imedi /  08 აპრილი 2021, 17:42 / სანდო წყარო

მთავრობის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული სამი დოკუმენტი დამტკიცდა

მთავრობის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული სამი დოკუმენტი - გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის „პარიზის შეთანხმებით” გათვალისწინებული - ,,საქართველოს განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი (NDC)“, საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია და საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიის 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „საქართველოს განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის” ფარგლებში, ქვეყანა იღებს ვალდებულებას, რომ, 2030 წლისთვის, ეროვნულ დონეზე, სათბურის აირების ემისიების ჯამური მაჩვენებელი, 1990 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით, 35%-ით შეამციროს.

„საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია, საქართველოში კლიმატის ცვლილების შესარბილებლად, ადგენს სათბურის აირების (GHGs) ემისიების შემცირების მიზნების მიღწევის გზებს.

სტრატეგიის დოკუმენტი განსაზღვრავს კლიმატის ცვლილების შერბილების სახელმწიფო პოლიტიკას შემდეგ სექტორებში: ენერგიის გენერაცია და გადაცემა, ენერგიის მოხმარება სატრანსპორტო სექტორში, ენერგიის მოხმარება შენობებში, ენერგიის მოხმარება მრეწველობაში და სამრეწველო პროცესები, სოფლის მეურნეობა, ნარჩენების მართვა და სატყეო მეურნეობა.

საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიის 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა წარმოადგენს სტრატეგიის ვალდებულების განხორციელების გეგმას და კონკრეტულ ქმედებებს.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 7 ივნისიდან, საქართველოსთვის ოფიციალურად ძალაში შევიდა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის „პარიზის შეთანხმება“. აღნიშნული შეთანხმება კლიმატის ცვლილების მსოფლიო პოლიტიკაში ახალი ეტაპის დასაწყისად ითვლება, რომლის ძირითადი მიზანია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკების და ეკონომიკის სექტორებზე ნეგატიური ზემოქმედების მნიშვნელოვანი შემცირება, გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის 2°C-მდე შეზღუდვით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

15 აპრილი 2021, 13:06

მსოფლიო

ნეპალში მარტორქების რაოდენობამ ბოლო 20 წლის მაქსიმუმს მიაღწია

ნეპალში მარტორქების რაოდენობამ ბოლო 20 წლის მაქსიმუმს მიაღწია, რის ერთ-ერთ მიზეზადაც ექსპერტები პანდემიის გამო ტურიზმის შეჩერებას ასახელებენ. ამის შესახებ CNN-ი წერს.

15 აპრილი 2021, 12:57

მსოფლიო

ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის მხარდაჭერის გამოსახატად კიევში ჩავიდნენ

ესტონეთის,ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის მხარდაჭერის გამოსახატად კიევში ჩავიდნენ.

ფულადი გზავნილები

15 აპრილი 2021, 12:51

ეკონომიკა

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მარტში, საქართველოში 62.3 მლნ დოლარით მეტი მოცულობის ფულადი გზავნილი შემოვიდა

საქართველოს ეროვნული ბანკი 2021 წლის მარტის მდგომარეობით ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს. აღნიშნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 188.2 მლნ აშშ დოლარი (627.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 49.5%-ით (62.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

15 აპრილი 2021, 12:31

რეგიონი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივ გარემოსდაცვით სამოქმედო გეგმაზე მუშაობა გრძელდება

ევროკავშირის შავი ზღვის 2014-2020 პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ქალაქ წყალტუბოში გარემოს არსებული მდგომარეობა განიხილეს და აქტუალური გარემოსდაცვითი პრობლემების შესახებ ისაუბრეს. კერძოდ, განიხილეს სასმელი წყლის ხარისხის, მოსახლეობისთვის მიწოდების საკანალიზაციო ქსელის მოწყობის, ქალაქში არსებული მწვანე საფარის, ეკოლოგიური მდგომარეობის, ჯანდაცვის კუთხით არსებული ეპიდსიტუაციის საკითხები.

ნათია თურნავა

15 აპრილი 2021, 12:30

ეკონომიკა

ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციაში „პოსტ-კოვიდური ეკონომიკური გამოწვევები და შესაძლებლობები სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში“. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

15 აპრილი 2021, 12:22

რეგიონი

ხვალ ბათუმში დასაქმების ფორუმი გაიმართება

16 აპრილს ბათუმში, პიაცას მოედანზე, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე, დასაქმების ფორუმი „ახალი შესაძლებლობა თქვენი დასაქმებისთვის“ გაიმართება. 20-ზე მეტი კომპანია სამუშაოს მაძიებლებს 400-მდე სხვადასხვა სახის ვაკანსიას შესთავაზებს. სამუშაო ადგილები ძირითადად სასტუმრო ინდუსტრიის სფეროდანაა.

კახა კალაძე

15 აპრილი 2021, 12:18

საზოგადოება

კახა კალაძე: თავს კარგად ვგრძნობ და ორშაბათიდან საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებ

„დამატებით კვლევები ჩავიტარე ყველა მიმართულებით და ბედნიერი ვარ რომ, ყველანაირად კარგად ვარ. ორშაბათიდან სრულფასოვნად დავუბრუნდები ჩემს საქმიანობას და ერთად გაავაკეთებთ ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც დედაქალაქს სჭირდება“, - განაცხადა კალაძემ.

15 აპრილი 2021, 12:10

რეგიონი

ამირან გამყრელიძე გორში იმუნიზაციის პროცესს გაეცნო

გამყრელიძე გორში ასევე შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულს, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალურ წარმომადგენლებს, წითელი ჯვრის მოხალისეებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს შეხვდება.

15 აპრილი 2021, 12:04

მსოფლიო

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების შემთხვევაში, იაპონიაში ოლიმპიადის გაუქმებას არ გამორიცხავენ

იაპონიის მმართველი „ლიბერალ დემოკრატიული პარტიის“ გენერალური მდივანი, ტოშიჰირო ნიკაი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გაუქმებას არ გამორიცხავს, თუკი ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდება.

15 აპრილი 2021, 11:55

საზოგადოება

CO-თი ინტოქსიკაციისა და გაზის აფეთქების შემთხვევების გახშირების გამო, „თბილისი ენრეჯი“ მოქალაქეებს აფრთხილებს

კომპანია „თბილისი ენრეჯი“ მოქალაქეებს მოუწოდებს ბუნებრივი აირი უსაფრთხოების წესებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით მოიხმარონ. კომპანიამ დღეს გამაფრთხილებელი ბრიფინგი გამართა, სადაც ითქვა, რომ ბოლო წლებში CO-თი ინტოქსიკაციისა გაზის აფეთქების შემთხვევები გაზრდილია. დედაქალაქის მასშტაბით, ბოლო თვეში 23 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან სამი კი ფატალურად, მსხვერპლით დასრულდა. „თბილისი ენრეჯი“ მოუწოდებს აბონენტებს, არ გამოიყენონ მათ მიერ დალუქული მოწყობილობა, მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების წესები და გაზის სუნის შემჩნევის შემთხვევაში დარეკონ 144-ის ცხელ ხაზზე.

15 აპრილი 2021, 11:54

კულტურა

ფილმის „ფორსაჟი 9“ ახალი ტრეილერი გამოაქვეყნდა

სურათის პრემიერა, რომლის რამდენიმე სცენა საქართველოში გადაიღეს, 2021 წლის 25 ივნისს შედგება. თავიანთ როლებს დაუბრუნდნენ ვინ დიზელი, შარლიზ ტერონი, მიშელ როდრიგესი, ჯორდანა ბრიუსტერი, ლუკადრისი, ტაირიზ გიბსონი, ნატალი მანუელი. ამასთან, ფილმში პოპულარულმა რესლერმა, ჯონ სინამ ითამაშა.

დიმიტრი ხუნდაძე

15 აპრილი 2021, 11:53

საზოგადოება

ბავშვთა სიღარიბის დაძლევასთან დაკავშირებით პარლამენტში ხვალ მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართება

პარლამენტის ინფორმაციით, იმის გამო, რომ პანდემიის შემდეგ მსოფლიოს და მათ შორის საქართველოს ეკონომიკა ვარდნას განიცდის, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს შინამეურნეობების ბიუჯეტზე, ბავშვების წინაშე არსებული რისკები შემცირების ნაცვლად იზრდება და ისინი უფრო მეტად დგანან სიღარიბის საფრთხის წინაშე. 2009 წლიდან 2017 წლამდე ბავშვთა უკიდურესი სიღარიბე 13%-დან 6.2%-მდე შემცირდა. 2015 წელს 3%-იც კი იყო.

15 აპრილი 2021, 11:42

რეგიონი

ოპოზიცია რეგიონებში გასვლით შეხვედრებს იწყებს

„15 მაისი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში უმნიშვნელოვანესი თარიღია, იმიტომ რომ ეს იქნება უამრავი, ათობით ათასი ადამიანისთვის შესაძლებლობა გამოხატოს თავისი პროტესტი, გამოხატოს თავისი ბრაზი. ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით ვაკვირდებით სხვადასხვა თემაზე პროტესტს, იმედგაცრუებულ, გაბრაზებულ ადამიანებს, რომლებსაც შედეგი არ აქვთ“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

გიგი უგულავა

15 აპრილი 2021, 11:38

პოლიტიკა

გიგი უგულავა: მოწადინებული ვართ, რომ იყოს შედეგზე ორიენტირებული დიალოგი

აბსოლუტურად მართალია, რომ ნატოს წევრ ქვეყნებში, ნებისმიერი პოლიტიკური დებატების ადგილი არის პარლამენტი. მაგრამ არის ერთი მთავარი ასპექტი, ნატოს წევრ ქვეყნებში პარლამენტის არჩევნებს არ აყალბებენ, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

პაატა მანჯგალაძე

15 აპრილი 2021, 11:33

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე: 9 წლის განმავლობაში ოპოზიციამ პარლამენტში ყოფნით ვერ მიაღწია იმას, რასაც ჩვენ ვაღწევთ იმით, რომ არ შევედით რამდენიმე ხანი პარლამენტში

„დიდი მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ასევე მედიაციაში ჩართულ ელჩებს, რომლებიც ძალიან ბევრ დროს ხარჯავენ, რომ საქართველოში პოლიტიკური შეთანხმება შედგეს. ვსაუბრობთ შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად 5 ფუნდამენტურ ცვლილებაზე, რაც ფუნქციონირებად დემოკრატიას სჭირდება. 9 წლის განმავლობაში, ოპოზიციამ პარლამენტში ყოფნით ვერ მიაღწია იმას, რასაც ჩვენ ვაღწევთ იმით, რომ არ შევედით რამდენიმე ხანი პარლამენტში. ეს არის სერიოზული მონაპოვარი, ამას უნდა ბოლომდე მიყვანა და როგორც კი ამ საკითხებზე შედგება შეთანხმება, „სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტში შევა“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ადამ კინზინგერი

15 აპრილი 2021, 11:33

მსოფლიო

ადამ კინზინგერი: ავღანეთიდან ჯარების გაყვანა წინდაუხედავი გადაწყვეტილება და მძიმე შეცდომაა

„რესპუბლიკელი“ კონგრესმენი, ადამ კინზინგერი ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს წინდაუხედავი გადაწყვეტილება და მძიმე შეცდომაა.

ლაშა დამენია

15 აპრილი 2021, 11:32

პოლიტიკა

ლაშა დამენია: პარლამენტის ბოიკოტი ოპოზიციის თვითმიზანი არ არის

„პარლამენტის ბოიკოტი ოპოზიციის თვითმიზანი არ არის, თუმცა როგორც ნატოს წევრ ქვეყნებში არ უცხადებენ პარლამენტის ბოიკოტს, ასევე ნატოს წევრ ქვეყნებში არჩევნები ასე ტოტალურად არ ყალბდება. ნატოს წევრ ქვეყნებში არ ჰყავთ პოლიტპატიმრები, ოპოზიციურ პარტიებს ოფისებში არ უვარდებიან და მათ ოფისებს არ წვავენ. ამიტომ აქედან ერთადერთი გამოსავალია, ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები“, - განაცხადა დამენიამ.

გიორგი ბოტკოველი

15 აპრილი 2021, 11:27

პოლიტიკა

გიორგი ბოტკოველი აპატურაის განცხადებაზე: მთავარი რჩევა ქართველმა ხალხმა უნდა მოგვცეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ქუჩაში ყოფნა მათი თვითმიზანი ნამდვილად არაა, მაგრამ ეს პარლამენტი ქართველი ხალხის ნებას არ წარმოადგენს.

15 აპრილი 2021, 11:21

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 1,014 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 1,014 ადამიანს დაუდასტურდა, 23 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 206,142 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3,817 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 185,125.

15 აპრილი 2021, 11:20

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 16,427 შემთხვევა გამოვლინდა

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 16,427 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსს 433 ადამიანი ემსხვერპლა.