imedi /  16 ივლისი 2021, 14:49 / სანდო წყარო

მოგზაურობა გრძელდება - „ევროპაბეთი“ ბელარუსის ბაზარზე შევიდა

რეგიონის ერთ-ერთი ლიდერის პოზიციიდან საერთაშორისო მასშტაბის ამბიციურ პროექტამდე - „ევროპაბეთი” პირველი ქართული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელმაც გემბლინგის ინდუსტრიაში მსოფლიოს უმსხვილესი მოთამაშეების ყურადღება მიიქცია და საკმაოდ მოკლე დროში, სოლიდური ინვესტიციის მოზიდვასთან ერთად, გლობალური წარმატებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

2015 წელს ქართული კომპანია შეიძინა BETSSON-ის გლობალურმა ჯგუფმა, რომელსაც გემბლინგის სფეროში 50-წლიანი გამოცდილება და კომპეტენცია აქვს. ამ მნიშვნელოვანი მოვლენიდან 6 წლის შემდეგ კი, “ევროპაბეთმა” თავისი გამოცდილება კიდევ უფრო რთულ, ამბიციურ პროექტად აქცია და ბელარუსის ბაზარზე, რომლის მოსახლეობა საქართველოზე 3-ჯერ მეტია, ონლაინ გემბლინგის პლატფორმა შექმნა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ლოკალურ და საერთაშორისო ბაზრებზე მიღებულ ცოდნას თანამედროვე ტექნოლოგიების, პროდუქტებისა და სერვისების დასანერგად იყენებენ.

„ჩვენმა კომპანიამ ერთ-ერთმა პირველმა მოიზიდა მსხვილი საერთაშორისო ინვესტიცია ქვეყანაში, რამაც შემდგომში სხვა მსხვილ გარიგებებს შეუწყო ხელი. ეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია”, - აცხადებს “ევროპაბეთის” აღმასრულებელი დირექტორი მაია კოპინაძე.


ბელარუსის ბაზარზე საკუთარი პლატფორმის შექმნით “ევროპაბეთმა” განვითარების ახალ საფეხურს მიაღწია, რითაც კომპანიაში განსაკუთრებით ამაყობენ.

“ჩვენი ინტელექტუალური რესურსის სხვა ქვეყანაში ექსპორტი საერთაშორისო წარმატებაა. ეს გუნდის პროფესიონალიზმმა, გამოცდილებამ, ბიზნესის განვითარების ხედვამ და რაც მთავარია, ჩვენი თანამშრომლების გამბედაობამ განაპირობა”, - დასძენს მაია კოპინაძე.
მისი თქმით, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კომპანიის სამუშაო მოდელი ბელარუსში: “ახალი თანამშრომლები მეტწილად ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იქნებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპაბეთი კიდევ უფრო მსხვილი დამსაქმებელი გახდება.“

ნოდარ დურგლიშვილი (“ევროპაბეთის” კომერციული დირექტორი): „ბელარუსის ბაზარზე შესვლა ჩვენთვის ერთდროულად ორი მიზნისკენ სწრაფვას ნიშნავს. პირველ რიგში ეს არის მოკლევადიანი კომერციული მიზანი, ჩვენი ბრენდის და მომხმარებელთა ბაზის ზრდა. მეორე: ეს არის ნაბიჯი სხვა, უფრო დიდი და საინტერესო ბაზრებისკენ. ვფიქრობ, აქ მთავარი უფრო მეტად პროცესია, ვიდრე მიღწევები - ვგულისხმობ იმ ფაქტს, რომ საქართველოს მსგავს „მოგზაურობას“ უკვე სხვაგან გავდივართ. ჩვენი დაგროვილი ცოდნით და გამოცდილებით, ახალი კომპანია შევქმენით. ადამიანისთვის მუდმივი განვითარების სურვილი ბუნებრივი მდგომარეობაა. ახალ გამოწვევებთან გამკლავებაც, სხვა გარემოში, საერთოდ სხვა შეზღუდვებითა და უფრო მეტი სირთულეებით, ძალიან საინტერესოა. წლების შემდეგ, როცა გადავხედავთ წარსულს, დასაფასებელი იქნება მთლიანად პროცესი და არა მხოლოდ შედეგი“.

ქართულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ ბელარუსში (დაახლოებით 10 მილიონი მაცხოვრებელი) 13 ივლისიდან დაიწყო ოპერირება „ევროპაბეთის“ დიზაინით, სახელითა და ბრენდინგით.

„როდესაც დაისვა კითხვა, თუ რატომ უნდა შევიდეს „ევროპაბეთი“ ბელარუსის ბაზარზე და არა მაგალითად BETSSON-ის გლობალურ ჯგუფში შემავალი სხვა რომელიმე კომპანია, ჩვენი პასუხი იყო, რომ საქართველოს ამ სივრცეში რეფორმატორი ქვეყნის რეპუტაცია აქვს. „ევროპაბეთი“, როგორც სახელი, ასევე ბრენდის წარმომავლობა, პოსტსაბჭოთა ბაზრისთვის კარგი კომბინაცია აღმოჩნდა“, - ამბობს ნოდარ დურგლიშვილი.
ბელარუსის ბაზრის მომხმარებელი მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ მომსახურებას ონლაინ ტოტალიზატორის, პოკერისა და სლოტ თამაშების მიმართულებით მიიღებს.

მაია კოპინაძე: “ბელარუსის ბაზარზე პოზიციების დამკვიდრებისა და განვითარების ამბიციური გეგმა გვაქვს. ჩვენი ხედვა და სტრატეგია სხვა ბრენდებისგან განსხვავებულია. „ევროპაბეთის“ მთავარი პრინციპია პასუხისმგებლიანი თამაში სიამოვნებისთვის. ეს ჩვენი მომხმარებლებისთვის სასიამოვნო გამოცდილებაა. ასევე, გვჯერა, რომ ჩვენი ძლიერი მხარეა UX მიმართულება“.

„ევროპაბეთი” ონლაინ თამაშების სფეროში 11 წლის წინ გამოჩნდა და რთული ტექნოლოგიური გამოწვევების მიუხედავად, ადგილობრივი ბაზრის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. 2015 წლიდან მოყოლებული, BETSSON-ისგან გაზიარებულმა გამოცდილებამ და ცოდნამ “ევროპაბეთს” ტექნოლოგიური სიახლეების, ინოვაციური, პროდუქტებისა და მრავალფეროვანი სერვისების დანერგვის შესაძლებლობა მისცა.

„გამოცდილების მხრივ ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ყველაფრის შემდეგ კოსმოსშიც შეგვიძლია გავფრინდეთ. ურთულესი პროცესები გავიარეთ, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ მიზანს მივაღწიეთ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბედნიერები ვართ“ ,- დასძენს „ევროპაბეთის“ აღმასრულებელი დირექტორი მაია კოპინაძე.

ყველა სიახლე

სვეტლანა ტიხანოვსკაია ბორის ჯონსონი

03 აგვისტო 2021, 16:18

მსოფლიო

ბორის ჯონსონი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდა.

მისტერ ლორდი

03 აგვისტო 2021, 16:15

COVID19

ჯგუფ Lordi-ის ლიდერი კოვიდსაწინააღმდეგო აცრაზე სასცენო კოსტიუმში გამოწყობილი მივიდა

47 წლის მუსიკოსი აცრაზე მონსტრის საფირმო კოსტიუმში გამოწყობილი მივიდა. 2006 წელს, როდესაც ჯგუფმა „ევროვიზიაზე“ გაიმარჯვა, მისმა წევრებმა მაყურებლებს თავი სწორედ უჩვეულო ჩაცმულობით დაამახსოვრეს.

03 აგვისტო 2021, 16:10

საზოგადოება

როგორ ჩააბარეს აბიტურიენტებმა უცხოური ენების გამოცდა. NAEC-ის წარმომადგენლის განმარტება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელი, რუსუდან ტყემალაძე პირველად შედეგებს აფასებს. მისი თქმით, სხვადასხვა ენასა და ვარიანტში, იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებმაც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, განსხვავდება.

03 აგვისტო 2021, 15:43

სამართალი

ქალის მოტაცებისთვის 4 პირი დააკავეს

თავისუფლების უკანონო აღკვეთს ბრალდებით, ოთხი პირი - 1981 წელს დაბადებული თ.ნ., 1982 წელს დაბადებული ზ.ს., 1999 წელს დაბადებული გ.თ. და 1998 წელს დაბადებული შ.შ. დააკავეს. უწყების ცნობით, ბრალდებულმა თ.ნ.-მ, სამ თანამზრახველთან ერთად, 2 აგვისტოს, მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ, 1998 წელს დაბადებულ ა.კ.-ს, ცოლად მოყვანის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.

თეა ახვლედიანი

03 აგვისტო 2021, 15:41

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი: განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ახლახან მიღებული გადაწყვეტილება, დაიწყოს სოფელ ზარდიანთკარში 2008 წლის ომის შედეგად დაზიანებული სახლების აღდგენა

გამყოფი ხაზის სოფლებზე საუბრისას განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ახლახან მიღებული გადაწყვეტილება, დაიწყოს სოფელ ზარდიანთკარში 2008 წლის ომის შედეგად დაზიანებული სახლების აღდგენა, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, სამინისტროს 10 წლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

თეა ახვლედიანი

03 აგვისტო 2021, 15:36

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი: უმნიშვნელოვანესია, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით გავზარდოთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოტენციალი, მივაღწიოთ გრძელვადიან მშვიდობას და შერიგების პოლიტიკის მიზნების რეალიზებას

მან მადლობა გადაუხადა ელჩებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და თითოეულ უცხოელ დიპლომატს და კოლეგას, რომლებთანაც გასული წლის მანძილზე, ინტენსიური თანამშრომლობით, პარტნიორობითა და თანადგომით მიღწეულია პროგრესი შესაბამისი მიმართულებებით.

03 აგვისტო 2021, 15:31

პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს შეხვდა

„მნიშვნელოვანია სახელოვნებო განათლების რეფორმაზე საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის კოორდინირებული მუშაობა. დღევანდელ შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან განვიხილეთ, რეფორმის რომელ ეტაპზე რა რაოდენობის ფინანსები იქნება საჭირო“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

ბექა დავითულიანი

03 აგვისტო 2021, 15:27

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: ფაქტი და მოცემულობა გვიჩვენებს, რომ რადიკალური ოპოზიცია ხელისუფლებაში ვეღარ მოვა

„ოპოზიცია, ალბათ, ორ ნაწილად - შედარებით კონსტრუქციულად და რადიკალურ ოპოზიციად უნდა გავყოთ. ყოველი არჩევნების წინ, რადიკალური ოპოზიცია რაღაც ვნებებს უშლის თავის ამომრჩეველს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

თეა ახვლედიანი

03 აგვისტო 2021, 15:20

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან შემოსულია სამჯერ მეტი, 85 კვალიფიციური ბიზნესპროექტის განაცხადი, რაც სამშვიდობო ინიციატივების მნიშვნელობას ადასტურებს

ხაზგასასმელია, რომ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტად რჩება სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ეფექტიანი განხორციელების გაგრძელება, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი გაყოფილ საზოგადოებებს შორის ვაჭრობის განვითარებაა, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია შერიგებისა და ნდობის აღდგენის გზაზე, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა.

აიათოლა ალი ხამენეი ებრაჰიმ რაისი

03 აგვისტო 2021, 15:19

მსოფლიო

ირანის უზენაესმა ლიდერმა ებრაჰიმ რაისი ირანის პრეზიდენტის თანამდებობაზე დაამტკიცა

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ებრაჰიმ რაისი ირანის პრეზიდენტის თანამდებობაზე დაამტკიცა.

03 აგვისტო 2021, 15:13

COVID19

აჭარაში ვაქცინაცია გაფართოვდა და აცრა ყველა მუნიციპალიტეტში იქნება შესაძლებელი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომა გაიმართა. სხდომაზე არსებული ეპიდვითარება განიხილეს. აჭარაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. გასული 24 საათის განმავლობაში, ვაქცინაცია 3000-მდე პირმა ჩაიტარა.

ირაკლი ღარიბაშვილი

03 აგვისტო 2021, 15:12

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ერთ-ერთი კონკრეტული ამოცანაა, რომ 2030 წელს საქართველოს ყველა მოქალაქე ისაუბრებს გამართულად ქართულ ენაზე

„ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ის ფაქტი რომ დღეს ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე ვერ საუბრობს და ვერ წერს ქართულ ენაზე, რაც რა თქმა უნდა, არის პრობლემა. მოდით ვაღიაროთ, რომ ეს არის პრობლემა. მე აქ ვხედავ ჩვენს წარმატებულ პარლამენტის წევრებს. ეთნიკურად აზერბაიჯანელებს, რომლებიც აბსოლუტურად გამართულად, სუფთად საუბრობენ ქართულ ენზე. არიან წარმატებული ახალგაზრდები. მათ თავიანთი შრომით, განათლებით, ცოდნით მიაღწიეს იმას, რომ გახდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები. მანამდეც შთამბეჭდავი კარიერა ჰქონდათ. ეს არის ერთ-ერთი კონკრეტული მაგალითი. მე მინდა, ბევრი ასეთი ახალგაზრდა ვიხილო პარლამენტში, სამინისტროებში, მინისტრებად, მინისტების მოადგილეებად და ა.შ. ამისათვის ერთ-ერთი ყველაზე პირველი წინაპირობაა, რომ ქართული ენა შევასწავლოთ ჩვენს ყველა მოქალაქეს",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

ირაკლი ღარიბაშვილი

03 აგვისტო 2021, 15:09

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი მოსმენებზე: ეს არის მორიგი შეთქმულება და ბინძური პროვოკაცია, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, პოლიცია, ყველა, ახორციელებს კანონით დადგენილ მოსმენებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა..

ირაკლი ღარიბაშვილი

03 აგვისტო 2021, 15:04

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: პატივს ვცემთ IRI-სა და NDI-ს, მაგრამ ორგანიზაციები, რომლებიც საველე სამუშაოებს ატარებენ, უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იმართებიან და კონტროლდებიან

„ჩვენ არასდროს ვენდობოდით, ადგილზე, „ნაციონალური მოძრაობის“ კვლევითი ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

03 აგვისტო 2021, 15:03

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობა იღებს სრულ პასუხისმგებლობას არჩევნების აბსოლუტურად მშვიდ, თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარებაზე

ჩვენ გვავიწყდება, რომ გვიყურებს და გვისმენს მოსახლეობა, რომელსაც უნდა ვესაუბროთ ჩვენს ხედვაზე და რეალური საქმით ვაჩვენოთ, რას ვაკეთებთ ჩვენი მოსახლეობისთვის, როგორია ჩვენი ხედვა და როგორ ვაგვარებთ იმ პრობლემებს, რომელიც ქვეყანაშია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

03 აგვისტო 2021, 14:59

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები და დები, რომ ერთადერთი ალტერნატივა მათთვის არის სწორედ ქართველებთან ერთად თანაცხოვრება, ჩვენს ერთიან, ძლიერ საქართველოში

„ამ შემთხვევაში ერთადერთ გამოსავლად მესახება განვითარება და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა. რას ვთავაზობთ. ჩვენ, პირდაპირ უნდა ითქვას, უნდა შევთავაზოთ გაცილებით მომხიბვლელი ალტერნატივა ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს. პირდაპირ, ღიად ვთქვათ, დღეს ამ ალტერნატივას, გარდა ერთგვარი ინიციატივებისა თუ წამახალისებელი და მომხიბვლელი მექანიზმებისა, ჩვენ ვერ ვთავაზობთ. ვთქვათ პირდაპირ, წარმოიდგინეთ რეალობა, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა, მე გადავალ ცოტა პოლიტიკურ ნაწილში და მინდა, რომ კიდევ ერთხელ ერთგვარი შეფასება გავაკეთოთ, რამდენიმე თვის წინ არჩევანი გააკეთეს საპარლამენტო არჩევნებზე და მხარი დაუჭირეს 9 პოლიტიკურ პარტიას, რომელთაგან აბსოლუტურმა უმრავლესობამ უარი განაცხადა პარლამენტში მონაწილეობაზე. რომელ ჭკუათმყოფელ და გონიერ ადამიანს მოუნდება ამ პოლიტიკურ რეალობაში ქართველებთან თანაცხოვრება?! მე არ მინდა პესიმისტური შეფასებები გავაკეთო, ეს არის რეალობა, მეგობრებო და მინდა ამაზე კარგად დავფიქრდეთ",- განაცხადა ირაკლი რარიბაშვილმა.

თეა ახვლედიანი

03 აგვისტო 2021, 14:51

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი: საქართველოს მთავრობა მზად არის, შექმნილი რეალობისა და შესაძლებლობის ფარგლებში, შეიმუშავოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიები

„ოკუპირებულ რეგიონებზე შეზღუდული წვდომის და იმის გათვალისწინებით, რომ გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრები ქართული მოსახლეობა ეთნიკური დისკრიმინაციის გამო განსაკუთრებით მძიმე პირობებში იმყოფება, საწყის ეტაპზე შეიქმნება ამ ორი რაიონისთვის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონცეფციები, რაზეც უკვე დაწყებულია მუშაობა“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

თეა ახვლედიანი

03 აგვისტო 2021, 14:47

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი: სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობითა და კოორდინაციით, დაიწყო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვა

ერთიანი სამთავრობო მიდგომის ფარგლებში, დეოკუპაციის ძალისხმევასთან ერთად, ჩვენ ახალი ინიციატივებითა და ქმედითი ნაბიჯებით კიდევ უფრო გავაძლიერებთ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკას, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

თეა ახვლედიანი

03 აგვისტო 2021, 14:45

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი: აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან ორიენტირებული, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული, დეპოლიტიზირებული დიალოგი მოსახლეობის უფლებრივ და ჰუმანიტარულ მდგომარეობას გააუმჯობესებს

„შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ყოველი მიმართულების განვითარება წარმოუდგენელია აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან დიალოგის გარეშე, რაც ჩვენ არასდროს შეგვიწყვეტია და რასაც ვაჭრობის, განათლების, ჯანდაცვის თუ სხვა სექტორებში პოზიტიური თანამშრომლობის შედეგებიც მოწმობს“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

03 აგვისტო 2021, 14:41

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: სატელევიზიო არხების და პარტიების უმეტესობას სურთ, მთელი საზოგადოება დააზომბირონ ხელოვნურად შექმნილი კრიზისებით, საბოტაჟით, შანტაჟით და შეთქმულებების დადგმით საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ

„არავითარი დღის წესრიგი არ არსებობს, ვგულისხმობ სატელევიზიო არხებისა და პოლიტიკური პარტიების უმეტესობას, ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით. მათ სურთ, მთელი საზოგადოება, ამ სიტყვას ვიტყვი - დააზომბირონ ყოველდღიურად ხელოვნურად შექმნილი კრიზისებით, საბოტაჟით, შანტაჟითა და შეთქმულებების დადგმით საკუთარი ხალხის და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს არის რეალობა, მე ამ რეალობაზე მსურს გესაუბროთ დღეს თქვენ და ჩვენს მოსახლეობას. ოსი ახალგაზრდა, რომელსაც ძალიან კარგად ახსოვს აგვისტოს ომის მძიმე დღეები, ესეც უნდა გავითვალისწინოთ, რას უსმენს ყოველდღიურად ჩვენგან, რა გზავნილებს, რა მესიჯებს იღებენ ჩვენგან. ისინი ხედავენ, რომ ჯერ ჩვენ შიგნით, პირდაპირ ვთქვათ, ვერ ჩამოვყალიბდით, ვერ დავლაგდით, ვერ შევრიგდით, ვერ განვსაზღვრეთ, რა არის მთავარი, პრიორიტეტული საკითხები, პრობლემები, ამოცანები, როგორ უნდა გადავჭრათ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც არის ეკონომიკური სიდუხჭირე, სიღარიბე, უმუშევრობა. იმის მიუხედავად, რომ ჩვენმა მთავრობამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა ბოლო 8 წლის განმავლობაში, როგორიც არის მაგალითად ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული რეალური, ეფექტური, ხელშესახები ნაბიჯები, იქნება ეს ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო რეჟიმი, ნატოსთან მიმართებით ინტეგრაცია, ბაზრების გახსნა, ეკონომიკის რეალური ზრდა და ა.შ. ეს საკმარისი არ არის. ჩვენ უნდა გავხადოთ უალტერნატივო აფხაზების და ოსებისთვის ჩვენთან ერთად თანაცხოვრება. ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.