imedi /  11 ივნისი 2021, 08:09 / სანდო წყარო

თბილისის ბაღებში ელექტრონული რეგისტრაცია დღეს დაიწყება

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია 2021-2022 სააღმზრდელო წლისთვის დღეს დაიწყება. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, რეგისტრაცია საბავშვო ბაღებში ორ ეტაპად ჩატარდება.

პირველი ეტაპი, რომელიც პრიორიტეტული კატეგორიების აღსაზრდელთა ჩარიცხვას გულისხმობს, 11 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება და 18 ივნისამდე გაგრძელდება.

„ეს კატეგორიებია: ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები; სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები (100 000-მდე ქულა); სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) ბავშვები; დედმამიშვილები (როცა აპლიკანტის დედმამიშვილი უკვე არის ამავე ბაღის აღსაზრდელი); მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები; მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები (ოთხი და მეტი შვილი); სამხედრო მოსამსახურეთა შვილები (საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობი მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეთა შვილები, ასევე რეგისტრაციის პერიოდში, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების შვილები).

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების რეგისტრაციისათვის, საჭირო დოკუმენტაცია (ბავშვის დაბადების მოწმობა, ჯანმრთელობის ცნობა - ფორმა 100, ფორმა 50) ბაღის ნომერი და მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია მშობლებმა უნდა გაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: 2021registracia@gmail.com.

ელექტრონული ფოსტის იმავე მისამართზე (2021registracia@gmail.com) მოხდება ზემოთ მითითებული სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე მოქალაქეების მიერ წარდგენილი დოკუმენტების (ბავშვის დაბადების მოწმობა, მშობლის პირადობის დამადასტურებელი ცნობა, ცნობა თავდაცვის სამინისტროდან, ინფორმაცია სასურველი ბაღის შესახებ, ასევე მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია) მიღება. ყველა სხვა სტატუსის მქონე აღსაზრდელი პირველ ეტაპზე დარეგისტრირდება ელექტრონულად.

მეორე ეტაპის რეგისტრაცია დაიწყება 18 ივნისს, 10:00 საათიდან. აპლიკანტი ელექტრონულად დარეგისტრირებას შეძლებს ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად. ამასთან, მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ ის ფაქტი, რომ რეგისტრაციის გავლისას ბავშვი სააღმზრდელო წლის დაწყების თარიღისთვის (2021 წლის 15 სექტემბრისთვის) უნდა იყოს ორი წლის.

რეგისტრაცია თბილისის საჯარო ბაღებში წარიმართება ელექტრონულად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - www.kids.org.ge. რეგისტრაციის დღეს იმუშავებს მხოლოდ სარეგისტრაციო ფორმა, რათა მომხმარებელს ძებნა გაუმარტივდეს და ინფორმაციის შეყვანისას დრო დაზოგოს. რეგისტრაცია გაგრძელდება ადგილების შევსებამდე. ხოლო იმ აღსაზრდელების მშობლებს, რომლებიც ვერ შეძლებენ ბავშვის დარეგისტრირებას კონკრეტულ ბაღში, შესაძლებლობა ექნებათ 21 ივნისიდან ამავე ბაღში წარადგინონ განცხადება სარეზერვო სიაში მოხვედრის თაობაზე.

დარეგისტრირებული აღსაზრდელის მშობელმა საჭირო საბუთები უნდა წარადგინოს შესაბამის ბაღში. საჭირო დოკუმენტაციაა: დაბადების მოწმობის ასლი; 2 ფოტოსურათი ( ბიომეტრიული); ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა; მშობლების პირადობის მოწმობის ასლი“, - აცხადებენ სააგენტოში.

ყველა სიახლე

24 ივნისი 2021, 16:46

რეგიონი

ზვიად შალამბერიძემ ქუთაისის საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

ქუთაისის საერთაშორისო ფორუმი დაარსდა 2019 წელს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ევროკავშირის ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის (M4EG)“ და USAID პროგრამასთან „კარგი მმართველობის ინიციატივა“ (GGI)“ ერთად.

ემანუელ მაკრონი

24 ივნისი 2021, 16:46

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი: რუსეთთან დიალოგი ევროპული კონტინენტის სტაბილურობისთვისაა საჭირო

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთთან დიალოგი ევროპული კონტინენტის სტაბილურობისთვისაა საჭირო. ამის შესახებ საფრანგეთის ლიდერმა ევროკავშირის სამიტზე ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

24 ივნისი 2021, 16:34

პოლიტიკა

დავით სერგეენკო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა

„პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა ასამბლეის ფარგლებში გუშინ გამართული არჩევნების გამო, სადაც დავით სერგეენკო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტად აირჩიეს. ასაფ ჰაჯიევთან გამართულ შეხვედრას პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები დაესწრნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

24 ივნისი 2021, 16:31

პოლიტიკა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმის შედეგებზე ინფორმაცია მოისმინა

ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმის - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის" შედეგების ანალიზი მოისმინეს დღეს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

24 ივნისი 2021, 16:30

საზოგადოება

თბილისის წიგნის ოცდამესამე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

„2021 წლის ფესტივალი დამთვალიერებლებს განსაკუთრებულად მრავალფეროვანი და დატვირთული პროგრამით ხვდება. ჰყავს 50-ზე მეტი მონაწილე - გამომცემლობები, წიგნის გამავრცელებელი ორგანიზაციები, უნივერსიტეტები და წიგნთან დაკავშირებული სხვადასხვა ორგანიზაციები. მათ შორის არის თბილისის მერიის და იუნესკოს ერთობლივი პროექტი "თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი", რომლის სტენდზეც ძალიან საინტერესო ინტერაქტიულ პროექტს გთავაზობთ“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.

ვლადიმერ ბოჟაძე

24 ივნისი 2021, 16:22

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: გახარია ცდილობს ხალხს დააჯეროს, რომ შემთხვევით მოხვდა იმ სასტუმროში, რომელშიც თურმე სულ ჩერდება სააკაშვილი, რაც ზღაპარია

„გახარია ცდილობს ხალხს დააჯეროს, რომ შემთხვევით მოხვდა იმ სასტუმროში, რომელშიც თურმე სულ ჩერდება სააკაშვილი(ისიც საინტერესო რა უნდა ამ დროს სააკაშვილს ვაშინგტონში), რაც არის ზღაპარი, ხოლო ამ ვერსიის შეთავაზება, საზოგადოების შეურაცხყოფა. საბედნიეროდ ხალხი/ამომრჩეველი ბრძენია და ეს არაერთხელ დადასტურდა არჩევნებზე, შესაბამისად დასკვნებს გახარია - სააკაშვილის ალიანსიდან თავადაც კარგად გამოიტანს!“ - წერს ბოჟაძე Facebook-ზე.

24 ივნისი 2021, 16:20

მსოფლიო

ევროკავშირმა ბელარუსს მიზნობრივი ეკონომიკური სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა ბელარუსს ეკონომიკური სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

გიორგი ცუცქირიძე

24 ივნისი 2021, 15:47

პოლიტიკა

გიორგი ცუცქირიძე პრემიერის ინიციატივაზე: კანონპროექტი ჰუმანურ ნაბიჯად უნდა შეფასდეს, უპირველესად პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით

ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ეხმიანება, რომელიც მოქალაქეებს პანდემიის დროს დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული, ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს.

რატი იონათამიშვილი

24 ივნისი 2021, 15:20

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი მამუკა ხაზარაძეზე: დეპუტატი, რომელიც თავს დებს დასავლურ ღირებულებებზე, ქვეყნის ყველაზე მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან საუბრობს დისკრიმინაციული ლექსიკით

„ერთი წამით, წარმოვიდგინოთ, სმენის არმქონე ადამიანების რეაქცია, როცა ბატონი მამუკა მათ დამამცირებელ და დისკრიმინაციულ კონტექსტში მოიხსენიებს“, - წერს იონათამიშვილი.

24 ივნისი 2021, 15:16

სამართალი

ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის მიმართულებით შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, „საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის“ (GCSD) და ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანაორგანიზებით, ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის მიმართულებით საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერების პროექტის ფარგლებში, ერთობლივი შეხვედრა გაიმართა.

დავით ზალკალიანი

24 ივნისი 2021, 15:11

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ევროპაში მშვიდობა და სტაბილურობა შეუძლებელია აღმოსავლეთ პარტნიორობის მშვიდობიანი, დემოკრატიული და სტაბილური განვითარების გარეშე

საქართველო, მოლდოვა და უკრაინა უსაფრთხოების სფეროში მსგავსი გამოწვევების წინაშე დგანან და რა თქმა უნდა, რუსეთთან კონფლიქტი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ორგანიზებულ ვებინარზე სიტყვით გამოსვლისას.

ვასილ ხოდელი

24 ივნისი 2021, 15:02

პოლიტიკა

ვასილ ხოდელი: ტექნიკური შესაძლებლობა თუ იქნება, მზად ვართ დღესვე გაწყდეს ეს კონტრაქტი, მაგრამ ამას დრო სჭირდება

„ამ პერიოდის განმავლობაში „ლიბერთი“ განიცდის საკმაოდ სერიოზულ წნეხს გარედან, რეპუტაციულ ზიანს იღებს. ეს არ არის მისაღები ამ კომპანიისთვის. გაგახსენებთ, რომ 5 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს ამ კომპანიაში. ჩვენ კეთილსინდისიერად ვიხდით გადასახადებს და ეს მოცემულობა ჩვენთვის მისაღები არ არის“, - განაცხადა „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.

ბიძინა კულუმბეგოვი

24 ივნისი 2021, 14:55

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი ე.წ. ინდურ შტამზე: ვირუსის მინიმალური კონცენტრაციაც საკმარისია, რომ ადამიანი ავად გახდეს

ინდური შტამით დაავადებულ ერთ ადამიანს შეუძლია ხუთიდან რვამდე ადამიანი დააინფიციროს, საქართველოშიც ინფიცირებული პაციენტების უმრავლესობა ინდური შტამით დაავადებული იქნება, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის დღეში“ განაცხადა.

ალეკო ელისაშვილი

24 ივნისი 2021, 14:51

საზოგადოება

ალეკო ელისაშვილი: გარდაცვლილი პენსიონერის ოჯახს ბანკი კრედიტის დაფარვას არ მოსთხოვს

გარდაცვლილი პენსიონერის ოჯახს არ მოსთხოვს ბანკი კრედიტის დაფარვას, ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ირაკლი რუხაძე

24 ივნისი 2021, 14:51

ეკონომიკა

ირაკლი რუხაძე: ჩავედით საპენსიო სესხის პროცენტის ისეთ ნიშნულზე, რომლის შემდეგაც არანაირი აზრი აღარ აქვს პენსიების დარიგებას

„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძე აცხადებს, რომ ახლა ბანკს დაწეული აქვს საპენსიო სესხის პროცენტი ისეთ ნიშნულამდე, რომლის შემდეგაც არანაირი აზრი აღარ აქვს პენსიების დარიგებას.

24 ივნისი 2021, 14:45

საზოგადოება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კვებისა და განთავსების ობიექტებისთვის ონლაინ ტრენინგს გამართავს

ტრენინგი საქართველოს 31 ქალაქსა და დაბაში ჩატარდება და ჯამში კერძო სექტორის 500-მდე წარმომადგენელი გადამზადდება. ტრენინინი 30 ივნისის ჩათვლით გაიმართება და შემდეგ თემებს მოიცავს: ინკლუზიური ტურიზმი და კოვიდ 19 (მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია UNWTO) ინკლუზიური ტურიზმის ევროპული ქსელი (ENAT) რეკომენდაციები, სერვისებისა და ინფრასტრუქტურის მისაწვდომობა-უნივერსალური დიზაინი, მისაწვდომობის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები, ინკლუზიური ტურიზმის ეკონომიკური პოტენციალი და მსოფლიო გამოცდილება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ურთიერთობის ეთიკა, სწორი კომუნიკაცია და ტერმინოლოგია.

დავით ზალკალიანი

24 ივნისი 2021, 14:37

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა რუსეთთან კომუნიკაციაში ხაზი გაუსვას რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობას

რაც შეეხება ევროკავშირის რუსეთთან ურთიერთობას, ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა რუსეთთან კომუნიკაციაში ხაზი გაუსვას რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ორგანიზებულ ვებინარზე სიტყვით გამოსვლისას.

მიხეილ სარჯველაძე

24 ივნისი 2021, 14:35

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე მამუკა ხაზარაძეზე: კვლავ დესტრუქციის ნაპერწკალი გაჩნდა ოპოზიციის რიტორიკაში

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციონერ დეპუტატთა განცხადებებს პარლამენტიდან შესაძლო გასვლის შესახებ დესტრუქციულს უწოდებს.

ირაკლი ქადაგიშვილი

24 ივნისი 2021, 14:34

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიცია რეალურად ვერ პოულობს თავის ადგილს

„ოპოზიციას არ შეუძლია რეალურად, საგნობრივად და არგუმენტირებულად დაასაბუთოს თავისი პოზიციები. ამიტომ ყოველ ჯერზე მიმართავენ დემარშებს, რაც დამაზიანებელი არის პირველ რიგში მათთვის. მეორე მხრივ დამაზიანებელია, როცა ამბობენ: „ჩვენ გვინდა უკეთესი სასამართლო“ და ამ დროს კონკრეტულ განხილვაში ვერ შემოდიან, იმიტომ რომ როცა კონკრეტული განხილვა იწყება, სათქმელი უკვე არაფერი აქვთ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

იაგო ხვიჩია

24 ივნისი 2021, 14:30

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: მილიონი სხვადასხვა საკითხია, რომელზეც პარლამენტში უნდა ვიყოთ და ვმსჯელობდეთ ნაცვლად იმისა, რომ გავიდეთ და ისევ ქუჩაში გავიტანოთ პროცესი

დავამთავრეთ პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი და ნუ დავამატებთ მას პარლამენტიდან გასვლა-არგასვლის საკითხს, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებით.