www.imedi.ge /  11 ივლისი 2021, 17:11 / სანდო წყარო

არასამთავრობო ორგანიზაციები ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები „TV პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ. ამის შესახებ ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, ორგანიზაციები 5 ივლისს განვითარებული მოვლენების გამო პრემიერ-მინისტრის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვენ.

„ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, გამოვხატავთ მწუხარებას და გულისტკივილს ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და ახლობლებს.

ლექსო ლაშქარავა იყო მედიის იმ 50-ზე მეტი წარმომადგენლებიდან ერთ-ერთი, რომლებიც 5 ივლისს სიძულვილის ჯგუფების მიერ მასშტაბური და სასტიკი ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო აქციაზე ძალადობრივი და აგრესიული ჯგუფები მედიის წარმომადგენლებს წინასწარი განზრახვით დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მიზანმიმართულად დაუმტვრიეს ტექნიკა, რათა ხელი შეშლოდათ ჟურნალისტურ საქმიანობაში. ისინი ლექსო ლაშქარავას ფიზიკურად გაუსწორდნენ სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისის დარბევისას. ძალადობისას ოპერატორთან მყოფი ჟურნალისტის განცხადებით, ლექსო ლაშქარავა სისხლის გუბეში იყო და მას 20 ადამიანი 5 წუთის განმავლობაში დაუნდობლად ურტყამდა.

ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა ძალადობრივი ჯგუფების შესაჩერებლად მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ იყო ცნობილი მათი მხრიდან აგრესიისა და ძალადობის რისკის შესახებ. 5 ივლისს ადგილზე საკმარისი რაოდენობით არ იყვნენ მობილიზებული სამართალდამცავები, ხოლო ადგილზე მყოფი პოლიციელების მხრიდან მიღებული ზომები არ იყო საკმარისი ძალადობის შესაჩერებლად. ხელისუფლებამ არათუ არ მიიღო სათანადო ზომები საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად, არამედ, პირიქით, წაახალისა ძალადობა. კერძოდ პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 5 ივლისს განაცხადა, რომ „ღირსების მარშის“ ჩატარება მიზანშეუწონელი იყო და „ღირსების მარშის“ ორგანიზატორებს მოუწოდა არ გაემართათ მსვლელობა რუსთაველის გამზირზე, იმის მაგივრად, რომ ვითარების შესაძლო გართულებისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრებინა კონტრაქციის წევრებისთვის. ასევე საქართველოში აშშ-ს ელჩმა განაცხადა, რომ მათ ვერ დაინახეს პრემიერ მინისტრის წამყვანი როლი სიტუაციის განმუხტვასა და აგრესიის შეკავებაში.

5 ივლისის მასშტაბურ ძალადობაზე, რასაც შედეგად ათობით ჟურნალისტის და მშვიდობიანი მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა ხოლო, ტვ პირველის ოპერატორი, ჯანმრთელობის უმძიმესი დაზიანებების შემდგომ გარდაიცვალა, პასუხი უნდა აგოს ძალადობის ყველა ორგანიზატორმა, მონაწილემ და ძალადობისკენ მომწოდებელმა, განურჩევლად საერო თუ სასულიერო სტატუსისა. პოლიტიკური პასუხისმგებლობა უმძიმეს შედეგებზე ეკისრება ხელისუფლებას, რომელმაც ფაქტობრივად უარი თქვა საკუთარი ფუნქციის შესრულებასა და ადამიანთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვაზე. ამიტომ: ხელმომწერი ორგანიზაციები მოვითხოვთ, სულ მცირე: საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს შსს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაუყოვნებლივ დატოვონ დაკავებული თანამდებობა, ძალადობის ყველა ორგანიზატორი, მონაწილე და წამქეზებელი, მიუხედავად მათი სტატუსისა, დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC); საფარი; საზოგადოება და ბანკები; მედიის განვითარების ფონდი (MDF); საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS); ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC); ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); სოციალური სამართლიანობის ცენტრი; საქართველოს ატლანტიკური საბჭო; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI Georgia); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი; გაეროს ასოციაცია; მწვანე ალტერნატივა; თბილისი პრაიდი; DRI.

ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისის მოვლენების დროს დაშავდა, გამთენიისას, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში. ოპერატორს „თბილისი პარაიდის“ მოწინააღმდეგეები, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

ოპერატორის გარდაცვალების ფაქტზე, ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

საქმეზე ალტერნატიულ ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ჩაატარებს. გარდაცვალების ფაქტს სამედიცინო რეგულირების სააგენტო სწავლობს.

ყველა სიახლე

გიორგი ვაშაძე

03 აგვისტო 2021, 17:38

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: მისაღწევი გვაქვს ორი მიზანი - საკონსტიტუციო ცვლილებები სექტემბერში და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა

ჩვენ მისაღწევი გვაქვს ორად ორი მიზანი - საკონსტიტუციო ცვლილებები სექტემბერში და ის, რომ „ოცნების“ მიერ 43%-ზე ნაკლების აღების შემდეგ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

03 აგვისტო 2021, 17:30

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“ და გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ ერთი საერთო პროექტის ორი სხვადასხვა მიმართულებაა

„წინა წლებთან შედარებით კვლევის შედეგებში განსხვავება არის ის, რომ პროცენტებს გვაკლებდნენ ჩვენ და პირდაპირ „ნაცმოძრაობას“ ამატებდნენ. ამ შემთხვევაში დაგვაკლეს ჩვენ, ცოტა დაამატეს „ნაცმოძრაობას“ და გახარიას პარტიას მოუმატეს მეტი. ეს ადასტურებს და ამტკიცებს იმას, რომ „ნაცმოძრაობა“ და გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ არის ერთი საერთო პროექტის ორი სხვადასხვა მიმართულება“, - განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე

03 აგვისტო 2021, 17:28

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: გახარია ამბობს, რომ წარსულზე არ ისაუბრებს, მაგრამ 20 ივნისთან დაკავშირებით ტყუილი მოიგონა

თუ გიორგი გახარია საუბრობს ღირსებაზე და ამბობს, რომ წარსულზე საუბარი არ სურს, მაშინ გაიხსენოს, რაც იკადრა რამდენიმე კვირის წინ, როდესაც თქვა, რომ 20 ივნისს პარლამენტარები კურდღლებივით დაიმალნენ. ოღონდ ეს კი არ მოყვა, არამედ მოიტყუა კიდეც. ანუ წარსულზე კი არ ისაუბრა, არამედ ტყუილი მოიგონა და ასეთი რამ აკადრა ყოფილ თანაგუნდელებს და პირადად მეც, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

გივი მიქანაძე

03 აგვისტო 2021, 17:27

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: ხელშეკრულებიდან გასვლის გადაწყვეტილების გადახედვა არანაირ განხილვას არ ექვემდებარება

„ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობამ საზოგადოებას ჩამოყალიბებული და არგუმენტირებული პოზიცია წარუდგინა, თუ რატომ გავედით ამ ხელშეკრულებიდან და რომ ამ ხელშეკრულებას აღარ დავუბრუნდებით“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე.

03 აგვისტო 2021, 17:26

COVID19

ირანში ზედიზედ მეორე დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი ფიქსირდება

ირანში ზედიზედ მეორე დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი ფიქსირდება. ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 39 019 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 378 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

მამუკა მდინარაძე

03 აგვისტო 2021, 17:23

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: კვლევების გაყალბება პირველ რიგში საზოგადოებაში არასწორი განცდების შექმნას უზრუნველყოფს

„ბევრი მსგავსი ნიუანსი არის, რაც ამტკიცებს, გარდა იმისა, რომ წარსულის გამოცდილება გვაქვს მკაფიო და ნათელი, რომ სულ გაყალბებული მონაცემები იდებოდა, რომ ეს კვლევაც ვერანაირ სანდოობასა და მის ხარისხს ვერ უზრუნველყოფს“, - განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე

03 აგვისტო 2021, 17:16

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: რამდენად უნდა ვენდოთ კვლევას, რომელიც ყველა წინა შემთხვევაში 20-25, ხანდახან კი 30%-ითაც ცდებოდა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, შეუძლებელია ენდო იმ სოციოლოგიურ კვლევას, რომელიც ყველა წინა შემთხვევაში 20-25, ხანდახან კი 30%-ითაც კი ცდებოდა რეალურ შედეგს. ასე გამოეხმაურა ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებს.

ჯეფ ბეზოსი

03 აგვისტო 2021, 17:14

მსოფლიო

ჯეფ ბეზოსის ქონება $13.5 მილიარდით შემცირდა, თუმცა კვლავ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია

ამერიკული კორპორაცია Amazon-ის მფლობელის, ჯეფ ბეზოსის აქტივების მოცულობა $13.5 მილიარდით შემცირდა, თუმცა ის კვლავ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიას უდგას სათავეში.

გურამ მაჭარაშვილი

03 აგვისტო 2021, 16:57

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ალბათ, თვითმმართველობის არჩევნებზე „ნაცმოძრაობის“ ნელ-ნელა გასტუმრება დაიწყება ოპოზიციიდანაც

ამ არჩევნებზე ალბათ, დაიწყება „ნაცმოძრაობის“ ნელ-ნელა გასტუმრება ოპოზიციიდანაც - უკვე მომწიფდა სიტუაცია, როცა აუცილებელია გამოიკვეთოს პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ჩაანაცვლებს დესტრუქციულ ძალას ოპოზიციაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დეესკალაცია შემცირებულიყო და ამას ამომრჩეველი სწორად შეაფასებს.

ნაფტალი ბენეტი

03 აგვისტო 2021, 16:57

მსოფლიო

ისრაელის პრემიერი ევროკავშირს: არ შეიძლება ადამიანის უფლებებზე საუბრობდეთ და ამავე დროს პატივისცემას უცხადებდეთ მკვლელსა და ჯალათს, რომელმაც ირანის რეჟიმის ასობით მოწინააღმდეგე მოკლა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა ევროკავშირი ირანის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მაღალი რანგის წარმომადგენლის გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა.

სვეტლანა ტიხანოვსკაია ბორის ჯონსონი

03 აგვისტო 2021, 16:18

მსოფლიო

ბორის ჯონსონი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდა.

მისტერ ლორდი

03 აგვისტო 2021, 16:15

COVID19

ჯგუფ Lordi-ის ლიდერი კოვიდსაწინააღმდეგო აცრაზე სასცენო კოსტიუმში გამოწყობილი მივიდა

47 წლის მუსიკოსი აცრაზე მონსტრის საფირმო კოსტიუმში გამოწყობილი მივიდა. 2006 წელს, როდესაც ჯგუფმა „ევროვიზიაზე“ გაიმარჯვა, მისმა წევრებმა მაყურებლებს თავი სწორედ უჩვეულო ჩაცმულობით დაამახსოვრეს.

03 აგვისტო 2021, 16:10

საზოგადოება

როგორ ჩააბარეს აბიტურიენტებმა უცხოური ენების გამოცდა. NAEC-ის წარმომადგენლის განმარტება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელი, რუსუდან ტყემალაძე პირველად შედეგებს აფასებს. მისი თქმით, სხვადასხვა ენასა და ვარიანტში, იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებმაც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, განსხვავდება.

03 აგვისტო 2021, 15:43

სამართალი

ქალის მოტაცებისთვის 4 პირი დააკავეს

თავისუფლების უკანონო აღკვეთს ბრალდებით, ოთხი პირი - 1981 წელს დაბადებული თ.ნ., 1982 წელს დაბადებული ზ.ს., 1999 წელს დაბადებული გ.თ. და 1998 წელს დაბადებული შ.შ. დააკავეს. უწყების ცნობით, ბრალდებულმა თ.ნ.-მ, სამ თანამზრახველთან ერთად, 2 აგვისტოს, მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ, 1998 წელს დაბადებულ ა.კ.-ს, ცოლად მოყვანის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.

თეა ახვლედიანი

03 აგვისტო 2021, 15:41

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი: განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ახლახან მიღებული გადაწყვეტილება, დაიწყოს სოფელ ზარდიანთკარში 2008 წლის ომის შედეგად დაზიანებული სახლების აღდგენა

გამყოფი ხაზის სოფლებზე საუბრისას განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ახლახან მიღებული გადაწყვეტილება, დაიწყოს სოფელ ზარდიანთკარში 2008 წლის ომის შედეგად დაზიანებული სახლების აღდგენა, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, სამინისტროს 10 წლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

თეა ახვლედიანი

03 აგვისტო 2021, 15:36

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი: უმნიშვნელოვანესია, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით გავზარდოთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოტენციალი, მივაღწიოთ გრძელვადიან მშვიდობას და შერიგების პოლიტიკის მიზნების რეალიზებას

მან მადლობა გადაუხადა ელჩებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და თითოეულ უცხოელ დიპლომატს და კოლეგას, რომლებთანაც გასული წლის მანძილზე, ინტენსიური თანამშრომლობით, პარტნიორობითა და თანადგომით მიღწეულია პროგრესი შესაბამისი მიმართულებებით.

03 აგვისტო 2021, 15:31

პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს შეხვდა

„მნიშვნელოვანია სახელოვნებო განათლების რეფორმაზე საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის კოორდინირებული მუშაობა. დღევანდელ შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან განვიხილეთ, რეფორმის რომელ ეტაპზე რა რაოდენობის ფინანსები იქნება საჭირო“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

ბექა დავითულიანი

03 აგვისტო 2021, 15:27

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: ფაქტი და მოცემულობა გვიჩვენებს, რომ რადიკალური ოპოზიცია ხელისუფლებაში ვეღარ მოვა

„ოპოზიცია, ალბათ, ორ ნაწილად - შედარებით კონსტრუქციულად და რადიკალურ ოპოზიციად უნდა გავყოთ. ყოველი არჩევნების წინ, რადიკალური ოპოზიცია რაღაც ვნებებს უშლის თავის ამომრჩეველს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

თეა ახვლედიანი

03 აგვისტო 2021, 15:20

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან შემოსულია სამჯერ მეტი, 85 კვალიფიციური ბიზნესპროექტის განაცხადი, რაც სამშვიდობო ინიციატივების მნიშვნელობას ადასტურებს

ხაზგასასმელია, რომ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტად რჩება სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ეფექტიანი განხორციელების გაგრძელება, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი გაყოფილ საზოგადოებებს შორის ვაჭრობის განვითარებაა, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია შერიგებისა და ნდობის აღდგენის გზაზე, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა.

აიათოლა ალი ხამენეი ებრაჰიმ რაისი

03 აგვისტო 2021, 15:19

მსოფლიო

ირანის უზენაესმა ლიდერმა ებრაჰიმ რაისი ირანის პრეზიდენტის თანამდებობაზე დაამტკიცა

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ებრაჰიმ რაისი ირანის პრეზიდენტის თანამდებობაზე დაამტკიცა.