IMEDI /  22 ივლისი 2021, 00:10 / სანდო წყარო

თენგიზ ცერცვაძე: თბილისის მერიის მიერ ღვიძლისა და ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის პროგრამის დაფინანსების შედეგად 300 პაციენტი გადარჩა

თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე

ბოლო 9 წლის განმავლობაში გადაიდგა ძალიან სერიოზული ნაბიჯები ჯანდაცვის მიმართულებით, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისკენ და ხარისხიანი ჯანდაცვის მიღების ხელმისაწვდომობისკენ, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

„ეს გაკეთდა ქვეყნის მასშტაბით. ბიუჯეტი გაორმაგდა, გასამმაგდა, გაოთხმაგდა 2012 წელთან შედარებით, როცა ბიუჯეტი იყო დაახლოებით 350 მილიონი ლარი, ახლა რამდენადაც ვიცი არის მილიარდ ორასი ათასი ლარი. ქვეყანაში დაინერგა ძალიან სერიოზული პრობლემები. გამოვყოფდი „ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამას“, „C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას“ და ზოგიერთ სხვას, რომლებმაც საქართველოს მოსახლეობას გაუჩინა დაცულობის შეგრძნება, ის რომ თბილისში სრულფასოვანი ჯანდაცვის მომსახურების მიღება არა ნაკლებია ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ გაატარა სერიოზული ზომები. „ამის მიუხედავად რჩებოდა ერთგვარი თეთრი ლაქები, რომელსაც ვერ ფარავდა ფედერალური პროგრამები. ქალაქის მერიის დამსახურება ისაა, რომ როგორც ჩანს კომპეტენტური ხალხი მუშაობდა ამ საკითხზე და მათ შეარჩიეს და სწორად ამოარჩიეს ის მიმართულებები და ის ადგილები რომლებსაც ვერ ფარავდა ფედერალური პროგრამა. მერიამ, მუნიციპალიტეტმა დააფინანსა გამორჩეულად ეს პროგრამები. მერია ახორციელებს 30-მდე სოციალურ და ჯანდაცვის პროექტს, აქედან 10 პროექტი არის სუფთა ჯანდაცვითი, ყველა პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან ეს დაავადებები ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

ამასთან ცერცვაძემ განაცხადა, რომ მისი როგორც ექსპერტის შეფასებით, მერიის 28 პროგრამიდან, სადაც 10 ჯანდაცვისაა, მასზე სერიოზული შთაბეჭდილება დატოვა შემდეგმა პროგრამებმა: „ესაა ტრანსპლანტაციის პროგრამა, ძირითადად ორი მიმართულებით - ღვიძლის ტრანსპლანტაცია და ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია ონკოჰემატოლოგიური დაავადებების დროს. რატომ იცით, ეს იყო გადარჩენა არა მხოლოდ ათასობით ავადმყოფის, არამედ ეს იყო ქვეყნის ჯანდაცვის და ამ შემთხვევაში ქალაქის ჯანდაცვის აყვანა საერთაშორისო სტანდარტების სიმაღლეზე“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

მისი თქმით, ტრანსპლანტაცია ყოველთვის რჩებოდა „აქილევსის ქუსლად“ საქართველოს ჯანდაცვაში. „მე საკმაოდ ასაკოვანი ვარ და არ მახსოვს მთავრობა ან სამინისტრო, რომელიც არ ოცნებობდა საქართველოში შესაძლებელი ყოფილიყო ძვლის ტვინის ან ღვიძლის გადანერგვა. ჩვენ იძულებული ვიყავით, მას შემდეგ რაც ვუმკურნალებდით ინფექციას, ან C ან B ჰეპატიტს, მაგრამ რჩებოდა მისი გართულება ციროზის ან კიბოს სახით, ყველა ავადმყოფი გაგვეგზავნა უცხოეთში. ეს იყო დაკავშირებული კოლოსალურ ხარჯებთან და ყველას არ შეეძლო. დღეს თბილისში ხორციელდება ღვიძლის გადანერგვის პროგრამა. რომლის ფასს მოსახლეობის გარკვეული ჯგუფებისთვის მთლიანად ფარავს ქალაქი, მერია და დანარჩენი ჯგუფებისთვის 80%-ს ფარავს. რამდენადაც ვიცი 70 000 ლარს იხდის თითო შემთხვევაზე. ეს იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ თვითონ ქვეყნის იმიჯი გაუმჯობესდა, რომ ჩვენ ტრანსპლანტაციაც გვაქვს. არაფერს ვამბობ იმ 300 პაციენტზე, რომლებიც გადარჩნენ ამ ორივე ტრანსპლანტაციით. ამ პროგრამამ მოახდინა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება, იმიტომ რომ ეს უნდა გაკეთებულიყო საქართველოში და კარგია, რომ ეს ითავა ქალაქმა“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

ყველა სიახლე

ლევან ნიკოლეიშვილი

28 ივლისი 2021, 21:20

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: მართლა მაინტერესებს, ახლა რომ ჟურნალისტურ საქმიანობას უბრუნდებით, მანამდე პოლიტიკით იყავით დაკავებული თუ მავნებლობით

რაო, რაო რას ვუბრუნდებითო? აქამდე რას ვაკეთებდითო? არა, ხალხმა კი იცის რას აკეთებდით ან რას არ აკეთებდით, მაგრამ თვითაღიარება მაინც კარგია, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში.

ჯო ბაიდენი სვეტლანა ტიხანოვსკაია

28 ივლისი 2021, 21:14

მსოფლიო

ჯო ბაიდენი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდა.

28 ივლისი 2021, 21:08

ეკონომიკა

შემოსავლების სამსახური: არ მოგვითხოვია ე.წ. „ფიფლმეტრების“ განთავსების ოჯახების ბაზის გახსნა, ვინაიდან აღნიშნული ინფორმაცია არ წარმოადგენს შესწავლის მიზანს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს არ მოუთხოვია ე.წ. „ფიფლმეტრების“ განთავსების ოჯახების ბაზის გახსნა, ვინაიდან აღნიშნული ინფორმაცია არ წარმოადგენს შესწავლის მიზანს, - ამის შესახებ ინფორმაციას უწყება ტავად ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

28 ივლისი 2021, 21:07

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: იმ პირობების უდიდესი ნაწილი, რაც შეთანხმებაში იყო, პრაქტიკულად შესრულებულია

იმ პირობების უდიდესი ნაწილი, რაც შეთანხმებაში იყო, პრაქტიკულად შესრულებულია. დარჩა რამდენიმე პუნქტი, რაზეც პარტიის თავმჯდომარემ დღეს დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, უმრავლესობას რაციონალური წინადადებების გაზიარების ვალდებულება ხალხის წინაშე აქვს და არა იმათ წინაშე, რომლებსაც ხელიც კი არ მოუწერიათ შეთანხმებაზე.

მამუკა მდინარაძე

28 ივლისი 2021, 21:06

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ძალიან საინტერესოდ ემთხვევა გიორგი გახარიას კომენტარი „ნაციონალური მოძრაობის“ დღეს დალაგებულ მესიჯბოქსს

ძალიან საინტერესოდ ემთხვევა გიორგი გახარიას კომენტარი „ნაციონალური მოძრაობის“ დღეს დალაგებულ მესიჯბოქსს​, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

28 ივლისი 2021, 20:59

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციამ თქვა, რომ „ქართულ ოცნებას“ ეშინია 43%-ის. მე გარანტირებულებად გეუბნებით - არჩევნების მეორე დღეს ეს არგუმენტი და საუბარი აღარ იქნება რელევანტური

რა თქმა უნდა ის ფაქტორი, რომ გაყალბებული არჩევნები იყო ცრუ პროექტი და 6-თვიანი საბოტაჟის ცრუ საფუძველი, ეს გადაწყვეტილების ჩვენი გადაწყვეტილების ერთ-ერთი საფუძველი იყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივამა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

28 ივლისი 2021, 20:52

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: იმდენად ძაბავდნენ სიტუაციას ხელოვნურად, რომ მომავალი არჩევნები იქნებოდა სამოქალქო დაპირისპირების მცდელობა ოპოზიციის მხრიდან

ყველა ვხედავდით, რომ იმდენად ძაბავდნენ სიტუაციას ხელოვნურად, რომ მომავალი არჩევნები იქნებოდა ჩვეულებრივი სამოქალქო დაპირისპირების მცდელობა ოპოზიციის მხრიდან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

28 ივლისი 2021, 20:43

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელის მოწერის შემდეგ „ქართული ოცნება“ ნაკისრ ვალდებულებას პუნქტობრივად ასრულებდა

თავიდან რამ გამოიწვია მათი ხელოვნური აჟიოტაჟი, რაც იყო მათი 6-თვიანი ცრუ კამპანიის საფუძველი - ეს იყო გაყალბებული არჩევნები, რაც აღმოჩნდა ტყუილი, გუშინ ამას საბოლოოდ დაესვა წერტილი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივამა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

ლაშა ბექაური

28 ივლისი 2021, 20:29

სპორტი

ლაშა ბექაური: წარმომიდგენია, ჩემი ხალხი როგორი გახარებულია და ძალიან ბედნიერი ვარ ამით

ოლიმპიური ჩემპიონი ვარ. წარმომიდგენია, ჩემი ხალხი როგორი გახარებულია და ძალიან ბედნიერი ვარ ამით, - ამის შესახებ ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ძიუდოისტმა, ლაშა ბექაურმა განაცხადა. მისი თქმით, ბოლომდე იბძოლა მისი სამშობლოსთვის.

28 ივლისი 2021, 20:24

რეგიონი

გოგი მეშელიანმა ბოლნისის N3 საჯარო სკოლის დირექტორს დამსახურებული მასწავლებლის წოდების მინიჭება მიულოცა

იგი საპატიო სიგელითა და სამკერდე ნიშნით დაჯილდოვდა, რაც ბოლნისის , დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა გოგი მეშველიანმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან და ბოლნისის რესურსცენტრის ხელმძღვანელთან, იამზე სვანიძესთან ერთად გადასცა.

28 ივლისი 2021, 20:02

COVID19

30 ივლისიდან ქალაქ ნიუ-იორკის მერია იმ პირებს, ვინც ვაქცინის პირველ დოზას მიიღებს, 100 დოლარით დაასაჩუქრებს

30 ივლისიდან ქალაქ ნიუ-იორკის მერია იმ პირებს, ვინც ვაქცინის პირველ დოზას მიიღებს, 100 დოლარით დაასაჩუქრებს. ინფორმაციას ამის შესახებ ქალაქ ნიუ-იორკის მერია ავრცელებს.

თამთა მეგრელიშვილი

28 ივლისი 2021, 19:52

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: შარლ მიშელის დოკუმენტის მთავარი მიზანი - ქვეყანაში დესტრუქციული პროცესები დასრულებულიყო 100 დღის თავზეც მიუღწეველია

"ქართული ოცნებისთვის" თვისობრივად არაფერი შეცვლილა. ეს ძალა 43%- დან და 53%-მდე შედეგს დადებს. ამას ყველა ვნახავთ. თქვენ კი "ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთხელ გაგაწნათ მწარე პოლიტიკური სილა. ეს დიდხანს გემახსოვრებათ. ესეც კიდევ ერთით ნული, ინებეთ!’’ წერს facebook - ზე თამთა მეგრელიშვილი.

გია აბაშიძე

28 ივლისი 2021, 19:51

პოლიტიკა

გია აბაშიძე: მმართველი პარტია ევროპული შეთანხმების ყველა პუნქტს ცალმხრივად ასრულებდა, რადიკალურ ოპოზიციას კი პროცესები კვლავ ესკალაციისკენ მიჰყავდა

„ქართული ოცნება“ ზედმიწევნით ასრულებდა შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა პუნქტს. მათ შორის, საპატიმროებიდან გამოუშვეს სააკაშვილის პარტიის კრიმინალები, აღსრულდა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით გაწერილი ყველა პუნქტი, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით განხორციელდა ყველა შეთანხმებული საკანონმდებლო ცვლილება, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე მმართველი პარტიის მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების საკითხს. მისი თქმით, ლოგიკურია, რომ „ქართული ოცნება“ ამ შეთანხმებიდან გამოდის.

ლევან ნიკოლეიშვილი

28 ივლისი 2021, 19:41

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: თუ ვინმემ დასავლურ კურს გადაუხვია, ეს სწორედ რადიკალური ოპოზიცია და მათი მიმდევრები არიან

სწორედ რომ ნაც-ევრონაცები იყვნენ ისინი, ვინც საერთოდ არ მოაწერა ხელი შარლ მიშელის დოკუმენტს. ხვდებიან რომ რაღაც ცუდი ხდება მათ თავს, მაგრამ ბოლომდე ვერ აცნობიერებენ, თუმცა ჩვეული სტილით ცდილობენ კვლავ ევროპული და ამერიკული გზიდან გადახვევაში დაადანაშაულონ ხელისუფლება“ წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ზურაბ ქადაგიძე

28 ივლისი 2021, 19:40

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებაა ცალ კარში თამაშის შეწყვეტა, როდესაც მთავრობა ვალდებული იყო შეესრულებინა დოკუმენტის შეთანხმება, ხოლო ოპოზიცია მუდმივად პროცესების „საბოტირებით“ იყო დაკავებული

მიუხედავად იმისა,რომ სამთავრობო გუნდმა და ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა მიშელის დოკუმენტს, არათუ შეიცვალა და პრაგმატულ პოლიტიკაზე გადაერთო რადიკალური ოპოზიცია, არამედ უფრო აგრესიული და რევოლუციური დღის წესრიგით დაიწყო მოქმედება, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე.

28 ივლისი 2021, 19:37

COVID19

ინგლისი აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნების სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს სამოგზაურო შეზღუდვებს მოუხსნის

ინგლისი აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნების სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს სამოგზაურო შეზღუდვებს მოუხსნის. ამის შესახებ ინგლისის ტრანსპორტის მინისტრმა, გრენტ შეფსმა განაცხადა.

28 ივლისი 2021, 19:21

მსოფლიო

თურქეთის სანაპირო დაცვამ 200-ზე მეტი ავღანელი მიგრანტი დააკავა

თურქეთის სანაპირო დაცვამ ეგეოსის ზღვაში ნავი დააკავა, რომელსაც 200-ზე მეტი ავღანელი მიგრანტი გადაჰყავდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

28 ივლისი 2021, 19:06

პოლიტიკა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ პოლონეთის დელეგაცია მიიღო

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ პოლონეთის დელეგაციის წევრებს რეგიონის პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მხარის გუბერნატორმა ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ტურიზმის განვითარებაზე, ინვესტიციების მოზიდვასა და სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობაზე.

მამუკა მდინარაძე

28 ივლისი 2021, 18:59

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ნიკა გვარამიამ აღიარა, რომ „ნაცმოძრაობის“ მედიასაშუალებები დაკავებულები იყვნენ პოლიტიკური საქმიანობით და მოუწოდა ნაცპოლიტიკოსებს, მათ შეასრულონ ეს ფუნქცია, რადგან მისი ტელეკომპანია ჟურნალისტურ საქმიანობას უბრუნდება

„ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ აღიარა, რომ „ნაცმოძრაობის“ მედიასაშუალებები დაკავებულები იყვნენ პოლიტიკური (და არა ჟურნალისტური) საქმიანობით და მოუწოდა ნაცპოლიტიკოსებს, მათ შეასრულონ ეს ფუნქცია, რადგან მისი ტელეკომპანია უბრუნდება ჟურნალისტურ საქმიანობას“ - წერს Facebook-ის გვერდზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე. მისი თქმით, შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებას აპროტესტებს ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ხელი საერთოდ არ მოაწერა ამ შეთანხმებას.

დომინიკ რააბი

28 ივლისი 2021, 18:38

COVID19

დომინიკ რააბი: ვაქცინაციის არსებული ტემპების გათვალისწინებით, მსოფლიოს მოსახლეობის სათანადოდ აცრა 2024 წლამდე არ მოხდება

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა განაცხადა, რომ ვაქცინაციის არსებული ტემპების გათვალისწინებით, მსოფლიოს მოსახლეობის სათანადოდ აცრა 2024 წლამდე არ მოხდება.