imedi.ge /  20 ივლისი 2021, 17:57 / სანდო წყარო

მიხეილ ჩხენკელმა უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრს უმასპინძლა და მასთან თანამშრომლობის გაძლიერების გზები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ვიზიტით მყოფ უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, სერჰი შკარლეტს უმასპინძლა და განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გეგმები განიხილა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მინისტრებმა ერთმანეთს მადლობა გადაუხადეს ორ ქვეყანას შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობებისათვის და ერთმანეთს განათლების სისტემაში მიმდინარე პროექტები გააცნეს.

მიხეილ ჩხენკელმა სტუმარს საქართველოს განათლების სისტემის მეგა-პროექტზე – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ევროპული სტანდარტების სამეცნიერო-კვლევითი სივრცე საქართველოში ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად შეიქმნა.

მინისტრის თქმით, უნივერსიტეტის მაღალ სტანდარტსა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხს ორი ძირითადი მიდგომა განაპირობებს: ერთი მხრივ, აკადემიური პროგრამები კონკრეტულ დარგში მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტთან თანამშრომლობით იქმნება, მეორე მხრივ, უნივერსიტეტში ლექციებს ქართველ პროფესორებთან ერთად უცხოელებიც კითხულობენ. უახლოეს მომავალში უნივერსიტეტის კარი უცხოელი სტუდენტებისათვისაც გაიხსნება, მათ შორის, უკრაინელი სტუდენტებისთვისაც.

მიხეილ ჩხენკელმა სტუმარს მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მიმდინარე პროექტზე – ადრონული თერაპიის ცენტრის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ასევე დაფინანსებულია ფონდ „ქართუს“ მიერ. ცენტრში უცხოელი მეცნიერების ჩართულობით კვლევები წარიმართება ბირთვულ ექსპერიმენტულ ფიზიკაში, რადიაციულ ბიოფიზიკასა და ქიმიაში, რისი სურვილიც არაერთმა უცხოელმა მეცნიერმა უკვე გამოთქვა. ეს პროცესი ულტრათანამედროვე ციკლოტრონების შექმნისთანავე დაიწყება, რომელთა დამზადება და აწყობა სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) მიმდინარეობს. ერთი ციკლოტრონი სიმსივნის მკურნალობას მოხმარდება, ხოლო მეორე მხოლოდ სამეცნიერო კვლევებისთვის იქნება განკუთვნილი.

თავის მხრივ, სერჰი შკარლეტმა მიხეილ ჩხენკელს უკრაინის განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო, მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით კიევში დაარსებული უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ახალგაზრდებს მომავლის პროფესიების დაუფლების შესაძლებლობას მისცემს, მათ შორის, კიბერუსაფრთხოების, IT ტექნოლოგიებისა და მენეჯმენტის მიმართულებით.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ქართულ და უკრაინულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობას და ამ მიმართულების გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს.

საქართველოსა და უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრებმა ერთმანეთს პანდემიის პერიოდში გატარებული ღონისძიებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რაც განათლების უწყვეტობის უზრუნველყოფას ემსახურებოდა.

ყველა სიახლე

თენგიზ ცერცვაძე

31 ივლისი 2021, 22:30

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ყველანი გავთამამდით და არ ვარიდებთ თავს ხალხმრავალ შეკრებებს, ამ ყველაფერს ლოგიკურად მოჰყვა შემთხვევების მატება

ეპიდსიტუაცია არის საყურადღებო, მაგრამ არა საგანგაშო. მდგომარეობა რთულია, ახალი შემთხვევების რაოდენობა მზარდია, ამას აქვს თავისი წინაპირობა და მიზეზები, კერძოდ ის, რომ ყველა რეგულაცია მოხსნილია. აქტიური საკურორტო-ტურისტული სეზონია. მობილობა დიდია, მოსახლეობა დარჩენილ რეგულაციებსაც არ ასრულებს კარგად, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

31 ივლისი 2021, 22:00

რეგიონი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში, მდინარე ინწრაში, ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში, მდინარე ინწრაში, ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით, 34 წლის კაცი მდინარეში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. გარდაცვლილი მამაკაცი ზუგდიდის მკვიდრია.

რატი იონათამიშვილი

31 ივლისი 2021, 21:58

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: თოთო კახიძეს უთქვამს, ჩვენ დროს ქვეყანა უფრო უსაფრთხო იყოო

„თოთო კახიძეს უთქვამს, ჩვენ დროს, ქვეყანა უფრო უსაფრთხო იყოო. 2004-2011 წლებში, ანუ ადეიშვილის მოადგილე თოთო კახიძის „უსაფრთხო“ საქართველოში, წელიწადში საშუალოდ 565 ადამიანს (დღევანდელზე ორჯერ მეტს) კლავდნენ განზრახ, ქართველსა და უცხოელს, მათ შორის, კლავდა ხელისუფლება. უბრალოდ, მაშინ ოპოზიცია არ აწყობდა ფლეშმობებს თითოეულ გარდაცვლილზე. ბინძური სვავები!“, - წერს რატი იონათამიშვილი.

ფოთის ცენტრალური პარკი

31 ივლისი 2021, 21:45

რეგიონი

ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდა

ფოთის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, აშენდება სცენა, მოეწყო - დასასვენებელი სივრცეები, საბავშვო მოედნები, გამწვანება, დაიდგა და მოიხატა საპარკო სკამები. პანდემიიდან გამომდინარე არსებული რეგულაციების დაცვით, ფოთის ცენტრალურ პარკში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება, ყველა თაობის წარმომადგენლებისთვის მიმდინარეობს.

31 ივლისი 2021, 21:43

მსოფლიო

ქაშმირის თავდასხმის ორგანიზატორი ლიკვიდირებულია

ინდოეთის პოლიციის ცნობით, დაჯგუფება „ჯაიშ-ე-მუჰამედის“ ხელმძღვანელი მუჰამედ ისმაილ ალვი, რომელიც 2019 წელს ქაშმირის რეგიონში განხორციელებული თავდასხმის ორგანიზებაში იყო ეჭვმიტანილი, ქვეყნის სამხრეთ რეგიონში, ქალაქ სრინაგარში მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო reuters-ი ავრცელებს

ირაკლი კობახიძე

31 ივლისი 2021, 21:34

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი სურვილია, გავიმეოროთ ის შედეგი, რაც პარლამენტის არჩევნებზე გვქონდა

„ჩვენი სურვილია, სულ მცირე, გავიმეოროთ ის შედეგი, რაც პარლამენტის არჩევნებზე გვქონდა. ამ ოპტიმისტური პროგნოზისთვის ყველანაირი საფუძველი გვაქვს. შესაბამისად, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ყველა მერის არჩევნების მოგება შეგვიძლია და უმრავლესობა ყველა მუნიციპალურ საკრებულოებში დავაკომპლექტოთ. ამის ყველანაირი რესურსი არსებობს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

31 ივლისი 2021, 21:32

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 3%-ს მივიღებთ თუ 83%-ს, თვითმმართველობის შედეგიდან გამომდინარე რიგგარეშე არჩევნები არ დაინიშნება

თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არანაირად არ იქნება მიბმული რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, 3%-ს მივიღებთ თუ 83%-ს. თვითმმართველობის შედეგიდან გამომდინარე რიგგარეშე არჩევნები არ დაინიშნება. , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

შანაი ბრუკი

31 ივლისი 2021, 21:07

სამართალი

შსს 31 წლის ავსტრალიელი ქალის, შანაი ბრუკის ცხედრის პოვნის ფაქტს ადასტურებს

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, რამდენიმესაათიანი ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მთაწმინდის ფერდობზე გარდაცვლილი ქალის ცხედარი იპოვეს. უცხო ქვეყნის მოქალაქე მიმდინარე წლის 30 ივლისს გაუჩინარდა. ​შემოსული შეტყობინების მიღებისთანავე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მთაწმინდის ფერდობზე სამძებრო ღონისძიებები დაიწყეს. სამძებრო სამუშაოებში ჩართულები იყვნენ კრიმინალური პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.

ირაკლი კობახიძე

31 ივლისი 2021, 20:57

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე: უპრინციპობას არც ჩვენი ამომრჩეველი გვაპატიებდა და არც საქართველოს მოსახლეობა

შარლ მიშელის დოკუმენტის მიზანი იყო დასრულება ან რადიკალურად შემცირება მაინც. პოლარიზაციას ორი მხარე, ორი პოლუსი, ორი პოლიტიკური ძალა, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ხელს არ აწერდა ამ შეთანხმებას. ეს დოკუმენტი განწირული იყო იმისთვის, რომ ვერ მიაღწევდა მიზანს. ასეთ დროს ჩვენ სხვა გზა არ გვრჩებოდა, უპრინციპობას არც ჩვენი ამომრჩეველი გვაპატიებდა და არც საქართველოს მოსახლეობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

31 ივლისი 2021, 20:55

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რეალურად გიორგი გახარიას არ აქვს რესურსი, ჩვენ 43%-იან მაჩვენებელს თუნდაც, ოდნავ დაგვაახლოოს

რეალურად გახარიას არ აქვს რესურსი, ჩვენ 43%-იან მაჩვენებელს თუნდაც, ოდნავ დაგვაახლოოს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა. მან ისაუბრა, შეუძლია თუ არა გახარიას თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნებას“ საარჩევნო ხმები მოიპოვოს. მისი თქმით, გიორგი გახარიას ჰქონდა ერთადერთი დავალება, „ქართული ოცნების“ შედეგი 43%-ს როგორმე დაეახლოებინა.

ირაკლი კობახიძე

31 ივლისი 2021, 20:38

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევისას აბსოლუტურად კეთილსინდისიერად ვმოქმედებდით, ამაზე პირადად ვარ პასუხისმგებელი

ყველამ იცის, რომ ჩვენ ვმოქმედებთ აბსოლუტურად კეთილსინდისიერად. ასე ვიქცეოდით ჩვენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევისასაც. ეს გავაკეთეთ თავიდან ბოლომდე იმ დოკუმენტის დაცვით, რომელსაც ხელი მოვაწერეთ. ამაზე პირადად ვარ პასუხისმგებელი, როგორც მოლაპარაკებების უშუალო მონაწილე - ადამიანი, რომელიც ბევრს საუბრობს, მაგრამ საქმეს ნაკლებს აკეთებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

ყვითელი ლენტი

31 ივლისი 2021, 20:09

სამართალი

თბილისში, მთაწმინდის ტერიტორიაზე ცხედარი იპოვეს

მეორე დღეა, თბილისში, მეგობრები და სამართალდამცველები 31 წლის ავსტრალიელ ქალს, შანაი ბრუკს ეძებენ. ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს გუშინ, დაახლოებით, 15:30 საათზე, ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს. დაკარგული ტურისტის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როდესაც გუშინ საღამოს, შანაი ბრუკს ბოლოს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა.

ირაკლი კობახიძე

31 ივლისი 2021, 19:31

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: მათ ზრახვებს განხორციელება არ უწერია, ისინი ვერ ეღირსებიან, რომ საქართველო როგორმე დააშორონ დასავლურ სტრუქტურებს

ისინი ვერავითარ შემთხვევაში ვერ ეღირსებიან იმას, რომ საქართველო როგორმე დააშორონ დასავლურ სტრუქტურებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს, ნატოს. ეს არის მათი ოცნება და მიზანი, მაგრამ ამას ისინი ვერ ეღირსებიან, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის ზრახვებს განხორციელება არ უწერია.

31 ივლისი 2021, 18:03

COVID19

უკრაინაში „ფაიზერით“ ვაქცინაცია 12 წელს ზემოთ ბავშვებისთვისაც დაუშვეს

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში, ბავშვები, რომელთა ასაკიც 12 წელს აღემატება, „ფაიზერით“ აცრას შეძლებენ. აცრის საშუალება ექნებათ არასრულწლოვნებს, რომელთაც რომელიმე მძიმე დაავადება აქვთ, მიემგზავრებიან ქვეყანაში, სადაც აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი აუცილებელია ან, სხვა სახელმწიფოში, ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიიღეს.

ეკატერინე ტიკარაძე სამედიცინო უნივერსიტეტში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრის გახსნაზე

31 ივლისი 2021, 17:42

COVID19

რამდენ ადამიანს მოემსახურება სამედიცინო უნივერსიტეტის მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი და როგორ უნდა ისარგებლოთ შეთავაზებული სერვისით

სამედიცინო უნივერსიტეტში, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი, რომელიც დღეს გაიხსნა, ამ ეტაპზე, დღეში 1000 ადამიანის ვაქცინაციაზეა გათვლილი, თუმცა მალევე, ამავე ტერიტორიაზე ვაქცინაციის სივრცეები და ამცრელი ბრიგადები დაემატება, რის შემდეგაც, საერთო ჯამში, დღიურად 4000 ადამიანის აცრა იქნება შესაძლებელი.

ირაკლი ღარიბაშვილი

31 ივლისი 2021, 17:27

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ტყის მასშტაბური ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა გამო თურქეთის მთავრობასა და მოსახლეობას სოლიდარობას უცხადებს და დახმარებას სთავაზობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის სამხრეთ რეგიონებში ტყის მასშტაბური ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა გამო თურქეთის მთავრობასა და მოსახლეობას სოლიდარობას უცხადებს. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

31 ივლისი 2021, 17:26

მსოფლიო

ორი დღის განმავლობაში, იტალიის კუნძულ ლამპედუსას 600-მდე ტუნისელი მიგრანტი მიადგა

2021 წლის დასაწყისიდან, კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო, იზრდება იმ ტუნისელთა რაოდენობა, რომლებიც იტალიის სანაპირომდე მიღწევას ცდილობენ. მხოლოდ ბოლო ორი დღის განმავლობაში, იტალიის კუნძულ ლამპედუსამდე 600-მდე მიგრანტმა მიაღწია.

31 ივლისი 2021, 17:04

COVID19

„ასტრაზენეკას“ მოქმედება კიდევ ერთი კვლევით შეისწავლეს. რა დაადგინეს მეცნიერებმა

„ასტრაზენეკას“ ვაქცინის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების დასადგენად, კიდევ ერთი კვლევა ჩატარდა. „AZD1222-ის ვაქცინის უსაფრთხოება და რეაქტოგენურობა საუდის არაბეთში“ - ასე ჰქვია კვლევას, რომლის ფარგლებშიც, შემთხვევითი შერჩევით, 1 592 აცრილი პირი გამოიკვლიეს.

31 ივლისი 2021, 16:46

მსოფლიო

თურქეთში ერთი ოჯახის 7 წევრი მოკლეს

ცენტრალურ თურქეთში, კონიას პროვინციაში, შეიარაღებულა პირებმა ერთი ოჯახის შვიდი წევრი მოკლეს. ოჯახის ახლობლებისა და ადვოკატის განცხადებით, მკვლელობა ეთნიკური ნიშნით იყო მოტივირებული, რადგან ისინი ქურთები იყვენენ. ამას უარყოფს პროკურატურა.

ანტონ პლესნოი

31 ივლისი 2021, 16:45

სპორტი

ანტონ პლესნოიმ ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 96 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძალოსანი ანტონ პლესნოი ორჭიდის ჯამში 387 კილოგრამით მესამე ადგილზე გავიდა.