13 ივლისი 2021, 16:33 / სანდო წყარო

მეუფე შიო: რწმენასთან ერთად ჩვენი პასუხისმგებლობაც არის, მოვუფრთხილდეთ ეკლესიას, მოვუაროთ მას

მეუფე შიო

მეუფე შიო

ორი ათას წელზე მეტი გავიდა მოციქულთა ქადაგებიდან და დღეს კვლავ ვიკრიბებით ეკლესიაში და აღვასრულებთ იმავე მსახურებას, ვეზიარებით იმავე წმინდა სისხლსა და ხორცს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ეს არის დასტური იმისა, რომ წმინდა ეკლესიაში ცხოვრობს და სუფევს სულიწმიდა, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) სვეტიცხოველის ტაძარში სვეტიცხოვლობას, თორმეტი მოციქულის ხსენების დღესთან დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიომ მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა.

„გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას, ლოცვა-კურთხევას. შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს მისი ლოცვა.

დღევანდელი დღე აღესრულება, როგორც შემდგომი დღესასწაული გუშინდელი დღისა; გუშინ იყო თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენება. დღეს უკვე მთელი მოციქულთა დასის ხსენებაა, როგორც გაგრძელება გუშინდელი დღისა. მოციქულები იყვნენ საფუძველი ჩვენი ეკლესიისა. თქვენ იცით, ისინი იყვნენ უფალ იესო ქრისტეს მოწაფეები. კარგად უნდა გვახსოვდეს მათი სახელები, დღეს სახარებაშიც იყო ჩამოთვლილი მათი სახელები, უნდა გვიყვარდეს და ვმადლობდეთ მათ, იმიტომ რომ ისინი ჩვენთვის არიან უფროსი ძმები, ჩვენი წინამძღოლები, რომლებმაც დააფუძნეს ჩვენი ეკლესია და მოწოდებულნი იყვნენ, მთელ მსოფლიოში გაეტანათ უფალ იესო ქრისტეს სწავლება, ის მოძღვრება, რომელსაც უფალი მათ აძლევდა.

ჩვენ, ქართველები, ბედნიერნი ვართ, რომ ჩვენამდეც მოაღწია ამ სახარებამ, თანაც არა მარტო ერთმა მოციქულმა, არამედ ხუთმა მოციქულმა იქადაგა ჩვენს სამშობლოში. აი, ასეთი დიდი წყალობაა ჩვენს ერზე და დღეს ვართ ბედნიერი, რომ ვდგავართ სვეტიცხოვლის ტაძარში, რომელიც თორმეტი მოციქულის სახელზეა აგებული; ჩვენ ვართ ბედნიერი, რომ ეს დიდი სიხარული, ხარება, სწავლება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ჩვენს ერს მოეცა, ჩვენი ერი გახდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი. აი, რამდენი წყალობაა ჩვენზე.

ჯერ კიდევ ქრისტემდე გამორჩეული იყო ჩვენი ერი, როდესაც ილია წინასწარმეტყველის ხალენი ჩამობრძანდა აქ, შემდეგ - კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც დაფლულია ამ შესანიშნავ ტაძარში და, რა თქმა უნდა, წილხვდომილობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, მოციქულთა ქადაგება და შემდეგ მრავალი საღმრთო ნიშანი ჩვენი ერის გამორჩეულობისა, როგორიც იყო წმინდა ნინოს მობრძანება, სვეტიცხოველი და მასთან დაკავშირებული სასწაულები, წმინდა ნინოს ქადაგება, შემდეგ ავტოკეფალიის მოპოვება და სხვა. აი, ასეთი დიდი საუნჯის პატრონები ვართ.

საოცარია, რომ ორი ათას წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც მოციქულებმა იქადაგეს და დღეს ჩვენ კვლავ ვიკრიბებით ეკლესიაში და აღვასრულებთ იმავე მსახურებას, იმავე ევქარისტიას, ვეზიარებით იმავე წმინდა სისხლსა და ხორცს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ეს არის დასტური იმისა, რომ წმინდა ეკლესიაში ცხოვრობს და სუფევს სულიწმიდა. ყველა ეპოქაში ასე იყო, ყველა ეპოქაში, მიუხედავად სირთულისა და დევნისა, ეს ორი ათასი წელი შენდებოდა „შენობა“ ეკლესიისა, რომელიც დააფუძნეს მოციქულებმა, ორი ათასი წელი იყო და არის ეკლესიაში სისავსე სულიწმიდისა, სისავსე ჭეშმარიტებისა, რომელიც ვერანაირმა ცრუ სიბრძნემ, ცრუ მოძღვრებამ ვერ დაარღვია და ვერ მოერია, უფრო მეტიც, „ბჭენი ჯოჯოხეთისანიც“ კი ვერ სძლევენ მას, როგორც ამბობს უფალი იესო ქრისტე.

თქვენ იცით, რა გზა გაიარა მართლმადიდებელმა, ქრისტიანულმა ეკლესიამ მთელი ამ ოცი საუკუნის განმავლობაში, ეს გზა სავსე იყო დევნით, შევიწროებით, უსამართლობით, განხეთქილებებით, მწვალებლობებით, ამ მწვალებობლობათა დამარცხებით და ა.შ. არასდროს ულხინდა ჩვენს ეკლესიას, თუ შეიძლება ასე ითქვას, ყოველთვის იყო ეს იწროება და სირთულეები, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენს ეკლესიაში იყვნენ და არიან ადამიანები, რომლებიც მიისწრაფოდნენ და მიისწრაფვიან ზეცისკენ და ამას აღწევდნენ, მიუღწევიათ და დღესაც აღწევენ.

აი, ეს არის ღვთის სასწაული, რომლის მომსწრეც ვართ დღეს და ვმადლობთ ამისთვის უფალს, ვმადლობთ და გვჯერა, რომ, მართლაც, ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ ჩვენს ეკლესიას. მაგრამ აი, ამ რწმენასთან ერთად ჩვენი პასუხისმგებლობაც არის, მოვუფრთხილდეთ ეკლესიას, მოვუაროთ მას, რათა უბიწოდ შენარჩუნდეს მისი სწავლება, ძლიერი იყოს, რათა დღესაც იყოს შესაძლებლობა ამ სამოციქულო ქადაგების გაგრძელებისა, სამოციქულო სიტყვის ხალხისადმი მიწოდებისა, ეს არის მუშაობა - გონებრივი, სულიერი, გულისმიერი, სწორედ ამისთვის ვართ მოწოდებულნი, რომ ჩვენი ეკლესია იყოს ძლიერი და მოქმედი.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ.

ჩვენ, ყველა, მოწოდებული ვართ, რომ სამოციქულო ღვაწლი გავწიოთ, ვისაც როგორ შეგვიძლია. ყველაზე მცირე საკუთარ ოჯახში უნდა იყოს ადამიანი მოციქული, იმიტომ, რომ ოჯახიც ეკლესიაა, ქრისტიანულ ოჯახს ეწოდება მცირე ეკლესია. აი, ამ მცირე ეკლესიაში ადამიანი მოწოდებულია, მოაქციოს ადამიანები, მოიყვანოს უფალთან. პირველ რიგში, ვინ არიან მრევლი ამ სამოციქულო ღვაწლისა? ესენი არიან შვილები, იმიტომ რომ ყველაზე დიდი მორჩილება, ყველაზე დიდი საქმე ამ წუთისოფელში - ეს არ არის მატერიალურის მოხვეჭა და წარმატებები სხვადასხვა სფეროში, არამედ სწორედ შვილების გაზრდა, აი, ეს არის სამოციქულო ღვაწლი, ამით ფასდება ადამიანი, თუ როგორი არის მისი შვილი, ვინ გაიზარდა, გაიზარდა ის ქრისტიანი და ეკლესიის ერთგული, თუ გაიზარდა ისეთი ადამიანი, რომელიც წუხს და ტირის იმის გამო, რომ გარყვნილებას არ ეძლევა თავისუფლება და ა.შ.

ჩვენ, ყველანი, მოწოდებულნი ვართ ამისთვის. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ.

თქვენ იცით, იოანეს გამოცხადებაში წერია, რომ, საბოლოო ჯამში, ყველა კაცობრივი საქმე დაიწვება მეორედ მოსვლის ჟამს, დარჩება მხოლოდ ეს საქმე, მარადიული საქმე, რომელიც მუდმივად იქნება, ეს არის სამოციქულო ღვაწლი ადამიანთა სულების აღშენებისა, ადამიანთა სულების გადარჩენისა და უფალთან მიყვანისა. აი, ეს არის სამოციქულო ღვაწლი და იმედი გვაქვს, რომ უფალი ამაში შეძლებისდაგვარად შეგვეწევა.

დღეს განსაკუთრებით ვულოცავთ ამ დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, იმიტომ რომ ჩვენს ეპოქაში არა მარტო საქართველოში, არამედ, საერთოდ, დღევანდელ მსოფლიოში, ქრისტიანულ სარბიელზე, თუ ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ არის აღმშენებელი სულთა და მომყვანებელი ღმერთთან ადამიანებისა, - ჩვენ ოჯახზე ვისაუბრეთ, მაგრამ არიან ადამიანები, ვისაც შეუძლია ერები მოაქციოს და ღმერთთან მიიყვანოს, - ასეთი გახლავთ ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და მისი მოციქულებრივი ღვაწლი, რომელიც ყოველდღე ჩანს, რაოდენ დიდებული და ნაყოფიერია, და კიდევ გამოჩნდება, ჩვენი აქ ყოფნაც ამის დასტურია!

ღმერთმა გაახაროს, გააძლიეროს იგი, მისი ლოცვა-კურთხევით გადაარჩინოს ჩვენი ერი, მადლითა და მეოხებითა სვეტიცხოვლისათა და და თორმეტი მოციქულის წყალობითა და მფარველობით, ამინ!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

ყველა სიახლე

01 აგვისტო 2021, 17:32

რეგიონი

ფოთში რეგიონული თეატრების მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა

ფოთში რეგიონული თეატრების მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა, სადაც ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის დასი მაყურებლის წინაშე პრემიერით „ახლა კი, ფარდა“ წარსდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ფესტივალი, ტრადიციულად, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა და წელს მასში მონაწილეობდა 12 ქართული რეგიონული თეატრალური დასი და უცხოური თეატრალური დასი, ლიეტუვადან.

 „ქართული ოცნება“

01 აგვისტო 2021, 17:23

პოლიტიკა

გენადი ბალანჩივაძე „ნაცმოძრაობაზე“: 10 წლის წინ მათი მაისურის ჩაცმას დღეს თვითონ იყენებენ კომპრომატად, მაგრამ არ უშველით, წყალტუბოში „ქართული ოცნება“ სამაგალითოდ მოიგებს

„ნაცმოძრაობის წევრი არასდროს ვყოფილვარ, არც ერთი დღე. მაისურს რაც შეეხება, წყალტუბოს გამგეობაში ვმუშაობდი და დამავალეს. არ ჩავიცვამდი და დიდი შანსი იყო დავეჭირეთ - პირდაპირი გაგებით და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. პარადოქსი ისაა, რომ 10 წლის წინ მათი მაისურის ჩაცმას დღეს თვითონ ისინი იყენებენ კომპრომატად, მაგრამ არ უშველით, წყალტუბოში „ქართული ოცნება“ სამაგალითოდ მოიგებს ამ არჩევნებს“, - განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.

რატი იონათამიშვილი

01 აგვისტო 2021, 17:13

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი გახარიაზე: არ გამოვა მსგავსი პრიმიტიული და ამორალური ხერხებით ბრძოლა, ხალხი ყველაფერს ხედავს

გიორგი გახარიამ თქვა, 20 ივნისს პარლამენტში ვერავინ ვნახე, კურდღლებივით დაიმალნენო - ეს წარსულზე ლაპარაკიც არ არის. უბინძურესი ტყუილია, - ამის შესახებ საპარლამნტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს. იგი გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომ წარსულსა და ყოფილ გუნდზე არაფრის თქმა არ სურს.

01 აგვისტო 2021, 17:13

სამართალი

სამართალდამცველებმა ავსტრალიის მოკლული მოქალაქის მეზობლები გამოკითხეს

ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ბრუკის საცხოვრებელ სახლში ექსპერტები მუშაობენ. პოლიციამ ახალგაზრდა ქალის მეზობლები და ნაცნობებიც გამოკითხა.

01 აგვისტო 2021, 17:03

მსოფლიო

ავღანეთში, ყანდაარის აეროპორტი დაბომბეს

ავღანეთის სიდიდით მეორე ქალაქის, ყანდაარის აეროპორტის შენობა და ასაფრენი ფილიკები დაბომბეს. შეჩერებულია ყველა ფრენა. თავდასხმა მთავრობის მიერ, თალიბანის წინააღმდეგ ჩატარებულ მასშტაბურ სამხედრო მოქმედებებს უკავშირდება. ოფიციალური ცნობით, 13 სხვადასხვა ადგილას, მათ შორის, დედაქალაქ ქაბულში, 254 მეამბოზე მოკლეს.

კანიე უესტი

01 აგვისტო 2021, 16:21

კულტურა

კანიე უესტის ალბომის მორიგი პრეზენტაციის კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია გახდა

ღონისძიება რეპერის მე-10 ალბომის, Donda-ს გამოსვლას ეძღვნება, შორს კრეატიული დირექტორი კი ქართველი დიზაინერი დემნა გვასალიაა. ბილეთების გაყიდვა 2 აგვისტოს დაიწყება, მათი ღირებულება კი 30-75 დოლარი იქნება.

გიორგი ცუცქირიძე

01 აგვისტო 2021, 16:09

პოლიტიკა

გიორგი ცუცქირიძე: ტურისტების მკვლელობები სხვაგანაც მომხდარა, მაგრამ ის რეაქცია, რასაც ჩვენ პარტიული ტელევიზიების მიერ ამ მკვლელობის გაშუქებისას ვხედავთ, სცილდება ჟურნალისტიკის კრედოს და ბიოპოლიტიკის ელემენტში გადადის

რასაც ჩვენ პარტიულ ტელევიზიებად ქცეულ ე.წ კრიტიკული მედიის მიერ ამ მკვლელობის გაშუქებისას ვხედავთ, საერთოდ სცილდება ჟურნალისტიკის კრედოსა და ბიოპოლიტიკის ელემენტში გადადის. მისთვის დამახასიათებელ საზოგადოებრივ ცნობიერზე ზემოქმედების მედია ტერორის მთელი არსენალით, მთლიანად ხელისუფლებაზე გადაბრალების გზით - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე. მისი თქმით, სოციალურ ქსელებში მიზანმიმართულად ხდება ტურიზმის ჩავარდნაზე აქცენტირება, მთელი ეს კამპანია ღიად არის მიმართული ოცნების რეიტინგის კლებაზე, ასევე აქცენტირებულია ეკონომიკური სიტუაციის გაუარესება.

01 აგვისტო 2021, 15:57

რეგიონი

ქართველი პროდიუსერები მადრიდში Platino Industria forum-ს დაესწრებიან

27 სექტემბრიდან 1-ლი ოქტომბრის ჩათვლით, მადრიდში Platino Industria forum-ი გაიმართება. ეროვნული კინოცენტრისა და ესპანური ორგანიზაცია „ეხედას“ თანამშრომლობით, ფორუმზე დასასწრებად, ესპანელი და ქართველი პროდიუსერები შეირჩევიან.

რატი იონათამიშვილი

01 აგვისტო 2021, 15:38

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა ყოველწიურად სულ უფრო მაღალ დონეზე ფასდება მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა ყოველწიურად სულ უფრო მაღალ დონეზე ფასდება მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, უსაფრთხოების სამსახურმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების, ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე.

რესან კონცელიძე

01 აგვისტო 2021, 15:29

პოლიტიკა

რესან კონცელიძე: 2015 წლის 1-ელ აგვისტოს დამოუკიდებელი, დეპოლიტიზებული, პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შეიქმნა

„2015 წლის 1-ელ აგვისტოს დამოუკიდებელი, დეპოლიტიზებული, პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შეიქმნა, რომლის მისიაა საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფა, რომელიც ხელმძღვანელობს სახელმწიფოსა და მისი თითოეული მოქალაქის ინტერესების გათვალისწინებით“, - ასე ეხმაურება რესან კონცელიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსებიდან 6-წლისთავს.

ზაალ ანჯაფარიძე

01 აგვისტო 2021, 15:26

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: უზნეობისა და საძაგლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია, რასაც ნაცკონგლომერატი თავისი მართული ტელეარხებით აკეთებს გარდაცვლილის ტრაგედიაზე

რასაც ეს ნაც-კონგლომერატი თავის მართული ტელეარხებით აკეთებს იმ საწყალი გარდაცვლილი თუ მოკლული ავსტრალიელი ქალის ტრაგედიაზე, არის უზნეობისა და საძაგლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი, - ამის შესახებ ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, აშშ-ში მანიაკები დასტობით ხოცავენ ხალხს კაფეებში თუ სკოლებში, მაგრამ ამერიკელს არ მოუვა აზრად მის ქვეყანაში ტურისტად ჩასვლის მსურველებს უთხრას, არ ჩამოხვიდე, საშინელი ქვეყანააო.

კელი დეგნანი

01 აგვისტო 2021, 15:22

პოლიტიკა

კელი დეგნანი: ცალმხრივი რეფორმები არ არის საკმარისი, მნიშვნელოვანია, რომ რეფორმების პროცესი იყოს ინკლუზიური და მასში მონაწილეობდეს ხალხის მიერ არჩეული ყველა ლიდერი

ცალმხრივი რეფორმები არ არის საკმარისი, მნიშვნელოვანია, რომ რეფორმების პროცესი იყოს ინკლუზიური და მასში მონაწილეობდეს ხალხის მიერ არჩეული ყველა ლიდერი, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ხელის მომწერმა მხარეებმა პირობა დადეს, რომ მას შეასრულებდნენ.

01 აგვისტო 2021, 15:10

თავდაცვა

აშშ-ის საელჩო: Agile Spirit 2021-ის ერთობლივი წვრთნები ხელს უწყობს მონაწილეთა მზადყოფნას, სიძლიერესა და თავსებადობას

„Agile Spirit 2021-ის ერთობლივი წვრთნები, რომელიც თავს უყრის 15 მოკავშირე და პარტნიორი ძალების 2,500 სამხედროს, ხელს უწყობს მონაწილეთა მზადყოფნას, სიძლიერესა და თავსებადობას“, - აღნიშნულია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში.

სოსო არჩვაძე

01 აგვისტო 2021, 14:41

პოლიტიკა

იოსებ არჩვაძე: ადამიანურ ტრაგედიაზე ასეთი ბოროტი განცხადებები მათ ავტორთა ღიად გამოვლენილ მიზანთროპულ და არაპატრიოტულ დემარშზე მიუთითებს

ადამიანურ ტრაგედიაზე ასეთი ბოროტი განცხადებები, „ანგლობა“, მათ ავტორთა მახვილსიტყვიერებაზე კი არა, ღიად გამოვლენილ მიზანთროპულ და არაპატრიოტულ დემარშზე მიუთითებს. აღარაფერს ვამბობ ისეთებზე, რომლებიც გულწრფელად თუ ფარისევლურად მოთქვამენ, „თავზე ნაცარს იყრიან“, რომ თურმე „ასეთ ქვეყანაში ცხოვრება აღარ ღირს“ და ამიტომ სამშობლო უნდა დატოვონ“ - წერს ექსპერტი იოსებ არჩვაძე სოციალურ ქსელში. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, დანაშაული, მათ შორის უცხოელებისა და ტურისტების მიმართ, ფაქტობრივად ყველა ქვეყანაში ხდება.

01 აგვისტო 2021, 14:34

სამართალი

კახეთში ავტოსახელოსნოს თანამშრომელს მანქანა დაეცა და დაიღუპა

კახეთში უბედური შემთხვევა მოხდა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში, ერთ-ერთი სახელოსნოს თანამშრომელს მანქანა დაეცა. მამაკაცი სასწრაფო დახმარებამ „ჯეო ჰოსპიტალსის“ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

რატი იონათამიშვილი

01 აგვისტო 2021, 14:30

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: „ნაცმოძრაობა“ ფაქტობრივად, სიკვდილზეა ჩასაფრებული, ეს პოლიტიკური ჯგუფი არის შურის მაძიებელი, რომელიც სინამდვილეში ებრძვის არა „ქართულ ოცნებას“, არამედ - საქართველოს

„ნაცმოძრაობა“ ფაქტობრივად, სიკვდილზეა ჩასაფრებული, რომ ადამიანის გარდაცვალებაზე საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის დაფუძნება და პოლიტიკური დივიდენდების მიღება შეძლონ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ არის შურის მაძიებელი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც სინამდვილეში ებრძვის არა „ქართულ ოცნებას“, არამედ - საქართველოს.

იაკობ ქაჯაია

01 აგვისტო 2021, 14:10

სპორტი

იაკობ ქაჯაია ტოკიოს ოლიმპიადის ფინალშია

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია ტოკიოს ოლიმპიადის ფინალშია. 130 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მან პირველ შეხვედრაში ფინელ მეტოქეს 9-0 აჯობა, ხოლო რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის სახელით მოასპარეზე, მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი, რუსი სერგეი სემიონოვი 3-1 დაამარცხა.

ირაკლი ქადაგიშვილი

01 აგვისტო 2021, 14:09

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ წინასაარჩევნო კამპანია ჩატარდეს ღია, დემოკრატიულ და მშვიდ გარემოში

ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებს, რომ წინასაარჩევნო კამპანია ჩატარდეს ღია, დემოკრატიულ და მშვიდ გარემოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ყველანაირი დესტრუქცია აღკვეთილი იქნება.

ირაკლი ქადაგიშვილი

01 აგვისტო 2021, 14:06

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: სამწუხაროდ, უმძიმეს მდგომარეობასთან გვაქვს საქმე - პოლიტიკოსები, ე.წ ექსპერტები, ე.წ. მედია ადამიანის სიკვდილით სპეკულირებენ, რათა ქვეყანას ავნონ

„ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, უმძიმეს მდგომარეობასთან გვაქვს საქმე - პოლიტიკოსები, ე.წ ექსპერტები, ე.წ. მედია ადამიანის სიკვდილით სპეკულირებენ და ეს სპეკულაცია მიდის არამარტო იქამდე, რომ მის ოპონენტ პოლიტიკურ პარტიას ავნონ, არამედ მთლიანად, ქვეყანას“, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი.

თამთა მეგრელიშვილი

01 აგვისტო 2021, 13:46

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ტურიზმის წინააღმდეგ მიმართულ ბოროტ კამპანიას თავგამოდებით ეწევიან ნიკა გვარამია, ნანუკა ჟორჟოლიანი და სხვა ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნენი

ტურიზმის წინააღმდეგ მიმართულ ბოროტ კამპანიას მეორე დღეა თავგამოდებით ეწევიან ნიკა გვარამია, ნანუკა ჟორჟოლიანი დაა სხვა ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნენი - წერს ფეისბუქის გვერდზე საჯარო მმართველობის დოქტორი, თამთა მეგრელიშვილი. მისი თქმით, მიზანმიმართულად მიდის საზოგადოების აზრის ფორმირება, რომ საფრთხის შემცველია საქართველოში ჩამოსვლა.