imedi /  18 მაისი 2021, 12:47 / სანდო წყარო

ნინო თანდილაშვილმა ტრანსპორტის, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვით საკითხებთან დაკავშირებით რიგით მეხუთე მაღალი დონის ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ნინო თანდილაშვილი

ნინო თანდილაშვილი

ტრანსპორტის, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვით საკითხებთან დაკავშირებით რიგით მეხუთე მაღალი დონის ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა ორგანიზებული იყო ავსტრიის მთავრობის მიერ, გაეროს ევროპის ეკონომიკურ კომისიასთან (UNECE) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალურ ოფისთან (WHO/Europe) თანამშრომლობით, ტრანსპორტის, ჯანმრთელობისა და გარემოს პან-ევროპული პროგრამის ფარგლებში (PEP).

შეხვედრის მონაწილეებმა სატრანსპორტო საშუალებების მოსახლეობის ჯანმრთელობასა და გარემოზე გავლენის საკითხები განიხილეს და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

„საქართველოში კლიმატის ცვლილების მულტისექტორული საბჭო დაარსდა, რომელიც მიზნად ისახავს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის, კიოტოს პროტოკოლისა და პარიზის შეთანხმების ეფექტიანი განხორციელების უზრუნველყოფას. საბჭომ მხარი დაუჭირა საქართველოს განახლებულ „ეროვნულ დონეზე განსაზღვრულ წვლილს” (NDC), რომელიც ცოტახნის წინ დამტკიცდა საქართველოს მთავრობის მიერ. ამასთანავე, ახლახან დამტკიცდა 2030 წლის კლიმატის ცვლილების სტრატეგია და 2021-2023 წლების კლიმატის სამოქმედო გეგმა. პან-ევროპული პროგრამის (PEP) მთავარი მიზანი ტრანსპორტის, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის სექტორების წინსვლისთვის ისეთი ღონისძიებების განხორციელებაა, რომლის შედეგადაც მივიღებთ მწვანე და ჯანსაღ ტრანსპორტს, ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და გარემოს დაცვას. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ ერთიანი ძალისხმევით უნდა შევძლოთ მწვანე და ჯანსაღი ტრანსპორტის განვითარება. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებად დაბალი ემისიების განვითარებას ადგენს“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

ტრანსპორტის, ჯანმრთელობისა და გარემოს პან-ევროპული პროგრამა (PEP) გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიისა (UNECE) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის (WHO/Europe) 56 წევრი ქვეყნის მინისტრებსა და მაღალი რანგის თანამდებობის პირებს, ევროკომისიის წარმომადგენლებს, საერთაშორისო, მთავრობათაშორისა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ტრანსპორტის, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვაში მონაწილე სხვა დაინტერესებულ მხარეებს აერთიანებს. პან-ევროპული პროგრამა ხელს უწყობს ინტეგრირებულ პოლიტიკურ მიდგომას, რომელიც ტრანსპორტის, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის სექტორების ერთობლივი მუშაობით, ევროპაში მწვანე და ჯანსაღი სატრანსპორტო საშუალებების განვითარებას ისახავს მიზნად.

შეხვედრის ბოლოს, მონაწილეებმა ტრანსპორტის, ჯანმრთელობისა და გარემოს შესახებ ვენის დეკლარაცია მიიღეს. დეკლარაცია ტრანსპორტის უფრო ახალ, სუფთა, უსაფრთხო, ჯანსაღ და ინკლუზიურ გარდაქმნაზე ფოკუსირდება. ასევე, დამტკიცდა პირველი პან-ევროპული გენერალური გეგმა, რომელიც რეგიონში ველოსიპედით მოძრაობის პოპულარიზაციას ითვალისწინებს.

ყველა სიახლე

ჯო ბაიდენი

20 ივნისი 2021, 00:59

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: ჩვენი ოჯახის საყვარელმა თანამგზავრმა დაგვტოვა

ჯო ბაიდენი მტკივნეული დანაკარგის შესახებ იუწყება. აშშ-ის პრეზიდენტის გერმანული ნაგაზი სახელად ჩემპი გარდაიცვალა.

20 ივნისი 2021, 00:35

მსოფლიო

სერბეთში, საბრძოლო მასალების ქარხანაში აფეთქება მოხდა

სერბეთში, საბრძოლო მასალების ქარხანაში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ abcnews​ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს. აფეთქება სერბეთის ცენტრალურ რეგიონში მდებარე საბრძოლო მასალების ქარხანა „სლობოდაში“ მოხდა, დაშავდა სულ მცირე სამი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

20 ივნისი 2021, 00:18

მსოფლიო

ბრაზილიაში პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება

ბრაზილიაში პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

20 ივნისი 2021, 00:05

საზოგადოება

საპატრიარქო: სატელევიზიო ეთერში გასულ სიუჟეტში იღუმენ იონას მხრიდან არასრულწლოვნის შევიწროებაზეა საუბარი, დამტკიცების შემთხვევაში მსგავსი ფაქტი მძიმე დანაშაულად შეფასდება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იღუმენ იონასთან (მაისურაძე) დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო დღეებში სატელევიზიო ეთერში გასული სიუჟეტიდან ცნობილი გახდა იღუმენ იონას მხრიდან არასრულწლოვნის შევიწროების შესახებ.

19 ივნისი 2021, 23:22

სამართალი

ბოლნისში მკვლელობა მოხდა

ბოლნისში კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. არსებული ინფორმაციით ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

რომეო ბექჰემი

19 ივნისი 2021, 22:52

ტაბლოიდი

დევიდ ბექჰემის ვაჟი ლონდონში პაპარაცების სამიზნე გახდა

ყოფილი ფეხბურთელის დევიდ ბექჰემისა და დიზაინერ ვიქტორია ბექჰემის ვაჟი რომეო, ლონდონში პაპარაცების სამიზნე გახდა. ამის შესახებ Daily Mail წერს.

19 ივნისი 2021, 22:20

ტაბლოიდი

Victoria’s Secret-მა „ანგელოზების“ შერჩევის წესი შეცვალა

საცვლების ამერიკულმა ბრენდმა Victoria’s Secret-მა Instagram-ზე ახალი „ანგელოზების“ ფოტოები გამოაქვეყნა. ცოტახნის წინ Victoria’s Secret-მა უარი თქვა მოდელებზე, რომლებიც წლების წინ ბრენდს დეფილეებზე წარმოადგენდნენ. The New York Times-ის ცნობით, ამჯერად კომპანიამ არჩევანი იმ ქალებზე შეაჩერა, რომლებიც ცნობილები მიღწევებით გახდნენ.

19 ივნისი 2021, 21:49

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს, თბილისის დროით 21:16 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. როგორც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი იუწყება, სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით 12 კმ-ში იყო. მიწისძვრის სიძლიერემ 3.2 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.

ანრი ოხანაშვილი

19 ივნისი 2021, 21:43

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ვენეციის კომისიის არცერთი რეკომენდაცია არ გამოიწვევს ჩვენ მიერ შემუშავებული კანონპროექტის ფუნდამენტურად გადასინჯვას

ჩვენ განვიხილავთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ორშაბათს ამ საკითხებს განვიხილავთ ოპოზიციასთან შეხვედრაზე. იცით, რომ ეს საკითხებიც შემუშავდა ოპოზიციის ჩართულობით და ეს პოზიტიურად დაინახა ვენეციის კომისიამაც, რომ ინკლუზიურად წარიმართა ამ ცვლილებების შემუშავება. ასევე ჩვენ ორშაბათს გვექნება პოზიციების გაცვლა ოპოზიციასთან და ამის შემდგომ გავიტანთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

19 ივნისი 2021, 21:20

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვლი: არ დარჩენილა საკითხი, რომელიც უზენაეს სასამართლოსთან მიმართებით „ქართული ოცნების“ გუნდმა არ შეასრულა

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „ქრონიკაში“ უზენაესი სასამართლოს რეფორმის შესახებ აშშ-ის ელჩის შეფასებას გამოეხმაურა. „ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს ყურადღებით ვუსმენთ, ვიღებთ მოსაზრებებს და გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ანრი ოხანაშვილი

19 ივნისი 2021, 21:00

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: „ქართული ოცნება“, ჩვენი საზოგადოების ინტერესების შესაბამისად, პრიორიტეტებს ათი წლის ფარგლებში სახავს

საპარლამენტო და სამთავრობო გუნდი შევიკრიბეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავსახოთ პრიორიტეტული მიმართულებები, პანდემიისა და იმ გამოწვევების ფონზე, რომელთა წინაშეც ქვეყნა დგას. ჩვენ ვსაუბრობთ პრიორიტეტებზე, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ დავსახეთ კონკრეტული გეგმები. მთავრობას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი და კონკრეტული შემოთავაზებები 2020-230 პროგრამისთვის. „ქართული ოცნების“ გუნდი, ჩვენი საზოგადოების ინტერესების შესაბამისად, სახავს პრიორიტეტებს ათი წლის ფარგლებში, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

19 ივნისი 2021, 20:44

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: დღის წესრიგის პირველი საკითხია პანდემია და აქედან გამომდინარე ეკონომიკური განვითარება, მოქალაქეებს საჭირო სერვისები სწრაფად და ხარისხიანად უნდა მივაწოდოთ

ოპონენტებს აქვთ თავიანთი დღის წესრიგი და ვიწრო პარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობენ და არა საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე... ამიტომ ისინი არიან ოპოზიციაში და საზოგადოება არ აძლევს შესაძლებლობას, რომ იყვნენ ქვეყნის მართვის სათავეში, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ქრონიკაში“ განაცხადა.

19 ივნისი 2021, 20:15

კულტურა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო: თბილისში დაზიანებული არაბული წარწერის აღდგენა დაწყებულია

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისში დაზიანებული არაბული წარწერის აღდგენა დაწყებულია.

19 ივნისი 2021, 20:08

სამართალი

ბობოყვათში აქციაზე დაკავებულ ოთხივე პირს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა

ბობოყვათში აქციაზე დაკავებულ ოთხივე პირს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს, კერძოდ წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობა.

19 ივნისი 2021, 20:07

COVID19

საქართველოში ე.წ. ინდური შტამის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით საქართველოში ე.წ. ინდური შტამის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს შემთხვევები, გუშინ დღის მეორე ნახევარში დადასტურდა.

ნათია თურნავა

19 ივნისი 2021, 19:30

პოლიტიკა

ნათია თურნავა: 10-წლიან გეგმაში ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გვექნება - სამინისტროს ახალი პროგრამები, რომლითაც ადგილობრივ წარმოებას შევუწყობთ ხელს

ჩვენ სამინისტროს დამუშავებული აქვს ახალი პროგრამები, რომელიც ადგილობრივ წარმოებას შეუწყობს ხელს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბორჯომში, უმრავლესობისა და მინისტრთა კაბინეტის გასვლითი სხდომის დროს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

თეა წულუკიანი

19 ივნისი 2021, 19:29

პოლიტიკა

თეა წულუკიანმა ბორჯომში მინისტრთა კაბინეტისა და საპარლამენტო უმრავლესობის წინაშე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით 10 წლიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა

ბორჯომში უმრავლესობის დეპუტატებისა და მინისტრთა კაბინეტის წევრების შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრება.

მამუკა მდინარაძე

19 ივნისი 2021, 19:24

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებით შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტები არის შესრულებული

მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებით შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტები არის შესრულებული და იყო პირობა, რომ ვიდრე არ შესრულდებოდა მანამდე არ უნდა განახლებულიყო და მართლაც ასე მოხდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

19 ივნისი 2021, 19:23

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ჩვენ ვმსჯელობთ გრძელვადიან გეგმებზე, რომელიც საბოლოო ჯამში, უნდა აისახოს საქართველოს თითოეულ მოსახლეზე

უნდა არსებობდეს ქვეყნის განვითარების დოკუმენტი, სწორი ხედვა და ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ვერ შეძლოს ამ პოზიტიური გეგმიდან გადახვევა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მინისტრთა კაბინეტისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თეა წულუკიანი

19 ივნისი 2021, 19:07

კულტურა

თეა წულუკიანი არაბული წარწერის დაზიანების ფაქტს გამოეხმაურა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე განხორციელებულ ვანდალურ ფაქტს გამოეხმაურა.