www.imedi.ge /  29 ივლისი 2021, 15:05 / სანდო წყარო

თბილისის საკრებულოს კონკურსის „პანდემია, როგორც შესაძლებლობა“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

პანდემია როგორც შესაძლებლობა

თბილისის საკრებულოს კონკურსის „პანდემია, როგორც შესაძლებლობა“ გამარჯვებულები დასახელდნენ. გამარჯვებულ სკოლებსა და გუნდებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი მიესალმნენ და ჯილდოები გადასცეს.

კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილებით, პირველი ადგილი N203, მეორე ადგილი - N115 და მესამე ადგილი N138 საჯარო სკოლებმა მოიპოვეს. ნომინაციაში „ჟიურის სპეციალური აღნიშვნა“ გამარჯვებულად დასახელდა N16 საჯარო სკოლა, „ხალხის რჩეული“ კი N 172 საჯარო სკოლა გახდა.

გიორგი ტყემალაძის თქმით, კონკურსის მიზანი პანდემიით გამოწვეული გლობალური პრობლემის პოზიტიურ ჭრილში ხედვა იყო. მისივე თქმით, კონკურსის მიმდინარეობისას მოსწავლეებმა საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობები და ინტერესები აღმოაჩინეს.

„კონკურსი საინტერესოდ და შემეცნებითად წარიმართა. განსაკუთრებულად მინდა გამოვყო მოსწავლეების მიერ გამოვლენილი მაღალი ერუდიცია და სხვადასხვა აქტუალური საკითხიდ მიმართ სამოქალაქო პოზიცია. მადლობა მინდა გადავუხადო კონკურსის ორგანიზატორებს და ყველა მონაწილეს. მინდა მივულოცო კონკურსში გამარჯვებულებს და წარმატება ვუსურვო მათი ნიჭის წარმოჩინების გზაზე“, - განაცხადა ტყემალაძემ.

თინათინ ნიბლოშვილმა აღნიშნა, რომ კონკურსის მიმდინარეობისას მოსწავლეებმა ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს, გააანალიზეს კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული გლობალური რისკი, საკუთარი და საზოგადოების როლი პანდემიის მართვასა და მის პრევენციაში. მან მადლობა გადაუხადა ყველა მონაწილეს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს და ჟიურის წევრებს.

„კონკურსი „პანდემია, როგორც შესაძლებლობა“ წარმატებით ჩატარდა. არ შემიძლია ჩემი აღფრთოვანება არ გამოვხატო მოსწავლეების ენთუზიაზმის და მათ მიერ გამოვლენილი უნარების გამო. ძალიან სასიამოვნო იყო ამ უაღრესად საინტერესო პროცესისთვის თვალყურის მიდევნება. მადლობა ყველა მონაწილეს მათი ნიჭისთვის და ვულოცავ გამარჯვებულებს“, - განაცხადა მან.

კონკურსის გამარჯვებული სკოლების დირექტორებსა და მოსწავლეებს კონკურსის მხარდამჭერი კომპანიების „ლიბერთი ბანკი“, „ბიბლუსი“ და „ვულე-ვუს“ მიერ დაწესებული საჩუქრები გადაეცათ.

საკრებულომ კონკურსი „პანდემია, როგორც შესაძლებლობა“ 2 ივნისს ერთჯერადად გამოაცხადა. პროექტის მიზანი იყო პანდემიის პერიოდის პოზიტიურ ჭრილში განხილვა და ბავშვების დახმარება იმ იდეების, სიახლეების, საინტერესო გეგმების რეალიზაციაში, რომლებიც პანდემიის პერიოდში დაუგროვდათ. კონკურსში თბილისში მდებარე ორმოცდაექვსმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ მიიღო მონაწილეობა.

კონკურსი განათლებისა და კულტურის კომისიის ორგანიზებით ჩატარდა.

ყველა სიახლე

კრისტიანუ რონალდუ

21 სექტემბერი 2021, 11:07

სპორტი

კრიშტიანუ რონალდუ თაღლითობის მსხვერპლი გახდა

საფეხბურთო კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ თაღლითობის მსხვერპლი გახდა. ამის შესახებ Jornal de Notícias-ი წერს.

21 სექტემბერი 2021, 10:59

საზოგადოება

„ალმა“: სამწუხაროა, რომ ჩვენ მიერ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული ვაქცინაციის მხარდამჭერი აქცია პოზიტიური შეფასების ნაცვლად კომპანიაზე უსაფუძვლო თავდასხმების საფუძველი გახდა

მათი თქმით, მიმდინარე წლის აპრილის თვეში, სარეკლამო კომპანია „ალმამ“, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდასაჭერად, ქვეყნის მასშტაბით უსასყიდლოდ გამოყო 40 გარე სარეკლამო მონიტორი და 14 სარეკლამო ბილბორდი, რითაც მაქსიმალურად შეუწყო ხელი საზოგადოების ვაქცინაციისკენ მოწოდების კამპანიის ეფექტიანად განხორციელებას.

21 სექტემბერი 2021, 10:58

COVID19

საქართველოში 1 199 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 310 პირი იმყოფება

ამ ეტაპზე საქართველოში 1 199 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 310 იმყოფება. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 1 199 მძიმე პაციენტიდან თბილისში მკურნალობს 452 პაციენტი, აჭარაში - აჭარაში - 132, იმერეთში - 338. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 310 პირი, მათგან თბილისში - 195, აჭარაში - 15, იმერეთში - 29.

21 სექტემბერი 2021, 10:57

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7,21%-ს შეადგენს

20 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7,21 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 7,06 %, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 6,65 %. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 598 396 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 565 773, გარდაიცვალა 8 621 პაციენტი.

21 სექტემბერი 2021, 10:51

პოლიტიკა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში „პატრიოთა ალიანსის”ერთადერთმა მაჟორიტარმა პარტია დატოვა და კანდიდატურა მოხსნა

მუმლაძე ერთადერთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო „პატრიოტთა ალიანსიდან” ზესტაფონის მუნიციპალიტეტში. მან უკვე მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას კანდიდატურის ჩახსნის განცხადებით.

ივანე ჩხაიძე

21 სექტემბერი 2021, 10:50

COVID19

ივანე ჩხაიძე: 16-17 წლის მოზარდების ვაქცინაცია უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს

„თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასაკობრივი ჯგუფი სულ ახლახან შეირჩა. ეს პროცესი რა თქმა უნდა მეტ გააქტიურებას საჭიროებს, მეტი ადამიანი უნდა იყოს ჩართული, პირველ რიგში ოჯახი, რადგან ბავშვის გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი 16-17 წლისები არიან, აუცილებლად უნდა იყოს მიღებული გაცნობიერებულად“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

ჯასტინ ტრიუდო

21 სექტემბერი 2021, 10:48

მსოფლიო

კანადაში ჯასტინ ტრიუდოს ლიბერალური პარტია არჩევნებს იგებს

კანადის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრიუდოს ლიბერალური პარტია პირველადი მონაცემებით, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში იმარჯვებს. ამის შესახებ CBC საარჩევნო კომისიის წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.

21 სექტემბერი 2021, 10:43

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 705 თბილისში, 492 იმერეთში, 149 კი აჭარაში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2470 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 705 შემთხვევა, აჭარა - 149, იმერეთი - 492, ქვემო ქართლი - 181, შიდა ქართლი - 161, გურია - 48, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 270, კახეთი - 319, მცხეთა-მთიანეთი - 63, სამცხე-ჯავახეთი - 60, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 22.

21 სექტემბერი 2021, 10:36

COVID19

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 15 096-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 671 295 აცრა გაკეთდა.

21 სექტემბერი 2021, 10:35

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 46 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 46 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

21 სექტემბერი 2021, 10:34

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 2470 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2470ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2243 პაციენტი.

21 სექტემბერი 2021, 10:33

ეკონომიკა

ნათია თურნავა: საქართველო რეგიონში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებას დაიწყებს

„ჩვენ შეხვედრა გვქონდა საამიროების მსხვილ სავაჭრო ქსელთან, რომელიც საქართველოდან პროდუქციის იმპორტს ახორციელებს, შესაბამისად, აქვს საქართველოს მწარმოებლებთან თანამშრომლობის დადებითი გამოცდილება და რაც მთავარია, მის სავაჭრო ქსელში ყოველწლიურად იზრდება საქართველოში წარმოებული პროდუქციის, განსაკუთრებით, აგროსამრეწველო ნაწარმის მოცულობა. ვფიქრობ, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედება შესაძლებელს გახდის, რომ მეტი ქართული პროდუქცია იყოს წარმოდგენილი საამიროების ბაზარზე,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

გიორგი ხელაშვილი

21 სექტემბერი 2021, 10:23

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: მთავარი გზავნილი ევროპარლამენტარებისთვის და საერთოდ, ჩვენი დასავლელი მეგობრებისთვის არის საქართველოს დემოკრატიული განვითარების შეუქცევადობა

„ვხედავთ, რომ არანაირი განსაკუთრებული გაუგებრობა, წინააღმდეგობა, ეჭვი არ არსებობს. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი, საქართველო ყალიბდება ევროპის შემადგენელ ნაწილად თავისი წინააღმდეგობებით, სამწუხაროდ ძალიან დიდი პოლარიზაციით, რასაც ყველა აღნიშნავს და საერთო შთაბეჭდილება არის, რომ ეს მწვავე დაპირისპირება საქართველოში უნდა დასრულდეს სწორედ იმით, რომ მხარეებმა აღიარონ თამაშის საერთო სტანდარტები, რისკენაც იმედი მაქვს მივდივართ და იმედი მაქვს რომ ეს არჩევნები ამ მხრივ მართლაც გარდამტეხი იქნება“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

21 სექტემბერი 2021, 10:21

სპორტი

თეა წულუკიანი ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძესთან ერთად, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.

21 სექტემბერი 2021, 10:16

ეკონომიკა

სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი სტაბილური პერსპექტივით უცვლელ Ba2 დონეზე დაადასტურა

სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ Ba2 დონეზე დაადასტურა, სტაბილური პერსპექტივით. ინფორმაციას საკრედიტო რეიტინგის შესახებ ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

21 სექტემბერი 2021, 10:05

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა მიმდინარე წლის 29 მაისს, თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, „აფხაზეთის განათლების ცენტრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა 1999 წელს დაბადებულ ლ.ს.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

21 სექტემბერი 2021, 09:57

საზოგადოება

დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გლდანის რაიონში,გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, კაცხის, ვარდისუბნის, განთიადის, ქერჩის, ბოლნისის, რაჭისუბნის და გობრონიძის ქუჩების მოსახლეობას.

21 სექტემბერი 2021, 09:47

სამართალი

დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი და 214-ე მუხლის მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

21 სექტემბერი 2021, 09:35

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი.

21 სექტემბერი 2021, 09:21

COVID19

რას ასახელებენ საქართველოში ვაქცინაციაზე უარის მიზეზად

ექიმი-ეპიდემიოლოგი ხათუნა ზახაშვილის თქმით, არაერთი კვლევისა და წარდგენილი მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში არსებული ყველა ვაქცინა სრულიად უსაფრთხოა და არსებული ცრუ თეორიები საზოგადოებისთვის მხოლოდ და მხოლოდ ზიანის მომტანია.