IMEDI /  18 მაისი 2021, 14:49 / სანდო წყარო

ევროკავშირის მხარდაჭერით განათლების სამინისტრო 2022-32 წლების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, ევროკავშირის პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში (PAR)“ მხარდაჭერით, განათლებისა და მეცნიერების 2022-2032 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

დოკუმენტი შესაბამისობაში იქნება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებთან, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებასთან და ევროკავშირის სტანდარტებთან. 2022-2032 წლების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა იქნება სამინისტროს საქმიანობის მთავარი პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც განათლების სისტემის ყველა მიმართულებას მოიცავს: ბავშვთა სკოლამდელი აღზრდა, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლება, ზრდასრულთა განათლება და მეცნიერება. ახალ სტრატეგიაში ინტეგრირებული იქნება განათლებისა და მეცნიერების სფეროში ევროკავშირის რეკომენდაციები და ყველა საერთაშორისო ვალდებულება. სტრატეგიის შემუშავების პროცესის ეფექტურად წარმართვის მიზნით ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ, მოადგილეებმა ნუნუ მიცკევიჩმა და თამარ ქიტიაშვილმა, ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელმა ტიბორ დრაშკოვიჩმა და სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და დარგობრივი დეპარტამენტების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

„განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს 2022-2032 წლების სტრატეგიაზე მუშაობას. მოგეხსენებათ, განათლებისა და მეცნიერების განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს და, შესაბამისად, ახალ სტრატეგიულ დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა განათლების ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და უწყვეტობის უზრუნველყოფის, ასევე, კარგი მმართველობისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკის განმტკიცებას. 10-წლიანი სტრატეგიის შემუშავება დიდი პასუხისმგებლობაა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის, თუმცა გვჯერა, პარტნიორების მხარდაჭერითა და ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ თითოეულ მოქალაქეზე ორიენტირებული სტრატეგიის შემუშავებას“, - განაცხადა დგებუაძემ.

სამუშაო შეხვედრის პირველ დღეს მონაწილეებმა, განათლებისა და მეცნიერების 2022-2032 წლების სტრატეგიის სამიზნე მიმართულებები გამოკვეთეს და 2032 წლისთვის მისაღწევი ძირითადი შედეგების შესახებ იმსჯელეს. შეხვედრის მეორე დღე დაეთმო სტრატეგიის შემუშავების მეთოდოლოგიაზე მუშაობას და დარგობრივი მიმართულებებით განსახორციელებელი საქმიანობის დაგეგმვას.

„სრულად ვიზიარებ შეხვედრის მონაწილეების მოსაზრებას, რომ სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია განათლების სისტემის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარებას სჭირდება ყველა ჩართული მხარის აქტიური მონაწილეობა და თანამშრომლობა. სტრატეგიის შემუშავების პროცესიც შესაბამისად არის დაგეგმილი. მოხარულები ვართ, რომ პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა“ ფარგლებში საშუალება გვაქვს, მონაწილეობა მივიღოთ ამ რთულ პროცესში და ხელი შევუწყოთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს“, - განაცხდა ტიბორ დრაშკოვიჩმა.

აღსანიშნავია, რომ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში, ევროკავშირის ორი პროექტის – „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ და „უნარების განვითარება დასაქმებისთვის“ – ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, აქტიურად არიან ჩართულები მსოფლიო ბანკის პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ ექსპერტები და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვის სამმართველოს წარმომადგენლები. განათლებისა და მეცნიერების 2022-2032 წლების სტრატეგიის საჯარო განხილვის შემდეგ 2021 წლის ბოლომდე მოხდება მისი დამტკიცება.

განათლებისა და მეცნიერების სფეროს განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ინვესტიციები იდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში (PAR)“ 2020 წლიდან თანამშრომლობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და აქტიურად განაგრძობს „განათლებისა და მეცნიერების სტრატეგია 2022-2032“ შემუშავების პროცესის ტექნიკურ მხარდაჭერას.

ყველა სიახლე

ჯო ბაიდენი

20 ივნისი 2021, 00:59

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: ჩვენი ოჯახის საყვარელმა თანამგზავრმა დაგვტოვა

ჯო ბაიდენი მტკივნეული დანაკარგის შესახებ იუწყება. აშშ-ის პრეზიდენტის გერმანული ნაგაზი სახელად ჩემპი გარდაიცვალა.

20 ივნისი 2021, 00:35

მსოფლიო

სერბეთში, საბრძოლო მასალების ქარხანაში აფეთქება მოხდა

სერბეთში, საბრძოლო მასალების ქარხანაში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ abcnews​ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს. აფეთქება სერბეთის ცენტრალურ რეგიონში მდებარე საბრძოლო მასალების ქარხანა „სლობოდაში“ მოხდა, დაშავდა სულ მცირე სამი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

20 ივნისი 2021, 00:18

მსოფლიო

ბრაზილიაში პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება

ბრაზილიაში პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

20 ივნისი 2021, 00:05

საზოგადოება

საპატრიარქო: სატელევიზიო ეთერში გასულ სიუჟეტში იღუმენ იონას მხრიდან არასრულწლოვნის შევიწროებაზეა საუბარი, დამტკიცების შემთხვევაში მსგავსი ფაქტი მძიმე დანაშაულად შეფასდება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იღუმენ იონასთან (მაისურაძე) დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო დღეებში სატელევიზიო ეთერში გასული სიუჟეტიდან ცნობილი გახდა იღუმენ იონას მხრიდან არასრულწლოვნის შევიწროების შესახებ.

19 ივნისი 2021, 23:22

სამართალი

ბოლნისში მკვლელობა მოხდა

ბოლნისში კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. არსებული ინფორმაციით ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

რომეო ბექჰემი

19 ივნისი 2021, 22:52

ტაბლოიდი

დევიდ ბექჰემის ვაჟი ლონდონში პაპარაცების სამიზნე გახდა

ყოფილი ფეხბურთელის დევიდ ბექჰემისა და დიზაინერ ვიქტორია ბექჰემის ვაჟი რომეო, ლონდონში პაპარაცების სამიზნე გახდა. ამის შესახებ Daily Mail წერს.

19 ივნისი 2021, 22:20

ტაბლოიდი

Victoria’s Secret-მა „ანგელოზების“ შერჩევის წესი შეცვალა

საცვლების ამერიკულმა ბრენდმა Victoria’s Secret-მა Instagram-ზე ახალი „ანგელოზების“ ფოტოები გამოაქვეყნა. ცოტახნის წინ Victoria’s Secret-მა უარი თქვა მოდელებზე, რომლებიც წლების წინ ბრენდს დეფილეებზე წარმოადგენდნენ. The New York Times-ის ცნობით, ამჯერად კომპანიამ არჩევანი იმ ქალებზე შეაჩერა, რომლებიც ცნობილები მიღწევებით გახდნენ.

19 ივნისი 2021, 21:49

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს, თბილისის დროით 21:16 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. როგორც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი იუწყება, სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით 12 კმ-ში იყო. მიწისძვრის სიძლიერემ 3.2 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.

ანრი ოხანაშვილი

19 ივნისი 2021, 21:43

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ვენეციის კომისიის არცერთი რეკომენდაცია არ გამოიწვევს ჩვენ მიერ შემუშავებული კანონპროექტის ფუნდამენტურად გადასინჯვას

ჩვენ განვიხილავთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ორშაბათს ამ საკითხებს განვიხილავთ ოპოზიციასთან შეხვედრაზე. იცით, რომ ეს საკითხებიც შემუშავდა ოპოზიციის ჩართულობით და ეს პოზიტიურად დაინახა ვენეციის კომისიამაც, რომ ინკლუზიურად წარიმართა ამ ცვლილებების შემუშავება. ასევე ჩვენ ორშაბათს გვექნება პოზიციების გაცვლა ოპოზიციასთან და ამის შემდგომ გავიტანთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

19 ივნისი 2021, 21:20

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვლი: არ დარჩენილა საკითხი, რომელიც უზენაეს სასამართლოსთან მიმართებით „ქართული ოცნების“ გუნდმა არ შეასრულა

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „ქრონიკაში“ უზენაესი სასამართლოს რეფორმის შესახებ აშშ-ის ელჩის შეფასებას გამოეხმაურა. „ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს ყურადღებით ვუსმენთ, ვიღებთ მოსაზრებებს და გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ანრი ოხანაშვილი

19 ივნისი 2021, 21:00

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: „ქართული ოცნება“, ჩვენი საზოგადოების ინტერესების შესაბამისად, პრიორიტეტებს ათი წლის ფარგლებში სახავს

საპარლამენტო და სამთავრობო გუნდი შევიკრიბეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავსახოთ პრიორიტეტული მიმართულებები, პანდემიისა და იმ გამოწვევების ფონზე, რომელთა წინაშეც ქვეყნა დგას. ჩვენ ვსაუბრობთ პრიორიტეტებზე, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ დავსახეთ კონკრეტული გეგმები. მთავრობას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი და კონკრეტული შემოთავაზებები 2020-230 პროგრამისთვის. „ქართული ოცნების“ გუნდი, ჩვენი საზოგადოების ინტერესების შესაბამისად, სახავს პრიორიტეტებს ათი წლის ფარგლებში, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

19 ივნისი 2021, 20:44

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: დღის წესრიგის პირველი საკითხია პანდემია და აქედან გამომდინარე ეკონომიკური განვითარება, მოქალაქეებს საჭირო სერვისები სწრაფად და ხარისხიანად უნდა მივაწოდოთ

ოპონენტებს აქვთ თავიანთი დღის წესრიგი და ვიწრო პარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობენ და არა საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე... ამიტომ ისინი არიან ოპოზიციაში და საზოგადოება არ აძლევს შესაძლებლობას, რომ იყვნენ ქვეყნის მართვის სათავეში, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ქრონიკაში“ განაცხადა.

19 ივნისი 2021, 20:15

კულტურა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო: თბილისში დაზიანებული არაბული წარწერის აღდგენა დაწყებულია

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისში დაზიანებული არაბული წარწერის აღდგენა დაწყებულია.

19 ივნისი 2021, 20:08

სამართალი

ბობოყვათში აქციაზე დაკავებულ ოთხივე პირს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა

ბობოყვათში აქციაზე დაკავებულ ოთხივე პირს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს, კერძოდ წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობა.

19 ივნისი 2021, 20:07

COVID19

საქართველოში ე.წ. ინდური შტამის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით საქართველოში ე.წ. ინდური შტამის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს შემთხვევები, გუშინ დღის მეორე ნახევარში დადასტურდა.

ნათია თურნავა

19 ივნისი 2021, 19:30

პოლიტიკა

ნათია თურნავა: 10-წლიან გეგმაში ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გვექნება - სამინისტროს ახალი პროგრამები, რომლითაც ადგილობრივ წარმოებას შევუწყობთ ხელს

ჩვენ სამინისტროს დამუშავებული აქვს ახალი პროგრამები, რომელიც ადგილობრივ წარმოებას შეუწყობს ხელს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბორჯომში, უმრავლესობისა და მინისტრთა კაბინეტის გასვლითი სხდომის დროს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

თეა წულუკიანი

19 ივნისი 2021, 19:29

პოლიტიკა

თეა წულუკიანმა ბორჯომში მინისტრთა კაბინეტისა და საპარლამენტო უმრავლესობის წინაშე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით 10 წლიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა

ბორჯომში უმრავლესობის დეპუტატებისა და მინისტრთა კაბინეტის წევრების შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრება.

მამუკა მდინარაძე

19 ივნისი 2021, 19:24

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებით შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტები არის შესრულებული

მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებით შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტები არის შესრულებული და იყო პირობა, რომ ვიდრე არ შესრულდებოდა მანამდე არ უნდა განახლებულიყო და მართლაც ასე მოხდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

19 ივნისი 2021, 19:23

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ჩვენ ვმსჯელობთ გრძელვადიან გეგმებზე, რომელიც საბოლოო ჯამში, უნდა აისახოს საქართველოს თითოეულ მოსახლეზე

უნდა არსებობდეს ქვეყნის განვითარების დოკუმენტი, სწორი ხედვა და ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ვერ შეძლოს ამ პოზიტიური გეგმიდან გადახვევა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მინისტრთა კაბინეტისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თეა წულუკიანი

19 ივნისი 2021, 19:07

კულტურა

თეა წულუკიანი არაბული წარწერის დაზიანების ფაქტს გამოეხმაურა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე განხორციელებულ ვანდალურ ფაქტს გამოეხმაურა.