imedi /  20 აპრილი 2021, 12:37 / სანდო წყარო

საბავშვო ნაწარმოებების გამოსავლენად ლიტერატურული კონკურსი გრძელდება

საუკეთესო საბავშვო ნაწარმოებების გამოსავლენად ლიტერატურული კონკურსი 17 მაისის 18:00 საათამდე მიმდინარეობს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასთან“ ერთად კონკურსი 17 მარტს გამოაცხადა.

მსურველებს საშუალება აქვთ კიდევ ერთი თვის განმავლობაში გამოაგზავნონ ნაწარმოებები ელფოსტაზე: konkursi@naec.ge.

საკონკურსოდ მიიღება მხოლოდ ის გამოუქვეყნებელი საბავშვო მოთხრობები და შემეცნებითი პროზაული ტექსტები, რომელთა მოცულობაც არ აღემატება 1 500 სიტყვას.

მნიშვნელოვანია, რომ ნამუშევრები განკუთვნილი იყოს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის. დაწყებითი სასკოლო ასაკის მიუხედავად, ტექსტები დიდაქტიკური ხასიათის არ უნდა იყოს.

კონკურსის მიზანია ისეთი საბავშვო ნაწარმოებების შერჩევა, რომლებსაც ცენტრი გამოიყენებს ეროვნულ შეფასებებში და აგრეთვე სხვა პროექტების ფარგლებში დაგეგმილი ტესტირებების დროს.

ავტორმა უნდა გამოგზავნოს ელფოსტაზე: konkursi@naec.ge მინიმუმ 3 გამოუქვეყნებელი პროზაული ნაწარმოები. საკონტაქტო ინფორმაციის (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი) გარეშე ნამუშევრები არ განიხილება. ტექსტები სასურველია აკრეფილი იყოს „სილფაინით“ 11 ზომის შრიფტით და „ვორდის“ ფორმატში.

ივნისის თვეში გამოვლინდება სამი გამარჯვებული ავტორი, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით:

I ადგილი - 1500 ლარი
II ადგილი - 1000 ლარი
III ადგილი - 500 ლარი

საუკეთესო ნაწარმოებებს წიგნად გამოსცემს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“.
გასათვალისწინებელია, რომ დაუშვებელია თითოეული შერჩეული ნაწარმოების საჯარო სივრცეში გამოქვეყნება მანამდე, სანამ ცენტრი მათ თავისი მიზნებისთვის არ გამოიყენებს.

იმისათვის, რომ სრულფასოვნად მომზადდეს სხვადასხვა სახის ტესტური დავალება, ცენტრი იტოვებს ტექსტების ადაპტირების უფლებას (ავტორის მითითებით).

ყველა სიახლე

16 მაისი 2021, 16:29

რეგიონი

კახეთში ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 6 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 6 ფაქტი გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

16 მაისი 2021, 16:25

რეგიონი

აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან

აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „ATM“ ეცნობიან, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში უმსხვილეს გამოფენაზე რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და ტურისტულ კომპანიებთან ერთად წარმოადგენს.

16 მაისი 2021, 16:14

რეგიონი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურისტული კომპანიებისთვის სამეგრელოში ინფო-ტურს ატარებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურისტული კომპანიებისათვის ინფო-ტურებს აგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქართული ტურისტული კომპანიების 18 წარმომადგენელი სამეგრელოს ესტუმრა.

16 მაისი 2021, 16:02

რეგიონი

ადიგენის მუნიციპალიტეტში ხანძარი ლოკალიზებულია

ადგილზე ოთხი სამაშველო-სახანძრო ეკიპაჟი მუშაობს.

16 მაისი 2021, 15:43

საზოგადოება

რიყის პარკში ისრაელის მხარდამჭერთა აქცია გაიმართა

აქციის მონაწილეები საქართველოს ოფიციალურ პოზიციას ეხმაურებოდნენ, რომლის თანახმადაც საქართველო მხარს უჭერს ისრაელს, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. აქცია არასამთავრობო ორგანიზაცია „ისრაელის სახლის” მხარდაჭერით გაიმართა.

ჯოზეფ ბორელი

16 მაისი 2021, 15:40

მსოფლიო

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ისრაელი-პალესტინის საკითხზე 18 მაისს იმსჯელებენ

ისრაელსა და პალესტინას შორის მიმდინარე ესკალაციის და სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის რაოდენობის გათვალისწინებით, სამშაბათს ვატარებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო ვიდეოკონფერენციას, - ამის შესახებ ბორელი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს.

16 მაისი 2021, 15:34

საზოგადოება

საელჩოების ხელმძღვანელები: დროა მხარი დავუჭიროთ ლგბტქი+ პირების თანასწორ უფლებებს და მათ მიმართ სამართლიან მოპყრობას საქართველოში

„საქართველო განაგრძობს საკუთარი მოქალაქეების დაცვას COVID-19-ის პანდემიის ყველაზე უარყოფითი შედეგებისგან და იწყებს პოსტ-კრიზისულ აღდგენას. პანდემიაზე რეაგირების პროცესში, საქართველომ პირველად დაინახა სოციალური სოლიდარობის და ყველას, მათ შორის დაუცველი ლგბტქი+ პირების მხარდაჭერის სარგებელი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ იგივე სულისკვეთება დაეხმარება საქართველოს აღმოფხვრას სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა და გამოხატვის საფუძველზე დისკრიმინაცია და მიიღოს ყველა ადამიანის მრავალფეროვნება, ტოლერანტობა და ძალა როგორც ქვეყნის სიძლიერის წყარო. ყველა ადამიანის თანაბარი უფლებების მიმართ პასუხისმგებლობის ხაზგასმით, ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ძალისხმევას“, - ნათქვამია განცხადებაში.

16 მაისი 2021, 15:09

რეგიონი

ადიგენის მუნიციპალიტეტში ტყეში ხანძარია

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე ოთხი სამაშველო-სახანძრო ეკიპაჟი მუშაობს.

ლევან ვასაძე

16 მაისი 2021, 14:57

პოლიტიკა

ლევან ვასაძე: „ერთობა, რაობა, იმედი“ მალე პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება

„ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ უკვე საჯარო ჭრილში დავაფუძნოთ საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედი“. ეს არის ის გაერთიანება, რომელიც სულ მალე გარდაიქმნება პოლიტიკურ პარტიად და ჩვენი ხალხის ხალხის მხარდაჭერით შეცვლის საქართველოში ამ გამოუვალ მდგომარეობას. დარწმუნებული ვარ, ეს გზა, რომელსაც ახლა შევუდექით, ადვილი არ იქნება. არ იქნება ია-ვარდით მოფენილი, ჩვენ გველოდება წინ ბევრი ერთობლივი ბრძოლა, ჩვენ გველოდება წინ წინააღმდეგობები, მაგრამ მტკიცედ გვწამს, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერით შევძლებთ გავარღვიოთ ეს მოჯადოებული წრე“, - განაცხადა ვასაძემ.

16 მაისი 2021, 14:39

რეგიონი

ნინო ლაცაბიძემ და ირაკლი ტაბაღუამ რუსთავში გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა

„ვაგრძელებთ რუსთავის გამწვანებას, ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. რამდენიმე თვეა აქტიურად ვართ ჩართული ქალაქის გამწვანებაში, ამ პერიოდის განმავლობაში მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა მერიისა და სხვადასხვა ბიზნესსუბიექტის მხრიდან. მე მიხარია, რომ დღესაც, სწორედ ბიზნესის ჩართულობით მოხდა ის, რომ ჩვენი ისტორიული და უნიკალური პარკის განახლებაში შევიტანეთ წვლილი. 200-მდე სხვადასხვა ჯიშის ხის ნერგი დავრგეთ, რომელიც „კავკასიის ავტო იმპორტმა“ შეიძინა იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო ლამაზი და მიმზიდველი გახდეს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ ამ სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

ალუდა ღუდუშაური

16 მაისი 2021, 14:30

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი აქტიურადაა ჩართული პროცესში, პრაქტიკულად შეთანხმება უკვე მიღწეულია

საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი აქტიურადაა ჩართული პროცესში, პრაქტიკულად შეთანხმება უკვე მიღწეულია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. ის იმედოვნებს, რომ მოხდება შეჯერება და მიღებული იქნება გამართული, კიდევ უფრო დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული საარჩევნო კანონმდებლობა.

გრიგოლ გეგელია

16 მაისი 2021, 14:27

პოლიტიკა

გრიგოლ გეგელია: ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება პარტიულ-პოლიტიკური ზრახვებისგან მაქსიმალურად თავისუფალი საარჩევნო სისტემის მიღწევა

„ვფიქრობ, რომ გარკვეული მიმართულებით არის თანხვედრა. შესაბამისად, ეს ქმნის გარკვეულ საფუძველს ოპტიმიზმისთვის, რომ ყველა სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით ასევე იქნება თანხვედრა მხარეებს შორის. პროფესიული ნიშნით გარკვეული კვოტის დაკომპლექტება, ბუნებრივია, არის საინტერესო პრინციპი, თუმცა აქ არის ნათლად ჩამოსაშლელი როგორ, რა ნიშნით, რა კრიტერიუმებით, რა წესებით კომპლექტდება ეს პროფესიული პრინციპი. იმიტომ რომ ეს პროფესიული კვოტა შეიძლება ძალიან მარტივად პარტიულ-პოლიტიკური მაქინაციის საგანი გახდეს. ჩვენ მსოფლიოს არაერთ დემოკრატიაში გვინახავს მსგავსი ტიპის მანიპულაციები, რომელსაც პარტიულ-პოლიტიკური ზრახვები ამოძრავებდა. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება პარტიულ-პოლიტიკური ზრახვებისგან მაქსიმალურად თავისუფალი სისტემის მიღწევა“, - განაცხადა გრიგოლიამ.

იაგო ხვიჩია

16 მაისი 2021, 14:21

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: დარწმუნებული ვარ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით შესაძლებელია კონსენსუსის მიღწევა

დარწმუნებული ვარ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით შესაძლებელია კონსენსუსის მიღწევა, - განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ არგუმენტს თავმჯდომარის დანიშვნასთან დაკავშირებით ეთანხმებიან.

პაატა მანჯგალაძე

16 მაისი 2021, 14:14

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძის თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მხარს დაუჭერს ცვლილებებს, რომლებიც საარჩევნო პროცესისადმი ნდობას გაზრდის

„თუ ვთანხმდებით ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესზე, თუ ვთანხმდებით ტექნოლოგიების შემოტანასთან დაკავშირებით, თუ ვთანხმდებით მონაწილეების სიების გამოტანასთან დაკავშირებით, თუ ვთანხმდებით ხმების დათვლის პროცედურის დროს მაღალი რეზოლუციის არსებობაზე, თუ ვთანხმდებით, რომ შემაჯამებელ ოქმებში შესწორებები არ შევა ახსნა-განმარტებებით, როგორც აქამდე იყო და გადათვლის საფუძველზე შევა მხოლოდ და თუ ვთანხმდებით, რომ გასაჩივრების ერთიანი ელექტრონული სისტემა გვექნება, სადაც დავინახავთ რა უბანზე რა დარღვევა იყო და რა საჩივარს რა რეაგირება მოჰყვა, მაშინ ნდობა გაიზრდება საარჩევნო პროცესის მიმართ და ჩვენ ასეთ ცვლილებებს მხარს დავუჭერთ“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ნიკა მელია

16 მაისი 2021, 14:08

პოლიტიკა

ნიკა მელია პარტიის წევრებთან ერთად კიევში გაემგზავრა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიის წევრებთან ერთად კიევში გაფრინდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ცნობით, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ექსპრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს განიხილავენ.

ფაგრადალსფიადლი

16 მაისი 2021, 13:55

მსოფლიო

ისლანდიაში მდებარე ვულკანი ფაგრადალსფიადლი იყიდება🌋

ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა, კატრინ იაკობსდოტირმა განაცხადა, რომ ვულკანის ახალ მფლობელებს მასთან ადამიანების მისვლის შეზღუდვის უფლება არ ექნებათ: ქვეყნის მთავრობამ ობიექტზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 70 მილიონი კრონა ($564 000) უკვე გამოყო.

16 მაისი 2021, 13:50

საზოგადოება

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სასულიერო პირები თბილისის ქუჩებს აკურთხებენ

ოჯახის სიწმინდის დღეს, წელს, პანდემიის გამო, ფეხით მსვლელობა არ გაიმართება და სასულიერო პირები მსვლელობას ავტოკოლონებით გამართავენ. ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანის“ პრეზიდენტის კოტე სვანაძის განცხადებით, მსვლელობის დროს, სასულიერო პირები ქუჩებს და მოსახლეობას აკურთხებენ.

ილია მეორე

16 მაისი 2021, 13:35

საზოგადოება

ილია მეორე: ახალგაზრდებს მიაქციეთ ყურადღება, მათ სჭირდებათ სითბო მშობლებისა

„ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა ძლიერდება ცოდვა, მაგრამ ამავე დროს ძლიერდება კეთილი საქმე და რწმენა. კეთილი გაიმარჯვებს. არ უნდა შეგეშინდეთ. სიკეთემ უნდა იმარჯვოს. ჯვარი გეწეროთ. მე გლოცავთ თქვენს ოჯახებს, შვილებს. ახალგაზრდებს მიაქციეთ ყურადღება, მათ სჭირდებათ სითბო მშობლებისა“, - აღნიშნა პატრიარქმა.

 ირაკლი შოთაძე

16 მაისი 2021, 13:26

საზოგადოება

ირაკლი შოთაძე: ეთერში გასული განზრახ დამახინჯებული ინფორმაცია ჩემი ოჯახის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ჩემს პიროვნულ დისკრედიტაციას

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ზოგიერთ მასმედიის საშუალებებში გასულ ინფორმაციას ეხმაურება. მისი თქმით გავრცელდა სრული დეზინფორმაცია და რეალობის გადამოწმების მიზნით მას არავინ არ დაკავშირებია.

ჯო ბაიდენი

16 მაისი 2021, 13:26

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მაჰმუდ აბასთან სატელეფონო საუბრები გამართა

ბაიდენმა ნეთანიაჰუს უთხრა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს ისრაელის უფლებას თავი დაიცვას, თუმცა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ კონფლიქტის ორივე მხარეს დაღუპულთა რიცხვი მაღალია. თავის მხრივ, აბასთან საუბრისას თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ აშშ-სა და პალესტინის თანამშრომლობის გაძლიერებას უჭერს მხარს.