imedi /  01 ივლისი 2021, 17:01 / სანდო წყარო

კომპანია GWP-ის მიერ გაზსადენის დაზიანების გამო 5 000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება

ნუცუბიძის ფერდობისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე მიწის სამუშაოების წარმოებისას, კომპანია „GWP“-მ „თბილისი ენერჯის“ კითვნილი გაზსადენი დააზიანა, - ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ავარიის შედეგად გაზის მიწოდება შეუწყდა: საბურთალოს რ-ში - გაგარინის ქ. 18-ში, 29-ში მდებარე შპს ,,ირს თაუერი”-ს საცხოვრებელი კორპუსების, მიმდებარედ ვაზისუბნის ქუჩის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ვეძისის დასახლებაში – არდაზიანის, წულუკიძის, ზემო ვეძისის ქუჩის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ზემო ვეძისის ქ. 6ა-ში - შპს “ამხანაგობა ლისის 2015”, ზემო ვეძისის ქ. 4,2ა,3ა-ში - შპს „თბილისი ტურიზმის ცენტრის”, იური გაგარინის ქ. 18-ში მდებარე ამხანაგობა ,,გაგარინის 18”-ს, გაგარინის ქ. 29-ში მდებარე შპს ,,ირს თაუერი”-ს, ელისაბედ ჩერქეზიშვილის ქ. 2-ში მდებარე შპს ,,მ.დ.კ.”-ს, ზემო ვეძისის ქ. 103-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის, ზემო ვეძისის ქუჩისა და ჩიხის, ივანე ბერიტაშვილის, ოსეთის ქ. 46ა, ზემო ვეძისის ქ. 29/3, 33/7, 34/5, 35/4, 30/3-ში მცხოვრები კერძო სექტორის მოსახლეობას, ასევე ზემო ვეძისის ქ. 4-ში – შპს “თბილისის ტურიზმის ცენტრს”, ზემო ვეძისის ქ. 1-ში – შპს “ტიფლისი-პერმ გრუპი”, შპს “მორენა–პრო”, შპს “ტურიზმის ცენტრი”, გაგარინის ქ. 29-ში – საქართველოს ბანკის სათაო ოფისს, ვაზისუბნის ქ. 4-ში – ასოციაციას ,,სამხარეო განვითარება მომავალი საქართველისათვის”, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე – შპს ,,საშხაპე”-ს, იური გაგარინის ქ. 29-ში მდებარე სს ,,საქართველოს ბანკის სათაო ოფისსა” და მიმდებარედ განთავსებულ მცირე კომერციულ ობიექტებს. დიღომში – ვაშლიჯვარის დასახლებაში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ვაშლიჯვარში – მარშალ გელოვანის გამზირის, სარაჯიშვილის, გოძიაშვილის, კვანტალიანის, ვალენტინ თოფურიძის, არზაყან ემხვარის, მუხრან მაჭავარიანის, იასამნის, გვირილების, ბროწეულის ქუჩებისა და ასევე გელოვანის გამზ. 4-ის (ყოფ. ინდუსტრიული კოლეჯის შენობაში ჩასახლებულ დევნილ მოსახლეობას) მოსახლეობას, სოფ. დიღომში – ნატბეურების დასახლებას, სოფ. დიღომი – დიდგორის ქ. 2, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე შპს ,,სოკარ პეტროლიუმისა” და შპს ,,მმს-გაზი”-ს გაზგასამართ სადგურებს, შპს ,,ბელუქსს”, შპს ,,იბერია ავტო ჰაუსს”, ვაშლიჯვარის დას-ში – საქართველოს ბანკის ფილიალს, მე-4 პოლიკლინიკას, შპს ,,იფქლი პირველს”, შპს ,,ოჯთ ომეგა”-ს, შპს ,,ჰიდროსერვისს”, თავდაცვის სამინისტროს ობიექტს, სსიპ ,,თბილისის სახელმწიპი სამედიცინო უნივერსიტეტის ფილიალს”, შპს ,,ჰერმესს”, შპს ,,პრესტიჟს”, შპს ,,საქართველოს ქვა”-ს, მარშალ გელოვანის გამზ. 2-ში მდებარე რადიო ფორტუნას შენობაში განთავსებულ კომერციულ ობიექტებს, გელოვანის გამზირზე, ნაკვ, 3/3-ში - რესტორან ,,ვეფხი და მოყმეს” (შპს ,,ხარება-777”), სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნულ სააგენტოს, პროფესიულ კოლეჯს ,,იკაროსს”, სსიპ ,,ღვინის ეროვნულ სააგენტოს”, შპს “ფერმა მარკეტს - აგრო ჰაბი, სუპერმარკეტ “ბრიკორამას” (შპს “ბრიკო კავკასუსი”), ავეჯის სახლს - შპს “მიას,” ჯვართამაღლების სახელობის ტაძარს, შპს “სადილი ჯი”-ს, შპს “საშხაპე”-ს, საბავშვო ბაგა-ბაღს “სინათლე”, საჯარო სკოლა # 158-ს, საბავშვო ბაგა-ბაღს # 70 და სხვა; ნუცუბიძის პლატოზე - ლისის ტბის მიმდებარედ – შპს ,,ლისი ვერანდა”-ს (,,ლისი ფო” – ცაცხვების, თუთის ქუჩა) საცხოვრებელი კომპლექსის (A, B, ჩ, D, F, G, H-ბლოკები), ნუცუბიძის IV მ/რ-ში მდებარე კორპ. 42, 43, 55, 55ა, 55ბ, 55გ, კორპ. 35-ის ნაწილს, ნუცუბიძის IV მ/რ, კორპ. 36-ის მიმდებარედ (კორპ. 35-ის მიმდებარედ), ნუცუბიძის IV მ/რ-ში მდებარე კორპ. 21დ (იგივე ნუცუბიძის IV მ/რ, კორპ. 20-ის მიმდებარედ), კონსტანტინე კაპანელის ქ. 21-ში მდებარე შპს ,,თეთრი სამყაროს”, საცხ. კორპუსის, ასევე სოფ. თხინვალას მიმდებარედ – ავთო ვარაზის ქ. 44-ში მდებარე შპს ,,გრინ დეველოპმენტი”-სა და ლისის საკრებულოს, ნაკვ. 719-ში მდებარე შპს ,,AGHABY GღOUP”-ის, ნუცუბიძის ფერდობზე – ფერმწერთა ქ. 38-ში (ფერმწერთა ქ. 38-1, 38-2) მდებარე შპს “ენ კაპიტალი”-ს, ავთო ვარაზის I შ. 3-ში მდებარე შპს ,,ტერასა საბურთალო”-ს, ავთო ვარაზის ქ. 107-ში მდებარე შპს ,,მწვანე უბანი ლისთან” საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, სოფ. თხინვალას, სოფ. აგარაკების კერძო სექტორის მოსახლეობას, ფერმწერთა ქუჩის, ავთო ვარაზის, ნინო ზაალიშვილის, ალექსანდრე ბანძელაძის, ზარწემის, ტატა (ტატიანა) თვალჭრელიძის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე (ქვემო ლისი, ლისის ჭაობის მიმდებარედ, ჭაბურღილთან), ლისის საკრებულოსა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობის ნაწილს, სოფ. თხინვალასა და მიმდებარედ შპს ,,გრინ დეველოპმენტი“-ს საცხოვრებელი კორპუსის, სოფ. აგარაკების კერძო სექტორის მოსახლეობას, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელს, ფერმწერთა ქუჩის, ნუცუბიძის ფერდობზე ,,შOშ” ბავშვთა სოფელს, შპს ,,თბილისი იპოდრომ სერვისს”, სხივური მედიცინის ცენტრს, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიას, სკოლა-ლიცეუმ ,,მწიგნობართუხუცესს”, შპს ,,ლისის ტბა”-ს, შპს ,,ლისის აბანოებს”, ბრიტანულ-ქართულ აკადემიას, შპს ,,ათასწლეულის სკოლა“-ს, ინტენსიფიკაციის ქუჩაზე მდებარე სსიპ ,,საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს – 112-ის შენობას“ და სხვა.

გაზის მიწოდება ეტაპობრივად დღეს დაიწყება და სრულად აღდგება ხვალ 16:00 საათისთვის. "თბილისი ენერჯი" ბოდიშს უხდის აბონენტებს კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტის გამო.

ყველა სიახლე

01 აგვისტო 2021, 17:42

თავდაცვა

Agile Spirit 2021-ის ფარგლებში ქართველი და ამერიკელი სამხედროების მონაწილეობით საჰაერო-სადესანტო წვრთნა გაიმართა

საქართველოში ჩატარებული მრავალეროვნული სწავლებების ისტორიაში პირველად, ქართველი და ამერიკელი სამხედროების მონაწილეობით ერთობლივი საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლება გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, სწავლება ორ ქვეყანას - საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორულ ურთიერთობებს უსვამს ხაზს. Agile Spirit 2021-ის ფარგლებში ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე საჰაერო სადესანტო წვრთნა საქართველოს თავდაცვის ძალების, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიისა და ევროპაში აშშ-ის საჰაერო ძალების ერთობლივი მონაწილეობით ჩატარდა.

01 აგვისტო 2021, 17:37

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტრომ „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონს“ აღჭურვილობა გადასცა

24 დასახელების სამხედრო დანიშნულების სანივთე, სამთო და სამედიცინო აღჭურვილობა ახალგაზრდულმა ლეგიონმა თავდაცვის უწყებისგან მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. აღჭურვილობა ვაზიანის აეროდრომზე თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა დაათვალიერეს. სამხედრო, სამთო და სამედიცინო აღჭურვილობა „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონს“ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, უსასყიდლოდ უვადო სარგებლობაში გადაეცა.

01 აგვისტო 2021, 17:32

რეგიონი

ფოთში რეგიონული თეატრების მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა

ფოთში რეგიონული თეატრების მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა, სადაც ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის დასი მაყურებლის წინაშე პრემიერით „ახლა კი, ფარდა“ წარსდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ფესტივალი, ტრადიციულად, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა და წელს მასში მონაწილეობდა 12 ქართული რეგიონული თეატრალური დასი და უცხოური თეატრალური დასი, ლიეტუვადან.

 „ქართული ოცნება“

01 აგვისტო 2021, 17:23

პოლიტიკა

გენადი ბალანჩივაძე „ნაცმოძრაობაზე“: 10 წლის წინ მათი მაისურის ჩაცმას დღეს თვითონ იყენებენ კომპრომატად, მაგრამ არ უშველით, წყალტუბოში „ქართული ოცნება“ სამაგალითოდ მოიგებს

„ნაცმოძრაობის წევრი არასდროს ვყოფილვარ, არც ერთი დღე. მაისურს რაც შეეხება, წყალტუბოს გამგეობაში ვმუშაობდი და დამავალეს. არ ჩავიცვამდი და დიდი შანსი იყო დავეჭირეთ - პირდაპირი გაგებით და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. პარადოქსი ისაა, რომ 10 წლის წინ მათი მაისურის ჩაცმას დღეს თვითონ ისინი იყენებენ კომპრომატად, მაგრამ არ უშველით, წყალტუბოში „ქართული ოცნება“ სამაგალითოდ მოიგებს ამ არჩევნებს“, - განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.

რატი იონათამიშვილი

01 აგვისტო 2021, 17:13

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი გახარიაზე: არ გამოვა მსგავსი პრიმიტიული და ამორალური ხერხებით ბრძოლა, ხალხი ყველაფერს ხედავს

გიორგი გახარიამ თქვა, 20 ივნისს პარლამენტში ვერავინ ვნახე, კურდღლებივით დაიმალნენო - ეს წარსულზე ლაპარაკიც არ არის. უბინძურესი ტყუილია, - ამის შესახებ საპარლამნტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს. იგი გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომ წარსულსა და ყოფილ გუნდზე არაფრის თქმა არ სურს.

01 აგვისტო 2021, 17:13

სამართალი

სამართალდამცველებმა ავსტრალიის მოკლული მოქალაქის მეზობლები გამოკითხეს

ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ბრუკის საცხოვრებელ სახლში ექსპერტები მუშაობენ. პოლიციამ ახალგაზრდა ქალის მეზობლები და ნაცნობებიც გამოკითხა.

01 აგვისტო 2021, 17:03

მსოფლიო

ავღანეთში, ყანდაარის აეროპორტი დაბომბეს

ავღანეთის სიდიდით მეორე ქალაქის, ყანდაარის აეროპორტის შენობა და ასაფრენი ფილიკები დაბომბეს. შეჩერებულია ყველა ფრენა. თავდასხმა მთავრობის მიერ, თალიბანის წინააღმდეგ ჩატარებულ მასშტაბურ სამხედრო მოქმედებებს უკავშირდება. ოფიციალური ცნობით, 13 სხვადასხვა ადგილას, მათ შორის, დედაქალაქ ქაბულში, 254 მეამბოზე მოკლეს.

კანიე უესტი

01 აგვისტო 2021, 16:21

კულტურა

კანიე უესტის ალბომის მორიგი პრეზენტაციის კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია გახდა

ღონისძიება რეპერის მე-10 ალბომის, Donda-ს გამოსვლას ეძღვნება, შორს კრეატიული დირექტორი კი ქართველი დიზაინერი დემნა გვასალიაა. ბილეთების გაყიდვა 2 აგვისტოს დაიწყება, მათი ღირებულება კი 30-75 დოლარი იქნება.

გიორგი ცუცქირიძე

01 აგვისტო 2021, 16:09

პოლიტიკა

გიორგი ცუცქირიძე: ტურისტების მკვლელობები სხვაგანაც მომხდარა, მაგრამ ის რეაქცია, რასაც ჩვენ პარტიული ტელევიზიების მიერ ამ მკვლელობის გაშუქებისას ვხედავთ, სცილდება ჟურნალისტიკის კრედოს და ბიოპოლიტიკის ელემენტში გადადის

რასაც ჩვენ პარტიულ ტელევიზიებად ქცეულ ე.წ კრიტიკული მედიის მიერ ამ მკვლელობის გაშუქებისას ვხედავთ, საერთოდ სცილდება ჟურნალისტიკის კრედოსა და ბიოპოლიტიკის ელემენტში გადადის. მისთვის დამახასიათებელ საზოგადოებრივ ცნობიერზე ზემოქმედების მედია ტერორის მთელი არსენალით, მთლიანად ხელისუფლებაზე გადაბრალების გზით - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე. მისი თქმით, სოციალურ ქსელებში მიზანმიმართულად ხდება ტურიზმის ჩავარდნაზე აქცენტირება, მთელი ეს კამპანია ღიად არის მიმართული ოცნების რეიტინგის კლებაზე, ასევე აქცენტირებულია ეკონომიკური სიტუაციის გაუარესება.

01 აგვისტო 2021, 15:57

რეგიონი

ქართველი პროდიუსერები მადრიდში Platino Industria forum-ს დაესწრებიან

27 სექტემბრიდან 1-ლი ოქტომბრის ჩათვლით, მადრიდში Platino Industria forum-ი გაიმართება. ეროვნული კინოცენტრისა და ესპანური ორგანიზაცია „ეხედას“ თანამშრომლობით, ფორუმზე დასასწრებად, ესპანელი და ქართველი პროდიუსერები შეირჩევიან.

რატი იონათამიშვილი

01 აგვისტო 2021, 15:38

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა ყოველწიურად სულ უფრო მაღალ დონეზე ფასდება მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა ყოველწიურად სულ უფრო მაღალ დონეზე ფასდება მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, უსაფრთხოების სამსახურმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების, ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე.

რესან კონცელიძე

01 აგვისტო 2021, 15:29

პოლიტიკა

რესან კონცელიძე: 2015 წლის 1-ელ აგვისტოს დამოუკიდებელი, დეპოლიტიზებული, პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შეიქმნა

„2015 წლის 1-ელ აგვისტოს დამოუკიდებელი, დეპოლიტიზებული, პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შეიქმნა, რომლის მისიაა საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფა, რომელიც ხელმძღვანელობს სახელმწიფოსა და მისი თითოეული მოქალაქის ინტერესების გათვალისწინებით“, - ასე ეხმაურება რესან კონცელიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსებიდან 6-წლისთავს.

ზაალ ანჯაფარიძე

01 აგვისტო 2021, 15:26

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: უზნეობისა და საძაგლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია, რასაც ნაცკონგლომერატი თავისი მართული ტელეარხებით აკეთებს გარდაცვლილის ტრაგედიაზე

რასაც ეს ნაც-კონგლომერატი თავის მართული ტელეარხებით აკეთებს იმ საწყალი გარდაცვლილი თუ მოკლული ავსტრალიელი ქალის ტრაგედიაზე, არის უზნეობისა და საძაგლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი, - ამის შესახებ ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, აშშ-ში მანიაკები დასტობით ხოცავენ ხალხს კაფეებში თუ სკოლებში, მაგრამ ამერიკელს არ მოუვა აზრად მის ქვეყანაში ტურისტად ჩასვლის მსურველებს უთხრას, არ ჩამოხვიდე, საშინელი ქვეყანააო.

კელი დეგნანი

01 აგვისტო 2021, 15:22

პოლიტიკა

კელი დეგნანი: ცალმხრივი რეფორმები არ არის საკმარისი, მნიშვნელოვანია, რომ რეფორმების პროცესი იყოს ინკლუზიური და მასში მონაწილეობდეს ხალხის მიერ არჩეული ყველა ლიდერი

ცალმხრივი რეფორმები არ არის საკმარისი, მნიშვნელოვანია, რომ რეფორმების პროცესი იყოს ინკლუზიური და მასში მონაწილეობდეს ხალხის მიერ არჩეული ყველა ლიდერი, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ხელის მომწერმა მხარეებმა პირობა დადეს, რომ მას შეასრულებდნენ.

01 აგვისტო 2021, 15:10

თავდაცვა

აშშ-ის საელჩო: Agile Spirit 2021-ის ერთობლივი წვრთნები ხელს უწყობს მონაწილეთა მზადყოფნას, სიძლიერესა და თავსებადობას

„Agile Spirit 2021-ის ერთობლივი წვრთნები, რომელიც თავს უყრის 15 მოკავშირე და პარტნიორი ძალების 2,500 სამხედროს, ხელს უწყობს მონაწილეთა მზადყოფნას, სიძლიერესა და თავსებადობას“, - აღნიშნულია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში.

სოსო არჩვაძე

01 აგვისტო 2021, 14:41

პოლიტიკა

იოსებ არჩვაძე: ადამიანურ ტრაგედიაზე ასეთი ბოროტი განცხადებები მათ ავტორთა ღიად გამოვლენილ მიზანთროპულ და არაპატრიოტულ დემარშზე მიუთითებს

ადამიანურ ტრაგედიაზე ასეთი ბოროტი განცხადებები, „ანგლობა“, მათ ავტორთა მახვილსიტყვიერებაზე კი არა, ღიად გამოვლენილ მიზანთროპულ და არაპატრიოტულ დემარშზე მიუთითებს. აღარაფერს ვამბობ ისეთებზე, რომლებიც გულწრფელად თუ ფარისევლურად მოთქვამენ, „თავზე ნაცარს იყრიან“, რომ თურმე „ასეთ ქვეყანაში ცხოვრება აღარ ღირს“ და ამიტომ სამშობლო უნდა დატოვონ“ - წერს ექსპერტი იოსებ არჩვაძე სოციალურ ქსელში. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, დანაშაული, მათ შორის უცხოელებისა და ტურისტების მიმართ, ფაქტობრივად ყველა ქვეყანაში ხდება.

01 აგვისტო 2021, 14:34

სამართალი

კახეთში ავტოსახელოსნოს თანამშრომელს მანქანა დაეცა და დაიღუპა

კახეთში უბედური შემთხვევა მოხდა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში, ერთ-ერთი სახელოსნოს თანამშრომელს მანქანა დაეცა. მამაკაცი სასწრაფო დახმარებამ „ჯეო ჰოსპიტალსის“ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

რატი იონათამიშვილი

01 აგვისტო 2021, 14:30

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: „ნაცმოძრაობა“ ფაქტობრივად, სიკვდილზეა ჩასაფრებული, ეს პოლიტიკური ჯგუფი არის შურის მაძიებელი, რომელიც სინამდვილეში ებრძვის არა „ქართულ ოცნებას“, არამედ - საქართველოს

„ნაცმოძრაობა“ ფაქტობრივად, სიკვდილზეა ჩასაფრებული, რომ ადამიანის გარდაცვალებაზე საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის დაფუძნება და პოლიტიკური დივიდენდების მიღება შეძლონ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ არის შურის მაძიებელი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც სინამდვილეში ებრძვის არა „ქართულ ოცნებას“, არამედ - საქართველოს.

იაკობ ქაჯაია

01 აგვისტო 2021, 14:10

სპორტი

იაკობ ქაჯაია ტოკიოს ოლიმპიადის ფინალშია

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია ტოკიოს ოლიმპიადის ფინალშია. 130 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მან პირველ შეხვედრაში ფინელ მეტოქეს 9-0 აჯობა, ხოლო რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის სახელით მოასპარეზე, მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი, რუსი სერგეი სემიონოვი 3-1 დაამარცხა.

ირაკლი ქადაგიშვილი

01 აგვისტო 2021, 14:09

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ წინასაარჩევნო კამპანია ჩატარდეს ღია, დემოკრატიულ და მშვიდ გარემოში

ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებს, რომ წინასაარჩევნო კამპანია ჩატარდეს ღია, დემოკრატიულ და მშვიდ გარემოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ყველანაირი დესტრუქცია აღკვეთილი იქნება.