imedi /  21 ივლისი 2021, 09:35 / სანდო წყარო

მიხეილ ჩხენკელმა ახალგაზრდა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირის მონაწილე ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებულ საქართველოს ნაკრებს უმასპინძლა და წარმატება მიულოცა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ტურნირში მონაწილეობით ახალგაზრდებმა შეძლეს თავიანთი განსაკუთრებული შესაძლებლობების გამოვლენა მსოფლიო მასშტაბით, გაიღრმავეს სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის უნარ-ჩვევები, რაც სამეცნიერო მიღწევების ეპოქაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ ასეთ პრესტიჟულ და მასშტაბურ ტურნირს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

მინისტრმა მოსწავლეებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კონცეფცია გააცნო. მისი თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის ძალიან დიდი ასპარეზი იქნება.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ საქართველოში ევროპული სტანდარტების სამეცნიერო-კვლევითი სივრცის შექმნა შესაძლებელი გახდა უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორის, ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად.

უნივერსიტეტში აკადემიური პროგრამები მსოფლიო წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით იქმნება. უახლოეს პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ფიზიკის სადოქტორო პროგრამის დანერგვა იგეგმება, მომდევნო ეტაპზე კი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებიც გაჩნდება.

სამეცნიერო-კვლევითი პროცესი კი ქართველი და უცხოელი მეცნიერების ჩართულობით ადრონული თერაპიის ცენტრში წარიმართება, სადაც ერთი ციკლოტრონი სიმსივნის მკურნალობას მოხმარდება, ხოლო მეორე მხოლოდ სამეცნიერო კვლევებისთვის იქნება განკუთვნილი.

წლევანდელ ჩემპიონატში მონაწილე 30-მდე ქვეყანას შორის საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: ნაკრების კაპიტანი ნიკოლოზ ნიკურაძე, ნიკოლოზ მალცევი, ნინი ქუჩულორია, ლევან ლოლაშვილი და ნენე ჟვანია.

საქართველოს ნაკრებმა ახალგაზრდა ვერცხლის მედალი მოიპოვა. მსგავსი შედეგი საქართველოს ნაკრებს მრავალი წელია არ ჰქონია. ტურნირის მრავალწლიან ისტორიაში საქართველოს ნაკრებებს სხვადასხვა წელს მოპოვებული აქვთ გუნდური ბრინჯაოს 8, ვერცხლის 3 და ოქროს 1 მედალი.

აღსანიშნავია, რომ 1996 წელს, საქართველოში, წყალტუბოში ჩატარდა ახალგაზრდა ფიზიკოსთა მე-9 საერთაშორისო ტურნირი. 25-წლიანი პაუზის შემდეგ ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირს კვლავ საქართველომ, კონკრეტულად კი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ტურნირის გამარჯვებული გახდა პოლონეთის გუნდი, მეორე ადგილი სლოვაკეთის, ხოლო მესამე ადგილი ავსტრიის გუნდებმა დაიკავეს. გამარჯვებულებს მედლები და სპეციალური პრიზები გადაეცათ.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე, ფონდ „ქართუს“ პროექტების დირექტორი ვახტანგ ცაგარელი, ასევე საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელი გიორგი ბახტაძე, ხელმძღვანელი და ორგანიზატორი ცოტნე დადიანი, ორგანიზატორები: თემურ გაჩეჩილაძე და გიორგი ხომერიკი.

ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირი, რომელსაც ხშირად „ფიზიკის მსოფლიო თასს“ (“Physics World Cup”) უწოდებენ, ყოველწლიურად ტარდება და მნიშვნელოვან ინტელექტუალურ კონკურსს წარმოადგენს საშუალო სკოლის მოსწავლეებისათვის. ტურნირის მიზანია, წარმოაჩინოს მონაწილეთა უნარები – წარმატებით გადაჭრან ფიზიკაში დასმული პრობლემები, წარმოადგინონ ჩატარებული კვლევების შედეგები და შეძლონ მათი დაცვა მოწინააღმდეგე გუნდებთან გამართულ სამეცნიერო დისკუსიებში.

ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირის მხარდამჭერები არიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.

ყველა სიახლე

05 აგვისტო 2021, 01:13

COVID19

Reuters: აშშ-ის ადმინისტრაცია ქვეყანაში უცხოელების შეშვების პირობად სრულად ვაქცინაციის დასახელებას განიხილავს

აშშ-ის ადმინისტრაცია ქვეყანაში უცხოელების შეშვების პირობად სრულად ვაქცინაციის დასახელებას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი თეთრ სახლში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ენტონი ფაუჩი

05 აგვისტო 2021, 00:59

COVID19

ენტონი ფაუჩი: არავაქცინირებული ადამიანების დიდმა რაოდენობამ ვირუსის უფრო ძლიერი ვარიანტი შეიძლება გამოიწვიოს

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ შემოდგომაზე აშშ-ში კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 200 ათასამდე შეიძლება გაიზარდოს.

05 აგვისტო 2021, 00:38

პოლიტიკა

საგარეო უწყება: რუსეთის პრეზიდენტის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან „ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ“ ე.წ. შეთანხმების დამტკიცება უკანონო ოკუპაციის გაგრძელებაა

„საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანია რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების უკანონო პასპორტიზაციის პროცესის დაგმობაში და აღნიშნულს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ისევე, როგორც საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეშ შელახვად მიიჩნევს“, - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

05 აგვისტო 2021, 00:28

პოლიტიკა

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს

გაერო-ში ესტონეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ანდრე ლიპანდმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაგმო და აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებები საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა.

მაია კობახიძე

04 აგვისტო 2021, 23:36

COVID19

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი პედაგოგებს: ნუ შეუქმნით საფრთხეს საკუთარ თავს, აღსაზრდელებსა და ოჯახის წევრებს

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი, მაია კობახიძე ვაქცინაციის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. ის პედაგოგებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ვაქცინაციის ნებაყოფლობა მათ მორალური და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისაგან, არ ათავისუფლებს.

04 აგვისტო 2021, 23:30

პოლიტიკა

ევროკავშირის ანგარიში: საერთო ჯამში, საქართველო ვიზალიბერალიზაციის სტანდარტების შესრულებას განაგრძობს

ევროკომისიამ უვიზო რეჟიმის მონიტორინგის შესახებ მეოთხე მოხსენება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საერთო ჯამში, საქართველო ვიზალიბერალიზაციის სტანდარტების შესრულებას განაგრძობს და ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად ზომები მიიღო .

ტარიელ კიპაროიძე
თეა წულუკიანი

04 აგვისტო 2021, 23:26

საზოგადოება

ტარიელ კიპაროიძე: თეა წულუკიანთან პირდაპირი პოლიტიკური ბრძოლის უნარი არ შეგწევთ, ამიტომ პოლიტიკური ბრძოლა გსურთ გადაიტანოთ ძეგლთა დაცვის პოლიგონზე

მისივე თქმით, თეა წულუკიანის გუნდს გულისყრი აქვს მიპყრობილი ევროატლანტიკურ ღირებულებებზე და ვექტორად მიაჩნია ძეგლთა დაცვის საერთაშორისო ქარტია.

04 აგვისტო 2021, 23:20

საზოგადოება

საპატრიარქოს ინფორმაციით, ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდი დროებით ჯანაშიას სახელობის მუზეუმში განთავსდება

ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდი დროებით ს. ჯანაშიას სახელობის მუზეუმში განთავსდება, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. მათივე ინფორმაციით, საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის სამსახურმა დაიწყო ზრუნვა ოქროს ფონდისა და მის საცავში დაცული საეკლესიო სიწმინდეთა სხვაგან დროებით განთავსებაზე.

ჯენ ფსაკი

04 აგვისტო 2021, 22:58

COVID19

აშშ-ის ადმინისტრაცია ვაქცინის მესამე დოზით აცრაზე მორატორიუმის გამოცხადებას მხარს არ უჭერს

აშშ-ის ადმინისტრაცია ვაქცინის მესამე დოზით აცრაზე მორატორიუმის გამოცხადებას მხარს არ უჭერს. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

04 აგვისტო 2021, 22:39

რეგიონი

სოფელ ფრეზეთში, დევნილთა დასახლებაში მცხოვრებლების სასმელი წყლით მომარაგების მდგომარეობა გაუმჯობესდა

სოფელ ფრეზეთში, დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 300 ოჯახის სასმელი წყლით მომარაგების მდგომარეობა გაუმჯობესდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სასმელი წყლის ჭაბურღილისა და სისტემების მშენებლობა მცხეთა მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, მცხეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტების ინიციატივით, ააიპ „ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“ ორგანიზებით, აშშ-ის ევროპული მთავარსარდლობისა და აშშ-ის საელჩოს თავდაცვითი ურთიერთობის ოფისის დაფინანსებით განხორციელდა.

04 აგვისტო 2021, 21:53

COVID19

ამერიკელი ექსპერტები: კორონავირუსის „დელტა“ შტამის პიკის პროგნოზირება რთულია და ბევრი რამ ადამიანის ქცევაზე იქნება დამოკიდებული

ამერიკელი ექსპერტები და სპეციალისტები აცხადებენ, რომ კორონავირუსის „დელტა“ შტამის პიკის პროგნოზირება რთულია და ბევრი რამ იქნება დამოკიდებული არაპროგნოზირებად ფაქტორზე - ადამიანის ქცევაზე.

არჩილ თალაკვაძე

04 აგვისტო 2021, 21:08

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: თუ ოპოზიცია მიიღებს ბოიკოტის გადაწყვეტილებას, მათი ადგილი არ არის მათი კუთვნილება და ამ ადგილს სხვა ოპოზიციური პარტიები დაიკავებენ

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თუ ოპოზიცია არჩევნების ბოიკოტის გადაწყვეტილებას მიიღებს, მათი ადგილი არ არის მათი კუთვნილება და ამ ადგილს სხვა ოპოზიციური პარტიები დაიკავებენ. მისი თქმით, ამ შემთხვევაში ოპოზიციური ელექტორატის ნაწილი მხარს დაუჭერს მმართველ პარტიას, ხოლო ნაწილი გადანაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მომავალს ხედავენ არა ომში, არამედ თანამშრომლობაში.

მამუკა მდინარაძე

04 აგვისტო 2021, 21:03

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: მათ მოუწევთ ქვეყნის დემოკრატიულ პროცესებში ჩართვა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში ბოლომდე გავლენ პოლიტიკური სცენიდან

არსებობს მონაცემები, გარკვეული ინფორმაცია, რომ „ნაცმოძრაობა“ თითქოს აპირებს არჩევნების ბოიკოტირებასაც კი, მაგრამ მიმაჩნია, რომ მათ მოუწევთ არჩევნებში მონაწილეობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ბოლომდე გამარგინალდებიან ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

ირაკლი კობახიძე

04 აგვისტო 2021, 20:53

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდ, სამართლიან გარემოში

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდ და სამართლიან გარემოში, რაზეც უმრავლესობაა პასუხისმგებელი. მისი თქმით, რადიკალურმა ოპოზიციამ როგორც უნდა იმოქმედოს, მათ არ აქვთ დესტაბილიზაციის შექმნის არავითარი რესურსი.

ირაკლი კობახიძე

04 აგვისტო 2021, 20:34

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: შეთანხმება არის ანულირებული და ბუნებრივია, ამას ვერაფერი დააბრუნებს

შეთანხმება არის ანულირებული და ბუნებრივია, ამას ვერაფერი დააბრუნებს. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ჩვენ გვქონდა უალტერნატივო არჩევანი ამ შემთხვევაში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, უმრავლესობამ 19 აპრილის შეთანხმების ანულირება ოპოზიციის ქმედებებიდან გამომდინარე გადაწყვიტა.

მამუკა მდინარაძე

04 აგვისტო 2021, 20:30

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: მათ მაგიდებზე ხტომით პარლამენტში, პროვოკაციების მოწყობით, რადიკალიზაციით პოლარიზაცია კი არ შეამცირეს, გაზარდეს

პრეზიდენტმა ასე თქვა, რომ პოლარიზაცია შემცირდა. ეს არ არის ის რეალური მოცემულობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, მათ მაგიდებზე ხტომით პარლამენტში, პროვოკაციების მოწყობით იმ ამორალური კამპანიებით, რადიკალიზაციით პოლარიზაცია კი არ შეამცირეს, გაზარდეს რეალურად - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

ჯო ბაიდენი ბარაკ ობამა

04 აგვისტო 2021, 20:20

მსოფლიო

ჯო ბაიდენი ბარაკ ობამას: დაბადების დღეს გილოცავ - ვამაყობ, რომ ძმასა და მეგობარს გიწოდებ

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ბარაკ ობამას 60 წლის იუბილეს ულოცავს.

04 აგვისტო 2021, 20:10

საზოგადოება

კელი დეგნანი: ჩემთვის დიდი პატივია ნივთიერი მტკიცებულებების საცავის გახსნის ღონისძიებაზე დასწრება, საცავი უზრუნველყოფს მტკიცებულებების უსაფრთხოებასა და კარგად დაცულობას, რაც გამოძიების შედეგისადმი ნდობას მნიშვნელოვნად ამყარებს

ჩემთვის დიდი პატივია ნივთიერი მტკიცებულებების საცავის გახსნის ღონისძიებაზე დასწრება. საცავი უზრუნველყოფს მტკიცებულებების უსაფრთხოებასა და კარგად დაცულობას, რაც გამოძიების შედეგისადმი ნდობას მნიშვნელოვნად ამყარებს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა პროკურატურაში საერთშორისო სტანდარტების მქონე ნივთიერი მტკიცებულებების საცავის გახსნაზე განაცხადა.

04 აგვისტო 2021, 20:07

COVID19

Reuters: მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 200 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 200 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

04 აგვისტო 2021, 20:05

რეგიონი

ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზაზე 5 აგვისტოს დროებთი შეზღუდვები დაწესდება

კონკრეტულ შემთხვევაში სამუშაოთა წარმოებისათვის საჭიროა სავალი ნაწილის დროებითი ჩაკეტვა და ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის და საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზებზე.