imedi /  14 აპრილი 2021, 16:06 / სანდო წყარო

ავიარეისის მგზავრებს ქუთაისის აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი კომპანიები, Georgian Bus და Omnibus Express 21:00-დან 5:00 საათამდე უფასოდ მოემსახურებიან

ავიარეისის მგზავრებს ქუთაისის აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი კომპანიები, Georgian Bus და Omnibus Express 21:00-დან 5:00 საათამდე უფასოდ მოემსახურებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

„18 აპრილიდან, სამთვიანი პაუზის შემდეგ, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ევროპის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს ანახლებს. ავიარეისის მგზავრებს ქუთაისის აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი კომპანიები, Georgian Bus და Omnibus Express მოემსახურებიან.

გამომდინარე იქიდან, რომ ქუთაისის აეროპორტში ჩამოფრენისა და გაფრენის საათები ემთხვევა გადაადგილების შეზღუდვის პერიოდს, რომელიც მოქმედებს 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, ავტობუსები თბილისისა და ქუთაისისკენ მიმავალი მგზავრების მისამართებზე უფასოდ მიყვანას უზრუნველყოფენ. რაც შეეხება ბათუმს, მგზავრების გადაყვანა მოხდება ქალაქის ცენტრამდე. შეთავაზებები ძალაშია აეროპორტის ორივე ოფიციალური გადამყვანის შემთხვევაში, გადაადგილების შეზღუდვის მოქმედების პერიოდის გაუქმებამდე“, – აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.

მათივე ცნობით, მნიშვნელოვანია, რომ ავტობუსით მგზავრობისას მგზავრებმა თან იქონიონ ავიაბილეთები. ხოლო მგზავრის თანმხლები პირის შემთხვევაში, ერთჯდერადი საშვისთვის უნდა მიმართოს მთავრობის ცხელ ხაზსს 144 (1)-ზე.

„თუ მგზავრი ქუთაისის აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი ტრანსპორტით არ სარგებლობს და საკუთარი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდება, ამ შემთხვევაშიც, ერთჯდერადი საშვისთვის უნდა მიმართოს მთავრობის ცხელ ხაზსს 144 (1) ზე. მგზავრთა რეგისტრაცია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იწყება გაფრენამდე სამი საათით ადრე.

ბილეთების წინასწარ შეძენა შესაძლებელია ვებგვერდებზე – georgianbus.com და omnibusexpress.ge ან ადგილზე კომპანიების წარმომადგენლებთან.

„შეგახსენებთ, არსებული რეგულაციების თანახმად, ტერმინალში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები. ტერმინალში გამცილებლის შესვლა ნებადართულია მხოლოდ არასრულწლოვანისა და შშმ პირის თანხლების შემთხვევაში. პირბადის გარეშე ტერმინალში შესვლა აკრძალულია. მგზავრებს, რომლებსაც 37.5 ზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ შენობაში არ დაიშვებიან“, – აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.

ყველა სიახლე

09 მაისი 2021, 16:04

კულტურა

ქუთაისი მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს

ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში, მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა. ფესტივალი ქუთაისის მერიისა და საქართველოს ეროვნული კინო ცენტრის მხარდაჭერით ტარდება. მთავარი საერთაშორისო კონკურსის ჟიური ფესტივალის პრიზს „ოქროს დინოზავრს“ გადასცემს გამარჯვებულებს ორ კატეგორიაში: საუკეთესო ფილმი და საუკეთესო რეჟისორი.

09 მაისი 2021, 15:50

პოლიტიკა

„სტრატეგია აღმაშენებელი“: ბოლო პერიოდში, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული Facebook-ექაუნთებიდან ჩვენს გვერდზე მასიური შემოტევა შეინიშნება

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული Facebook-ექაუნთების მხრიდან ჩვენს, „ფეიჯებზე“ შეინიშნება მასიური შემოტევა. უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩვენ მიერ იდენტიფიცირებულია და დავბლოკეთ ასობით Facebook-ექაუნთი. მათი უმეტესობა არის ახალ შექმნილი, ამაზე მიუთითებს შექმნის დრო და მეგობრების მცირე რაოდენობა. თუმცა, აქტიურობს არაერთი ძველი „ექაუნთიც“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მიხეილ სადრაძე

09 მაისი 2021, 15:35

სამართალი

ნიკა მელიას საქმის პროკურორი: ჩვენ შუამდგომლობა მაქსიმალურად გონივრულ ვადაში წარმოვადგინეთ, პატიმრობა არ წარმოადგენდა ჩვენს თვითმიზანს

ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიერ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის უფრო ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გირაოთი შეცვლის შესახებ უკვე შეტანილია სასამართლოში. პატიმრობა არ წარმოადგენდა ჩვენ თვითმიზანს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა.

09 მაისი 2021, 15:08

რეგიონი

მალხაზ თორიამ მეორე მსოფლიო ომის მონაწილე კარლო ლაგვილავას ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ვეტერანს, კარლო ლაგვილავას ფაშიზმზე გამარჯვების დღე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ, ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, მამუკა წოწერიამ მიულოცეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

შალვა ნათელაშვილი

09 მაისი 2021, 14:45

პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდაზე: ეს ევროკავშირის „დაჩმორებას“ ნიშნავს

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის, ნიკა მელიასთავის გირაოს გადახდა სამარცხვინოა. „ეს ნიშნავს ევროკავშირის „დაჩმორებას“, რაც არის სირცხვილი და ძალიან სამწუხაროა“, - ამბობს შალვა ნათელაშვილი.

მეუფე შიო

09 მაისი 2021, 14:43

საზოგადოება

მეუფე შიო: უფალი მოითხოვს ჩვენგან საპასუხო სიყვარულს და უნდა გვახსოვდეს, როდესაც მას ხშირად მივმართავთ, ჩვენ მას დიდ სიხარულს ვანიჭებთ

გვახსოვდეს, რომ უფალი თავისი დიდი სიყვარულით ყოველთვის ელოდება ჩვენს მობრუნებას და მასთან ურთიერთობას, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა. მისი თქმით, სიყვარული მოითხოვს საპასუხო სიყვარულს. ასე რომ, უფალიც მოითხოვს ჩვენგან ამ საპასუხო სიყვარულს და უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც მას ხშირად მივმართავთ, ჩვენ მას დიდ სიხარულს ვანიჭებთ.

09 მაისი 2021, 14:34

რეგიონი

უხვი ნალექის გამო, ატენში კლდის ფენა ჩამოიშალა და გზა ჩაიხერგა

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ატენის ხეობაში. უხვი ნალექის გამო, ატენთან კლდის ფენა ჩამოიშალა და გზა ჩაიხერგა. ადგილზე იმყოფება გორის მუნიციპალიტეტის მერი და სამაშველო ბრიგადები. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. გზის გასაწმენდად, ადგილზე ​სპეცტენიკას ელოდებიან.

ნონა მამულაშვილი

09 მაისი 2021, 14:26

პოლიტიკა

ნონა მამულაშვილი: იმისთვის, რომ ჩვენ გეგმები განვიხილოთ, საჭიროა, რომ ნიკა მელია იყოს გარეთ

როდესაც ნიკა მელია გამოვა, ჩვენ გვექნება თათბირი და კონსულტაციები მასთან. შემდგომ ნაბიჯებზე უკვე მას შემდეგ შევთანხმდებით, რაც ჩვენი თავმჯდომარე თავისუფლებაზე იქნება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნონა მამულაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ განიხილავენ სამომავლო გეგმებს.

სერგო ჩიხლაძე

09 მაისი 2021, 14:13

პოლიტიკა

სერგო ჩიხლაძე: 90%-იანი ალბათობით შემიძლია ვთქვა, რომ ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევა

„90%-იანი ალბათობით შემიძლია ვთქვა, რომ ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს მოაწერს შეთანხმებას და პარლამენტში შევა. ვფიქრობ, რომ ამის შემდეგ, 5-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე მთელი ოპოზიციური სპექტრი აიღებს პასუხისმგებლობას“, - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

09 მაისი 2021, 14:05

სამართალი

პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა

საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რომელ საათზე ჩაინიშნება სასამართლო პროცესი.

09 მაისი 2021, 14:03

საზოგადოება

რუსთავში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უცნობი ჯარისკაცის მემორიალი ყვავილებით შეამკეს

რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ, კახა კობერიძემ, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა - ნინო ქავთარაძემ და დავით რეხვიაშვილმა, სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელთან, დავით შანიძესთან და ვეტერანთა კავშირის წარმომადგენლებთან ერთად, დიდების ხეივანში არსებული უცნობი ჯარისკაცის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

09 მაისი 2021, 13:52

სამართალი

კახეთში, დაკარგული 22 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

თითქმის ერთკვირიანი ძებნის შემდეგ, თელავში დაკარგული ბიჭი, 22 წლის ნიკოლოზ რაზიკაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მისი ცხედარი ქალაქგარეთ, ტყეში აღმოაჩინეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

09 მაისი 2021, 13:43

საზოგადოება

„ევროპის უნივერსიტეტისა“ და საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული ესსეების კონკურსის შედეგები ცნობილია

„ევროპის უნივერსიტეტისა“ და საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული, ესსეების კონკურსის შედეგები ცნობილია, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კონკურსი თემაზე „საქართველოს ევროპული მომავალი“, „ევროპის დღეები 2021“-ის ფარგლებში ჩატარდა და მასში მე-11 - მე-12 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, როგორც კერძო, ასევე საჯარო, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებიდან.

09 მაისი 2021, 13:30

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 157 მილიონს გადააჭარბა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 157 703 626 შემთხვევა გამოვლინდა, 3 283 422 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 93 741 151 - გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 32 686 462 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 581 516 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ანდრიუს კალინდრა

09 მაისი 2021, 13:24

პოლიტიკა

ლიეტუვის ელჩი: ძალა ერთობაშია - ერთად უფრო ძლიერები ვართ

„ევროპის დღეს, ლიეტუვა კიდევ ერთხელ ნათლად აცხადებს საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ სრული მხარდაჭერის შესახებ. შეგახსენებთ, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ. ძალა ერთობაშია. ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ“, – აღნიშნავს დიპლომატი და ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვას აზიარებს.

09 მაისი 2021, 13:21

რეგიონი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ჯაბა ფუტკარაძე ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ ინფორმაციას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, სიუჟეტში მოცემული ინფორმაცია მიზანმიმართული ცილისწამებაა, რაც მის პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შელახვა და ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს სასამართლოში უჩივის.

სალომე ზურაბიშვილი

09 მაისი 2021, 13:07

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი ხვალ ჩრდილოეთ მაკედონიას ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 10 მაისს ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ მაკედონიას ეწვევა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირებთან: პრეზიდენტ სტევო პენდაროვსკისთან, ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ტალატ ჯაფერისთან და პირველ ვიცეპრემიერ არტან გრუბისთან.

09 მაისი 2021, 13:06

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში (კიკვიძის), მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს, ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

09 მაისი 2021, 13:04

მსოფლიო

ქაბულში, სკოლასთან მომხდარი აფეთქებებისას დაღუპულთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა

ავღანეთში, ქაბულში მდებარე ერთ-ერთი სკოლის მიმდებარედ მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა. თავდასხმის მსხვერპლებს უკვე კრძალავენ. არსებული ინფორმაციით, სამი ბომბი მაშინ აფეთქდა, როცა მოსწავლეები სკოლის შენობას ტოვებდნენ. სამი ასაფეთქებელი მოწყობილობიდან ერთ-ერთი ავტომობილში იყო დამონტაჟებული. დაღუპულთა უმეტესობა გოგოა.

09 მაისი 2021, 13:02

რეგიონი

ზუგდიდში წყალარინების გამწმენდი ნაგებობა აშენდა და შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო

ზუგდიდში წყალარინების გამწმენდი ნაგებობა აშენდა და შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კანალიზაციის ახალი ინფრასტრუქტურით ზუგდიდში მცხოვრები 54 000 ადამიანი ისარგებლებს.