბუქი მანქანით გადაადგილდებოდა. ჯოხებითა და ქვებით დააზიანეს მანქანაც.