imedi /  21 მარტი 2021, 15:58 / სანდო წყარო

მეუფე შიო: ჭეშმარიტი მართლმადიდებელი არის არა მხოლოდ ის, ვინც ტაძარში დადის, მარხვას იცავს, წმინდა წერილი და ყველა ლოცვა ზეპირად იცის, შეიძლება, ეს ყველაფერი ჰქონდეს ადამიანს და მართლმადიდებელი არ იყოს

მეუფე შიო

მეუფე შიო

ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, შევეწიოთ ღმერთს, დავეხმაროთ მას, რომ ჩვენვე გადაგვარჩინოს, რამეთუ უფალს ყველას გადარჩენა უნდა, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

დიდმარხვის პირველ კვირას მართლმადიდებელი ეკლესია მართლმადიდებლობის ზეიმს აღნიშნავს.

„ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, დღევანდელ კვირას ეწოდება მართლმადიდებლობის ზეიმი. გილოცავთ ამ დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და ლოცვა-კურთხევას. შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს მისი ლოცვა!

ეს დღე, როგორც ზეიმი დიდი მარხვის პირველი კვირის დასასრულს, დაწესდა ხატმებრძოლობის, მწვალებლობის დამარცხების აღსანიშად, მაგრამ ამ ზეიმში იგულისხმება ზოგადად ყველა მწვალებლობის, ერესის დამარცხება მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ.

სწორედ ამასთან დაკავშირებით არის შერჩეული დღეს წაკითხული სახარების ის მონაკვეთი, სადაც მოთხრობილია, რომ უფალი იესო ქრისტე მიდის გალილეაში, ნახავს ფილიპეს და ეტყვის, რომ გაჰყვეს მას. შემდეგ ფილიპე მიდის ნათანაელთან.

ფილიპეცა და ნათანაელიც იყვნენ ანდრიასა და პეტრეს თანამოქალაქეები, ისინი გენისარეთიდან იყვნენ. ფილიპე იპოვის ნათანაელს და ეტყვის: „ჩვენ ვნახეთ ის, ვის შესახებაც წერდნენ მოსე და წინასწარმეტყველები – იესო იოსების ძე, იესო ნაზარეველი“.

ნათანაელი მიდის უფალ იესო ქრისტესთან. უფალი დაინახავს მისკენ მიმავალ ნათანაელს და ამბობს იმ სიტყვებს, რომელთა გამოც გამოირჩა სახარების ეს მონაკვეთი მათ მიერ, ვინც შეადგინა ჩვენი დღევანდელი ღვთისმსახურება. ნათანაელის დანახვაზე უფალი იესო ქრისტე ბრძანებს: „აჰა, ჭეშმარიტი ისრაიტელი, რამეთუ მისთვის უცხო არს ზაკვა“. აი, ასეთ საოცარ სიტყვებს ამბობს უფალი. დავუფიქრდეთ ამ სიტყვებს.

თქვენ იცით, რომ ჭეშმარიტ ისრაიტელში უფალი იესო ქრისტე არ გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ ნათანაელი ეროვნებით ებრაელი იყო, არამედ აქ იგულისხმება უფრო სულიერი თვისება ჭეშმარიტი ისრაიტელისა, როგორც კუთვნილება საღმრთო, რჩეული ერისა.

აი, მაგალითად, წმინდა ბასილი დიდი ბრძანებს, რომ წმინდა წერილისთვის დამახასიათებელია ადამიანების სახელდება არა ხორციელი წარმოშობის, არამედ მათი სათნოებების მიხედვით.

აქაც უფალი ნათანაელს ჭეშმარიტ ისრაიტელს უწოდებს არა იმიტომ, რომ იგი ხორციელად აბრაამის შთამომავალი იყო, – გახსოვთ, უფალი იესო ქრისტე ბრძანებს, რომ ქვებისგანაც შეიძლება აბრაამის ძენი აღადგინოს ღმერთმაო, – არამედ, ვიმეორებ, აქ იგულისხმება მისი სულიერი თვისებები – ნათანაელი არის წრფელი, წმინდა, მასში არ არის ზაკვა. ეს არის ჭეშმარიტი ისრაიტელის თვისება.

დღეს ვინ არიან ჭეშმარიტი ისრაიტელები? ვინ არის დღევანდელი რჩეული ერის წარმომადგენელი, გარდა ებრაელებისა?

ჭეშმარიტი ისრაიტელი არის ყველა ის ქრისტიანი, ვინც არის ჭეშმარიტი სარწმუნოების წევრი, მორწმუნენი, მონათლულნი და ეკლესიის წევრნი.

ამდენად, დღევანდელი სახარება გვასწავლის, თუ ვინ არის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი. ამიტომ შეირჩა დღევანდელი მსახურებისთვის სახარების ეს მონაკვეთი წმინდა მამების მიერ.

ჭეშმარიტი მართლმადიდებელი არის არა მხოლოდ ის, ვინც ტაძარში დადის, თუმცა ესეც აუცილებელია; მართლმადიდებელი არ არის ის, ვინც ყველა მარხვას იცავს, თუმცა, რა თქმა უნდა, ესეც საჭიროა; არა ის, ვინც ყველა ლოცვა და მთელი წმინდა წერილი ზეპირად იცის და ყველაფერს კარგად ასრულებს. ეს არ არის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, იგივე ჭეშმარიტი ისრაიტელი.

მაშ, ვინ არის?! ამ კითხვაზე პასუხს თავად სახარება სცემს: ეს არის ის, ვისთანაც არ არის ზაკვა!

რას ნიშნავს ზაკვა ამ შემთხვევაში?

ეს არ არის მხოლოდ სიცრუე, როგორც ჩვენ გვესმის ყოფითი ცხოვრებიდან გამომდინარე, არამედ ზოგადად ყველაფერი, რაც ბოროტისგან მომდინარეობს. ეს არის სიყალბე ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც ადამიანი ცდილობს, სხვანაირი გამოჩნდეს. იმის ნაცვლად, რომ შინაგანად შეიცვალოს, გარეგნულ ცხოვრებაში ცვლის რაღაცებს და ცდილობს, ღმერთსა და ადამიანებს უკეთესი ეჩვენოს, შინაგანად კი სულ სხვანაირია. აი, ეს არის სიყალბე, ეს მიუღებელი და საძულველია ღვთისთვის, რადგან როდესაც ადამიანი თავის სულიერ ენერგიას იმისთვის ხარჯავს, რომ მხოლოდ გარეგნულად მოაჩვენოს ვინმეს რაღაც, რა თქმა უნდა, ეს ღვთისთვის მიუღებელი და დიდი ცოდვაა.

სახარებიდან კარგად გახსოვთ, როგორ ლმობიერად ეპყრობოდა უფალი იესო ქრისტე დიდ ცოდვილებს, როგორ ეალერსებოდა, როგორ სწყალობდა, როგორ ცდილობდა მათ გამოსწორებას ყოველთვის, მაგრამ ფარისევლებს, რომლებიც გარეგნულად წარმოაჩენდნენ თავს და ეგონათ, რომ მართალნი იყვნენ, სხვაგვარად მიმართავდა. გარეგნულად ისინი, მართლაც, სანიმუშონი იყვნენ – მარხულობდნენ, ლოცულობდნენ, მოწყალებას გასცემდნენ, ტაძარსაც და სამღვდელოებასაც ინახავდნენ, წმინდა წერილსაც სწავლობდნენ, გარეგნული თვალსაზრისით, ყველაფრით სანიმუშონი იყვნენ, მაგრამ მათ ასე მიმართავდა უფალი: „ნაშობნო, იქედნეთანო“.

რას ნიშნავს „იქედნეთა ნაშობნი“? ეს გველის ნაშობს ნიშნავს. რატომ? იმიტომ, რომ მათში იყო ზაკვა და სიყალბე.

უფალი ამბობს, რომ „ეკრძალეთ ცოდვისაგან ფარისეველთა, რომელიც არის თვალთმაქცობა“, ანუ ორგულობა. ეს ორგულობა არის სწორედ ის, რაზეც უკვე მოგახსენეთ, ეს არის ის მდგომარეობა, როცა სიყალბეა ადამიანში.

რა თქმა უნდა, ის გარეგნული თვისებები, რომლებიც ჩამოვთვალე, საჭიროა, მაგრამ შეიძლება ეს ყველაფერი ჰქონდეს ადამიანს და მართლმადიდებელი არ იყოს. უფლისთვის კი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის სულია, რომლისთვისაც მან სისხლი დაღვარა და თავისი ცხოვრება გაიღო.

ამიტომ, დღეს დიდი მარხვის პერიოდში საკუთარ თავს უნდა დავუსვათ ეს შეკითხვა: ვინ ვარ მე?! ამისთვის არის ეს დიდი მარხვა. ვარ მე ჭეშმარიტი ისრაიტელი?! – თუკი საკუთარი თავისადმი დასმული ეს კითხვა გულწრფელი იქნება, რა შეიძლება იყოს მისი პასუხი?

ის, რომ მე ვარ საბრალო და ცოდვილი ადამიანი, რომელსაც ესაჭიროება გამოხსნა და გადარჩენა. ვინც ასე ფიქრობს, აი, ასეთ ადამიანს გადაარჩენს ღმერთი. ჩვენი მიზანია, ღმერთს დავეხმაროთ ჩვენს გადარჩენაში; ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, შევეწიოთ ღმერთს, დავეხმაროთ მას, რომ ჩვენვე გადაგვარჩინოს, რამეთუ უფალს ყველას გადარჩენა უნდა. როგორც პავლე მოციქული ბრძანებს: „უფალს სურს, ყოველი კაცი გადარჩეს და შეიცნოს ჭეშმარიტება, ხოლო ჭეშმარიტება არის თავად უფალი იესო ქრისტე“.

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ასეთი შესანიშნავი მონაკვეთი წავიკითხეთ დღეს სახარებიდან და თუ ასე ვიცხოვრებთ, ასეთი მიზანი გვექნება ცხოვრებაში, არ გვექნება ზაკვა, არ იქნება ყალბი ჩვენი ურთიერთობა ღმერთთან და ადამიანებთან, სწორედ მაშინ შეგვეძლება გავხდეთ მართლაც ჭეშმარიტი ისრაიტელები, ჭეშმარიტი ქრისტიანები და ჭეშმარიტი მართლმადიდებლები. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს“, – განაცხადა მეუფე შიომ.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ ასევე აღნიშნა, რომ 1990 წელს, მართლმადიდებლობის ზეიმის დღესასწაულზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისა და საპატრიარქო ტიტული აღიარების სიგელები გადაეცა.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ კიდევ ერთ ღირსშესანიშნავ მოვლენას. 1990 წელს, ზუსტად მართლმადიდებლობის ზეიმზე, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა, უწმინდესმა დიმიტრიოსმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესა და, მისი სახით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცა ორი სიგელი, რომლებითაც აღიარებულ იქნა ჩვენი ავტოკეფალია და საპატრიარქო ტიტული, როგორც უძველესი დროიდან არსებული.

ეს არის უდიდესი მოვლენა. გილოცავთ ამ დღეს!

როგორც ვთქვი, ეს მოხდა მართლმადიდებლობის ზეიმზე. დღეს ჩვენ დიდი მადლიერებით ვიხსენებთ უწმინდეს დიმიტრიოსს და, რა თქმა უნდა, მადლობას ვწირავთ ჩვენს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, რადგან აი, ამ დიდ მოვლენას წინ უძღოდა მისი ძალიან დიდი და მრავალწლიანი შრომა, დაუღალავი მუშაობა, ხანგრძლივი მოლაპარაკებები. თავისთავად ეს მოვლენა უდიდესია და კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დიდი დამსახურებაა, მაგრამ ამას გარდა, ამ დოკუმენტში სწორედ მისი უწმინდესობის მეცადინეობითა და დიდი ღვაწლის შედეგად ჩაიწერა უმთავრესი, რომ ჩვენს ეკლესიას ავტოკეფალია აქვს უძველესი დროიდან.

ამ დოკუმენტის შექმნის პროცესში არსებობდა აზრი, რომ საქართველოს ეკლესიისთვის მოენიჭებინათ ავტოკეფალია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არასწორი იყო, რადგან ჩვენ ავტოკეფალია ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნიდან გვქონდა მონიჭებული.

და აი, კათოლიკოს-პატრიაქმა ილია მეორემ მიაღწია იმას, რომ დოკუმენტში ჩაწერილიყო არა „მონიჭება“, არამედ მოხდა აღიარება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი დროიდან არსებული საეკლესიო დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისა.

ასე რომ, დღეს ყველამ ერთად მადლობა ვუთხრათ ძვირფას უწმინდესს ასეთი დიდი ღვაწლისთვის. მისი უდიდესი ავტორიტეტის, მისი საოცარი სიბრძნისა და დიდი სულიერების გარეშე, რა თქმა უნდა, ეს ასე ადვილად არ მოხდებოდა ან შეიძლება, საერთოდ არ მომხდარიყო, ან ვინ იცის, როგორ განვითარდებოდა ჩვენი ეკლესიისა და ჩვენი ერის უახლესი ისტორია.

ასე რომ, ღმერთმა ადღეგრძელოს ჩვენი კათოლიკოს-პატრიაქი ილია მეორე და ჩვენი ერი, რომელიც ოდითგანვე, მუდამ იყო ერთგული მართლმადიდებლობისა და ჭეშმარიტებისა.

სხვათა შორის, დღეს ასევე იმიტომ იკითხება სახარების ეს მონაკვეთი, რომ ნათანაელი ბოლოს ასეთი სიტყვებით მიმართავს უფალს: „შენ ხარ ძე ღმრთისა, შენ ხარ მეუფე ისრაელისა“ - აი, ასეთ ჭეშმარიტ სარწმუნოებას გამოხატავს იგი, გარდა იმისა, რომ უზაკველი და წმინდაა ზნეობრივად, სულიერად.

ჩვენი კათოლიკოს-პატრიაქიც და ჩვენი ერიც ყოველთვის იყვნენ ერთგული ამ დიდი სიწმინდისა. უფალმა მოგვცეს ძალა, რომ ასე გაგრძელდეს და ჩვენი ერი მრავალჟამიერ ყოფილიყოს ერთგული მართლმადიდებელი ეკლესიისა! ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

ყველა სიახლე

17 ივნისი 2021, 08:06

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში მზიანი ამინდი იქნება. დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. დედაქალაქში მზიანი ამინდია მოსალოდნელი.

პარლამენტი

17 ივნისი 2021, 08:00

პოლიტიკა

არჩევნების შემსწავლელი დროებითი კომისიის მორიგი სხდომა დღეს გაიმართება

საზოგადოებას კვლავ ექნება შესაძლებლობა სხდომას პირდაპირ ეთერში ადევნოს თვალი. მომავალი კვირის დასაწყისში პარლამენტში უკვე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ელოდებიან, რომელთანაც კომისიას კონკრეტული შეკითხვები ექნება.

ირაკლი ბენდელიანი

17 ივნისი 2021, 01:09

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: აბრეშუმის მუზეუმი ერთ-ერთი საჩვენებელი პროექტი იქნება ჩვენი ქალაქისთვის

აბრეშუმის მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია. პირველ ეტაპზე მოხდა ეზოს ინფრასტრუქტურის შეცვლა, მიწისქვეშა კომუნიკაციებს ვგულისხმობ, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა. მისი თქმით, აბრეშუმის მუზეუმის რეაბილიტაცია 3 300 000 ლარი ჯდება.

ირაკლი ბენდელიანი

17 ივნისი 2021, 00:53

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: ეს ქალაქი ყველასია, ყველას უნდა მივხედოთ და ყველამ ვიზრუნოთ ამ ქალაქზე

„ეს ძალიან გულდასაწყვეტია. როდესაც თითოეული ეს ადამიანი უშუალოდ ჩართულია ამ სამუშაოებში, დავასრულებთ პროექტს, ყველას მოგვწონს და 1 კვირის, 1 თვის თავზე ვხედავთ, რომ ადამიანი, ადამიანთა ჯგუფი ამ ყველაფერს აზიანებს. მინდა ასეთ ადამიანებს ვთხოვო და მოვუწოდო, რომ ეს არ არის მარტო ჩვენი გასაკეთებელი - ეს ქალაქი ყველასია, ყველამ უნდა მივხედოთ და ვიზრუნოთ ამ ქალაქზე“ - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

ირაკლი ბენდელიანი

17 ივნისი 2021, 00:42

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცა 2023 წლისთვის სრულად დასრულდება

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანია განახლებული ძეგლი შეემატება ჩვენს ქალაქს, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

ირაკლი ბენდელიანი

17 ივნისი 2021, 00:39

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: 4 წლის განმავლობაში დაახლოებით 360-მდე საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია-გამაგრება განხორციელდა

4 წლის განმავლობაში დაახლოებით 360-მდე საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია-გამაგრება განხორციელდა, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე 65-მდე სახლის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს.

17 ივნისი 2021, 00:35

საზოგადოება

რა სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და ჩატარდა დედაქალაქში

უმშვენიერესი რეაბილიტირებული ლოკაციები შეემატა ჩვენს ქალაქს და ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი, გარდა ინფრასტრქუტურული მიმართულებისა, არის გამწვანების მიმართულება, რომ რაც შეიძლება მწვანე გახდეს ქალაქი. ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღ გარემოში უწევდეს ყველა ადამიანს ცხოვრება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

ირაკლი ბენდელიანი

17 ივნისი 2021, 00:21

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: გზაგამტარებისა და ხიდების რეაბილიტაციის მიმართულებითაც დიდი სამუშაოები განხორციელდა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში

სრულიად ახალი, ოთხზოლიანი საავტომობილო ხიდის მშენებლობას ვიწყებთ უახლოეს პერიოდში. ხელშეკრულება გაფორმებულია. ამ პროექტის ბიუჯეტი 28 მილიონი ლარია. დაწყებიდან ორ წელიწადში სრულად დამთავრდება სამუშაოები. ეს ხიდი იქნება სატრანსპორტო გადაადგილების მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვანძი. ეს უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი სატრანსპორტო ხიდი, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

ირაკლი ბენდელიანი

17 ივნისი 2021, 00:11

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: ჩვენი ვარაუდით, მარშალ გელოვანისა და მაჭავრიანის ქუჩის დამაკავშირებელ გზას 4 თვეში გავხსნით

რაც შეეხება მარშალ გელოვანისა და მაჭავრიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობას, მინდა ვთქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი ურთულესი პროექტი ჩვენი ქალაქისთვის. ვინაიდან, პრაქტიკულად ახალი გზა შენდება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

17 ივნისი 2021, 00:03

მსოფლიო

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები სტრატეგიული სტაბილურობის საკითხზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ერთობლივი განცხადების ტექსტს თეთრი სახლი ავრცელებს.

ირაკლი ბენდელიანი

16 ივნისი 2021, 23:59

საზოგადოება

როდის იგეგმება ვაშლიჯვრის გზაზე მოძრაობის აღდგენა. ირაკლი ბენდელიანის განცხადება

გეგმა გვაქვს ასეთი, რომ დაახლოებით ორ თვეში, ორ თვენახევარში მაჭავარიანის ქუჩაზე მოძრაობა აღვადგინოთ. ბუნებრივია, ჩვენც გვეჩქარება, რომ აღდგეს საავტომობილო მოძრაობა, თუმცა პირველი ფაქტორია, რომ ის იყოს გადაადგილებისთვის უსაფრთხო, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

ირაკლი ბენდელიანი

16 ივნისი 2021, 23:52

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: მინდა ჩვენი ქალაქის მოსახლეობას ასეთი გვერდში დგომისთვისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო

მას შემდეგ რაც ჩვენ მერიაში შევუდექით მუშაობას, ბატონი კახას დავალება იყო, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები არ უნდა განხორციელებულიყო მხოლოდ ფასადურად. უნდა მომხდარიყო კაპიტალურად. პირობითად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის შემთხვევაში, მიწის ქვეშ სრულად იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მიწის ზედა კომუნიკაციები. უსახური ელექტროსადენები ჩადის მიწისქვეშ, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

ირაკლი ბენდელიანი

16 ივნისი 2021, 23:39

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: დედაქალაქისთვის ერთ-ერთი ძირითად გამოწვევად რჩება წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემების გაუმართაობა

ზოგადად დედაქალაქისთვის, მერიისთვის ერთ-ერთი ძირითად გამოწვევად რჩება ეს სანიაღვრე ქსელის, წყალარინების სისტემის გაუმართაობა, რადგან ეს პრობლემა წლების განმავლობაში გროვდებოდა. ბუნებრივია, ამ ყველაფრის 1 თვეში ან 1 წელიწადში გადაწყვეტა შეუძლებელია, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

ირაკლი ბენდელიანი

16 ივნისი 2021, 23:30

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: წინა წლებს თუ შევადარებთ, ქალაქში ამდენი მასშტაბური პროექტი ერთად არ განხორციელებულა

5 400 000 კვადრატული მეტრი ფართობის გზის საფარის შეცვლა მოხდა. ეს ნამდვილად დიდი მაჩვენებელია. წინა წლებს თუ შევადარებთ ქალაქში ამდენი მასშტაბური პროექტი ერთად არ განხორციელებულა, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა. მისი თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად იქ არსებულ სირთულეებს ითვალისწინებენ.

ირაკლი ბენდელიანი

16 ივნისი 2021, 23:23

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: სასიხარულოა ის ამბავი, რომ ამდენი შრომისა და მუშაობის შემდეგ ხედავ უამრავ ადამიანს, რომელიც შედეგით კმაყოფილია

დედაენისა და 9 მარტის პარკებს რეაბილიტაცია თანამედროვე სტანდარტებით ჩაუტარდა. მოეწყო ამ 2 პარკს შორის დამაკავშირებელი გვირაბი, რომელიც უმნიშვნელოვანესი პროექტია ორივე პარკისთვის, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

გიორგი კალანდია

16 ივნისი 2021, 23:18

კულტურა

გიორგი კალანდია: სკანდალი ვერ შედგა უბრალო მიზეზის გამო, ნიკოს სასახლე არანაირი ნგრევის საშიშროების წინაშე საბედნიეროდ არ დგას

სკანდალი ვერ შედგა, უბრალო მიზეზის გამო, ნიკოს სასახლე რეალურად აი ასე გამოიყურება და იგი არანაირი ნგრევის საშიშროების წინაშე საბედნიეროდ არ დგას! - წერს სოციალურ ქსელში ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია და სასახლის ფოტოებს აქვეყნებს.

16 ივნისი 2021, 23:09

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი საქართველოში გერმანიის ელჩს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგზე, ასევე საუბარი შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის გაძლიერების საკითხს.

ჯო ბაიდენი

16 ივნისი 2021, 22:38

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: ალექსეი ნავალნის სიკვდილი რუსეთს გამანადგურებელ შედეგებს მოუტანს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის სიკვდილი რუსეთს გამანადგურებელ შედეგებს მოუტანს.

ჯო ბაიდენი

16 ივნისი 2021, 22:24

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: არ ვფიქრობ, რომ პუტინს ამერიკასთან ცივი ომი სურს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის არ ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ახალი ცივი ომი სურს. „არ ვფიქრობ, რომ მას ამერიკასთან ცივი ომი სურს. ეს არავის ინტერესშია. სიტუაცია, როდესაც ახალი ცივი ომი გვექნება, არავის ინტერესებს არ ემსახურება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ნონა გაფრინდაშვილი

16 ივნისი 2021, 21:56

სპორტი

ლიონელ მესიმ ნონა გაფრინდაშვილს საჩუქარი გამოუგზავნა

ლიონელ მესიმ ნონა გაფრინდაშვილს საჩუქრი გამოუგზავნა. 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მსოფლიო ხუთგზის ჩემპიონსა და საჭადრაკო ოლიმიპიადის თერთმეტგზის გამარჯვებულს ფეხბურთელმა საკუთარი ავტოგრაფით მაისური გამოუგზავნა. საჩუქარი გაფრინდაშვილს დღეს გადასცეს.