imedi /  29 ივლისი 2021, 12:26 / სანდო წყარო

თიბისი დაზღვევა - აზღვევ ყველაფერს, რაც განერვიულებს

თიბისი დაზღვევის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივება და მათთვის საუკეთესო მომსახურებისა და სერვისის შექმნაა.

უკვე მეხუთე წელია, მომხმარებლის საჭიროებებზე ორიენტირებული მიდგომებითა და მუდმივი განვითარებით, კომპანია ლიდერის პოზიციებს იკავებს საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე.

ბოლოდროინდელი მონაცემების მიხედვით, ავტოდაზღვევის პოპულარიზაციის შემდეგ, საქართველოში იმატებს ბინის დაზღვევით დაინტერესებული ადამიანების რიცხვიც. ამის მიზეზი კი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისაგან თავის დაცვაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ყველა ინდივიდისათვის მნიშვნელოვან საკითხს, - საცხოვრებელ სახლს ეხება.

უფრო დეტალურად კი თიბისი დაზღვევის მომხმარებლები გვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებასა და მიზეზებს, რამაც მათ შემთხვევაში, ბინის დაზღვევის შეძენა განაპირობა:

„მთავარი რაც მანერვიულებდა, არის ხის სახლი და ცეცხლის გაჩენის ალბათობა. ამიტომაც, დავაზღვიე. მოხდა ისე, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ, დიდი რაოდენობით წყალი ჩამოვიდა. შესაბამისად, დაზიანდა ჭერი, კედლები, ავეჯი და იატაკი... ყოველ საფეხურზე ვგრძნობდი სადაზღვევოს მხრიდან ჩართულობასა და სურვილს, - ჩემთვის წყლის ჩამოსვლით გამოწვეული დისკომფორტი სწრაფად და მარტივად მოეგვარებინათ. საბოლოოდ, თანხა, რომელიც თიბისი დაზღვევამ ჩამირიცხა სრულად საკმარისი იყო იმისათვის, რომ დაზიანებული მიდამოები აღდგინდა ნერვიულობისა და გადაჭარბებული დანახარჯების გარეშე”, - გიორგი.

„დაზღვევის შეძენა მაშინ გადავწყვიტე, როდესაც თიბისი დაზღვევიდან დამიკავშირდნენ და სადაზღვევო შეთავაზება მოვისმინე. იმდენად დიდი რისკების შემთხვევაში მთავაზობდნენ დაცვას, რომ რა თქმა უნდა, დავაზღვიე. პირველი რვა თვე არც დამჭირვებია დაზღვევის გამოყენება და გაუქმებასაც კი ვფიქრობდი. აქედან ერთი კვირის შემდეგ, ვიმყოფებოდი ქალაქგარეთ, როცა გავიგე, რომ მეზობლისგან წყალი ჩამოვიდა. დავაფიქსირე შემთხვევა და მეორე დღესვე სადაზღვევოს წარმომადგენლები მივიდნენ ლოკაციაზე, შეაფასეს ზარალი და რამდენიმე დღეში ანაზღაურებაც ჩამერიცხა. გარდა იმისა, რომ ფინანსური ზარალი ამინაზღაურდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ მე სახლს ვაქირავებ და იმ ადამიანებმა, რომლებიც ჩემს სახლში ცხოვრობენ თავი კიდევ უფრო დაცულად იგრძნეს”, - მარიკა

საბოლოოდ, გარდა იმისა, რომ საჭირო დროს ბინის დაზღვევა შენი სახლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტი ხდება, მისი ფასიც წარმოუდგენლად ხელმისაწვდომია. ბინის დაზღვევის შესახებ დამატებით ინფორმაციას გაეცნობი ბმულზე: https://home.tbcinsurance.ge/

(R)

ყველა სიახლე

ზურაბ აბაშიძე

27 სექტემბერი 2021, 22:51

საზოგადოება

ზურაბ აბაშიძე: ჟვანიას ქუჩაზე სკვერი მოეწყობა

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ზურაბ ჟვანიას ქუჩაზე უკვე შერჩეულია ადგილი, სადაც მოსახლეობის თხოვნით სკვერი მოეწყობა. ამის შესახებ მან თბილისის მერობის კანდიდატთან, კახა კალაძესთან ერთად, მთაწმინდის რაიონის ამომრჩეველთან ონლაინ შეხვედრისას განაცხადა.

კახა კალაძე
ზურაბ აბაშიძე

27 სექტემბერი 2021, 22:47

საზოგადოება

კახა კალაძე: მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტი აღდგება

„მთაწმინდის ფერდზე მართლაც მძიმე ვითარებაა - ფიჭვები გახმა, სანიტარიული ჭრის გარეშე ჯანსაღი ხეებიც დაავადდება. სამუშაოები ამ მიმართულებით დაწყებულია. დარგის სპეციალისტები აღნიშნულ პროცესში აქტიურად ჩაერთნენ. მე მინდა, მადლობა გადავუხადო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“, რომელმაც დიდი მხარდაჭერა გამოგვიცხადა. მთაწმინდის ფერდი, რომელიც კუს ტბით მიმართულებით მიდის, სრულად მოწესრიგდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე

27 სექტემბერი 2021, 22:27

საზოგადოება

კახა კალაძე: დავით სოკოლოვის სახით თბილისმა ღირსეული შვილი დაკარგა

კახა კალაძე ცნობილი ქართველი ჟურნალისტის და ტელეწამყვანის დავით სოკოლოვის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „მინდა, სამძიმარი გამოვთქვა ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, წამყვანის, დავით სოკოლოვის გარდაცვალების გამო. მქონდა პატივი ბატონ დავითთან ურთიერთობის. ის იყო ნამდვილი თბილისელი, ღირსეული ადამიანი, რომელსაც უყვარდა ეს ქალაქი და იყო მისი დიდი გულშემატკივარი. დავით სოკოლოვის სახით, თბილისმა დაკარგა ღირსეული შვილი. სამძიმარს ვუცხადებ ბატონი დავითის ოჯახს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მამუკა მდინარაძე

27 სექტემბერი 2021, 22:22

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: თბილისში პირველივე ტურში გამარჯვების იმედიც გვაქვს და ყველა რეალური მონაცემიც ამაზე მეტყველებს

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველ პარტიას თბილისში პირველივე ტურში გამარჯვების იმედი აქვს.

კახა კალაძე
ზურაბ აბაშიძე

27 სექტემბერი 2021, 22:22

პოლიტიკა

კახა კალაძე: ყველა სიკეთე, რაც ეხება თბილისს, თანაბრად ეხება საქართველოს ყველა კუთხის შვილს

„მე, როგორც თბილისის მოქმედ მერს და მერობის კანდიდატს, მჯერა, რომ აქ, საქართველოს დედაქალაქში განხორციელებული ყველა წარმატებული პროექტი ასევე, გვაახლოებს ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებთან. ყველა სიკეთე, რაც ეხება თბილისს, თანაბრად ეხება საქართველოს ყველა კუთხის შვილს. ამდენად, მე და ჩემი გუნდი კარგად ვაცნობიერებთ, რას ნიშნავს იყო პასუხისმგებელი თბილისზე - ეს არის უდიდესი პატივი და კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

მამუკა მდინარაძე

27 სექტემბერი 2021, 22:14

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: არარეალურ დრამებზე დაყრდნობით ქაოსის შექმნას ცდილობენ

„დღეს ვნახეთ ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მოწყობილი პროვოკაცია „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის მხრიდან, რომელიც ითხოვდა რაღაც სითხის გადაცემას. კანონში სად წერია, რომ ეს სითხე არ უნდა იყოს ამ დროს ან უნდა იყოს. ასეთ არარეალურ ფაქტებზე, ასეთ დრამებზე დაყრდნობით უნდათ, რაღაც ქაოსის ფონი შექმნან, მაგრამ არ გამოუვათ. მოლოდინებსა და წარმოდგენებს, რაც მათ აქვთ, ამ ქვეყანაში აღსრულება არ უწერია. ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ, ძლიერ ქვეყანაში და არავინ აპირებს ამ პროვოკაციებზე წამოეგოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კახა კალაძე

27 სექტემბერი 2021, 22:03

პოლიტიკა

კახა კალაძე: ხუთკაციანი აქციებით ნამდვილად ვერავის შეაშინებენ

არ გამოვრიცხავ, რომ პროვოკაციები კიდევ მოეწყოს კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან, ეს მათი ხელწერაა. თუ გავიხსენებთ ასევე განვლილ არჩევნებს, ვიცით, მათი ხელწერა როგორია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძე

27 სექტემბერი 2021, 21:52

პოლიტიკა

კახა კალაძე IPSOS-ის კვლევაზე: შეინახეთ ეს კვლევები და 2 ოქტომბერს ვნახავ, რომ ეს იყო ძალიან დიდი ტყუილი

„პირველივე ტურში დამთავრდება არჩევნები. ამის თქმის შესაძლებლობას მაძლევს თბილისელების მხარდაჭერა და თანადგომა, რასაც ვგრძნობთ ყოველდღიურად და ამისთვის გულწრფელი მადლობა თითოეულ ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს“.

კახა კალაძე

27 სექტემბერი 2021, 21:34

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენი ულამაზესი თბილისი აუცილებლად გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს, რათა მეტი სიცოცხლე შევიდეს ყველა უბანში

თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო ვიდეორგოლის წარდგენისას მადლობა გადაუხადა თბილისელებს იმ მხარდაჭერისთვის, რასაც მათგან ყოველდღიურად იღებს.

ჯო ბაიდენი

27 სექტემბერი 2021, 21:30

COVID19

ჯო ბაიდენი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აიცრა. ვიდეო

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აიცრა.

სალომე ზურაბიშვილი
დემნა გვასალია

27 სექტემბერი 2021, 21:27

კულტურა

საქართველოს პრეზიდენტმა დიზაინერი დემნა გვასალია ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარიზში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საზღვარგარეთ ქართული დიასპორის გამორჩეული წარმომადგენელი, მოდის დიზაინერი, მოდის სახლის Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია ღირსების მედლით დააჯილდოვა.

ირაკლი ჩიქოვანი

27 სექტემბერი 2021, 21:18

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენ ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ დიალოგისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობაზე, რაც მიგვიყვანს პრაქტიკულ გადაწყვეტილებამდე საერთო რეგიონალური ინტერესების განხორციელებაში

სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტის ჰუმანიტარულ შედეგები განიხილეს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე, სადაც სიტყვით გამოვიდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი.

27 სექტემბერი 2021, 21:17

მსოფლიო

მედია: ნიგერიაში, შეიარაღებულმა პირებმა 14 ჯარისკაცი, 5 პოლიციელი და სამოქალაქო თავდაცვის ძალების 3 წევრი მოკლეს

ნიგერიის სოკოტოს შტატში, შეიარაღებულმა პირებმა 14 ჯარისკაცი, 5 პოლიციელი და სამოქალაქო თავდაცვის ძალების 3 წევრი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

გიორგი ამილახვარი

27 სექტემბერი 2021, 21:15

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი გახარიაზე: როდესაც მას პირად კარიერაში კრიტიკული მომენტები ჰქონდა, „ქართული ოცნება“ გვერდით დაუდგა

თქვენ წარმოიდგინეთ ბიძინა ივანიშვილს როგორ ვერ გაუმართლა იმედები გიორგი გახარიამ, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ამილახვარი გიორგი გახარიას განცხადებას, როდესაც მან თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მისი ნდობა არ გაამართლა.

კახა კალაძე

27 სექტემბერი 2021, 21:08

პოლიტიკა

კახა კალაძე: მოვა დრო როდესაც ქართველი, აფხაზი და ოსი ახალგაზრდები ერთად მოივლიან საქართველოს და იმღერებენ, რომ მათი „საქართველო აქ არის“

დღეს 27 სექტემბერია. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული - სოხუმის დაცემის დღე. ესაა შემთხვევა, როცა დრო იარებს ვერაფერს უხერხებს, რადგანაც ქართველი ხალხი ვერასდროს შეეგუება ერთიანი საქართველოს განუყოფელი ნაწილის ძალით მოკვეთის მცდელობას, - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, დღეს, „ქართული ოცნების“ საარჩევნო ვიდეორგოლის პრეზენტაციისას განაცხადა.

მარკ მილი

27 სექტემბერი 2021, 20:49

მსოფლიო

გენერალი მარკ მილი: ამერიკულმა და რუსულმა ძალებმა კომუნიკაცია უნდა გააძლიერონ, რათა შესაძლო კონფლიქტი თავიდან აიცილონ

აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ ამერიკულმა და რუსულმა ძალებმა კომუნიკაცია უნდა გააძლიერონ, რათა შესაძლო კონფლიქტი თავიდან აიცილონ.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 სექტემბერი 2021, 20:46

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მჯერა, 2 ოქტომბერს გამარჯვებას ვიზეიმებთ - „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ ჰყავს

ჩვენ, მთელი საარჩევნო კამპანიის პერიოდში არაერთი პროვოკაციის მომსწრენი გავხდით, მაგრამ ჩვენ ვაჩვენეთ უმაღლესი სტანდარტი, სტანდარტი იმისა, თუ როგორ უნდა ჩავატაროთ ევროპული სტანდარტების შესაბამისი საარჩევნო კამპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით, - ამ ის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კახა კალაძის საარჩევნო კლიპის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

27 სექტემბერი 2021, 20:40

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა საქართველოს ისტორიაში, როდესაც ჩვენ დროებით დავკარგეთ ტერიტორიული მთლიანობა

დღესაა 27 სექტემბერი, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში, როდესაც ჩვენ დროებით დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, დღეს პარტიის საარჩევნო ვიდეორგოლის წარდგენისას განაცხდა.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 სექტემბერი 2021, 20:33

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მომავალი არის ნათელი - გვჯერა, რომ ერთ დღეს გაერთიანდება ჩვენი ქვეყანა, ვიქნებით ძლიერი, მტკიცე სახელმწიფო

„ეს დღე სიმბოლურია, ვინაიდან ჩვენ ერთი მხრივ გვაერთიანებს ტკივილი და დროებითი მოუშუშებელი იარა, რომელიც სოხუმის დაცემამ მოგვაყენა ჩვენ ყველას, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ კარგად გვახსოვს და კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა გავიხსენოთ ეს დღე და სწორედ ამ სულისკვეთებით, უკეთესი მომავლის რწმენით უნდა ვისაუბროთ მომავალზე“, - განაცხადა პრემიერმა.

დავით სოკოლოვი

27 სექტემბერი 2021, 20:32

საზოგადოება

ცნობილი ტელეწამყვანი დავით სოკოლოვი გარდაიცვალა

85 წლის ასაკში საქართველოს პირველი არხის ტელეწამყვანი, დავით სოკოლოვი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ოჯახის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს.