10 მაისი 2021, 15:09 / სანდო წყარო

მეუფე სტეფანე: დედა სოსანას ავუხსენი, რომ მონაზონს არ აქვს უფლება, თავის ჭკუაზე ირბინოს და აქციებში მიიღოს მონაწილეობა - მას შოუები უფრო მოეწონა

მეუფე სტეფანე

მეუფე სტეფანე

ჭყონდიდის ეპისკოპოსმა, მეუფე სტეფანემ სამღვდელმთავრო რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, აპრილის დასაწყისში, ჭყონდიდის ეპარქიის დედათა მონასტრის ყოფილი წინამძღვრის, დედა სოსანა ბოლქვაძისა და მორჩილი ნინო გამყრელიძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. ეპისკოპოსის განცხადებით, ცალკეულმა მედიასაშუალებებმა სცადეს, ისინი „საწყლად წარმოეჩინათ“, თუმცა, რეალური სურათი სრულიად განსხვავებული იყო.

„დედა სოსანასთან ორი საათი იმიტომ არ ვლაპარაკობდი, რომ ის არ მიყვარს და მისი საშინელ მდგომარეობაში ჩაგდება მინდა. მინდოდა, რომ გამეგებინებინა, კანონიკურად, რა შეცდომაში შეიყვანეს ის და რა პრობლემების წინაშე დადგა. საბოლოოდ, მოხდა ისე, როგორც მოხდა. შემდეგ მე მას ავუხსენი, რომ მონაზონს არ აქვს უფლება, თავის ჭკუაზე ირბინოს, აქციებში მიიღოს მონაწილეობა და ასე შემდეგ. ამის შემდეგ, ის დემონსტრაციულად წავიდა და როცა არ შევუშვით იქ (ავტ. მარტვილის წმინდა ნინოს დედათა მონასტერში), დადგა სპექტაკლი. ამას პირდაპირ, უფლის წინაშე ვამბობ, რადგან ის იქ სამჯერ მოვიდა. როცა პირველად მოვიდა და არ შეუშვეს, შეეძლო, ჩვეულებრივად, წასულიყო და დაეძინა. ამის პრობლემა არ ჰქონდა, მაგრამ მან შემდეგი განვითარება მოიფიქრა, მოვიდა მეორედ და დადგეს სცენარი, როგორ იქნებოდა ეს ყველაფერი. მესამედ მოსვლისას, ზუსტად ათი წუთი დატოვეს წვიმაში, მოვიდნენ ტელევიზიები და იღებდნენ, „საწყალ“ მონაზვნებს, რომლებიც ღამით გარეთ, წვიმაში დარჩნენ და „არ იციან“, ღამე როგორ გაათიონ. ესაა კიდევ ერთი ტყუილი. ჩვენი კადრებიც ჩანს, სადაც ჩანს, როგორ განვითარდა ეს სპექტაკლი. შემდეგ, კიდევ ერთხელ მოვიდა დედა სოსანა, კადრები ჩანს, რომ აკაკუნებს, ზარს რეკავს კარზე. როცა გვითხრეს, რომ დედა სოსანა იყო მოსული, სასწრაფოდ ვთხოვე, რომ გასულიყვნენ და დალაპარაკებოდნენ, ოღონდ, ვეღარ მოასწრეს. ვიდრე ჩემგან წარგზავნილები მონასტრამდე მივიდნენ, ის უკვე წავიდა. იქ მოხდა შემდეგი; აიღეს კადრები, როგორ აბრახუნებს კარებზე და ამბობს: „გააღეთ, თქვე დალოცვილებო“... ეს იყო და წავიდა. ამის შემდეგ, შექმნეს კინო, რომელსაც უყურებს ხალხი და ჰგონია, რომ საწყალი მონაზონი დაჩაგრა და არ აქვს ადგილი, სად შეჰყოს თავი. ამ დროს, მე მას შევთავაზე ლასურიაშის მონასტერში წასვლა. ძალიან კარგი ადგილია, მონაზვნისთვისაც დამამშვიდებელია, ამ არეულობას გაშორდებოდა, დაწყნარდებოდა და მისი სულისთვის, გაცილებით მეტი სარგებელი იქნებოდა, ჩემი წინადადება რომ გამოეყენებინა. მე მას შემდეგაც შევუთვალე, თუ უნდა, კამერების გარეშე, ჩვეულებრივად, ნორმალურად დავილაპარაკოთ, თუნდაც, კამერებით მოვიდეს და კამერებით ვილაპარაკოთ... მაგრამ მონაზონსა და ეპისკოპოსს შორის, კამერების გარეშე ლაპარაკი გაცილებით მეტი სარგებლის მომტანია სულისთვის. მან ეს არ გამოიყენა, შოუები უფრო მოეწონა“, - აცხადებს ჭყონდიდის ეპისკოპოსი.

ყველა სიახლე

კარლ ჰარცელი

20 ივნისი 2021, 22:26

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: შარლ მიშელის შეთანხმება გზამკვლევი რუკაა დემოკრატიული რეფორმებისთვის

შარლ მიშელის შეთანხმება წარმოადგენს გზამკვლევ რუკას დემოკრატიული რეფორმებისთვის, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

20 ივნისი 2021, 22:22

საზოგადოება

რა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა თბილისში ბოლო წლების განმავლობაში

„იმედის კვირა“ ბოლო 4 წლის განმავლობაში თბილისში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდა. ამ თემაზე სასაუბროდ გადამღები ჯგუფი თბილისის მერის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს შეხვდა, რომელმაც დედაქალაქის ხელმძღვანელობის პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა.

კარლ ჰარცელი

20 ივნისი 2021, 22:22

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი სასამართლო რეფორმაზე: სანდო ინსტიტუტების არსებობა აბსოლუტურად ფუნდამენტური მნიშვნელობისაა დემოკრატიისთვის

განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ წინსვლა აქვს საარჩევნო რეფორმას , სხვადასხვა პარტიების მხრიდან ფართო მხარდაჭერით. ვნახავთ, რას იტყვის ვენეციის კომისია და ოდირი. ვიმედოვნებ და ყველა საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ ეს პროცესი დასრულდეს დადებითი შედეგით და ინკლუზიურად, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კარლ ჰარცელი

20 ივნისი 2021, 22:17

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: 19 აპრილის შეთანხმებით საქართველო გამოვიდა კრიზისიდან და შევიდა ახალ სიტუაციაში, სადაც დისკუსიებმა ქუჩიდან პარლამენტში გადაინაცვლა

არ დავმალავ, ეს ხანგრძლივი და რთული პროცესი იყო. თითქმის 6 თვე დასჭირდა შედეგამდე მისვლას, იყო სირთულეები, ფასილიტაცია და შემდგომ მედიაცია, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კარლ ჰარცელი

20 ივნისი 2021, 22:11

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაზე: ვფიქრობ, კარგი საწყისი პოზიცია გვაქვს

„ვფიქრობ, კარგი საწყისი პოზიცია გვაქვს. ალბათ გამოჩნდა, რომ ევროკავშირი თავის პარტნიორ საქართველოს უდიდეს ყურადღებას აქცევს, არამხოლოდ მედიაციის დროს, არამედ პანდემიის დროს, როდესაც ჩვენი ძალისხმევა მიმართული იყო ფინანსურ დახმარებაზე. დავეხმარეთ მოწყვლად ჯგუფებს, მცირე და საშუალო ბიზნესს, ჯანდაცვის სექტორს, საავადმყოფოებს და ა.შ. ეს მოწმობს, რომ ჩვენ საქართველოს ახლო პარტნიორად და მეგობრად განვიხილავთ. ჩვენ რამდენიმე წელია ვმუშაობთ ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე, რაც მოიცავს თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ელემენტებს. რაც ისეთივე შემართებით უნდა განვავითაროთ, როგორც აქამდე“, - განაცხადა ელჩმა.

კარლ ჰარცელი

20 ივნისი 2021, 22:10

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: ვიმედოვნებ, საარჩევნო კამპანია პოზიტიური და კონკურენტული იქნება

„ცხადია, ადგილობრივი არჩევნები ყოველთვის მნიშვნელოვანია, რადგან ელექტორატი ადგილობრივ მთავრობას ირჩევს. ბევრ კომენტარს ამაზე ვერ გავაკეთებ, რადგან უახლოეს თვეებში დავინახავთ, როგორ წარიმართება საარჩევნო კამპანიები და ვიმედოვნებ, რომ საბოლოო ჯამში, იქნება პოზიტიური და კონკურენტული საარჩევნო კამპანია“, - განაცხადა ჰარცელმა.

კარლ ჰარცელი

20 ივნისი 2021, 22:08

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: იმედი მაქვს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“ შეუერთდება შეთანხმებას

„ეს შეთანხმება დემოკრატიული რეფორმებისთვის ​გზამკვლევ რუკას წარმოადგენს და ცხადია, ვისურვებდი, რაც შეიძლება მეტი პირი გაერთიანდეს ამ შეთანხმების ირგვლივ. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხრიდან ჩანდეს ძალისხმევა და თქვან, რომ ესაა სწორედ ის პრობლემები, რომელთა გადაჭრაც სურთ და რომ სრულ ძალისხმევას იჩენენ. იმედი მაქვს და მჯერა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც მივა ამ დასკვნამდე და შეუერთდება შეთანხმებას“, - განაცხადა ჰარცელმა.

კარლ ჰარცელი

20 ივნისი 2021, 22:06

საზოგადოება

კარლ ჰარცელი ნინოწმინდის პანსიონში განვითარებულ მოვლენებზე: ვფიქრობ, არსებობს ერთობლივი ძალისხმევა, რომ ყველა ბავშვის უფლება იყოს დაცული

„კანონმდებლობის კუთხით საქართველოს მყარი საფუძველი აქვს. მათ შორისაა, ბავშვთა უფლებების კოდექსი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. გასულ კვირას შეხვედრები მქონდა საპატრიარქოში, ჯანდაცვის მინისტრთან და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებთან ერთად, რომლებზეც ნინოწმინდის საკითხთან ერთად, ბავშვთა ზრუნვის უფრო ფართო სტრატეგიასა და ინსტიტუციონალიზაციაზე ვისაუბრეთ. ამ შეხვედრიდან დადებითი განწყობით გამოვედი, ვფიქრობ, არსებობს ერთობლივი ძალისხმევა, რომ ყველა ბავშვის უფლება იყოს დაცული და მათი კეთილდღეობა უზრუნველყოფილი. ამ შეხვედრაზე მკაფიოდ განისაზღვრა შემდეგი პრიორიტეტი - სადაც შესაძლებელია, ბიოლოგიურ მშობელთან უნდა დაბრუნდეს ყველა ბავშვი“, - განაცხადა ჰარცელმა.

20 ივნისი 2021, 22:00

პოლიტიკა

როგორ ემზადებიან პარტიები თვითმმართველობის არჩევნებისთვის

თვითმმართველობის საარჩევნო მარათონი დაიწყო. პოლიტიკურ პარტიებს მერობის კანდიდატები ჯერ არ დაუსახელებიათ, მაგრამ სამზადისი აქტიურ ფაზაშია.

ცოტნე გამსახურდია ანა ჯაბაური

20 ივნისი 2021, 21:59

საზოგადოება

ანა ჯაბაური: ცოტნეც ბოლომდე იბრძოლებს, მეც ბოლომდე ვიბრძოლებ. არ მოვეშვებით, სანამ უკეთესად არ გახდება

„ის, რომ ქართულ გარემოში იქნება, ის რომ თავის ნაცნობ გარემოში იქნება, ძალიან დიდი ნახტომი იქნება მისი ჯანმრთელობისთვის. გვეუბნებიან: „აუცილებლად მოუხდება და იგრძნობთ, რომ სახლში დაბრუნება მას ძალიან მოუხდება“, - ამბობს ჯაბაური.

მეუფე იაკობი

20 ივნისი 2021, 21:45

საზოგადოება

მეუფე იაკობი: ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებს აუცილებლად ექნებათ მეტი თავისუფლება, ასეთი გალავნები აღარ ექნებათ

ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებს აუცილებლად ექნებათ მეტი თავისუფლება, - ამის შესახებ „იმედის კვირასთან“ საუბარში პანსიონის ახალმა მმართველმა მეუფე იაკობმა განაცხადა.

ცოტნე გამსახურდია

20 ივნისი 2021, 21:41

საზოგადოება

ცოტნე გამსახურდია საქართველოში დაბრუნდა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის მკურნალობის ხანგრძლივი პროცესი ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა.

ირაკლი ქადაგიშვილი

20 ივნისი 2021, 21:33

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილმა დეპუტატის დაკავებისთვის პარლამენტართა თანხმობის კვორუმის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკი განმარტა

პოლიტიკური ძალა, ამ შემთხვევაში უმრავლესობა, იყოს გადაწყვეტილების მიმღები. ამას ერთი მხრივ, თავდაცვითი ხასიათი აქვს, მაგრამ არის გარკვეული რისკი, როდესაც შესაძლოა პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ოპოზიციამ ხშირ შემთხვევაში არ მისცეს პროკურატურასა და სამართალდამცავ ორგანოებს უფლება, რომ კანონიერი სამართლებრივი დევნა განახორციელონ დეპუტატზე“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ამირან გულუაშვილი

20 ივნისი 2021, 21:27

პოლიტიკა

პროკურორი: ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ მედიით გავრცელებული ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ჩანაწერები დამონტაჟებულია და იმიტირებული

პროკურატურამ ე.წ სკანდალური ჩანაწერი გაშიფრა, შეისწავლა და დაადგინა რომ 2021 წლის 6 მარტს, ტვ პირველის ეთერში გასული ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ჩანაწერები დამონტაჟებული და იმიტირებულია. ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „იმედის კვირასთან“ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

20 ივნისი 2021, 21:20

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებზე: ძველ ჩანაწერებს იღებენ და ამონტაჟებენ იმისთვის, რომ დააშანტაჟონ უკვე პოლიტიკური სუბიექტები

„ამ ძველ ჩანაწერებს იღებენ და ამონტაჟებენ იმისთვის, რომ დღეს დააშანტაჟონ უკვე პოლიტიკური სუბიექტები და ამ შემთხვევაში ხელისუფლება და თან ფეიკ ნიუსები გაავრცელონ მასზე. ეს ხდება მაშინ, როდესაც სხვა, რეალური მსგავსი ტიპის ინფორმაცია არ გაქვს და ცდილობ ცრუ ინფორმაციით გახვიდე ფონს“, - განაცხადა მდინარაძემ.

20 ივნისი 2021, 20:10

საზოგადოება

საქართველო „გლობალური მშვიდობის ინდექსში“ ექვსი პოზიციით დაწინაურდა

ექსპერტები ყოველწლიურად 160-ზე მეტ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას იკვლევენ. ქვეყნებს რამდენიმე კრიტერიუმით აფასებენ. მათ შორისაა ომი, ტერორიზმი, პოლიციელების მხრიდან ძალადობა, შეიარაღების ექსპორტი, საზოგადოების ერთიანობა და ადამიანის უფლებების დაცვა.

20 ივნისი 2021, 19:40

პოლიტიკა

პარლამენტთან აქცია „არა ოკუპანტის ამნისტიას“ იმართება

აქციას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერებიც შეუერთდნენ.

ჯაიკ სალივანი

20 ივნისი 2021, 19:04

მსოფლიო

აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს

„სანქციების კიდევ ერთ პაკეტს ვამზადებთ, რომელსაც ამ სიტუაციასთან დაკავშირებით გამოვიყენებთ“, - განაცხადა სალივანმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ქიმიური იარაღის გამოყენების გამო სანქციებს მაშინ აამოქმედებს, როცა მიხვდება, რომ ამით „საჭირო მიზნებს“ მიაღწევს.

კორონავირუსი ვაქცინა

20 ივნისი 2021, 18:27

პოლიტიკა

ჩინეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მილიარდი დოზა გამოიყენეს

მას შემდეგ რაც ქვეყნის მთავრობამ ვირუსის გავრცელების შეჩერება მოახერხა, მოსახლეობა ვაქცინაციას არ ჩქარობდა. თუმცა, ეს პროცესი ქვეყანაში COVID-19-ის დელტა ვარიანტის გავრცელებამ დააჩქარა. ასე, ბოლო 5 დღის განმავლობაში ჩინეთში 100 მილიონი ადამიანი აიცრა.

თენგიზ ცერცვაძე

20 ივნისი 2021, 18:23

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: საქართველოს გამოცდილებამ უჩვენა, რომ „რემდესივირი“ სწორი გამოყენების შემთხვევაში, მნიშვნელოვნად ამცირებდა დაავადების დამძიმების რისკებს, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობას და აჩქარებდა გამოჯანმრთელებას

ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Gilead-მა ამ დღეებში დიდი საჩუქარი გაუკეთა საქართველოს და COVID პაციენტებს. უფასოდ (საჩუქრად) გადმოსცა დაახლოებით 4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების COVID-19-ის სამკურნალო პირდაპირი ანტივირუსული მოქმედების მედიკამენტ რემდესივირის 10 ათასი ფლაკონი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაზე სოციალურ ქსელში წერს.