www.imedi.ge /  29 ივლისი 2021, 12:22 / სანდო წყარო

„ტანტა” და თერაპიის ცენტრი „გრადაცია” - Social Impact Award 2021-ის ფინალისტები ინკლუზიური მისიით

განათლება, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი უნარისა და შესაძლებლობის ადამიანისთვის, სივრცე, რომელიც არ გარიყავს და ადაპტაციაში დაეხმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს, აგრძნობინებს თავს საზოგადოების სრულფასოვან წევრად და ბარიერების გადალახვაში ხელს შეუწყობს — ესაა მისია იმ ორი სოციალური საწარმოსი, რომელიც Social Impact Award 2021-ის ფინალისტებს შორის მოხვდა.

ტანტა” სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მხარდასაჭერად და მათი პრობლემების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად ორიგინალურ ტანსაცმელს ქმნის, “გრადაცია” კი თერაპიის ცენტრია ლანჩხუთში, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების განვითარებაზე სპეციალისტების ჩართულობით იზრუნებს.

თერაპიის ცენტრი „გრადაცია“

ნინო კვიტაიშვილი დაწყებითი საფეხურის მომავალი მასწავლებელია. მისი ოჯახის წევრებიც მასწავლებლები იყვნენ და ბავშვობიდან კარგად იცის, რამდენად მნიშვნელოვანია, სათანადო ყურადღება მიაქციო თითოეულ მოსწავლეს, მათი უნარებისდა მიუხედავად. იცის, რამდენად რთულია მასწავლებლებისა და მშობლებისთვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების პრობლემებთან გამკლავება და რომ ამას სკოლებში მხოლოდ ერთი სპეციალური მასწავლებელი ვერ მოახერხებს. სწორედ ამიტომ, მან გადაწყვიტა მშობლიურ ლანჩხუთში გახსნას თერაპიის ცენტრი, სადაც გადამზადებული სპეციალისტები ბავშვებს სათანადო დახმარებას გაუწევენ.

ნინო გვიყვება, რომ ლანჩხუთში მსგავსი ცენტრი არ არის, არც თერაპევტები არიან გადამზადებულები ამ მიმართულებით. რამდენიმე სკოლაში ჰყავთ სპეციალური მასწავლებლები, მაგრამ ეს საკმარისი არაა. გრადაციაში ნინო ABA და Art თერაპიის დანერგვას გეგმავს, ეყოლებათ ლოგოპედიც, სამომავლოდ კი ფიზიოთერაპიას, სენსორულ თერაპიას და სხვა მიმართულებებსაც დაამატებენ.

„როგორც მოვიძიე, ლანჩხუთში ბევრი ბავშვია, რომელსაც თერაპია სჭირდება. გამოკითხვაც ჩავატარე და მშობლებსაც აქვთ ამის სურვილი. მათ თერაპიას სახელმწიფოც აფინანსებს და ჩვენც აუცილებლად გავუწევთ დახმარებას”, - ამბობს ნინო.

ნინოს, როგორც მომავალ მასწავლებელს სურს, ბავშვებსაც დაეხმაროს და თვითონაც მიიღოს გამოცდილება. „მინდა ბავშვებს გავუმარტივო კომუნიკაცია და არ იგრძნონ თავი გარიყულად”, - ამბობს ის.

ნინოსთვის სოციალური მეწარმეობის განვითარება პრიორიტეტულია. ამბობს, რომ სხვა ქვეყნებში ის მაღალ დონეზეა აყვანილი, საქართველოში კი იშვიათია. მისივე თქმით, სოციალური ბიზნესი არ ნიშნავს იმას, რომ პროდუქტი ან მომსახურება უფასო უნდა იყოს. არამედ, საწარმო მომგებიანიც უნდა იყოს და საზოგადოებასაც პრობლემების გადაჭრაში დაეხმაროს.

თერაპიის სესიების გარდა ნინო შემოსული თანხით ქალაქგარეთ, ბახმაროში, აბასთუმანში, ურეკსა თუ სხვა ადგილებში ბავშვებისთვის ბანაკის მოწყობასაც გეგმავს. გასვლითი თერაპიებისას ბავშვებს ერთმანეთთან ექნებათ კომუნიკაცია, რაც მათ საზოგადოებაში ინტეგრაციაში დაეხმარებათ.

ნინო უკვე შეხვდა Social Impact Award-ის მენტორს. მისი თქმით, მენტორმა ზუსტად იმ საჭიროებებს გაუსვა ხაზი, რაც პროექტს გააუმჯობესებდა. მაგალითად, გაიგო, როგორ შეუძლია დამატებითი სახსრების მოძიება.

ტანტა

ტანტას“ მიზანი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვების პრობლემებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. „ჩვენ სსსმ ბავშვების ნახატებს ტანსაცმელზე დავბეჭდავთ. ამავე ტანსაცმელზე იქნება დატანილი სპეციალური QR კოდი, რომლის დასკანერების შემდეგ მომხმარებელი მიიღებს მეტ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას ემსახურება ჩვენი ბრენდი და რა გამოწვევების წინაშე დგანან სსსმ ბავშვები”, - ამბობს ნიკოლოზ ძნელაძე, პროექტის ავტორი.

„იდეა მისი მეგობრის შვილიდან წამოვიდა - მასაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები აქვს და ძალიან უყვარს ხატვა. სწორედ მისი ნახატების ინსპირაციით გადაწყვიტა ნიკოლოზმა საწარმოს დაარსება.

„პროექტი ოთხი თვის წინ წამოვიწყეთ და ოქტომბრისთვის უკვე ვაპირებთ ბაზარზე ჩავუშვათ პროდუქტი. ჩვენი მიზანია, გვყავდეს სსსმ ბავშვების ჯგუფი, რომელიც ხატავს და რომლებსაც ამით შემოსავალი გაუჩნდებათ. გვინდა მათ მოვუწყოთ გამოფენა და საზოგადოებას უფრო ფართო ჭრილში ვაჩვენოთ მათი პრობლემები, ვაჩვენოთ, რომ სოციუმის ჩართულობით ბევრი დაბრკოლების გადალახვა შეიძლება. პირველი იყო ჩემი მეგობრის შვილი, შემდეგ კი ვიმედოვნებ, უფრო მეტი ადამიანი შემოგვიერთდება”, - ამბობს ის.

გუნდში ორი ადამიანია, ნიკოლოზი მარკეტინგულ საკითხებზე ზრუნავს, ირინა ციციშვილს კი დიზაინის, გაყიდვებისა და სოციალური მედიის მხარე აბარია. პროექტში აუთსორსზე ჩართულია, ასევე, ტანსაცმლის დიზაინერი და ვებდიზაინერი.

ნიკოლოზი გვიყვება, რომ „ტანტას“ ტანსაცმელი შეიძლება იყიდოს ყველამ, ვისაც სსსმ ბავშვების პრობლემების მოგვარება სურს. “ამისათვის საჭირო არაა, თავად იყვნენ პრობლემის ნაწილი, მთავარია, ჰქონდეთ მისი გადაჭრის სურვილი. ჩვენ ნებისმიერ მომხმარებელს საშუალებას ვაძლევთ, ჩაერთონ დონაციაში და ამით თავიანთი წვლილი შეიტანონ პრობლემების მოგვარებაში”, — ამბობს ის.

ნიკოლოზის თქმით, Impact Hub „ტანტას“ ბევრი მიმართულებით დაეხმარა. “გაგვიწიეს კონსულტაციები და ონლაინ რეჟიმში თუ ადგილზე ყოველთვის მზად იყვნენ, რომ აპლიკაცია სრულყოფილად შეგვევსო, ახლა კი პროექტის სრულყოფისთვის მენტორთან ერთად ვმუშაობთ.”

ტანტამ“ საჭირო თანხები მოიძია, პარტნიორებთან შეთანხმებას მიაღწია, ახლა კი წინ მთავარი სამუშაოა, რაშიც Social Impact Award-ის ორგანიზატორები ეხმარებიან. „ტანტას“ სამომავლო მიზანია, რომ სსსმ ბავშვები ინტეგრირებული იყვნენ სამხატვრო ჯგუფებში და არ იყვნენ იზოლირებულნი, გაუჩნდეთ შემოსავალი და იგრძნონ, რომ არ აქვს მნიშვნელობა მათ შესაძლებლობებს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იყოს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი.

Social Impact Award ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელიც ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციასა და ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ის 15-ზე მეტ ქვეყანაში ერთდროულად, ერთი და იმავე პრინციპით, ათი თვის განმავლობაში მიმდინარეობს და საქართველოში უკვე მეხუთე წელია, იმართება.

პროგრამა საქართველოში Impact Hub-ის ორგანიზებით და თიბისის პროგრამა სტარტაპერის მხარდაჭერით მიმდინარეობს, თიბისი ამ პროექტით ხელს უწყობს ბიზნესის მხარდაჭერას განვითარების ადრეულ ეტაპზე. Social Impact Award-ი ასევე ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით.

(R)

ყველა სიახლე

18 სექტემბერი 2021, 23:27

პოლიტიკა

დაავადებათა კონტროლის ცენტრი: ვაქცინაციის მოწოდების ბანერების სხვა შინაარსის ბანერებით ჩანაცვლება სიმართლეს თუ შეესაბამება, დაავადებათა კონტროლის ცენტრი გმობს ფაქტს და სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ პროცესთან კავშირი არ აქვს

თუ ვაქცინაციის მოწოდების ბანერების სხვა შინაარსის ბანერებით ჩანაცვლება სიმართლეს შეესაბამება, ჩვენ ვგმობთ ამ ფაქტს, - ამის შესახებ განცხადებას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ავრცელებს.

ზურაბ ჯაფარიძე

18 სექტემბერი 2021, 23:13

საზოგადოება

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ზურაბ ჯაფარიძის მიერ გახსნილი ბარი დალუქეს

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ზურაბ ჯაფარიძის მიერ გახსნილი ბარი დალუქეს. ადგილზე შრომის ინსპექციის წარმომადგენლები ცოტა ხნის წინ მივიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლების თქმით, ბარი მთავრობის განკარგულების დარღვევის გამო დააჯარიმეს, რომლის მიხედვითაც კვების ობიექტების მუშაობა 22:00 საათამდეა დასაშვები.

18 სექტემბერი 2021, 22:59

საზოგადოება

გარდაიცვალა კოტე მგალობლიშვილი, რომელიც საზოგადოებამ ფილმით „უდიპლომო სასიძო“ გაიცნო

გარდაიცვალა კოტე მგალობლიშვილი, რომელიც საქართველოს არაერთი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, იქამდე კი, საზოგადოებამ ფილმიდან „უდიპლომო სასიძო“ გაიცნო.

შალვა პაპუაშვილი

18 სექტემბერი 2021, 22:33

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი საია-ს სარჩელზე: ამ სარჩელის თეორიული დანიშნულება ერთადერთია - არჩევნების დისკრედიტაცია და საბოტაჟი

საია-ს სარჩელის თეორიული დანიშნულება ერთადერთია - არჩევნების დისკრედიტაცია და საბოტაჟი - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

იოანე გამრეკელი

18 სექტემბერი 2021, 22:27

პოლიტიკა

იოანე გამრეკელი „ნაცმოძრაობაზე“: ხელისუფლებაში ყოფნისას არა მარტო უთვალთვალებდნენ, არამედ ასაჯაროებდნენ ადამიანების პირადი ცხოვრების კადრებს

სასულიერო პირებზე თავდასხმები წლებია მიმდინარეობს. ეს კომუნისტების დროსაც იყო, მერეც იყო და ახლაც არის, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა განაცხადა.

პროკურატურა

18 სექტემბერი 2021, 22:24

სამართალი

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ძებნაში მყოფ ორ პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს

თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ძებნაში მყოფ აკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ. ოფიციალური დადგენილება პროკურატურამ ბრალდებულების ადვოკატს გააცნო.

იოანე გამრეკელი

18 სექტემბერი 2021, 22:16

პოლიტიკა

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი: ფარული ჩანაწერების გასაჯაროება დანაშაულია, ვინ აკეთებს ამას, ეს უნდა მოიკითხოს ხელისუფლებამ

მე არ ვიცი რა კომპრომატები აქვს, შეიძლება უბრალოდ ზოგადი ფრაზაა, რომ აჟიოტაჟი ატყდეს და საფუძველი საერთოდ არ გააჩნია. თუ არის მასალა მაშინ კონკრეტულად ვილაპარაკოთ, თუ ამას ვერ ვაკეთებთ, მაშინ ან არ არის ან არ უნდა მისი გაშუქება და მაშინ არ უნდა ილაპარაკოს, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა განაცხადა. მან ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობის მიერ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გაკეთებული განცხადება შეაფასა. მეუფე იაკობის განცხდებით, გიორგი გახარია შს მინისტრობის დროს, მაღალი თანამდებობის პირებისგან მღვდლებსა და სასულიერო პირებზე კომპრომატების შეგროვებას ითხოვდა.

შალვა პაპუაშვილი

18 სექტემბერი 2021, 21:39

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ოდირის დასკვნაზე მეტიც შევიტანეთ საარჩევნო რეფორმაში, ასე რომ გადაჭარბებულადაც კი არის შესრულებული

ჩვენ ვართ საქართველოს პარლამენტი, რომელსაც აქვს მანდატი საქართველოს მოსახლეობისგან, რომ მიიღოს საქართველოს კანონმდებლობა. საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს პარლამენტი. როდესაც ეუთო/ოდირის ბოლო რეკომენდაციები ჩამოვიდა ჩვენ მაშინაც ვაცხადებდით, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდა საერთო კონსენსუსით, თუ არ ჩავთვლით „ნაციონალური მოძრაობის“

შალვა პაპუაშვილი

18 სექტემბერი 2021, 21:22

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „ნაცმოძრაობასთან“ აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციები პარტიისთვის არჩევნების საბოტაჟისთვის საფუძვლის მომზადებას აპირებენ

პრობლემა ის კი არაა, რომ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიასთანაა აფილირებული, პრობლემა ისაა, რომ ამას მალავენ და თავს ისე ყიდიან, თითქოს ისინი დამოუკიდებელი ორგანიზაციები არიან, -ამის შესახებ „ქრონიკაში“„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

18 სექტემბერი 2021, 20:59

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ვფიქრობ, არჩევნების შემდეგ გიორგი გახარიას გუნდი ხუხულასავით ჩამოეშლება

ბოლო პერიოდში, რაც ვაკვირდები გიორგი გახარიასა და მის გუნდს, უკვე ტრაგიკომედიის სფეროშია, - ამის შესახებ „ქრონიკაში“„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

18 სექტემბერი 2021, 20:56

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ზიზღის ენაზე და ძალადობაზე საუბარი ფარისევლობაა, ზიზღის ენა და ძალადობა მათი მეორე სახელია

ქუჩის ბანერები გაუკვირდათ, სოციალური ქსელიც ასევე საჯარო სივრცეა, ნახეთ რა ხდება იქ, ან რა ენით საუბრობენ, ან როგორ ილანძღებიან, რა სახის მასალას ავრცელებენ და როგორ იყენებენ ზიზღის ენას ოპონენტების წინააღმდეგ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

18 სექტემბერი 2021, 20:36

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: არის მოლოდინი, რომ საარჩევნო კამპანიის ბოლო ორი კვირა დაძაბული იქნება

თვენახევრის წინ მშვიდ ვითარებაში დაიწყო საარჩევნო კამპანია, თუმცა მოსალოდნელი იყო ტემპერატურის მატება. ოპოზიცია ცდილობს რაც შეიძლება მაღლა აწიოს ტემპერატურა, - ამის შესახებ „ქრონიკაში“„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ვახუშტი მენაბდე

18 სექტემბერი 2021, 20:33

პოლიტიკა

ვახუშტი მენაბდე: პოლარიზების შემცირება საჭიროა იმისთვის, რომ ამომრჩევლებმა მშვიდ გარემოში, დამჯდარ გონებაზე მიიღონ გადაწყვეტილება

როდესაც პარტიები მიმართავენ ისეთ მოქმედებებს, რომლებიც ამახინჯებს წინასაარჩევნო გარემოს, ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ ფაქტებით და არასდროს არ ვერიდებით ამას. არც მომავალში მოვერიდებით, თუ დავინახავთ, რომ პარტიები ან არაეთიკურად იქცევიან ან კანონს არღვევენ. ზოგადად, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ ფაქტმა ვერ გეტყვით, რადგან ამ ფაქტის შეფასება ცალკე მჭირდება, - „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ პროგრამის დირექტორმა, ვახუშტი მენაბდემ

საქართველოს პროკურატურა

18 სექტემბერი 2021, 19:53

სამართალი

პროკურატურა: მოვუწოდებთ ყველას, ვინც ფლობს ინფორმაციას ფარულ ჩანაწერებზე ან ფიგურირებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებში, მოგვმართონ და ითანამშრომლონ გამოძიებასთან

საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები აქტიურად ტარდება. ამ საკითხზე უწყება სპეცოალურ განცხადებას ავრცელებს.

მუჰამედ ბაღეი
გიორგი გახარია

18 სექტემბერი 2021, 19:38

პოლიტიკა

ვენის კლინიკაში არ ფლობენ ინფორმაციას აქვს თუ არა ნევროლოგ მუჰამედ ბაღეის ნარკოლოგიური ტესტის ჩატარების ლიცენზია

ტელეკომპანია POSTV ავსტრიაში, RUDOLFINERHAUS-ის კლინიკის ხელმძღვანელობას დაუკავშირდა. ეს ის კლინიკაა, სადაც გიორგი გახარიამ ნარკოტესტი ჩააბარა. კლინიკაში ადასტურებენ, რომ ექიმი მუჰამედ ბაღეი საავადმყოფოში ნევროლოგის პოზიციაზე მუშაობს, სპეციალიზირდება დეპრესიის, გადაღლილობის, დემენციის და მეხსიერების გაფანტვის მიმართულებით.

თამთა მეგრელიშვილი

18 სექტემბერი 2021, 19:19

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: გიორგი გახარია ახალ ჩანაწერებს აანონსებს?

გიორგი გახარიას მიერ დაანონსებულ „სიურპრიზებს“ საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება. „არ უაყოფს, რომ ჩანაწერები მისი დავალებით გაკეთდა და მისივე დავალებით გამოიტანეს?! რას ნიშნავს სიურპრიზები ჯერ კიდევ წინ არის?! აანონსებს ახალ ჩანაწერებს?!“ - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ის პირად გვერდზე.

ლადო პაპავა

18 სექტემბერი 2021, 19:16

პოლიტიკა

ლადო პაპავა: „ნაციონალური მოძრაობა“ რიტორიკას განაგრძობს და ბიზნესს ისევ ემუქრება

პაპავას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ რიტორიკას განაგრძობს და ბიზნესს ისევ ემუქრება. თუ კომპანიამ დაარღვია კანონი ეს საქმე შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ და არა პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა, - ასე ეხმაურება ეკონომიკის ექსპერტი ლადო პაპავა ოპოზიციონერი ლიდერებისა და აქტივისტების ნაწილის მოწოდებას საზოგადოებისადმი, უარი თქვან Wissol ჯგუფში შემავალი ობიექტებით სარგებლობაზე.

დავით ქართველიშვილი

18 სექტემბერი 2021, 19:15

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ეს არ იყო არანაირი პოლიტიკური შეთანხმება! ეს იყო სამართლის აღსრულება და მისი ზეიმი!

ექსპერტი დავით ქართველიშვილი, მეგის ქარდავას უკრაინიდან ექსტრადირებას ეხმიანება და დეტალურად განიხილავს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ განხორციელებულ ქმედებებს, თვიდან აერიდებინათ მისი საქართველოში ექსტრადირება ქართველიშვილის თქმით, ეს არ ყოფილა არც ნაჩქარევი და არც ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი, მისი ექსტრადირება, მხოლოდ სამართლიანობის აღდგენას ემსახურებოდა.

კახა კალაძე

18 სექტემბერი 2021, 18:46

საზოგადოება

კახა კალაძე: ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერსაშიში ფერდის გამაგრება ოქტომბრის ბოლოს დასრულდება

თბილისის მერია წყნეთის გზატკეცილზე, სატყეო ტერიტორიის მიმდებარედ, დამეწყრილ უბანს საყრდენი კედლებით ამაგრებს. ადგილზე დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილესთან - ირაკლი ბენდელიანთან ერთად იმყოფებოდა.

18 სექტემბერი 2021, 18:28

პოლიტიკა

ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერები ბათუმშიც გამოჩნდა

ბანერები, რომლებზეც ოპოზიციის რამდენიმე ლიდერია გამოსახული წარწერით - „არა ნაცებს, არა ბოროტებას! არა ღალატს!“ ბათუმშიც გამოჩნდა.