imedi.ge /  29 ივლისი 2021, 21:33 / სანდო წყარო

თენგიზ ცერცვაძე: ზურაბ ჭიაბერაშვილმა რეალობის აღქმა დაკარგა

თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე

ბატონმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა რეალობის აღქმა დაკარგა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ზურაბ ჭიაბერაშვილი დღემდე მისთვის ყველაზე პატივსაცემი ადამიანების ვიწრო წრეში შედიოდა, მაგრამ მისივე განმარტებით, დღეს მან ისეთი რამ იკადრა, რომ მისდამი ყოველგვარი პატივისცემა დაკარგა.

„ბატონმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დაწერა პოსტი, სადაც სიტყვა-სიტყვით ამბობს: „მადლობა ვახო კალოიანს, ბიძინა კულუმბეგოვს და კიდევ არაერთ პროფესიონალს, რომელიც არ შეშინდა და იბრძოლა იმისათვის, რომ ტოცილიზუმაბი კოვიდის მკურნალობის კლინიკური პროტოკოლის ნაწილი გამხდარიყო და ის სახელმწიფოს დაეფინანსებინა“.

ბატონი ზურაბი დღემდე შედიოდა ჩემთვის ყველაზე პატივსაცემი ადამიანების ვიწრო წრეში, იმიტომ რომ ის იყო ძალიან კარგი ჯანდაცვის მინისტრი და პროგრესული პიროვნება. მე სწორედ ამიტომ ვცდილობდი რეაქცია არ მიმეცა მის პერიოდულ ყოვლად დაუმსახურებელ კრიტიკულ გამოხტომებზე, მაგრამ დღეს მან ისეთი რამ იკადრა, რომ მისდამი ყოველგვარი პატივისცემა დავკარგე.

ბატონო ზურაბ, ბ-ნ ვახო კალოიანს, ბ-ნ ბიძინა კულუმბეგოვს და კიდევ „არაერთ პროფესიონალს“ რომ უშიშარ მებრძოლებად აცხადებთ, რომელთა დამსახურებითაც თითქოს ტოცილიზუმაბი COVID-19-ის მკურნალობის კლინიკური პროტოკოლის ნაწილი გახდა და ამიტომ სახელმწიფომ დააფინანსა სინდისი სულ არ გაწუხებთ?! პოლიტიკური კონიუნქტურისთვის ყველაფერი ხომ არ უნდა იკადროთ. ხომ იცით, რომ ამას სიმართლესთან ერთი პროცენტიც კი არა აქვს საერთო და სინამდვილეში ყველაფერი პირიქით იყო. ბარემ აივ/შიდსის პროგრამა, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაც და ლაშა ბექაურის ოლიმპიური ჩემპიონობაც ბატონ კალოიანს, ბატონ კულუმბეგოვს და მათ თანამოაზრეებს მიაწერეთ.

თქვენი განცხადება მით უფრო უპატიებელია, რომ ძალიან კარგად, შესანიშნავად იცით თუ რა როგორ იყო სინამდვილეში. ესე იგი შეგნებულად და გამიზნულად ტყუით პრინციპით: „თქვი დიდი ტყუილი, ხშირად გაიმეორე და ბოლოს და ბოლოს ხალხი მას დაიჯერებს“. მერე რა, რომ ამას თქვენი რეპუტაცია შეეწირება.

მთელმა ქვეყანამ იცის, რომ ტოცილიზუმაბს ჩვენ უკვე ერთ წელზე მეტია, პანდემიის დასაწყისიდანვე ვიყენებთ. მაშინ როდესაც არათუ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც კი ძალიან ცოტა ვინმეს სჯეროდა მისი ეფექტიანობის. 2020 წლის ივნისში პირველმა არხმა 10 წუთიანი ვიდეო-ფილმიც კი გადაიღო იმაზე, თუ როგორ გადავარჩინეთ ტოცილიზუმაბით 83 წლის სასიკვდილოდ განწირული COVID-19-ით პაციენტი. ბოლო თვეებში ჩვენი რეკომენდაციით და ჩვენი შედგენილი პროტოკოლის მიხედვით ტოცილიზუმაბს ჩვენს გარდა კიდევ 10 კლინიკა იყენებდა. ასე მაგალითად, მარტო ბოლო ორ თვეში ჩაფიძის გულის ცენტრმა 9 მძიმე და კრიტიკულად მძიმე COVID-19-ით ავადმყოფს უმკურნალა ტოცილიზუმაბით და მათგან 8 გადარჩა და ა.შ. ბ-ნი კალოიანი და მისი თანამოაზრეები კი მხოლოდ გვაბულინგებდნენ და ბრალს გვდებდნენ იმაში, რომ ადამიანებზე ექსპერიმენტებს ვატარებდით. მხოლოდ მას შემდეგ, რაც არცთუ ისე დიდი ხნის წინ ინგლისელების დიდი კვლევებით დადასტურდა, რომ ტოცილიზუმაბი სიცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტია 180 გრადუსით შეცვალეს თავისი რიტორიკა და სხვანაირად აჭიკჭიკდნენ (შერცხვებოდათ თუ რა). ადვილი წარმოსადგენია, რა მოხდებოდა რომ ჩვენს საექიმო ალღოს და გამოცდილებას არ გაემართლებინა და ტოცილიზუმაბის ეფექტიანობა არ დადასტურებულიყო, ალბათ ჩაგვქოლავდნენ. ასე რომ, ვინ იბრძოდა მართლა უშიშრად და ვისი დამსახურებაა ტოცილიზუმაბის საქართველოში დანერგვა ყველამ, მათ შორის თქვენც, ძალიან კარგად იცით.

რაც შეეხება პროტოკოლს, ტოცილიზუმაბი ჩვენ მიერ ჯერ კიდევ 2020 წლის ივნისიდან შეტანილია COVID-19-ის კლინიკური მართვის ნაციონალურ პროტოკოლში (სად იყო ამ დროს ან კალოიანი ან კულუმბეგოვი ან სხვა) და მის ფართოდ დანერგვას კლინიკურ ჯგუფთან და COVID-კლინიკებთან არაერთი შეხვედრა და არაერთი პოსტი მივუძღვენით.

ჩვენვე ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად პანდემიის პირველივე თვეებიდან ვიზრუნეთ იმაზე, რომ ტოცილიზუმაბი ქვეყანაში შეუზღუდავი რაოდენობით ყოფილიყო, ხოლო ცოტა ხნის წინ ასევე ჩვენი და სამინისტროს თხოვნით მომწოდებელმა ტოცილიზუმაბის ფასი გაანახევრა. ბატონმა კალოიანმა სულ ცოტა ხნის წინ ისიც კი არ იცოდა, რომ ტოცილიზუმაბი საქართველოში საერთოდ მოიპოვება, თუ არა.

ძალიან მნიშვნელოვანი შენიშვნა: ჯანდაცვის სამინისტრო ნაციონალურ პროტოკოლში შეტანის პირველივე დღიდან (2020 წლის ივნისიდან) ანაზღაურებდა ტოცილიზუმაბის ღირებულებას (მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან ძვირია), და არავითარი პრობლემა ამ მხრივ არ ყოფილა. მას სწორედ ბატონი კალოიანი და მისი თანამოაზრენი იგონებდნენ. ძირითადი პრობლემა სწორედ ის იყო, რომ ანგაჟირებული ტელევიზიების, ბატონი კალოიანისა და მისი თანამოაზრე ჰეითერების გავლენით COVID-კლინიკების ნაწილი თავს იკავებდა ტოცილიზუმაბის (ისევე როგორც რემდესივირის) გამოყენებისგან, რითაც COVID-ით ავადმყოფები ზარალდებოდნენ და ამ კლინიკებთან სამინისტროს ხელმძღვანელობის და ჩვენი პირადი შეხვედრის შემდეგ დათანხმდნენ, რომ ტოცილიზუმაბისა და რემდესივირის ბოიკოტს შეწყვეტდნენ.

ასე რომ ბატონი კალოიანის, ბატონი კულუმბეგოვის და სხვა უშიშარი მებრძოლების ფაქტორი მხოლოდ თქვენი არაჯანსაღი წარმოსახვის ნაყოფია და საერთოდ, ყველამ კარგად იცის, რომ ამ პიროვნებებს არათუ ტოცილიზუმაბის დანერგვა, საერთოდ კოვიდთან ბრძოლისთვის ერთი თეთრის საქმეც კი არ გაუკეთებიათ, ერთი ავადმყოფიც კი არ გადაურჩენიათ. გასაგებია, რომ ყველა დასაშვები და დაუშვებელი ხერხებით გვებრძვით, მაგრამ რაღაც წითელი ხაზები თქვენთვისაც ხომ უნდა არსებობდეს.

ბატონო ზურაბ, ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე თქვენი პიროვნების და საზოგადოებაში თქვენი წონის გათვალისწინებით, უმორჩილესად გთხოვთ, მოახდინოთ თქვენი განცხადების დეზავუირება, რითაც ნაწილობრივ მაინც აღიდგენთ იმ რეპუტაციას და ნდობას, რომელიც აქამდე გქონდათ, ამ ქვეყანაში ხომ უნდა იცხოვროთ“, - წერს თენგიზ ცერცვაძე.

ყველა სიახლე

ზურაბ აბაშიძე

27 სექტემბერი 2021, 22:51

საზოგადოება

ზურაბ აბაშიძე: ჟვანიას ქუჩაზე სკვერი მოეწყობა

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ზურაბ ჟვანიას ქუჩაზე უკვე შერჩეულია ადგილი, სადაც მოსახლეობის თხოვნით სკვერი მოეწყობა. ამის შესახებ მან თბილისის მერობის კანდიდატთან, კახა კალაძესთან ერთად, მთაწმინდის რაიონის ამომრჩეველთან ონლაინ შეხვედრისას განაცხადა.

კახა კალაძე
ზურაბ აბაშიძე

27 სექტემბერი 2021, 22:47

საზოგადოება

კახა კალაძე: მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტი აღდგება

„მთაწმინდის ფერდზე მართლაც მძიმე ვითარებაა - ფიჭვები გახმა, სანიტარიული ჭრის გარეშე ჯანსაღი ხეებიც დაავადდება. სამუშაოები ამ მიმართულებით დაწყებულია. დარგის სპეციალისტები აღნიშნულ პროცესში აქტიურად ჩაერთნენ. მე მინდა, მადლობა გადავუხადო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“, რომელმაც დიდი მხარდაჭერა გამოგვიცხადა. მთაწმინდის ფერდი, რომელიც კუს ტბით მიმართულებით მიდის, სრულად მოწესრიგდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე

27 სექტემბერი 2021, 22:27

საზოგადოება

კახა კალაძე: დავით სოკოლოვის სახით თბილისმა ღირსეული შვილი დაკარგა

კახა კალაძე ცნობილი ქართველი ჟურნალისტის და ტელეწამყვანის დავით სოკოლოვის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „მინდა, სამძიმარი გამოვთქვა ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, წამყვანის, დავით სოკოლოვის გარდაცვალების გამო. მქონდა პატივი ბატონ დავითთან ურთიერთობის. ის იყო ნამდვილი თბილისელი, ღირსეული ადამიანი, რომელსაც უყვარდა ეს ქალაქი და იყო მისი დიდი გულშემატკივარი. დავით სოკოლოვის სახით, თბილისმა დაკარგა ღირსეული შვილი. სამძიმარს ვუცხადებ ბატონი დავითის ოჯახს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მამუკა მდინარაძე

27 სექტემბერი 2021, 22:22

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: თბილისში პირველივე ტურში გამარჯვების იმედიც გვაქვს და ყველა რეალური მონაცემიც ამაზე მეტყველებს

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველ პარტიას თბილისში პირველივე ტურში გამარჯვების იმედი აქვს.

კახა კალაძე
ზურაბ აბაშიძე

27 სექტემბერი 2021, 22:22

პოლიტიკა

კახა კალაძე: ყველა სიკეთე, რაც ეხება თბილისს, თანაბრად ეხება საქართველოს ყველა კუთხის შვილს

„მე, როგორც თბილისის მოქმედ მერს და მერობის კანდიდატს, მჯერა, რომ აქ, საქართველოს დედაქალაქში განხორციელებული ყველა წარმატებული პროექტი ასევე, გვაახლოებს ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებთან. ყველა სიკეთე, რაც ეხება თბილისს, თანაბრად ეხება საქართველოს ყველა კუთხის შვილს. ამდენად, მე და ჩემი გუნდი კარგად ვაცნობიერებთ, რას ნიშნავს იყო პასუხისმგებელი თბილისზე - ეს არის უდიდესი პატივი და კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

მამუკა მდინარაძე

27 სექტემბერი 2021, 22:14

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: არარეალურ დრამებზე დაყრდნობით ქაოსის შექმნას ცდილობენ

„დღეს ვნახეთ ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მოწყობილი პროვოკაცია „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის მხრიდან, რომელიც ითხოვდა რაღაც სითხის გადაცემას. კანონში სად წერია, რომ ეს სითხე არ უნდა იყოს ამ დროს ან უნდა იყოს. ასეთ არარეალურ ფაქტებზე, ასეთ დრამებზე დაყრდნობით უნდათ, რაღაც ქაოსის ფონი შექმნან, მაგრამ არ გამოუვათ. მოლოდინებსა და წარმოდგენებს, რაც მათ აქვთ, ამ ქვეყანაში აღსრულება არ უწერია. ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ, ძლიერ ქვეყანაში და არავინ აპირებს ამ პროვოკაციებზე წამოეგოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კახა კალაძე

27 სექტემბერი 2021, 22:03

პოლიტიკა

კახა კალაძე: ხუთკაციანი აქციებით ნამდვილად ვერავის შეაშინებენ

არ გამოვრიცხავ, რომ პროვოკაციები კიდევ მოეწყოს კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან, ეს მათი ხელწერაა. თუ გავიხსენებთ ასევე განვლილ არჩევნებს, ვიცით, მათი ხელწერა როგორია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძე

27 სექტემბერი 2021, 21:52

პოლიტიკა

კახა კალაძე IPSOS-ის კვლევაზე: შეინახეთ ეს კვლევები და 2 ოქტომბერს ვნახავ, რომ ეს იყო ძალიან დიდი ტყუილი

„პირველივე ტურში დამთავრდება არჩევნები. ამის თქმის შესაძლებლობას მაძლევს თბილისელების მხარდაჭერა და თანადგომა, რასაც ვგრძნობთ ყოველდღიურად და ამისთვის გულწრფელი მადლობა თითოეულ ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს“.

კახა კალაძე

27 სექტემბერი 2021, 21:34

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენი ულამაზესი თბილისი აუცილებლად გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს, რათა მეტი სიცოცხლე შევიდეს ყველა უბანში

თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო ვიდეორგოლის წარდგენისას მადლობა გადაუხადა თბილისელებს იმ მხარდაჭერისთვის, რასაც მათგან ყოველდღიურად იღებს.

ჯო ბაიდენი

27 სექტემბერი 2021, 21:30

COVID19

ჯო ბაიდენი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აიცრა. ვიდეო

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აიცრა.

სალომე ზურაბიშვილი
დემნა გვასალია

27 სექტემბერი 2021, 21:27

კულტურა

საქართველოს პრეზიდენტმა დიზაინერი დემნა გვასალია ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარიზში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საზღვარგარეთ ქართული დიასპორის გამორჩეული წარმომადგენელი, მოდის დიზაინერი, მოდის სახლის Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია ღირსების მედლით დააჯილდოვა.

ირაკლი ჩიქოვანი

27 სექტემბერი 2021, 21:18

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენ ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ დიალოგისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობაზე, რაც მიგვიყვანს პრაქტიკულ გადაწყვეტილებამდე საერთო რეგიონალური ინტერესების განხორციელებაში

სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტის ჰუმანიტარულ შედეგები განიხილეს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე, სადაც სიტყვით გამოვიდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი.

27 სექტემბერი 2021, 21:17

მსოფლიო

მედია: ნიგერიაში, შეიარაღებულმა პირებმა 14 ჯარისკაცი, 5 პოლიციელი და სამოქალაქო თავდაცვის ძალების 3 წევრი მოკლეს

ნიგერიის სოკოტოს შტატში, შეიარაღებულმა პირებმა 14 ჯარისკაცი, 5 პოლიციელი და სამოქალაქო თავდაცვის ძალების 3 წევრი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

გიორგი ამილახვარი

27 სექტემბერი 2021, 21:15

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი გახარიაზე: როდესაც მას პირად კარიერაში კრიტიკული მომენტები ჰქონდა, „ქართული ოცნება“ გვერდით დაუდგა

თქვენ წარმოიდგინეთ ბიძინა ივანიშვილს როგორ ვერ გაუმართლა იმედები გიორგი გახარიამ, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ამილახვარი გიორგი გახარიას განცხადებას, როდესაც მან თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მისი ნდობა არ გაამართლა.

კახა კალაძე

27 სექტემბერი 2021, 21:08

პოლიტიკა

კახა კალაძე: მოვა დრო როდესაც ქართველი, აფხაზი და ოსი ახალგაზრდები ერთად მოივლიან საქართველოს და იმღერებენ, რომ მათი „საქართველო აქ არის“

დღეს 27 სექტემბერია. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული - სოხუმის დაცემის დღე. ესაა შემთხვევა, როცა დრო იარებს ვერაფერს უხერხებს, რადგანაც ქართველი ხალხი ვერასდროს შეეგუება ერთიანი საქართველოს განუყოფელი ნაწილის ძალით მოკვეთის მცდელობას, - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, დღეს, „ქართული ოცნების“ საარჩევნო ვიდეორგოლის პრეზენტაციისას განაცხადა.

მარკ მილი

27 სექტემბერი 2021, 20:49

მსოფლიო

გენერალი მარკ მილი: ამერიკულმა და რუსულმა ძალებმა კომუნიკაცია უნდა გააძლიერონ, რათა შესაძლო კონფლიქტი თავიდან აიცილონ

აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ ამერიკულმა და რუსულმა ძალებმა კომუნიკაცია უნდა გააძლიერონ, რათა შესაძლო კონფლიქტი თავიდან აიცილონ.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 სექტემბერი 2021, 20:46

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მჯერა, 2 ოქტომბერს გამარჯვებას ვიზეიმებთ - „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ ჰყავს

ჩვენ, მთელი საარჩევნო კამპანიის პერიოდში არაერთი პროვოკაციის მომსწრენი გავხდით, მაგრამ ჩვენ ვაჩვენეთ უმაღლესი სტანდარტი, სტანდარტი იმისა, თუ როგორ უნდა ჩავატაროთ ევროპული სტანდარტების შესაბამისი საარჩევნო კამპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით, - ამ ის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კახა კალაძის საარჩევნო კლიპის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

27 სექტემბერი 2021, 20:40

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა საქართველოს ისტორიაში, როდესაც ჩვენ დროებით დავკარგეთ ტერიტორიული მთლიანობა

დღესაა 27 სექტემბერი, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში, როდესაც ჩვენ დროებით დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, დღეს პარტიის საარჩევნო ვიდეორგოლის წარდგენისას განაცხდა.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 სექტემბერი 2021, 20:33

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მომავალი არის ნათელი - გვჯერა, რომ ერთ დღეს გაერთიანდება ჩვენი ქვეყანა, ვიქნებით ძლიერი, მტკიცე სახელმწიფო

„ეს დღე სიმბოლურია, ვინაიდან ჩვენ ერთი მხრივ გვაერთიანებს ტკივილი და დროებითი მოუშუშებელი იარა, რომელიც სოხუმის დაცემამ მოგვაყენა ჩვენ ყველას, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ კარგად გვახსოვს და კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა გავიხსენოთ ეს დღე და სწორედ ამ სულისკვეთებით, უკეთესი მომავლის რწმენით უნდა ვისაუბროთ მომავალზე“, - განაცხადა პრემიერმა.

დავით სოკოლოვი

27 სექტემბერი 2021, 20:32

საზოგადოება

ცნობილი ტელეწამყვანი დავით სოკოლოვი გარდაიცვალა

85 წლის ასაკში საქართველოს პირველი არხის ტელეწამყვანი, დავით სოკოლოვი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ოჯახის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს.