imedi /  02 ივლისი 2021, 12:28 / სანდო წყარო

„რიონის მცველების“ განცხადებით, „თბილისი პრაიდის“ იდეა არის არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა

საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს ეხმაურება. მათი განცხადებით, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის იდეა ერთმნიშვნელოვნად არის არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა, ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ აზრს, გამოხატავს მხოლოდ გარკვეული ჯგუფის ვიწრო ინტერესებს და მიმართულია სამოქალაქო ერთობის წინააღმდეგ.

„საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ საინიციატივო ჯგუფი ჩვენს მთავარ მონაპოვრად მივიჩნევთ იმ დიდ სამოქალაქო ერთობას, რისი მიღწევაც მოხერხდა ნამოხვანის თემის გარშემო. ჩვენ შეგნებულად ვცდილობთ, არ გავაფართოოთ ჩვენი განცხადებების არეალი, რათა ყველაფერს არ მივედ-მოვედოთ, რომ არ გამოვიწვიოთ ისედაც ძალიან დანაწევრებული საზოგადოებრივი აზრის კიდევ უფრო მეტად დანაწევრება და ვერ შევძლოთ ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ, კონკრეტული, მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა. პირველად, თითქმის 250-დღიანი პროტესტის განმავლობაში, აუცილებლად ჩავთვალეთ, მკაფიოდ გამოვხატოთ პოზიცია „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ დაგეგმილ კვირეულთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ ვთვლით, რომ „პრაიდი“ დიდ დარტყმას აყენებს იმ ეროვნულ ერთობას, რომელსაც ჩვენ ასე ვუფრთხილდებოდით მთელი ამ ხნის განმავლობაში. არ ვართ ისეთი გულუბრყვილოები, რომ ვერ ვხედავდეთ, რომ ხდება ეროვნული ერთიანობის იდეის აშკარა დისკრედიტაცია და ეს არ არის ცალმხრივი, შემთხვევითი, ან ერთდღიანი პროცესი. ლგბტქ+ თემა გახდა პოლიტიკური შანტაჟის საფუძველი და ჩვენ ვთვლით, რომ ნამოხვანის პროტესტიც არის ამ პოლიტიკური შანტაჟის ერთ-ერთი სამიზნე.

შეუძლებელია ვერ დაინახო, რომ ლგბტქ+ თემის უფლებების დაცვის სახელით, ერთი მხრივ, „პრაიდის“ ორგანიზატორთა მცირე ჯგუფი, აგრეთვე, ხელისუფლება და მთელი სპექტრი ოპოზიციური ძალებისა, წარმოჩინდებიან, როგორც პოლიტიკურ დივიდენდებს მოწადინებული და მათთვის ძნელად მიღწევადი სამოქალაქო ერთობის მოწინააღმდეგე ძალა, რომელიც არაფრად აგდებს ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს, რელიგიურ გრძნობებსა და ცხოვრების წესს. ასევე, უგულებელყოფენ ისინი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ სოციალურ ადაპტაციას საზოგადოებაში, სჭირდებათ სამსახური, მშვიდი ცხოვრება და თვითრეალიზაცია. ასეთი „პრაიდი“ და მსგავსი აქტივობები კი ხელოვნურად ზრდის აგრესიას მათ მიმართ და ბევრად დაუცველი ხდება მათი პირადი სივრცე.

სამწუხაროა, რომ ქართული საზოგადოება გარკვეულ ინდიფერენტულობას იჩენს მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების მიმართ, მიდრეკილია პერსონებისგან შექმნას კერპები და ასე აარიდოს თავი პასუხისმგებლობას. ამით სარგებლობენ ცალკეული პოლიტიკური ფიგურები თუ ჯგუფები, კონკრეტული პრობლემებიდან ვექტორი გადააქვთ სხვა მიმართულებით და გვრჩება გადაუჭრელი საკითხების მთელი წყება, მორიგი იმედგაცრუება და გვემატება საბაბი ეროვნული ნიჰილიზმის გასაღრმავებლად.

ჩვენი საინიციატივო ჯგუფი ამ ქვეყნის მართლმადიდებელ უმრავლესობას მიეკუთვნება და რელიგიური თვალსაზრისით, ჩვენს შეხედულებებს აბსოლუტურად განაპირობებს ქრისტიანული სწავლება. ჩვენი აზრით, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის იდეა გარდა იმისა, რომ ერთმნიშვნელოვნად არის არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა, ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ აზრს, გამოხატავს მხოლოდ გარკვეული ჯგუფის ვიწრო ინტერესებს და მიმართულია სამოქალაქო ერთობის წინააღმდეგ.

ამდენად, საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ცალსახად ემიჯნება „თბილისი პრაიდის“ კვირეულსა და მსგავს აქტივობებს, როგორც სახელმწიფოსა და საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას“, - აღნიშნავენ საინიციატივო ჯგუფში.

ყველა სიახლე

დასტი ჰილი

29 ივლისი 2021, 09:12

კულტურა

ჯგუფ ZZ Top-ის ბასისტი დასტი ჰილი გარდაიცვალა

ZZ Top-ი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საუზერნ-როკ ჯგუფია ისტორიაში. მხოლოდ აშშ-ში მათ თავიანთი ალბომების 25 მილიონ ასლზე მეტი გაყიდეს.

ლაშა ბექაური

29 ივლისი 2021, 09:00

სპორტი

ლაშა ბექაური: ჩემი ბავშვობის ოცნება იყო ოლიმპიური ჩემპიონი გავმხდარიყავი, ეს ყველაზე ბედნიერი მომენტია ჩემს ცხოვრებაში

„მე ვიტყოდი, რომ უფრო ხასიათით, ქართლი მებრძოლი სულით. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო ოლიმპიური ჩემპიონი გავმხდარიყავი. ეს დღეც მოვიდა და იქ უნდა გამეკეთებინა ყველაფერი“, - განაცხადა ძიუდოისტმა.

ჯომართ ახმედოვი

29 ივლისი 2021, 08:42

რეგიონი

საგარეჯოს რაიონში დაკარგულ მწყემსს ეძებენ

დაკარგულის ოჯახის წევრებმა მომხდარის შესახებ ქრონიკას აცნობეს. შსს-ში განმარტავენ რომ გამოძიება 143-ე მიხლითაა დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, სამძებრო სამუშაოები კი აქტიურად მიმდინარეობს.

ვიოლა ფონ კრამონი

29 ივლისი 2021, 08:33

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი დღეს თბილისში კონსულტაციების გამართავს

ევროპელი დეპუტატი საქართველოში გუშინ ღამით ჩამოფრინდა და აეროპორტი უკომენტაროდ დატოვა. მანამდე ის Twitter-ზე საქართველოში გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. შეაფასა როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის ქმედებები.

ვარლამ ლიპარტელიანი

29 ივლისი 2021, 08:14

სპორტი

ვარლამ ლიპარტელიანი ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალშია

ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებმა უკვე ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ოლიმპიური ჩემპიონი 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაური გახდა, ვერცხლის მედლები კი ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.

ამინდი წვიმა

29 ივლისი 2021, 08:03

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში იწვიმებს. დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. დედაქალაქშიც წვიმაა მოსალოდნელი.

29 ივლისი 2021, 01:02

COVID19

ენტონი ბლინკენმა ჯანმოს დირექტორთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ კორონავირუსის წარმოშობის დადგენის მიზნით დამატებითი კვლევების ჩატარებას მხარს უჭერს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ კორონავირუსის წარმოშობის დადგენის მიზნით დამატებითი კვლევების ჩატარებას მხარს უჭერს.

თეა წულუკიანი

29 ივლისი 2021, 00:53

საზოგადოება

თეა წულუკიანი: 2030 წლისთვის საქართველოს ყველა რეგიონში იარსებებს სულ მცირე 1 მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ათწლიანი გეგმის პრეზენტაციაზე თეა წულუკიანმა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 10 წლის თავზე საქართველოს ყველა რეგიონში იარსებებს სულ მცირე 1 მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი სპორტის ძირითადი სახეობების განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურით, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

29 ივლისი 2021, 00:26

COVID19

საფრანგეთის ჯანდაცვის უმაღლესმა კომიტეტმა 12-17 წლის პირებში Moderna-ს ვაქცინის გამოყენება დაუშვა

საფრანგეთის ჯანდაცვის უმაღლესმა კომიტეტმა 12-17 წლის პირებში Moderna-ს ვაქცინის გამოყენება დაუშვა. 23 ივლისს, ევროპის წამლის სააგენტომ 12-17 წლის პირებში Moderna-ს ვაქცინის გამოყენება დაუშვა.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

29 ივლისი 2021, 00:26

პოლიტიკა

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ოპოზიციას შექმნილ სიტუაციაში ყველა შესაძლო „ტყვია“ გასროლილი აქვს და არ იცის რას მიედ-მოედოს

„ოცნების“ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ „ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს და კარგად მოფიქრებულ სვლად მეჩვენება, რამაც ოპოზიციის მოწინააღმდეგე, მაგრამ დაქსაქსული ამომრჩეველი „ოცნების“ გარშემო უნდა გააერთიანოს. - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი. მისი აზრით, ოპოზიცია დაბნეულია, ქუჩაში ხალხი ვერ გამოჰყავთ და არ იციან რა ქნან, „მიკროფონების რევოლუციაც“ ჩაფლავდა, მათი უკანასკნელი იმედი.

28 ივლისი 2021, 23:59

პოლიტიკა

შარლ მიშელის მრჩეველი: შარლ მიშელი საქართველოში მხარეებთან კონსულტაციებს გადის - ამ ეტაპზე ის სიტუაციის შესახებ კომენტარს არ გააკეთებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის კომუნიკაციებისა და მედიის საკითხებში სტრატეგიული მრჩეველი, იურეკ კუჩკიევიჩი „ქართულმა ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას ეხმაურება.

პედრო კასტილიო

28 ივლისი 2021, 23:41

მსოფლიო

პედრო კასტილიო პერუს პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას შეუდგა

პედრო კასტილიო პერუს პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას შეუდგა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

28 ივლისი 2021, 23:23

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 29 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 29 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, - მის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

თეა წულუკიანი

28 ივლისი 2021, 23:18

კულტურა

თეა წულუკიანი: სახელმწიფომ არა მხოლოდ ქართული კინომემკვიდრეობის დაცვაზე, არამედ კინოინდუსტრიის განვითარებაზე უნდა იზრუნოს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ათწლიანი გეგმის პრეზენტაციაზე თეა წულუკიანმა ქართული კინოს განვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართულ კინოს აქვს ინდუსტრიასა და ეკონომიკაში თავისი წვლილის შეტანის შესაძლებლობა, რომელიც დღეს პრაქტიკულად არ არის გამოყენებული, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის თქმით, სამინისტრომ არა მხოლოდ ქართული კინომემკვიდრეობის დაცვასა და გაციფრებაზე, არამედ კინოინდუსტრიის განვითარებაზე უნდა იზრუნოს და ამ მიმართულებით სამინისტრო აპირებს 40 მილიონ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას.

ზურაბ ქადაგიძე

28 ივლისი 2021, 22:49

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე ნიკა გვარამიაზე: „მედია-ტერორისტი“ „ჯიჰადს“ აანონსებს

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ნიკა გვარამიას ბრიფინგს ეხმიანება, რომელმაც დააანონსა, რომ მისი ტელეკომპანია - გამოდის სპეციალური მუშაობის რეჟიმიდან და უბრუნდებიან მწვავე კრიტიკული გაშუქების სტანდარტებს.

სვეტლანა ტიხანოვსკაია

28 ივლისი 2021, 21:52

მსოფლიო

სვეტლანა ტიხანოვსკაია: ბელარუსი წარმატების ისტორია იქნება

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან გამართულ შეხვედრას ეხმაურება.

თამთა მეგრელიშვილიუ

28 ივლისი 2021, 21:51

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: პოლიტიკურ პარტიებად ქცეული ტელევიზიები, მათი ხელმძღვანელები თუ ჟურნალისტები საზოგადოებაში მასობრივ ფსიქოზს ნერგავენ

დიახ, ეს ჟურნალისტები, მედია მფლობელებთან ერთად, ქმნიან და ემსახურებიან კონკრეტული პარტიის შენარჩუნების უნარს, ამ ტელევიზიებში შექმნილი გადაცემათა შინაარსი პირდაპირ კორელაციაშია დამფინანსებელთა ინტერესებთან. მათ მიერ ხდება ინფორმაციული პროპაგანდა, როგორც მიზანმიმართულად მანიპულირებული კომუნიკაცია, - წერს სოციალურ ქსელში საჯარო მმართველობის დოქტორი, თამთა მეგრელიშვილი. მისი აზრით, გაუგებარია ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადება, რომ გამოდიან სპეციალური რეჟიმის მუშაობის მდგომარეობიდან და უბრუნდებიან მწვავე, კრიტიკული გაშუქების რეჟიმს.

ლევან ნიკოლეიშვილი

28 ივლისი 2021, 21:20

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: მართლა მაინტერესებს, ახლა რომ ჟურნალისტურ საქმიანობას უბრუნდებით, მანამდე პოლიტიკით იყავით დაკავებული თუ მავნებლობით

რაო, რაო რას ვუბრუნდებითო? აქამდე რას ვაკეთებდითო? არა, ხალხმა კი იცის რას აკეთებდით ან რას არ აკეთებდით, მაგრამ თვითაღიარება მაინც კარგია, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში.

მამუკა მდინარაძე

28 ივლისი 2021, 21:15

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე გახარიას პარტიაზე: შეიძლება ითქვას, ისინი არიან ყველაზე რთულ მდგომარეობაში, რადგან მათი პარტიის არსებობამ აზრი დაკარგა

შეიძლება ითქვას, ისინი არიან ყველაზე რთულ მდგომარეობაში, რადგან მათი პარტიის არსებობამ აზრი დაკარგა, მათ „საქართველოსთვის“ კი არა, ობიექტურად თუ შევხედავთ, უნდა ერქვათ 43%-ისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, გახარიას პარტიის არსებობამ აზრი დაკარგა.

ჯო ბაიდენი სვეტლანა ტიხანოვსკაია

28 ივლისი 2021, 21:14

მსოფლიო

ჯო ბაიდენი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდა.