imedi /  20 აპრილი 2021, 15:18 / სანდო წყარო

კომუნიკაციების კომისიამ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით ახალი რეგულაციები მიიღო

კომუნიკაციების კომისიამ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო. მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით მიღებული ახალი რეგლამენტი ყველა აბონენტს მისცემს საშუალებას, რომ ხარისხიანი და უსაფრთხო საკომუნიკაციო მომსახურეობა ჰქონდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ახალი რეგლამენტით მომხმარებელს ენიჭება არჩევანის სრული თავისუფლება თავად გადაწყვიტოს, ვისგან შეიძინოს სატელეკომუნიკაციო მოწყობილობა მისთვის ხელსაყრელი საფასურითა და პირობებით, რაზეც კომპანია უარს ვერ განაცხადებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ობიექტური მიზეზების გამო შეუძლებელია მოწყობილობის ქსელში ჩართვა.

ახალი რეგლამენტის მიხედვით, დეტალურად განისაზღვრა, თუ რა ინფორმაცია უნდა მიაწოდოს კომპანიამ აბონენტს მომსახურების ტარიფებთან დაკავშირებით, რათა მომხმარებლებმა ზუსტად იცოდნენ, რისთვის ერიცხებათ საფასური. კომპანიებს ასევე ეკისრებათ ვალდებულება მომსახურების პირობის ცვლილების შესახებ მომხმარებელს 10 სამუშაო დღის ნაცვლად, ერთი თვით ადრე მიაწოდოს ინფორმაცია, რის შედეგადაც აბონენტს ექნება საკმარისი დრო, თუ შეცვლილი პირობები არ იქნება მისთვის მისაღები, შეცვალოს პროვაიდერი.

ახალი რეგლამენტით განისაზღვრა მომხმარებლებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რაც განსაკუთრებით აქტუალური პანდემიის პერიოდში გახდა. ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებელ კომპანიას დაეკისრა ვალდებულება, კომისიის მიერ მიწოდებული სიის საფუძველზე, უზრუნველყოს მომხმარებლებისთვის საქართველოში განთავსებული კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველ ვებგვერდებზე ხელმისაწვდომობა საგანგებო მდგომარეობის დროს, მაშინაც კი როცა მათ ინტერნეტ სერვისი გამორთული აქვთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებების შედეგად მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა კომპანიასთან სააბონენტო ხელშეკრულება ოფისში მისვლის გარეშე გააფორმოს, რაც აბონენტს დამატებით კომფორტს შეუქმნის.

ახალი რეგულაციებით მომხმარებელს ასევე ენიჭება უფლება, რომ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის მიუხედავად მისთვის სასურველ დროს მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა, მაგალითად მაშინ თუ მომსახურეობით უკმაყოფილოა. ამ მიზნით, ვადიანი ხელშეკრულებებისთვის განისაზღვრება მოქმედების მაქსიმალური ვადა. ასევე, მომსახურების მიმწოდებელს დაეკისრება ვალდებულება მომხმარებელს მისცეს შესაძლებლობა მასთან დადოს სააბონენტო ხელშეკრულება 12 თვის ვადით.

რაც შეეხება პირველად ჩართვას, ცვლილებების მიხედვით კომპანია ვალდებულია მომხმარებლის მიმართვიდან ტექნიკური პირობების არსებობის შემთხვევაში 20 სამუშაო დღის ვადაში ან მომხმარებელთან შეთანხმებულ ვადაში ჩართოს ქსელში აბონენტი, ხოლო თუ კომპანიას არ შეუძლია ახალი აბონენტის აყვანა და ტექნიკურად ამისი რესურსი არ აქვს, 10 სამუშაო დღეში უნდა აცნობოს ამის შესახებ მსურველს.

კიდევ ერთი პრობლემური საკითხი, რომელსაც ახალი რეგლამენტი გადაჭრის, მომხმარებლების თანხმობის გარეშე დამატებითი სერვისების გააქტიურებას ეხება. ბოლო პერიოდში აღნიშნული სერვისების თანხმობის გარეშე გააქტიურებას აბონენტების სერიოზული პროტესტი მოჰყვა, ცვლილებების შედეგად ვერცერთი კომპანია აბონენტს ახალ ფასიან პაკეტს მისი მიმართვის გარეშე ვერ გაუაქტიურებს.

ახალი რეგულაციით დადგინდა კომპანიის მიერ საჩივრის განხილვის გამჭვირვალე პროცედურები და საჩივრების აღრიცხვის წესი, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ანგარიშვალდებულებას და პასუხისმგებლობას მომხმარებლების წინაშე.

ცვლილებების მიხედვით, კომპანიამ ასევე უნდა უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის მომსახურების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ისეთი საშუალებებით, როგორიცაა მოკლე ტექსტური შეტყობინება, USSD, ვებგვერდზე მომსახურების პირობების ამსახველი ტექსტი, ონლაინ დახმარება, ცხელი ხაზი ან მომსახურების მიმწოდებლის მიერ განსაზღვრული სხვა საშუალება.

ახალი რეგულაციის შესაბამისად, კომპანია ვალდებულია, უზრუნველყოს როუმინგული მომსახურების მიღების მსურველი პირისთვის უცხო ქვეყანაში ჩასვლამდე ფინანსური ლიმიტების შესახებ ინფორმირება. ცვლილების შესაბამისად, მომხმარებელთან შეთანხმებით დადგინდება სავალდებულო ფინანსური ლიმიტი, რომლის ამოწურვის შემთხვევაში მომსახურების მიწოდება შეწყდება და მომხმარებელს დამატებით დავალიანება არ დაერიცხება. შესაბამისად, მომხმარებელს ექნება მექანიზმი აკონტროლოს და თავიდან აიცილოს დამატებითი მომსახურების ხარჯი. მომხმარებელს ხარჯის კონტროლის მექანიზმი ექნება ასევე მობილური და ინტერნეტ მომსახურების მიღებისას, იმ შემთხვევაში თუ აბონენტს მომსახურების ლიმიტი, ბალანსი ან ვადა ეწურება, კომპანია ვალდებულია მას ინფორმაცია მიაწოდოს. ასევე, ცვლილებებით დგინდება მომხმარებლის როუმინგში ყოფნის დროს გაწეულ მომსახურებაზე საფასურის დარიცხვის წესი, რომლის თანახმად, მომხმარებელს მომსახურების საფასური უნდა დაერიცხოს უშუალოდ გაწეული მომსახურებისთვის.

ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ მოქმედი რეგლამენტის გაუმჯობესების მიზნით კომუნიკაციების კომისია ევროპელ ექსპერტებთან და ოპერატორებთან ერთად, ევროპული პრაქტიკისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით რამდენიმე თვე მუშაობდა. ახალი რეგულაციები 2022 წლის იანვრიდან ამოქმედდება. ამასთან კომისია მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესების კიდევ უფრო დახვეწის მიზნით, ტელეკომი ოპერატორებთან ერთად გააგრძელებს მუშაობას.

ყველა სიახლე

07 მაისი 2021, 22:29

მსოფლიო

უკრაინაში პენიტენციური დაწესებულებები იყიდება

უკრაინის მთავრობას პენიტენციური დაწესებულებები გასაყიდად გამოაქვს. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ლვოვში მდებარე № 48 პენიტენციური დაწესებულება, რომელიც 123 ჰექტარზე მდებარეობს $4,8 მილიონად იყიდება. ოდესაში მდებარე № 51 დაწესებულების გასაყიდი ფასი ამ დროისთვის უცნობია.

ვაზილ ჰუდაკი

07 მაისი 2021, 21:56

ეკონომიკა

ვაზილ ჰუდაკი: ვფიქრობ, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის ძალიან კარგი შესაძლებლობებია

ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა ეკონომიკის მინისტრთან, რომელზეც განვიხილეთ სხვადასხვა პრიორიტეტები საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის. განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ უცხოურ ინვესტიციებს და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა მრჩეველმა უცხოური ინვესტიციების მიმართულებით ვაზილ ჰუდაკმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეხვედრის შემდეგ.

07 მაისი 2021, 21:44

ეკონომიკა

ნათია თურნავა პრემიერ-მინისტრის სპეციალურ მრჩეველს ვაზილ ჰუდაკს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური მრჩეველი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით ვაზილ ჰუდაკი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას შეხვდა. მხარეებმა განიხილეს უცხოური ინვესტიციების სტრატეგია და მიმდინარე პროექტები ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, უძრავი ქონების განვითარებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით.

07 მაისი 2021, 21:41

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 8 186 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 8 186 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 66 ადამიანი გარდაიცვალა.

ამირან გამყრელიძე

07 მაისი 2021, 21:30

COVID19

ამირან გამყრელიძე: ჯანმო-ს ავტორიზაციით „სინოფარმის“ უსაფრთხოება და ეფექტურობა მეტად მტკიცდება

ავტორიზაციის შემდეგ „სინოფარმი“ მეტი ქვეყნისთვის ხდება ხელმისაწვდომი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

07 მაისი 2021, 21:08

სამართალი

პროკურატურამ გაუპატიურების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ გაუპატიურების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ბ.თ.-ს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 მაისს, თბილისში, ბ.თ. -მ ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ა.ა. გააუპატიურა.

07 მაისი 2021, 21:05

რეგიონი

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია „ევროპული საქართველოს“ წევრს ლელა ქებურიას სიცრუეში ადანაშაულებს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცი​ა ვეხმაურება პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრის ლელა ქებურიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელის ადმინისტრაცია ინფრასტრუქტურის მინისტრის ვიზიტისთვის 2000 ლარის დახარჯვას აპირებდა.

07 მაისი 2021, 21:03

COVID19

ჯანმო Sinopharm-ის ავტორიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინური ვაქცინა Sinopharm-ის გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილი

07 მაისი 2021, 20:59

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღმოჩნდა

ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღმოჩნდა. თუმცა, სამომავლოდ, ასეთი პროცესი, რომელიც გულისხმობს ყველას პოზიციის გაცნობასა და შეჯერებას, აძლევს პრეზიდენტს საშუალებას, რომ ეს ინსტრუმენტი საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად გამოიყენოს, - საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, რატომ არ დაადო ვეტო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებს

სალომე ზურაბიშვილი

07 მაისი 2021, 20:37

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებს ვეტო არ დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებს ვეტო არ დაადო. ოპოზიციამ პრეზიდენტს ვეტოს უფლების გამოყენება ამ საკითხზე ერთი კვირის წინ სთხოვა.

07 მაისი 2021, 20:18

პოლიტიკა

ევროპული საბჭოს წარმომადგენლობა ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდაზე მზადყოფნას გამოთქვამს

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ევროპულმა საბჭომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას გირაო გადაიხადა ორგანიზაციის წარმომადგენლობაში არ ადასტურებენ.

07 მაისი 2021, 20:06

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 10 554 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10 554 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 207 ადამიანი გარდაიცვალა.

07 მაისი 2021, 19:48

სპორტი

ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს

თასი, რომელიც ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის EURO 2020-ის გამარჯვებულს გადაეცემა, უკვე ბაქოშია. აზერბაიჯანის დედაქალაქში მატჩები EURO 2020 თასის რაუნდის ფარგლებში მიმდინარე წლის 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.

07 მაისი 2021, 19:33

COVID19

ჯანმომ ჩინური ვაქცინა Sinopharm-ი საგანგებო გამოყენებისთვის დაუშვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური ვაქცინა Sinopharm-ი საგანგებო გამოყენებისთვის დაუშვა. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა. „ჯანმომ გადაუდებელი გამოყენების ჩამონათვალში Sinopharm-ის ვაქცინა შეიყვანა. ის მეექვსე ვაქცინაა, რომელმაც მიიღო ჯანმოს ავტორიზაცია უსაფრთხოების, ეფექტურობისა და ხარისხის კუთხით“, - განაცხადა ჯანმოს დირექტორმა.

სოზარ სუბარი

07 მაისი 2021, 19:18

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ამნისტიის კანონპროექტი აუცილებლად იქნება მიღებული იმ ფორმით, როგორც გათვალისწინებულია

ამნისტია აუცილებლად იქნება მიღებული იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს არის გათვალისწინებული მიშელის დოკუმენტში. ერთადერთი განსხვავება რაც ჩავდეთ, არის ცოტათი გამკაცრება, ცოტათი მეტი შემზღუდავი ნორმები, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.

07 მაისი 2021, 19:16

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 2 490 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 490 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 15 ადამიანი გარდაიცვალა.

07 მაისი 2021, 19:04

COVID19

გერმანიაში AstraZeneca-ს ვაქცინა ყველა ზრდასრული ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახდა

იმუნიზაციის დაჩქარების მიზნით, გერმანიაში AstraZeneca-ს ვაქცინა ყველა ზრდასრული ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახდა. ამის შესახებ გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა, იენს შპანმა განაცხადა.

07 მაისი 2021, 18:55

სპორტი

სოფიაში, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირზე ორი ქართველი იასპარეზებს

8 მაისს, სოფიაში მიმდინარე მსოფლიოს ბოლო საკვალიფიკაციო ტურნირზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იასპარეზენ. საქართველოს სახელით, დარჩენილი 2 ლიცენზიის მოპოვებას დათო ჩხარტიშვილი (60 კგ) და ბაკურ გოგოლი (77 კგ) შეეცდებიან. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 11:00 საათზე დაიწყება.

07 მაისი 2021, 18:44

რეგიონი

ახალციხეში სუპერმარკეტში მანქანა შევარდა

ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტში მსუბუქი მანქანა შევარდა, ჩამტვრეულია მარკეტის მინები. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, სამაშველო სამსახური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი. როგორც თვითმხილველები ამბობენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ლინდსი გრემი

07 მაისი 2021, 18:40

მსოფლიო

სენატორი ლინდსი გრემი: „რესპუბლიკური პარტია“ დონალდ ტრამპის გარეშე წინსვლას ვერ შეძლებს

სენატორმა ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ „რესპუბლიკური პარტია“ დონალდ ტრამპის გარეშე წინსვლას ვერ შეძლებს.