imedi /  06 აპრილი 2021, 14:39 / სანდო წყარო

აიკრძალება თუ არა სოციალური ღონისძიებებისთვის ფართის გაქირავება

ბექა ფერაძე

ბექა ფერაძე

ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა შემთხვევები, როდესაც ფორმალურად მესაკუთრე იჯარის ხელშეკრულებით გადასცემს მესამე პირს ფართს და მედიის საშუალებით მოქალაქეებმა ნახეს, თუ რა ხდებოდა ბოლო 1 კვირის განმავლობაში, - ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

„დაახლოებით 20 ობიექტი დავაჯარიმეთ, ე.წ. ღამის კლუბებისა თუ სხვადასხვა სოციალური ღონისძიების ორგანიზებისთვის. შესაბამისად, ვინაიდან ამ გარემოებამ მიიღო მეტად ფორმალური სახე და ხშირ შემთხვევაში, წინასწარ განზრახვით ხორციელდება ფართის გაქირავება სოციალური ღონისძიებებისთვის და ღამის კლუბების ორგანიზების მიზნით, მიმდინარეობს მსჯელობა და საბოლოო კონსულტაციებს გავდივართ და უახლოეს პერიოდში დაგეგმილი გვაქვს, რომ ავკრძალოთ ან შევზღუდოთ ფართის გაქირავება“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

ყველა სიახლე

ვაქცინაცია

20 აპრილი 2021, 18:11

COVID19

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, დღეს კორონავირუსზე 50 პედაგოგი აიცრა

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, დღეს კორონავირუსზე 50 პედაგოგი აიცრა. ამის შესახებ Facebook-ზე ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი Facebook-ზე წერს.

ირაკლი ღარიბაშვილი

20 აპრილი 2021, 18:10

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ხელოვნურად შექმნილი კრიზისი დასრულებულია - პრეზიდენტი მიშელი გულწრფელ მადლობას იმსახურებს

ჩვენ მადლობელი ვართ პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი ჩართულობისთვის. მისი დღევანდელი ვიზიტი კიდევ ერთი თვალსაჩინო დადასტურებაა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო და მისი წარმატება ევროკავშირისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

20 აპრილი 2021, 18:07

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი რასაც აკეთებს მის მიერ წაგებული ბრძოლის შემდეგ მუშტების ქნევაა

„ბრძოლის შემდეგ მუშტებს არ იქნევენ - ეს არის ტრადიციული გამოთქმა. ამ შემთხვევაში სააკაშვილი რასაც აკეთებს მის მიერ წაგებული ბრძოლის შემდეგ მუშტების ქნევაა. ეს ხატოვნად რომ გამოვხატოთ. რეალურად მის განცხადებებს ფასი არ აქვს. მას შეუძლია ისაუბროს რაც უნდა. მთავარია ჩვენ მივაღწიეთ დასახულ მიზანს და ეს შეთანხმების გაფორმებაა. პოლიტიკური პროცესი გადადის საპარლამენტო სივრცეში, რაც ძალიან არ უნდოდა მიხეილ სააკაშვილს და ზოგადად, ეს არ უნდოდა რადიკალურ ფრთას ოპოზიციაში“, - განაცხადა კობახიძემ.

ნინო ლომჯარია

20 აპრილი 2021, 18:06

სამართალი

ნინო ლომჯარია ნიკა მელიას ხვდება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ხვდება. როგორც სახალხო დამცველმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე განაცხადა, ნიკა მელიას გათავისუფლების რამდენიმე გზა არსებობს, მათ შორის გირაოს გადახდის გარეშე.

გიორგი ვოლსკი

20 აპრილი 2021, 17:50

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: სააკაშვილის სტრატეგიული გეგმა ემთხვევა იმ გეგმას, რაც რუსეთს გააჩნია

მან ისაუბრა იმ სამ პარტიაზე, რომლებიც პარლამენტში შესასვლელად ხელს არ აწერენ. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობაზე“, „ევროპული საქართველოსა“ და „ლეიბორისტული პარტიაზე“. ვოლსკიმ აღნიშნული პარტიების ერთმანეთისგან განმასხვავებელ ნიშნებზე ვრცლად ისაუბრა და დასძინა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მარგინალიზებული დარჩა და სურს ბრძოლოს ველზე არა კონსტრუქციულად, რევოლუციური იდეით დაბრუნდეს. მისი თქმით, ევროკავშირი, ევოკავშირის გზა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მნიშვნელოვანი არ არის.

სერგეი მარჩენკო

20 აპრილი 2021, 17:45

მსოფლიო

უკრაინის ფინანსთა მინისტრი: სააკაშვილი დიდ გზაზე მდგარი შულერია - არაფერი გამოუვიდა და ახლა თავის პრობლემებში სხვებს ადანაშაულებს

უკრაინის ფინანსთა მინისტრმა, სერგეი მარჩენკომ რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელს, მიხეილ სააკაშვილს დიდ გზაზე მდგარი შულერი უწოდა.

20 აპრილი 2021, 17:39

რეგიონი

ზესტაფონში მოზარდს მატარებელი დაეჯახა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მატარებელი არასრულწლოვანს დაეჯახა, რის შედეგადაც მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა სოფელ ჭოგნართან მოხდა. დეტალები ამ დროისთვის უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შარლ მიშელი

20 აპრილი 2021, 17:37

პოლიტიკა

შარლ მიშელი: მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრს ამ ხელმძღვანელობის გაწევისთვის

ახლა უკვე ვიცით, რომ გამოწვევები შედარებით მარტივი სამართავია და ადამიანები ელოდნენ ამ შედეგს. მე მადლობას გადავუხდი ბატონ პრემიერ-მინისტრს ამ ხელმძღვანელობის გაწევისთვის, - ამის შესახებ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

20 აპრილი 2021, 17:34

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ოპონენტებს საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში მელიასგან „ახალი ნავალნის“ გამოყვანა უნდათ, ეს ყველაფერი ისევ დღის წესრიგში დგას

საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში მელიასგან პოლიტპატიმრის, წამებულის, „ახალი ნავალნის“ გამოყვანა უნდათ, ეს ყველაფერი ისევ დღის წესრიგში დგას. აქედან გამომდინარე, ეს შეთანხმება უნდა იყოს ჯანსაღი პროცესის დასაწყისი და ვფიქრობ, რომ ბევრი პოლიტიკოსი ჯანსაღად მიუდგება ამას და იფიქრებს ქვეყანაზე, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

20 აპრილი 2021, 17:33

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ეს ქვეყანა არის საზოგადოების და არა - პოლიტიკური პარტიების

რასაკვირველია, საქართველოს ისტორიის განმავლობაში უფრო მეტი საკვანძო, მძიმე თემა ყოფილა - ომები, სხვისი თუ საკუთარი ომები, მაგრამ რაც დღეს ხდება და რისი თანამონაწილეებიც გავხდით, არის გარკვეული ისტორიული მომენტი, - ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტს.

ვიოლა ფონ კრამონი

20 აპრილი 2021, 17:28

პოლიტიკა

ვიოლა ფონ კრამონი: ჩვენ გვჭირდება მრავალფეროვანი პარლამენტი და ამიტომ მნიშვნელოვანია ოპოზიციური პარტიების სრულმა შემადგენლობამ შეთანხმებას ხელი მოაწეროს

„ნაციონალური მოძრაობის“ ინდივიდუალურმა წევრებმა დოკუმენტს ხელი მოაწერეს. ეს იყო ძალიან კარგი სიგნალი ჩვენთვის. იმედი მაქვს, რომ „ნაციონალური მოძრობა“ საბოლოოდ შევა საქართველოს პარლამენტში. ოპოზიციის უმრავლესობას თანხმობა უკვე ხელმოწერით აქვს დაფიქსირებული. ჩვენ გვჭირდება მრავალფეროვანი პარლამენტი და ამიტომ არის მნიშვნელოვანი ოპოზიციური პარტიების სრულმა შემადგენლობამ შეთანხმებას ხელი მოაწეროს“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

20 აპრილი 2021, 17:25

მსოფლიო

ოფიციალური პრაღა ნატოსა და ეროკავშირის მოკავშირეებს მოუწოდებს, სოლიდარობის ნიშნად თავიანთი ქვეყნებიდან რუსი დიპლომატები გააძევონ

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ჰამაჩეკმა განაცხადა, რომ ოფიციალური პრაღა ნატოსა და ეროკავშირის მოკავშირეებს მოუწოდებს, სოლიდარობის ნიშნად თავიანთი ქვეყნებიდან რუსი დიპლომატები გააძევონ.

დავით ზალკალიანი

20 აპრილი 2021, 17:23

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე

შარლ მიშელის დახვედრის ოფიციალური ცერემონია შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ვიცე-პრემიერმა,საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დავით ზალკალიანის თქმით, დღევანდელი დღე არის ქვეყნის დემოკრატიის გამარჯვება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დემოკრატიული პროცესების შეუქცევადობას.

20 აპრილი 2021, 17:21

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: ევროკავშირს სჭირდება ძლიერი, სტაბილური და დემოკრატიული საქართველო

„ზუსტად ეს არის სიძლიერე და სახელმწიფოებრივად აზროვნება, რომ გადადგა მართებული ნაბიჯი სწორ დროს. ეს პარტიულ ინტერესებზე წინ ქვეყნის ინტერესების დაყენებას ნიშნავს. საქართველოს სჭირდება ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავება, მხარდაჭერა და დახმარება. ევროკავშირს სჭირდება ძლიერი, სტაბილური და დემოკრატიული საქართველო. გასაგრძელებელია რეფორმები და პანდემიის მიერ მიყენებული დარტყმიდან გამოსავალს ვეძებთ ყველას. ეს უდიდესი გამოწვევაა“, - განაცხადა კალიურანდმა.

20 აპრილი 2021, 17:19

საზოგადოება

თსუ-სა და საქპატენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ინტელექტუალური საკითხების დარგში სტუდენტთა პროფესიული განვითარებისა და ცოდნის გაღრმავებისკენ მიმართული სასწავლო აქტივობების დანერგვის მიზნით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს „საქპატენტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თენგიზ ცერცვაძე

20 აპრილი 2021, 17:15

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: თბილისში გამოუვლენელი შემთხვევების რაოდენობა გამოვლენილთა რაოდენობას დაახლოებით ორჯერ აღემატება

თბილისში გამოუვლენელი შემთხვევების რაოდენობა დაახლოებით 2-ჯერ აღემატება გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობას, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე Facebook-ზე წერს.

შარლ მიშელი და სალომე ზურაბიშვილი

20 აპრილი 2021, 17:15

პოლიტიკა

შარლ მიშელი: ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირი-საქართველოს მჭიდრო ურთიერთობას და ეს ჩვენი მთავარი პრიორიტეტია

„ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირი-საქართველოს მჭიდრო ურთიერთობას და ეს ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. რასაკვირველია, საქართველო ძალიან ბევრს იშრომებს, რათა განახორციელოს როგორც საარჩევნო, ასევე სამართლებრივი რეფორმები, რომელიც მოქალაქეებს სასიკეთო შედეგებს მოუტანს. დარწმუნებული ვარ, თანაბარი ძალები იქნება წარმოდგენილი პარლამენტში და ეს იქნება პარლამენტის მდგრადი ფუნქციონირების საფუძველი. რასაკვირველია, ეს იქნება წინაპირობა იმისა, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ინკლუზიური ჩართულობა იქნება“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

თამთა მეგრელიშვილი

20 აპრილი 2021, 17:09

ეკონომიკა

თამთა მეგრელიშვილი: გუშინ „ნაციონალური მოძრაობა“ ქართულ დემოკრატიას იცავდა ამერიკისა და ევროკავშირის ელჩისგან, დღეს კი მისი წარმომადგენლები მიშელის შეთანხმებას გავრილოვის სპეცოპერაციას უწოდებენ

გუშინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავისი სადამსჯელო გვარდიით ქართულ დემოკრატიას იცავდა ამერიკისა და ევროკავშირის ელჩისგან. დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მიშელის შეთანხმებას გავრილოვის სპეცოპერაციას უწოდებენ, - ამის შესახებ წერს იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეკა ხერხეულიძეს ეხმიანება, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის მიღწეულ შეთანხმებას გავრილოვის სპეცოპერაციას უწოდა.

შარლ მიშელი

20 აპრილი 2021, 17:06

პოლიტიკა

შარლ მიშელი: ნდობა არის ის, რაც მთავარი ინსტიტუტების გასაძლიერებლად გჭირდებათ

ნდობა არის ის, რაც მთავარი ინსტიტუტების გასაძლიერებლად გჭირდებათ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოსთვის, ისევე როგორც ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის აუცილებელია სხვადასხვა ინსტიტუტის გაძლიერება.

20 აპრილი 2021, 16:58

COVID19

ბოლო 24 საათში ირანში კორონავირუსის 25 490 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 25 490 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 395 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.