imedi /  23 ივლისი 2021, 10:23 / სანდო წყარო

ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერით დანერგილი ახალი ეკოლოგიურად სუფთა მეთოდებით ქართველი ფერმერები მოსავლიანობას ზრდიან და ხარჯებს ამცირებენ

საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი სოფლის მეურნეობაშია ჩართული, შესაბამისად, ამ სფეროში ნებისმიერი წინსვლა დიდი შედეგის მომტანია. 2019 წლიდან, ENPARD-ის პროგრამის მესამე ფაზის ფარგლებში, ევროკავშირმა და FAO-­მ საქართველოში სოფლის მეურნეობის თანამედროვე პრაქტიკის დანერგვა და მთავრობის სასოფლო­სამეურნეო ექსტენციის მხარდაჭერა აქტიურად დაიწყეს. წლევანდელი მოსავლით შედეგები უკვე სახეზეა - ქართველი ფერმერები მოსავლიანობას საგრძნობლად ზრდიან და ხარჯებს დაახლოებით 30%-ით ამცირებენ.

ზოგიერთი ბენეფიციარი ფერმერის შედეგების გასაცნობად, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის და სურსათის უვნებლობის პროგრამის მენეჯერი, ჟორჟ დეუ და FAO-ს პროგრამების კოორდინატორმა, ხავიერ სან ალვარესი გორის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის და გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით მოწყობილ სადემონსტრაციო ნაკვეთებს ესტუმრნენ, ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ და მოსავლის აღებაში მონაწილეობა მიიღეს.

ერთ-ერთი ნაკვეთი, რომელიც მათ მოინახულეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთთან მდებარეობს, სადაც ადგილობრივი ფერმერი გელა გოგნიაშვილი 10 ჰა ხორბლის ნაკვეთს ფლობს. 2020 წლის ოქტომბერში, გელა ევროკავშრის და FAO-ს მხარდაჭერილ პროგრამაში ჩაერთო და მიწის ნულოვანი დამუშავების მეთოდის გამოყენება მისი ნაკვეთის ნახევარზე სცადა. მას მიეწოდა ნულოვანი დამუშავებისთვის საჭირო ტექნიკა და ტრაქტორი, ასევე FAO-ს აგრონომები ყურადღებით აკვირდებოდნენ მოსავლის მოყვანის მთელ პროცესს.

ვიზიტის დროს, ევროკავშირის და FAO-ს წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასაუბრებოდნენ ფერმერებს, ახალი ტექნოლოგიების და შედეგების შესახებ მათი აზრი მოესმინათ და მოსავლის აღებაში მონაწილეობა მიეღოთ.

როგორც გელა ამბობს, ნიადაგის ნულოვანი დამუშავების თანამედროვე მეთოდის გამოყენებით, მან მნიშვნელოვანი ეკონომია გააკეთა, რადგან მოსავლის მოსაყვანად მას ხვნის, დადისკვის და თესვის ხარჯები არ გაუწევია. მას უკვე შეუძლია შეადაროს მის მიწის ნაკვეთზე მიღებული შედეგები - ერთის მხრივ ტრადიციული, ხოლო მეორე მხრივ ნულოვანი მეთოდით მოყვანილი ხორბალი - და წინასწარი დაკვირვების თანახმად, ნულოვანი მეთოდით მიღებული მოსავალი უფრო მაღალი ხარისხისაა.

ევროკავშირის და FAO-ს წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ სოსო ხუროშვილს, ხორბლის მწარმოებელ კიდევ ერთ ადგილობრივ ფერმერს, რომელმაც ნიადაგის ნულოვანი დამუშავების მეთოდით ქართული ჯიშის ხორბალი "ლომთაგორი" თავის 3 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ასევე გააშენა. წინა წლებში, სოსო ჰექტარზე საშუალოდ 3 - 3.5 ტონა მოსავალს იღებდა. გელა გოგნიაშვილის მსგავსად, წელს სოსოც უკეთეს მოსავალს ელოდება, როგორც ხორბლის ხარისხის, ისე რაოდენობის მხრივ.

ნიადაგის ნულოვანი დამუშავების მეთოდით კიდევ ერთმა ადგილობრივმა ფერმერმა, გოჩა დანიელაშვილმა ისარგებლა. წელს მან ჰექტარზე უკვე 3,5 ტონა მოსავალი აიღო, რაც, წინა წლებთან შედარებით, ჰექტარზე დაახლოებით 800 კილოგრამით მეტია.

”ევროკავშირის დახმარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ახალი სასოფლო-სამეურნეო მეთოდების სარგებლიანობის დემონსტრირებაა. დღეს ჩვენ სწორედ ასეთი დემონსტრაცია ვიხილეთ, ხორბლის ნულოვანი დამუშავებით მოყვანის მაგალითზე. შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავია როგორც პროდუქტიულობის, ისე ხარისხის თვალსაზრისით. განსაკუთრებით სასიამოვნოა ფერმერების მზარდი ინტერესის და ამ ახალი მეთოდებისადმი მათი დადებითი დამოკიდებულების დანახვა, რაც ასევე მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების შერბილების ხელშეწყობისთვის” – განაცხადა ჟორჟ დეუმ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის და სურსათის უვნებლობის პროგრამის მენეჯერმა.

„ნიადაგის ნულოვანი დამუშავება საქართველოში სოფლის მეურნეობის პერსპექტიულ პრაქტიკას წარმოადგენს. ჩვენ ვხედავთ ფერმერთა მზარდ ინტერესს, ისინი გაცილებით მეტს აწარმოებენ ბევრად ნაკლები დანახარჯებით. FAO-ს მხრიდან, ჩვენ სრულ მზადყოფნას ვაცხადებთ მდგრადი პრაქტიკისა და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის პრაქტიკის პოპულარიზაციაში, როგორიცაა ნიადაგის ნულოვანი დამუშავება. ეს მიმართულება თანხვედრაშია ევროკავშირის „მწვანე შეთანხმებასთან“, რომელსაც ევროკავშირი ხელს უწყობს როგორც ევროპაში, ასევე მთელს მსოფლიოში,“ - განაცხადა FAO-ს პროგრამების კოორდინატორმა, ხავიერ სან ალვარესმა.

ნიადაგის მინიმალური დამუშავება არის ნიადაგის სტრუქტურაზე მინიმალური ზემოქმედების ტექნიკა. მინიმალური დამუშავებისას ნიადაგის ზედაპირზე რჩება მუდმივი საფარი, რაც ნიადაგში წვიმის წყალს უკეთესად შეღწევაში ეხმარება და ანელებს აორთქლების პროცესს, ზრდის ნიადაგში ორგანული ნივთიერებების შემცველობას. შესაბამისად, ხდება საკვები ნივთიერებების კვლავ წარმოება და ნიადაგში ფლორისა და ფაუნის შენარჩუნება, რაც მნიშვნელოვანია ტენიანობის შენარჩუნებისთვის.

2021-ში უკვე ორი წელია, რაც ევროკავშირი და FAO ENPARD III პროექტის ფარგლებში საქართველოში საკონსერვაციო სოფლის მეურნეობის სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობას ახორციელებს. 2019 წლიდან, ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერით თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო მეთოდებში 1,300-ზე მეტი ფერმერი გადამზადდა; საქართველოში 80-ზე მეტი სადემონსტრაციო ნაკვეთი მოეწყო; 10 ფერმერული საველე სკოლა შეიქმნა; ფერმერებს 3.1 მილიონ დოლარამდე ღირებულების 160 გრანტი გადაეცათ.

ყველა სიახლე

23 სექტემბერი 2021, 12:32

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მმართველი პარტია თბილისის საკრებულოში მყარ უმრავლესობას მოიპოვებს

სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 16-20 სექტემბერს. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 2 792 რესპოდენტი. ცდომილების ზღვარი 3%-ს შეადგენს.

23 სექტემბერი 2021, 12:27

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზეც.

გიორგი ამილახვარი

23 სექტემბერი 2021, 12:25

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი გახარიაზე: საზოგადოებამ დასკვნები თავად უნდა გააკეთოს, ტესტის გაკეთებას არც ავსტრიაში სიარული სჭირდებოდა და არც სხვაგან

„თავად ის ფაქტი, რაც მის მიერ ამ საკითხის შეფასებას მოჰყვა - გადადება, იგნორირება, ტესტების საზღვარგარეთ ჩატარება, ცხადია, რაღაცაზე მიუთითებს, რომელზეც საზოგადოებამ დასკვნები თავად უნდა გააკეთოს, რადგან ამას არც ავსტრიაში სიარული სჭირდებოდა და არც სხვაგან. მარტივად, 5 წუთში შესაძლებელი იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის გაწევა ისე, როგორც გააკეთა კახა კალაძემ. ამდენად, ვფიქრობ ამასთან დაკავშირებით დასკვნებს საზოგადოება თავად გააკეთებს“, - განაცხადა ამილახვარმა.

23 სექტემბერი 2021, 12:24

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მმართველი პარტია 50,9%-ით ლიდერობს

სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 16-20 სექტემბერს. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 2 792 რესპოდენტი. ცდომილების ზღვარი 3%-ს შეადგენს.

კახა კალაძე

23 სექტემბერი 2021, 12:21

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კახა კალაძე 57.9%-ით ლიდერობს

სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 16-20 სექტემბერს. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 2 792 რესპოდენტი. ცდომილების ზღვარი 3%-ს შეადგენს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

23 სექტემბერი 2021, 12:14

მსოფლიო

ზელენსკი: დღეს გაერო პენსიაზე გასული სუპერგმირივითაა, რომელსაც დაავიწყდა, რისი გაკეთება შეეძლო - გაერო თავს უძლურ და სუსტ მოხუცად გრძნობს

გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო პენსიაზე გასულ სუპერგმირს შეადარა.

23 სექტემბერი 2021, 12:08

მსოფლიო

აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთი და ჩინეთი „თალიბანთან“ დაკავშირებით საერთო პოზიციაზე შეთანხმდნენ

გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი ქვეყანა „თალიბანთან“ დაკავშირებით საერთო პოზიციაზე შეთანხმდა, ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.

ჯუანშერ ბურჭულაძე

23 სექტემბერი 2021, 12:06

თავდაცვა

სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ქარიშხალი 2021“ დასრულდა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სიმულაციური სცენარის მიხედვით, მე-4 მექანიზებული ბრიგადის 41-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულის ტაქტიკურმა ჯგუფმა მოწინააღმდეგეზე კომბინირებული საბრძოლო სროლები განახორციელა. 41-ე ბატალიონს მხარს 42-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის სატანკო და მექანიზებული ოცეულები და 44-ე საარტილერიო ბატალიონის III ბატარეა უჭერდა. წვრთნებში ჩართული იყო ასევე, სამედიცინო და საინჟინრო ასეულები.

კოალები

23 სექტემბერი 2021, 12:03

მსოფლიო

ბოლო 3 წლის განმავლობაში ავსტრალიაში კოალების პოპულაცია 30%-ით შემცირდა🐨

სპეციალისტების თქმით, პოპულაციის შემცირებას 2019-2020 წლის ტყის ხანძრებთან ერთად ხელი ანომალიურმა სიცხემ, გვალვამ და სასმელი წყლის უკმარისობამ შეუწყო. კოალების რაოდენობის კიდევ ერთი მიზეზი ადამიანის მიერ მათი ბინადრობის არეალის განადგურებაა.

23 სექტემბერი 2021, 11:39

საზოგადოება

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ პროექტის „დისკუსიები COVID-19-ის შესახებ“ მორიგი შეხვედრა გამართა

ჟვანიას სკოლის ბენეფიციარებსა და ტრენერებთან შეხვედრისას მაია რუხაძემ ისაუბრა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რა უნდა ვიცოდეთ COVID-19-ის ვირუსის შესახებ და შეხვედრის მონაწილეებს საინტერესო ინფორმაცია, კვლევის შედეგები და რეკომენდაციები მიეწოდათ.

23 სექტემბერი 2021, 11:36

COVID19

FDA-მ Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზა 65 წლიდან ასაკისა და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირებისთვის დაამტკიცა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზა 65 წლიდან ასაკისა და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირებისთვის დაამტკიცა.

23 სექტემბერი 2021, 11:29

მსოფლიო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

23 სექტემბერი 2021, 11:19

სამართალი

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ამ გადაწყვეტილებამდე 11 მსაჯული თითქმის 10 საათის განმავლობაში მსჯელობდა. მოსაამრათლმემ ზანდარაშვლს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დაკავება

23 სექტემბერი 2021, 11:16

სამართალი

თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ბრალდებული დააკავეს

სამინისტროს განცხადებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.პ. თბილისში დააკავეს. მას ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება.

23 სექტემბერი 2021, 11:14

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 230 მილიონს გადააჭარბა

ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 42 545 119 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 681 197 ​​​ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

23 სექტემბერი 2021, 11:11

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი კვიპროსელ კოლეგას, ნიკოს კრისტოდულიდესს შეხვდა

გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში, 2021 წლის 22 სექტემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, კვიპროსელ კოლეგას, ნიკოს კრისტოდულიდესს შეხვდა.

23 სექტემბერი 2021, 10:59

სპორტი

თეა წულუკიანმა და სოსო გიორგაძემ ფიგურული ციგურაობის ფედერაციასთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

სამინისტროს გადაწყვეტილებით, ფიგურული ციგურაობის ფედერაციას დამატებით 300 ათასი ლარი გამოეყო, რათა სპორტსმენებმა სრულფასოვანი მოსამზადებელი ეტაპები გაიარონ და მაქსიმალურად ბევრ საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზონ.

23 სექტემბერი 2021, 10:53

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 559 თბილისში, 241 კახეთში, 100 კი აჭარაში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1653 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 559 შემთხვევა, აჭარა - 100, იმერეთი - 227, ქვემო ქართლი - 116, შიდა ქართლი - 117, გურია - 35, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 180, კახეთი - 241, მცხეთა-მთიანეთი - 43, სამცხე-ჯავახეთი - 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

23 სექტემბერი 2021, 10:53

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა

ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე წერს.

23 სექტემბერი 2021, 10:52

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5,79%-ს შეადგენს

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 602 065 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 570 443, გარდაიცვალა 8 711 პაციენტი.