imedi /  02 ივნისი 2021, 11:03 / სანდო წყარო

www.sheamotsme.ge - მომხმარებელთა უფლებების დაცვის საუკეთესო ინსტრუმენტი

კომუნიკაციების კომისიის ინოვაციური სერვისი, რომელიც მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით შეიქმნა, 2020 წელს ინტერნეტის თავისუფლებისა და ხარისხის განვითარების საუკეთესო მაგალითად დასახელდა.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, http://www.Sheamotsme.ge, როგორც მომხმარებელთა უფლებების დაცვის საუკეთესო ინსტრუმენტი, საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშში მოხვდა. საერთაშორისო ორგანიზაციამ მომხმარებლებზე ორიენტირებული პლატფორმის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა და ანგარიშში საქართველო წარმოადგინა საუკეთესო მაგალითად, თუ როგორ შეიძლება ქვეყანამ პანდემიის დროს ინტერნეტ-თავისუფლების მაჩვენებლები გაიუმჯობესოს.

www.Sheamotsme.ge-მ კიდევ უფრო განსაკუთრებული მნიშვნელობა პანდემიის პირობებში შეიძინა, როდესაც 2020 წლის განმავლობაში მომხმარებელი დისტანციური მუშაობისა და სწავლის რეჟიმზე გადავიდა. 2020 წელს ვებგვერდს 106,378 ვიზიტორი ჰყავდა. www.sheamotsme.ge-ზე ინტერნეტის ხარისხის და სიჩქარის შემოწმების 7000-მდე ტესტი ჩატარდა, საიდანაც 300-მდე ხარვეზი დაფიქსირდა. კომუნიკაციების კომისიამ აბონენტების პრობლემები ოპერატიულად მოაგვარა.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით ინტერნეტის ხარისხის კონტროლი 2019 წლის 20 მარტს დაიწყო. www.Sheamotsme.ge-ზე ჩაშვების დღიდან ნახევარ მილიონზე მეტი მომხმარებელი შევიდა. კომუნიკაციების კომისიამ მომხმარებლებს მისცა შესაძლებლობა www.sheamotsme.ge-ის საშუალებით, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, შეამოწმონ ფიქსირებული ინტერნეტის ხარისხი და სიჩქარე, დააკვირდნენ, რამდენად იცავენ კომპანიები აბონენტების წინაშე აღებულ ვალდებულებებს. ხარვეზის დაფიქსირების შემთხვევაში კი, კომუნიკაციების კომისია მომხმარებლის პრობლემებს ოპერატიულად აგვარებს.

ყველა სიახლე

თეა ახვლედიანი

27 ივლისი 2021, 11:37

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი: იდენტიფიცირებული და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებულია ხუთი პირი, მათ შორის ორი სამხედრო და სამი სამოქალაქო

„დღევანდელ სხდომაზე ჩვენ განვიხილეთ საქართველოში 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების პროგრამის მიმდინარეობა, რომელიც ხორციელდება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით და მხარდაჭერით. ჩვენ ვიმსჯელეთ ამ ეტაპისთვის მიღწეულ პროგრესზე, არსებულ გამოწვევებზე და მათი დაძლევის კონკრეტულ გზებზე. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროგრამის შემდგომი განხორციელება, მისი ეფექტიანობის გაზრდა იმისთვის, რომ დარჩენილი 2300-ზე მეტი ოჯახი, რომლებიც დღესდღეობით იმყოფებიან გაურკვევლობაში მათი ახლობლების ხვედრის და ადგილსამყოფელის თაობაზე, რომ დავასრულოთ ეს მოლოდინი. ასევე აღსანიშნავია, რომ დღეისათვის უკვე იდენტიფიცირებული და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებულია ხუთი პირი, მათ შორის ორი სამხედრო და სამი სამოქალაქო, რომელთა დაკრძალვის ცერემონიალი უახლოეს პერიოდში განხორციელდება“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

27 ივლისი 2021, 11:37

რეგიონი

ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზაზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის მე-7 კმ-ზე, მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

გურამ მაჭარაშვილი

27 ივლისი 2021, 11:36

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი რიკ დაემსის ვიზიტზე: ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა მომავალშიც გვექნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, რიკ დაემსის საქართველოში ვიზიტი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოვლინებაა.

ალუდა ღუდუშაური

27 ივლისი 2021, 11:28

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური რიკ დაემსის ვიზიტზე: მაღალი დონის ვიზიტები არის მკაფიო ხაზგასმა, რომ საქართველო რეგიონში გამოკვეთილი ლიდერი, დემოკრატიული ქვეყანაა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, რიკ დაემსის საქართველოში ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის როლს რეგიონში.

27 ივლისი 2021, 11:25

COVID19

საქართველოში 996 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ამ ეტაპზე საქართველოში 996 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 236 პირი იმყოფება. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 996 მძიმე პაციენტიდან თბილისში 448 პირი მკურნალობს, აჭარაში - 76, იმერეთში - 236. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 215 პირი, მათგან თბილისში - 164, აჭარაში - 4, იმერეთში - 14.

27 ივლისი 2021, 11:21

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8.68%-ია

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 404 023 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 374 753, გარდაიცვალა 5714 პაციენტი.

27 ივლისი 2021, 11:19

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 1 938 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი, 3 666 შემთხვევიდან ყველაზე მეტი, 1 938 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 666 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 938 შემთხვევა, აჭარა - 378, იმერეთი - 362, ქვემო ქართლი - 179, შიდა ქართლი - 205, გურია - 54, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 175, კახეთი - 222, მცხეთა-მთიანეთი -83, სამცხე-ჯავახეთი - 39, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 31.

27 ივლისი 2021, 11:15

COVID19

ინდოეთში 17 მარტიდან კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 29 689 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც 17 მარტიდან ინფიცირების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელია.

რიკ დემსი და კახა კუჭავა

27 ივლისი 2021, 11:14

პოლიტიკა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი კახა კუჭავას შეხვდა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას შეხვდა. შეხვედრის დაწყებამდე, მხარეებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. ამ წუთებში, რიკ დაემსი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. როგორც ოპოზიციონერები აცხადებენ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრის მთავარი თემა შარლ მიშელის მედიაციით შემუშავებული შეთანხმების შესრულებაა.

27 ივლისი 2021, 11:11

სამართალი

განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ზ.დ. დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 6 ნოემბერს, ქ. ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ზ.დ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, ტ.ჩ-ს დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა.

27 ივლისი 2021, 11:04

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 3 666 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 666 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 335 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 407 689 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 376 088, გარდაიცვალა 5 731 პაციენტი.

27 ივლისი 2021, 11:02

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 17 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

StopCov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 17 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

27 ივლისი 2021, 10:43

რეგიონი

ალპანა-ცაგერის გზის მე-7 კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის მე-7 კმ-ზე ჩამოსულია მიწა-კლდის შვავი. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

27 ივლისი 2021, 10:38

სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირისთვის ძებნილი 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 11 ივლისიდან ძებნილი ორი პირი - 1987 წელს დაბადებული ი.გ. და 1992 წელს დაბადებული თ.ჭ. თბილისში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. ი.გ. „ქურდული სამყაროს“ წევრობის, ხოლო თ.ჭ. „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ბრალდებით იძებნებოდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

27 ივლისი 2021, 10:30

სამართალი

შსს-მ საერთაშორისო სპეცოპერაციაში მიიღო მონაწილეობა - დაკავებულია დანაშაულებრივი დაჯგუფების ორი წევრი, ამოღებულია 368 კგ „ჰეროინი“

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, უკრაინაში ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ჩატარებულ საერთაშორისო სპეცოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რვა თვის განმავლობაში მიმდინარე მასშტაბურ სპეცოპერაციაში სამი ქვეყნის - სომხეთის, საქართველოს და უკრაინის სამართალდამცველები მონაწილეობდნენ.

27 ივლისი 2021, 10:19

რეგიონი

ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მისი თქმით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

27 ივლისი 2021, 10:14

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 28 ობიექტზე დარღვევები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, სურსათის შეძენისას ყურადღებით გაეცნოს ეტიკეტს და მასზე განთავსებულ ინფორმაციას, მათ შორის, ვადების შესახებ.

27 ივლისი 2021, 09:58

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში იწვიმებს. დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი. დედაქალაქშიც დროგამოშებით წვიმაა მოსალოდნელი.

თორნიკე რიჟვაძე

27 ივლისი 2021, 09:30

რეგიონი

ბათუმში, ბიზნეს ფორუმი „საქართველო-პოლონეთი“ გაიმართა

ფორუმზე რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობებზე სპეციალური პრეზენტაცია გაიმართა.ფორუმის მონაწილეებმა აჭარის საპრივატიზაციო ობიექტებზე, საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებზე, რეგიონის ეკონომიკის ძირითად პარამეტრებზე ინფორმაცია მიიღეს.

27 ივლისი 2021, 08:58

სამართალი

დიდუბის სადგურის მახლობლად, კაცს მატარებელი დაეჯახა

დაშავებულს დახმარება ადგილზე გაუწიეს, რის შემდეგაც ის ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც ექიმები აცხადებენ, კაცის მდგომარეობა სტაბილურია და მას ამ ეტაპზე ოპერაციული ჩარევა არ სჭირდება.