imedi /  04 მაისი 2021, 13:53 / სანდო წყარო

კომუნიკაციების კომისია მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის აცხადებს კონკურსს „ნამდვილი თუ მოგონილი!?“

კომუნიკაციების კომისია და „მედიააკადემია“ მოზარდებში, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარების მიზნით, აცხადებს კონკურსს „ნამდვილი თუ მოგონილი?!“.

კონკურსში მონაწილეობის მიღება 4 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით მე-9, მე-10 და მე-11 კლასის ყველა მოსწავლეს შეუძლია. კონკურსის გამარჯვებულებს, რომლებსაც კომპეტენტური ჟიური გამოავლენს, კომისია შთამბეჭდავ პრიზებს გადასცემს. პირველი ადგილის მფლობელი საჩუქრად iPhone 12 Pro-ს მიიღებს, მეორე ადგილის მფლობელს New iPad Pro, ხოლო მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეს Beats Studio 3-ის თანამედროვე უსადენო ყურსასმენი გადაეცემა.

კონკურსის პარალელურად, კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტი 30-მდე სკოლაში ჩაატარებს ონლაინ ტრენინგებს. ტრენინგების მიზანია მოზარდებმა ისწავლონ ფაქტების გადამოწმება და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის გზები.

კონკურსის ფარგლებში, მოსწავლეებმა უნდა აღმოაჩინონ ქართულ მედიასივრცეში მათ შორის - ინტერნეტი, ტელევიზია, ბეჭდური მედია, გავრცელებული ყალბი ინფორმაცია - “Fake News”, რომელიც ეხება საქართველოში მომხდარ ამბავს და ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ინფორმაცია. მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ ინფორმაციის აღმოჩენის გზა, შესაბამისი წყარო და პარალელურად, დაადგინონ რეალური ფაქტები.

მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები 2021 წლის 4 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგ ბმულზე.

დავალების წარმოსადგენად კონკურსის მონაწილეებს თავად შეუძლიათ შეარჩიონ ფორმატი - ვიდეო ან მულტიმედიური ნამუშევარი, პრეზენტაცია ან სხვა ალტერნატიული კრეატიული ფორმა. აუცილებელია ნებისმიერი ფორმატის ნაშრომს ახლდეს გამოყენებული წყაროების ჩამონათვალი.

კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი“ წესებისა და დეტალური ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების ფეისბუქგვერდზე და კომისიის ვებგვერდზე www.comcom.ge.

კომუნიკაციების კომისია კონკურსს "ნამდვილი თუ მოგონილი", უკვე მეხუთედ ატარებს. კონკურსებში 500-მდე სკოლის მოსწავლემ და სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. მედიაწიგნიერების კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის მეოთხედ გამოცხადდა, ერთხელ კი „ნამდვილი თუ მოგონილი“ ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ჩატარდა. საუკეთესო სტუდენტებს, რომლებმაც კონკურსში მიიღეს მონაწილეობა, კომისიამ სერტიფიცირებული ტრენინგები ჩაუტარა და კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარა.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

06 მაისი 2021, 20:52

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი პარტნიორებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ სათანადო პოლიტიკური გარემო შედგეს საქართველოს პარლამენტში

ჩვენ გერმანელ კოლეგებს აქვთ დეტალური ინფორმაცია იმ პროცესებზე, რაც საქართველოში მიმდინარეობს, მაშ შორის შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, - ამის შესახებ გერმანიაში ვიზიტით მყოფმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, უცხოელი პარტნიორებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ სათანადო პოლიტიკური გარემო შედგეს საქართველოს პარლამენტში

06 მაისი 2021, 20:37

მსოფლიო

რიო დე ჟანეიროში სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა ნარკოდაჯგუფების 24 წევრი გაანადგურეს

რიო დე ჟანეიროში პოლიციის მასშტაბური სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა ნარკოდაჯგუფების 24 წევრი გაანადგურეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრაზილიური მედია ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

06 მაისი 2021, 20:22

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დიდი იმედი გვაქვს, რომ მუდმივად ხელშესახები შედეგები გვექნება ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე

ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მუდმივად ხელშესახები შედეგები გვექნება ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ გერმანიაში ვიზიტით მყოფმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, მთელი რიგი რეფორმების გატარება საჭიროებს პარტნიორების პირდაპირ ჩართულობას.

ირაკლი კობახიძე

06 მაისი 2021, 20:13

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ვხედავთ, რომ გერმანიის მხარდაჭერა საქართველოსა და საქართველოს ხელისუფლების მიმართ ძალიან მყარი და ძლიერია

„გერმანია ასრულებს განსაკუთრებულ როლს როგორც ნატოში, ასევე ევროკავშირში. შესაბამისად, გერმანიის მხარდაჭერას განსაკუთრებული როლი აქვს ჩვენი ინტეგრაციის თვალსაზრისით. ზუსტად ამ თემებზე გვაქვს ჩვენ საუბარი ჩვენს გერმანელ კოლეგებთან და ვხედავთ რომ ძალიან მყარი და ძლიერია მათი მხარდაჭერა საქართველოსა და საქართველოს ხელისუფლების მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

06 მაისი 2021, 19:56

რეგიონი

პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში პროექტების შესარჩევად კომისიის მორიგი სხდომა ამბროლაურში გაიმართა

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ მორიგი სხდომა ქალაქ ამბროლაურში გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

06 მაისი 2021, 19:40

საზოგადოება

კულტურის სამინისტრო ერთ-ერთ ტელევიზიაში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმაურება ტელეკომპანია „ტვ პირველის“ საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტს, რომლის მიხედვითაც, თითქოს სამინისტრომ 11 000 ლარის თაიგულები და გვირგვინები შეიძინა.

ანრი ოხანაშვილი

06 მაისი 2021, 19:39

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნების მოსამზადებელ პროცესზე აქტიურად არის გადასული

„ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნების მოსამზადებელ პროცესზე აქტიურად არის გადასული. უკვე გვქონდა რამდენიმე შეხვედრა და ორგანიზებულად მივყვებით გეგმას, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით კონსულტაციები აქვთ მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებთან.

06 მაისი 2021, 19:18

საზოგადოება

ეროვნული ბანკისა და ACAG-ის მიერ ერთობლივი პრინტ კონკურსი ჩატარდა

საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის [ACAG] ერთობლივი კიბერუსაფრთხოების თემაზე ჩატარებული პრინტ კონკურსის მთავარი მიზანი, საბანკო/საფინანსო ინფორმაციის უსაფრთხოებაზე მოქალაქეთა ფოკუსირება და ცნობიერების ამაღლება იყო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

06 მაისი 2021, 19:11

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: კახა კალაძე თბილისის მოქმედი მერია და ოთხი წლის განმავლობაში ძალიან წარმატებული იყო

კახა კალაძე იქნება თუ არა მერობის კანდიდატი, ეს პირველ რიგში მისი გადასაწყვეტია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა იმ საქმის გაგრძელება, რომელიც კახი კალაძემ დაიწყო.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

06 მაისი 2021, 18:53

მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირი მზად არის, ვაქცინების ინტელექტუალური საკუთრების უფლების გაუქმების საკითხი განიხილოს

ევროკავშირი მზად არის, კოვიდვაქცინების ინტელექტუალური საკუთრების უფლების გაუქმების საკითხი განიხილოს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

06 მაისი 2021, 18:47

რეგიონი

გუდაური-კობის მონაკვეთზე გვირაბების ასაქცევ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე, ზვავდამცავი გვირაბების ასაქცევ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა.

სალომე ზურაბიშვილი და გიორგი ვაშაძე

06 მაისი 2021, 18:28

პოლიტიკა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

„ინდივიდუალური შეხვედრები გაიმართა ,,გირჩის“, ,,მოქალაქეების“, ,,სტრატეგია აღმაშენებლის", ,,ლელო - საქართველოსათვის“, "რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებთან: იაგო ხვიჩიასთან, ლევან იოსელიანთან, გიორგი ვაშაძესთან, დავით უსუფაშვილთან, კახა კოჟორიძესთან, ხათუნა სამნიძესთან და დეპუტატ სალომე სამადაშვილთან“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იენს სტოლტენბერგი

06 მაისი 2021, 18:26

მსოფლიო

ნატოს გენმდივანი: ჯარების ნაწილის გაყვანის შემდეგ რუსეთმა უკრაინასთან საზღვარზე ათობით ათასი სამხედრო დატოვა

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ჯარების ნაწილის გაყვანის შემდეგ რუსეთმა უკრაინასთან საზღვარზე ათობით ათასი სამხედრო დატოვა.

06 მაისი 2021, 18:25

კულტურა

„თიბისი“ კანის ახალგაზრდული კონკურსის მხარდამჭერია

კანის ადგილობრივი ახალგაზრდული კონკურსი Young Lions Georgia 2021 სტარტს 7 მაისს აიღებს.ადგილობრივი კონკურსის ფორმატი ციფრული იქნება და წელს სამ კატეგორიას უმასპინძლებს: პრინტს, დიზაინსა და ფილმს.

ანრი ოხანაშვილი

06 მაისი 2021, 18:23

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ვფიქრობ, კახი ხალაძე უალტერნატივო იქნება, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ გაცნობებთ

ვფიქრობ, კახი ხალაძე იქნება უალტერნატივო, თუმცა როდესაც მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, ამის შესახებ გეცნობებათ, - ამის საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებზე წარსადგენ კანდიდატებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, კანდიდატების შესარჩევად მთავარი კრიტერიუმი მათ მიმართ საზოგადოების სიმპათია და მხარდაჭერა იქნება.

06 მაისი 2021, 18:18

რეგიონი

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ვაშლოვანში ინფო-ტური გამართა

ტურისტული კომპანიები საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ Gitoa, საქართველოს შემომყვან ტურ ოპერატორთა ასოციაციამ GTA, საქართველოს ტურიზმის ასოციაციამ და ეკოტურიზმის ასოციაციამ შეარჩიეს.

ირაკლი კობახიძე

06 მაისი 2021, 18:04

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ეს ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებზე 57%-იან ზღვარს ვერაფრით გადალახავს

„ჩვენ გვეყოლება ისეთი კანდიდატი, რომელიც ოპოზიციურ კანდიდატებს არჩევნების პირველსავე ტურში დაამარცხებს. 57%-იან ზღვარს ეს ოპოზიცია ვერაფრით გადალახავს. შემიძლია, ეს ცალსახად გითხრათ. შესაბამისად, შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ ჩვენ არათუ 43%-ს, ამ არჩევნებში ბევრად მაღალ შედეგს მივიღებთ“, - განაცხადა კობახიძემ.

დავით მათიკაშვილი

06 მაისი 2021, 17:54

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილის განცხადებით, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებზე ვეტოს დადების საფუძველი არ არსებობს

პრეზიდენტს თავისი დისკრეცია აქვს, თუმცა საფუძველი იმის, რომ ამ კანონს რამე სახით ვეტოს დადება დაემუქროს, რეალურად არ არსებობს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებზე ვეტოს დადების საფუძველი არ არსებობს.

06 მაისი 2021, 17:51

რეგიონი

ქარელის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები უკანონო ბორდერიზაციას განაგრძობენ

ქარელის მუნიციპალიტეტში, თამარაშენი-ღოღეთის მონაკვეთზე, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები უკანონო ბორდერიზაციას განაგრძობენ. სამუშაოები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს, მოხდა არსებული ხნულის განახლება. სუს-ის ინფორმაციით, უკვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

ლევან ვასაძე

06 მაისი 2021, 17:42

პოლიტიკა

ლევან ვასაძე საზოგადოებრივ მოძრაობას „ერთობა, რაობა, იმედი“ აფუძნებს

ლევან ვასაძე საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს. მოძრაობას „ერთობა, რაობა, იმედი“ ერქმევა და როგორც ბიზნესმენი ამბობს, მომავალში საჭიროების შემთხვევაში პოლიტიკურ პარტიადაც ჩამოყალიბდება. ამის შესახებ ვასაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.