IMEDI /  16 ივნისი 2021, 10:23 / სანდო წყარო

მიხეილ ჩხენკელმა მშვიდობის კორპუსის საქართველოს ოფისის დირექტორთან ახალი პროგრამები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ამერიკის შეერთებული შტატების მშვიდობის კორპუსის საქართველოს ოფისის დირექტორთან ჯეფრი გოვეიასთან შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს.

მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა ჯეფრი გოვეიას იმ უაღრესად მნიშვნელოვანი და საჭირო პროგრამებისათვის, რომელსაც მშვიდობის კორპუსი საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს. თავის მხრივ, ჯეფრი გოვეიამ მინისტრს დაგეგმილი პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ მსოფლიოში პანდემიური ვითარების დასტაბილურებისთანავე მოხალისეთა აქტივობები ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ჯეფრი გოვეიას თქმით, მშვიდობის კორპუსი საქართველოში ახალი ინიციატივის – ვირტუალური სერვისის პილოტირებას იწყებს, რომლის ფარგლებში მშვიდობის კორპუსის მოხალისეები პარტნიორ სკოლებთან და ორგანიზაციებთან დისტანციურად ითანამშრომლებენ კონკრეტული მიზნების მისაღწევად. აღნიშნული პროგრამა გულისხმობს ამერიკული კულტურისა და ისტორიის კლუბების, საზაფხულო, ახალგაზრდული და ინგლისური ენის ბანაკებისა და სხვა ტიპის აქტივობების განხორციელებას, რომლებიც მოსწავლეთა და მასწავლებელთა მხარდაჭერაზე იქნება ორიენტირებული. ამ პროგრამებისთვის 2020 წელს მშვიდობის კორპუსმა შესაბამისი რესურსები უკვე შექმნა.

მშვიდობის კორპუსმა ასევე დაამტკიცა ორი პროექტი: ინგლისური ენა და ახალგაზრდების ჩართულობა (EYE), რომელიც ქართველ მოსწავლეებს, ახალგაზრდებს და მასწავლებლებს ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესებასა და პირადი, პროფესიული და აკადემიური შესაძლებლობების გაფართოებაში დაეხმარება. რაც შეეხება მეორე პროექტს – ინდივიდუალური და ორგანიზაციული განვითარება (IOD) – იგი ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ქალებსა და დაუცველ მოსახლეობას სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებაში.

შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ მოკლევადიანი მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების სპეციალისტი ეწვევა, რომელიც საქართველოში ინკლუზიური განათლების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა ინკლუზიური განათლების მნიშვნელობას სამინისტროსთვის. მხარეებმა ამ მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები დეტალურად განიხილეს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: მშვიდობის კორპუსის ინდივიდუალური და ორგანიზაციული განვითარების, განათლებისა და ახალგაზრდობის ჩართულობისა და რეაგირების პროგრამის მენეჯერები. მშვიდობის კორპუსი განათლების სექტორში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პარტნიორია.

საქართველოში ჩამოსული მოხალისეები მუშაობენ და ცხოვრობენ ქართულ თემებში და საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებენ. მოხალისეთა საქმიანობა ისეთ ასპექტებს მოიცავს, როგორებიცაა: ჯანსაღი ცხოვრების წესი, მოხალისეობის პოპულარიზაცია, ამერიკული კულტურის, დასავლური ორგანიზაციული პრაქტიკისა და ღირებულებების გაზიარება, ტექნოლოგიების გამოყენება, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ტოლერანტობა.

ყველა სიახლე

04 აგვისტო 2021, 12:30

მსოფლიო

კიევში პოლიციის სპეციალური ოპერაციის რეჟიმი დაწესდა

უკრაინის დედაქალაქ კიევში პოლიციის სპეციალური ოპერაციის რეჟიმი დაწესდა. უცნობი პირი უკრაინის მთავრობის შენობაში შევიდა და ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრება.

04 აგვისტო 2021, 12:23

საზოგადოება

უახლოეს დღეებში საქართველოში ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი

უახლოეს დღეებში საქართველოში მნიშვნელოვნად დაცხება. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

04 აგვისტო 2021, 12:18

COVID19

კვლევა: სრულად აცრილ პირებს კორონავირუსზე ტესტის დადებითი პასუხის მიღების შანსი სამჯერ უფრო ნაკლები აქვთ, ვიდრე არავაქცინირებულ პირებს

სრულად აცრილ პირებს კორონავირუსზე ტესტის დადებითი პასუხის მიღების შანსი სამჯერ უფრო ნაკლები აქვთ, ვიდრე არავაქცინირებულ პირებს. აღნიშნულს ლონდონის იმპერიული კოლეჯის მიერ ჩატარებული კვლევა ცხადყოფს.

04 აგვისტო 2021, 12:15

ეკონომიკა

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5%-ით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 4 აგვისტოს რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.0 პროცენტით განისაზღვრა.

თამარ იოსელიანი

04 აგვისტო 2021, 12:14

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ერთ ციფრულ პლატფორმაზე ინტეგრირება შავ ზღვაზე რეგიონულ თანამშრომლობას გააღრმავებს

„საქართველოს პორტებში საპორტო საზოგადოების სისტემების (𝐏𝐂𝐒) დანერგვის მიზანშეწონილობის შესწავლის” პროექტის ინაუგურაცია გაიმართა ონლაინ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებითა და საქართველოს ინვესტორთა საბჭოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით ჩატარდა.

04 აგვისტო 2021, 12:03

მსოფლიო

უცნობი პირი უკრაინის მთავრობის შენობაში ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრება. ვიდეო

უცნობი პირი უკრაინის მთავრობის შენობაში ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

04 აგვისტო 2021, 11:51

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ მიერ დაგეგმილი თითოეული რეფორმა, პროგრამა, პროექტი, ემსახურება ხალხის კეთილდღეობას, ჩვენი მოქალაქეების პირობების გაუმჯობესებას, მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფას

„დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ იუსტიციის სამინისტროს განვითარების გეგმას, ხედვას. ჩვენ დავიწყეთ გრძელვადიანი ხედვების პრეზენტაცია, ჩვენს მოსახლეობას ვუხსნით, თუ რას ვგეგმავთ მომდევნო წლების განმავლობაში, როგორ გვესახება ჩვენი ქვეყნის განვითარება. ჩვენ მიერ დაგეგმილი თითოეული რეფორმა, პროგრამა, პროექტი, რა თქმა უნდა, ემსახურება ხალხის კეთილდღეობას, ჩვენი მოქალაქეების პირობების გაუმჯობესებას, მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფას და რაც მთავარია, საბოლო ჯამში, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას.

04 აგვისტო 2021, 11:50

საზოგადოება

სემეკი ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებს აფრთხილებს

ბოლო პერიოდში გახშირდა საკონსულატიო კომპანიების მხრიდან სხვადასხვა შეთავაზებები ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებისათვის, კერძოდ ელექტროენერგიის მწარმოებლებისა და მსხვილი მომხმარელებისათვის, რაც გარკვეულ შემთხვევებში არ ასახავს ბაზარზე დაგეგმილ ცვლილებებს და არასწორ მოლოდინებს უჩენს ბაზრის მონაწილეებს.

04 აგვისტო 2021, 11:45

მსოფლიო

ჩეხეთში ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა

ჩეხეთში, ქალაქ დომაჟლიცეს მახლობლად ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

კახა კალაძე

04 აგვისტო 2021, 11:33

საზოგადოება

ორი კვირის განმავლობაში, ართანაში 80 სტუდენტისთვის ლიტერატურისა და კინოს კამპუსები მოეწყობა

თბილისის მერიისა და „იუნესკოს“ ერთობლივი პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ამჯერად თბილისის ფარგლებს გასცდება და ორი კვირით კახეთში, ართანაში გადაინაცვლებს, სადაც დედაქალაქის უმაღლესი სასწავლებლების 80 სტუდენტისთვის ლიტერატურისა და კინოს კამპუსები მოეწყობა, - ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

04 აგვისტო 2021, 11:30

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისია ევროკავშირის მხარდაჭერით 500 პედაგოგს დეზინფორმაციასთან ბრძოლაში გადაამზადებს

„დეზინფორმაცია, როგორც გამოწვევა: კრიტიკული აზროვნების განვითარება სკოლებში“ - კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების მიმართულებით პედაგოგების გადამზადება დაიწყო. პროექტის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება, საჯარო სკოლებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების 500-მდე მასწავლებელი გადამზადდება.

04 აგვისტო 2021, 11:28

COVID19

„დელტა“ შტამის გავრცელების ფონზე, ისრაელის მთავრობამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალი შეზღუდვები დააწესა

კორონავირუსის „დელტა“ შტამის გავრცელების ფონზე, ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალი შეზღუდვები დააწესა, რომელიც 8 აგვისტოდან ამოქმედდება.

04 აგვისტო 2021, 11:26

საზოგადოება

„თბილსერვის ჯგუფი“ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს დედაქალაქის მასშტაბით, ღამის საათებში გაიტანს

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს დედაქალაქის მასშტაბით, ღამის საათებში გაიტანს. თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ნარჩენების გატანის ახალი რეჟიმის დაწესებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცენტრალურ უბნებში საპილოტე ფორმატით დაწყებული პროექტი უკვე მთელი თბილისის მასშტაბით განხორციელდება.

04 აგვისტო 2021, 11:26

საზოგადოება

თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების რეფორმა გრძელდება

„აღნიშნულ ჯიხურებში ადგილობრივებს აქვთ შესაძლებლობა, მივიდნენ და ჩვენი თანამშრომლები დაეხმარებიან ავტომობილების რეგისტრაციაში, რათა მოსახლეობამ უფასო პარკირებით ისარგებლოს. ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ვინც არეგისტრირებს საკუთარ ავტომობილს, პარკირება სრულიად უფასოა. ასევე, პარკირება შშმ პირთათვის, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისა და ელექტრომობილებისთვის. რაც შეეხება საფასურს, ერთი საათის ღირებულება ერთი ლარია. ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის დანერგვას, რა თქმა უნდა, მთელი ქალაქის მასშტაბით ვგეგმავთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ირალი ღარიბაშვილი

04 აგვისტო 2021, 11:24

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს გვაქვს სანიმუშო, სამაგალითო ვითარება ციხეებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ მოწინავე რიგებში ვართ

„ძალიან საინტერესო იდეები აქვს ბატონ რატის პენიტენციურ დაწესებულებებთან დაკავშირებით. ციხეებში არსებული ვითარება იყო ჩვენი ხელისუფლების გამოწვევა, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში 2012 წელს. წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო ყოველდღიური პრაქტიკა ციხეებში, რაც ჩვენ, 2012 წელს, მოსვლისთანავე დავასრულეთ და დღეს გვაქვს სანიმუშო, სამაგალითო ვითარება ციხეებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ მოწინავე რიგებში ვართ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

04 აგვისტო 2021, 11:23

საზოგადოება

საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად დღეს კიდევ 40 ოჯახს დაუკანონდება

„შეიძლება ითქვას, უკვე ტრადიციად გვექცა მოქალაქეებისთვის წლობით დაუკანონებელი საკუთრების დაკანონება. დღეს კიდევ 40 ოჯახს დაუკანონდება და სიმბოლურ 1 ლარად გადაეცემა საცხოვრებელი ფართები. მათგან 20 ოჯახი ნაძალადევის რაიონში ცხოვრობს, 10 ოჯახი - გლდანის რაიონში, 3 ოჯახი - სამგორის რაიონში, 3 ოჯახი - დიდუბის რაიონში, 2 ოჯახი კრწანისის რაიონში, ხოლო 2 ოჯახი - ვაკის რაიონში.

04 აგვისტო 2021, 11:18

საზოგადოება

Forbes-მა ვარძია ყველაზე შთამბეჭდავ მოსანახულებელ მიმართულებად დაასახელა

Forbes ესპანეთი 7 შთამბეჭდავ მიმართულებას ასახელებს, რომლის მონახულებაც COVID-19-ის პირობებშიც შესაძლებელია. პოპულარული გამოცემა მკითხველს ირლანდიის, ნამიბიის, ბოლივიის პარალელურად, საქართველოში ვარძიის მონახულებას ურჩევს.

კახა კალაძე

04 აგვისტო 2021, 11:18

საზოგადოება

„საარჩევნო პერიოდში თბილისის მერიის საჯარო მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქციასთან“ დაკავშირებით ბრძანება დღეს დამტკიცდება

„წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე პირს, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოში უკავია თანამდებობა, ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის საარჩევნო კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოების პროცესში თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება; მგონი, ყველაფერი ნათელია. ჩემი თხოვნა იქნება, ეს ინფორმაცია მაქსიმალურად ჩავშალოთ ჩვენს თანამშრომლებში, რათა მათ ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია ამ ქცევების შესახებ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

04 აგვისტო 2021, 11:17

COVID19

ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით, წეროვანის დევნილთა დასახლებაში მოძრავი ამბულატორია განთავსდა

წეროვანის დასახლებაში მიმდინარე იმუნიზაციის პროცესს დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხარისხის მიმართულების ხელმძღვანელ გვანცა გასვიანსა და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელ ნუგზარ თინიკაშვილთან ერთად გაეცნო. COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, მოძრავი ამბულატორიები დევნილთა დასახლებებში მომავალშიც განთავსდება.

04 აგვისტო 2021, 11:11

საზოგადოება

ვანდალებმა თბილისში მაჰათმა განდის ძეგლი დააზიანეს

ვანდალებმა თბილისში მაჰათმას ძეგლი დააზიანეს. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.